• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მრავალფეროვნება და ინკლუზია CSR-ში

May 31, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ევროკავშირში მაისი „მრავალფეროვნების თვეა“. ეს ინიციატივა ევროკომისიის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით, ეს საკითხო კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში განვიხილეთ. გლობალური გამოცდილება ადასტურებს, რომ მრავალფეროვანი გუნდები ბიზნესშედეგების, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის გაუმჯობესებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ.

მრავალფეროვნების კონცეფცია ზოგადად მოიცავს ადამიანთა განსხვავებულობის აღიარებას, მიღებას და პატივისცემას. კომპანიების საქმიანობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალფეროვნების ცნება, ის გულისხმობს, რომ კომპანიაში მუშაობენ სხვადასხვა მახასიათებლით განსხვავებული ადამიანები, რაც ასახავს იმ საზოგადოების მრავალფეროვნებას, რომელშიც კომპანია საქმიანობს.

ამასთანავე, მრავალფეროვნება, თავისი არსით, განასახიერებს ადამიანის გამოცდილების სიმდიდრეს, რომელიც მოიცავს განსხვავებული იდენტობებისა და შეხედულებების სინერგიას. CSR-ის სფეროში მრავალფეროვნება ოპერირებს როგორც მორალური იმპერატივი. მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია მნიშვნელოვანია არა მარტო სამუშაო გარემოს შექმნაში, არამედ ბიზნესის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორიცაა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვნებისა და CSR-ის ინტეგრაცია კეთილდღეობის უზარმაზარ დაპირებას იძლევა, ის ამასთანავე აწყდება ძალიან ბევრ გამოწვევასაც. ჭეშმარიტად ინკლუზიური ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას, ინვესტიციებს და სისტემურ მიკერძოებებსა და ბარიერებთან დაპირისპირების სურვილს. კომპანიებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ მრავალფეროვნებას ყველა დონეზე.

ბიზნესს ძალუძს, პოზიტიური ცვლილებები მოუტანოს საზოგადოებას, დაქირავების ინკლუზიური პრაქტიკიდან დაწყებული, სამუშაო ადგილის ყველასთვის თანაბარი ხელმისაწვდომობით დასრულებული. კომპანიებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა ინკლუზიის კულტურის ჩამოყალიბებაში, როგორც მათ ორგანიზაციებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იქნება ეს სტრატეგიული კომუნიკაცია თანამშრომლებთან, განსხვავებული წარმომავლობის და შეხედულების მქონე თანამშრომლებს შორის გუნდურობის და ურთიერთპატივისცემის წახალისებით თუ ზოგადი ბიზნესპრაქტიკით, მათ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებში საზოგადოების განსხვავებული წარმომადგენლების წარმოჩენით.

ინდივიდებს შორის არსებული ხიდჩატეხილობის პრობლემის ერთიანად გადაწყვეტა შეუძლებელია, ამისთვის ხანგრძლივი, რთული და ეტაპობრივი პროცესი არის საჭირო. ამიტომაც აქვს მნიშნელობა ბიზნესის ჩართულობას ამ საკითხში, რადგან მისი დახმარებით მოქმედებაში სინქრონულად იკვეთება სხვადასხვა საზოგადოებრივი რგოლი.

 

 

გასათვალისწინებელია, რომ ამ გამოწვევების ფონზე არის ინოვაციებისა და ზრდის უზარმაზარი შესაძლებლობები. კომპანიები, რომლებიც იღებენ მრავალფეროვნებას თავიანთი CSR პრაქტიკაში, იძენენ კონკურენტულ უპირატესობას, მოიცავენ ახალ ბაზრებს, ხელს უწყობენ პროდუქტის ორიგინალურობას და აძლიერებენ მომხმარებელთა ლოიალობას. უფრო მეტიც, მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო ადგილების ხელშეწყობით, კომპანიები ბევრად უფრო მარტივად იზიდავენ ახალ ნიჭს, რითიც ხელს უწყობენ მუდმივ კრეატიულობას და საფუძველს უყრიან გრძელვადიან წარმატებას.

საქართველოს რეალობაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა ენობრივი ბარიერი, რომელსაც აწყდებიან ეთნიკური უმცირესობები, განსაკუთრებით ისინი, ვინც საუბრობენ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ქართული ენის არასაკმარისი ცოდნა წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას დასაქმებისთვის, ზღუდავს შესაძლებლობებს კვალიფიციური პირებისთვის. ამ ბარიერის გადაჭრა მოითხოვს პროაქტიურ ზომებს ენობრივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და ამასთანავე, ენობრივი მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის.

შეიძლება ითქვას, ჩვენი დღევანდელი პოზიტიური კოლექტიური ქმედებებით ვაყალიბებთ უკეთეს ხვალინდელ დღეს, სადაც ადგილი არ ექნება ჩაგვრას, დამცირებას და ინდივიდის გარიყვას მისი განსხვავებულობის ნიადაგზე. მრავალფეროვნების მიღებით, ინკლუზიის ხელშეწყობით და კორპორაციული პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საამაყო მომავალი.

ასევე გაეცანი

#OK! ნატალია ჩებანოვა: ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს
ინტერვიუ

#OK! ნატალია ჩებანოვა: ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს

February 10, 2026
#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბრუკ შილდსი 58 წლის გახდა: მსახიობის სილამაზის ევოლუცია ბავშვობიდან დღემდე

#OK! ბრუკ შილდსი 58 წლის გახდა: მსახიობის სილამაზის ევოლუცია ბავშვობიდან დღემდე

May 31, 2023
#OK! ანა ხურციძე თავისი საქმიანობის შესახებ

#OK! ანა ხურციძე თავისი საქმიანობის შესახებ

March 11, 2021
#OK! პრინცი უილიამი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

#OK! პრინცი უილიამი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

May 20, 2021
#OK! ჯო ბაიდენის შვილიშვილის ნაომი ბაიდენის და პიტერ ნილის ზღაპრული ქორწილი (ფოტოები)

#OK! ჯო ბაიდენის შვილიშვილის ნაომი ბაიდენის და პიტერ ნილის ზღაპრული ქორწილი (ფოტოები)

November 20, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

February 10, 2026
#OK! ფეხბურთიდან ბიზნესამდე – კრიშტიანუ რონალდუს წარმატების სტრატეგია

#OK! ფეხბურთიდან ბიზნესამდე – კრიშტიანუ რონალდუს წარმატების სტრატეგია

February 10, 2026
#OK! ჰოლი ბერი ცნობილ მუსიკოსზე ქორწინდება

#OK! ჰოლი ბერი ცნობილ მუსიკოსზე ქორწინდება

February 6, 2026
#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

February 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები