• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მრავალპროფილური კლინიკა „ინოვა“

September 19, 2024
საკითხავი დრო: 2 mins read

მრავალპროფილური კლინიკა „ინოვა“ 2015 წელს დაარსდა და მალევე მოახერხა საზოგადოების ნდობის მოპოვება და კონკურენტუნარიან ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. ეს ყველაფერი კი თანამედროვე სტანდარტების, აპარატურის, უმაღლესი სამედიცინო მომსახურებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა გუნდის დამსახურებაა. „ინოვას“ გუნდის თითოეული წევრი ორიენტირებულია პაციენტზე. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა კი განაპირობებს მათ შორის ნდობის ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო შემთხვევის წარმატებულ მართვასა და გამოსავალს. ჟურნალი OK! გაგაცნობთ კლინიკა „ინოვას“ ექიმებს.

 

გოჩა ჩუტკერაშვილი, ნეიროქირურგი; მედიცინის დოქტორი, პროფესორი, „ინოვას“ კლინიკური დირექტორი: ექიმობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ეს ნიშნავს, რომ შენ მხოლოდ შენს თავს არ ეკუთვნი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოწოდებით იყო ექიმი და არამხოლოდ დიპლომით.

2015 წელს მეგობრებმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც საქართველოში ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტებად მივიჩნეოდით ჩვენს პროფესიაში, გადავწყვიტეთ შეგვექმნა მაღალი სტანდარტების კლინიკა. „ინოვა“ დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად. ჩვენი მიზანი საზოგადოებისთვის სამედიცინო სფეროში საუკეთესო სერვისის მიწოდება იყო. სამკურნალო პროცესს ექიმები საკუთარი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით წარვმართავთ და გადაწყვეტილებების მიღებაში ბიზნესსფეროს თანადამფუძნებლები არ ერევიან. „ინოვა“ ორიენტირებულია პაციენტსა და ექიმს შორის ნდობის ჩამოყალიბებაზე, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო შემთხვევის წარმატებულ მართვასა და გამოსავალს. ჩვენი დიდი სურვილია, პაციენტებისთვის ვიყოთ საიმედო და სანდო კლინიკა.

კლინიკა არის გერმანული მოდელით აშენებული და აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე სტანდარტების აპარატურით. ჩვენთან ყველა სპეციალისტს დასავლური განათლება აქვს მიღებული ან სტაჟირება – ევროპის ან ამერიკის სხვადასხვა კლინიკაში გავლილი.

გარდა ამისა, „ინოვა“ მაქსიმალურად ორიენტირებულია შემოიტანოს მხოლოდ მაღალი ხარისხის სამკურნალო საშუალებები. „ინოვა“ ISO 900-ის სერტიფიკატისა და „გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების“ (ESGO) აკრედიტაციის მფლობელია.

 

ირაკლი თოდუა, გინეკოლოგი, ონკოქირურგი; მედიცინის დოქტორი (საფრანგეთი); გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) არჩეული ექსპერტი: ექიმი არის თანამედროვე საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი წევრი, რადგან გავლენა აქვს საზოგადოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ეს პროფესია არის ძალიან საპასუხისმგებლო და დელიკატური, მოითხოვს მაღალ ეთიკურ სტანდარტებს. ექიმის მთავარი მახასიათებელია კეთილსინდისიერება, ემპათია და სწორი კომუნიკაცია პაციენტებთან. ამასთანავე, მას უნდა ჰქონდეს მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევები და ღრმა პროფესიული ცოდნა. კვალიფიკაციის ასამაღლებლად აუცილებელია მუდმივი სწავლა, წვდომა დარგის სიახლეებთან, ურთიერთობა კოლეგებთან მსოფლიოს მასშტაბით. საერთაშორისო კონგრესებზე დასწრების გამოცდილება ამ პროფესიის მქონე ადამიანისთვის აუცილებელია. დაბოლოს, ექიმმა უნდა შეძლოს საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზაირება ახალგაზრდა თაობისთვის.

კლინიკა „ინოვას“ გინეკოლოგიური განყოფილება არის ძალიან აქტიური. ჩვენ გვაქვს დიდი ქირურგიული დატვირთვა, წელიწადში ვატარებთ 1 800 ოპერაციას. ჩვენი განყოფილება სერტიფიცირებულია გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების მიერ, რაც დასტურია იმისა, რომ ჩვენთან მოსულ პაციენტს შეუძლია დასავლური, მაღალი სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მიღება. ვატარებთ გინეკოლოგიური ოპერაციების მთელ სპექტრს. რასაკვირველია, განყოფილებაში არის ლაპარასკოპიული ქირურგია, მცირე ინვაზიური და ონკო-გინეკოლოგიური ქირურგია.

10 წლის წინ, როცა კლინიკა „ინოვა“ დაფუძნდა, მაშინდელ რეალობაში ეს იყო ერთ-ერთი უნიკალური მოვლენა, რადგან თავად ექიმებმა მოახერხეს მობილიზება და შექმნეს კლინიკა, სადაც თავად შეძლებდნენ მუშაობას და საზოგადოებისთვის მაღალი სტანდარტების შეთავაზებას. სასიხარულოა, რომ „ინოვამ“ შეძლო მოწინავე პოზიციების მოპოვება. ეს განაპირობა მაღალმა სტანდარტებმა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმმა.

 

ქეთევან ოსიძე, Innova Invitro/ინოვა ინ ვიტრო-ს დირექტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი: ჩემთვის ექიმობა არის საოცარი შესაძლებლობა, შევცვალო ადამიანების ცხოვრება. ჩვენი სფერო განსხვავდება მედიცინის სხვა სფეროებისგან. უშვილობა არ არის დაავადება, ეს უფრო მდგომარეობაა, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს წყვილის ფიზიკურ, ფსიქოემოციურ და სოციალურ მდგომარეობას. დიდი გამოწვევა და ბედნიერებაა, როცა უმეტეს შემთხვევაში შეგვიძლია ამ პრობლემის აღმოფხვრა. მრავლობითში იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩემი პირდაპირი მოვალეობების გარდა, ვიტვირთე მთელი სამსახურის გამართვა და ორგანიზება ისეთი სტანდარტებით, როგორიც მიმაჩნია საჭიროდ და სამაგალითოდ. გამიმართლა, რომ ბევრი კლინიკის და ქვეყნის მოდელი ვნახე შიგნიდან, როგორ არის უზრუნველყოფილი საუკეთესო რეპროდუქციული სერვისების მიწოდება და „ინოვაში“ ამის განხორციელების შესაძლებლობა მომეცა.

კლინიკა „ინოვას“ გახსნიდან 1 წელიწადში შემომთავაზეს ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების გახსნა. ასეთი გუნდისგან ამ შეთავაზების მიღება დიდი პატივი იყო, ინფრასტრუქტურულად ყველა გეგმის რეალიზაციის შესაძლებლობამ კი ადვილად გადამაწყვეტინა ამ პროექტის ხელმძღვანელობა.

Innova Invitro/ინოვა ინ ვიტრო-ს მთავარი უპირატესობა ჩვენი სპეციალისტები, მათი გამოცდილება და შედეგებია. თავიდანვე ორიენტაცია გვქონდა საერთაშორისო სტანდარტებსა და კავშირებზე, ამიტომ კლინიკა გაიხსნა მსოფლიოში უდიდეს კომპანიასთან (ესპანური კლინიკების ქსელი კომპანია IVI გარდაიქმნა საერთაშორისო ესპანურ-ამერიკულ კონგლომერატად IVI RMA Global) თანამშრომლობით. ჩვენი ემბრიოლოგიის სამსახურს მთელი ამ 7 წლის განმავლობაში უძღვებიან მათი ემბრიოლოგები. თანამშრომლობა იმდენად ეფექტური და პროდუქტიულია, რომ სალაპარაკო გახდა როგორც იქ, ისე აქ, ჩვენს სოციუმში.

ჩვენი გამოცდილებისა და ემბრიოლოგიური სამსახურის ხარისხის გარდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტიკური და ქირურგიული ჩარევის სრული მასშტაბით მომსახურების გაწევის შესაძლებლობას. კლინიკა კვლავაც აგრძელებს დიაგნოსტიკის და მკურნალობის ახალი მიდგომებისა და სტანდარტების თბილისში დამკვიდრებას. გარდა ყველაზე რთული პროცედურებისა, როგორიც არის ინ ვიტრო განაყოფიერების სხვადასხვა ტიპი, გენეტიკური კვლევები, ანდროლოგიური სამსახური სრული მოცულობით ასრულებს გინეკოლოგიური პათოლოგიების სრული სპექტრისა და ორსულობის მართვას.

მეამაყება ექიმების, ემბრიოლოგების, ექთანების, მენეჯერების გუნდის, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით მხოლოდ წყვილს კი არა, საზოგადოებას და ქვეყანას ვემსახურებით.

 

ირაკლი ჭელიშვილი – ნეიროქირურგი; მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კლინიკა „ინოვას“ ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი: იყო ექიმი, ნიშნავს, ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარო სხვა ადამიანების პრობლემებზე ფიქრსა და მათზე ზრუნვაში.

„ინოვაში“ დაარსების დღიდან ყველაზე დიდ ყურადღებას ვანიჭებდით ექიმების კვალიფიკაციას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. „ინოვას“ ნეიროქირურგიული დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს ნეიროქირურგიის მთლიან სპექტრს. ჩვენს ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში მუშაობს 8 ნეიროქირურგი, მომზადება პრაქტიკულად ყველამ გერმანიის კლინიკაში გაიარა. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების მიღებას.

 

რამაზ აღლემაშვილი, ორთოპედ-ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი; ევროპის ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის წევრი: ექიმობა, უპირველესად, პასუხისმგებლობაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას განდობს.

კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, მთელი განვითარება ეფუძნება ევროპულ სტანდარტებს. ამასთანავე, ჩვენი დეპარტამენტის წევრებს გავლილი აქვთ სწავლება გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში. მაღალკვალიფიციურობა აისახება პაციენტის მოვლას, ზრუნვას, მკურნალობასა და მასთან კომუნიკაციაში.

აღსანიშნავია, რომ პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენთან დაინერგა და ჩატარდა მხრის სახსრის რევერსიული, კოჭ-წვივისა და იდაყვის სახსრების ენდოპროთეზირებები. ეს ოპერაციები დღემდე კლინიკაში უდიდესი წარმატებით ტარდება.

 

 

ზურაბ ნარიმანიძე – ნეიროქირურგი

იყო ექიმი-ნიშნავს შეგეძლოს ცოდნის, პასუხისმგებლობის და გულისხმიერების სინთეზი. დასაწყისშივე გააზრებული უნდა გქონდეს, რამდენად მნიშვნელოვანია არჩეული პროფესია. შემდეგ, წლების განმავლობაში, პაციენტებთან ურთიერთობით დაგროვებული გამოცდილება უდიდეს როლს თამაშობს პროფესიონალიზმის ამაღლებაში. ამასთან ერთად, აუცილებელია, დაეუფლო თანამედროვე სამეცნიერო და ტექნიკურ მიღწევებს, რისთვისაც საჭიროა უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღება. კარგი ექიმი არამხოლოდ დაავადებას არჩენს, არამედ დაავადებულ ადამიანს – ეს არის ის, რაც მოიაზრებს როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ მხარდაჭერას პაციენტისადმი. “ინოვას” ნეიროქირურგიული დეპარტამენტი დაკომპლექტებულია 8 ნეიროქირურგით. აქ ტარდება ფართო სპექტრის ოპერაციები ხერხემალსა და თავის ტვინზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წარმატება დაფუძვნებულია ყველა სამედიცინო რგოლის გუნდურ და კეთილსინდისიერ მუშაობაზე. ყოველივე ეს საშუალებას იძლევა, “ინოვა” ითვლებოდეს მაღალი სტანდარტების სამედიცინო ცენტრად, სადაც სინთეზირებულია ჰიგიენის ნორმების დაცვა, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და მედპერსონალის პროფესიონალიზმი.

 

 

დავით დოთიაშვილი – ნეიროქირურგი

ექიმობა – ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიაა, რომელიც მოითხოვს ძალიან დიდ შრომას, ცოდნას, გამოცდილებასა და პასუხისმგებლობას. დაავადების დამარცხებაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ექიმის პროფესიონალური ხედვა,  არამედ პაციენტის თვალით დანახული პრობლემების გათვალისწინებაც.

ნეიროქირურგიული დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს ნეიროქირურგიული პათოლოგიების მკურნალობის სრულ სპექტრს. ხოლო კლინიკა დაკომპლექტებულია პროფესიონალი სპეციალისტებით, რომელთაც მიღებული აქვთ სპეციალიზაცია  ევროპის წამყვან კლინიკებში და მუდმივად იმაღლებენ პროფესიონალიზმს მედიცინის თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად.

კლინიკა ,,ინოვა” დაარსებიდან 9 წელს ითვლის. თვით სახელიდან გამომდინარე გამოირჩევა ბევრი ინოვაციით, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ისე მართვისა და პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: მაკა მეგრელიძე, ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025
#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „მედფემი“ – არსებობის ერთი წელი და მრავალი წარმატება

#OK! „მედფემი“ – არსებობის ერთი წელი და მრავალი წარმატება

October 14, 2024
#OK! ლეონარდო დიკაპრიო 23 წლის შეყვარებულთან ერთად St. Barts-ში იახტაზე ისვენებს

#OK! ლეონარდო დიკაპრიო 23 წლის შეყვარებულთან ერთად St. Barts-ში იახტაზე ისვენებს

January 31, 2023
#OK! დანი ალვეშს სექსუალური ძალადობისთვის 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს!

#OK! დანი ალვეშს სექსუალური ძალადობისთვის 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს!

March 4, 2024
#OK! ჰაიდი კლუმის 16 წლის ქალიშვილი Glamour Magazine-ისთვის!

#OK! ჰაიდი კლუმის 16 წლის ქალიშვილი Glamour Magazine-ისთვის!

April 10, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

October 6, 2025
#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

October 2, 2025
#OK! HR Congress 2025

#OK! HR Congress 2025

October 7, 2025
#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები