• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doqtors OK! Doctors

#OK! მოწოდებად ქცეული პროფესია

April 1, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

დაბრკოლებების გადალახვა და მიზნებისკენ სვლის სირთულე ბავშვობიდან გაიაზრა, სწორედ ამიტომ პროფესიადაც ის სფერო აირჩია, რომელიც უდიდეს პასუხსისმგებლობას, შრომასა და თავდადებას მოითხოვს. საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლამ კი თავისი საქმის პროფესიონალად აქცია. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გაგაცნობთ ჩვენს გმირს, ზვიად მალაზონიას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და გამოწვევებით სავსე სამედიცინო სპეციალობის, ნეიროქირურგიის წარმომადგენელია კავკასიის მედიცინის ცენტრში. რა გზა გაიარა დღევანდელ დღემდე, რატომ აირჩია უშუალოდ ეს მიმართულება და როგორია მისი სამომავლო გეგმები, თავად გვიამბობს.

 

გვიამბეთ თქვენი პროფესიის შესახებ. პირველად როდის დაინტერესდით სამედიცინო სფეროთი და რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?

ჩემი გზა მარტივი არასოდეს ყოფილა. აფხაზეთმა ბავშვობიდან მაგრძნობინა, რას ნიშნავს დაბრკოლებების გადალახვა და მიზნებისკენ სვლის სირთულე. ექიმობა მხოლოდ პროფესიად არ მიმაჩნია. ეს არის მოწოდება, რომელსაც მოჰყვება უდიდესი შრომა, თავდადება და ბრძოლა საკუთარი ოცნებისთვის. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია მედიცინა. ეს არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა, არამედ მათ გვერდით დგომა, მხარდაჭერა და იმედია. იმ პირობებში, სადაც ყველაფერი ასე ადვილი არ იყო, სწავლა ჩემთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ.

როდესაც ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ვემზადებოდი, აფხაზეთიდან გადმოსასვლელი გზა ჩაკეტეს. მე და დედამ ფეხით გავიარეთ კილომეტრები, ყველა სირთულის მიუხედავად, რათა გამოცდაზე მივსულიყავი და ჩემი მომავლისთვის მებრძოლა. ეს გზა სიმბოლო გახდა ჩემი მიზანდასახულობისა – ისევე როგორც იმ დღეს, დღესაც მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მიუხედავად ყველა სირთულისა, არასდროს მიფიქრია, რომ ხელი ჩამექნია. პირიქით, თითოეული გამოწვევა კიდევ უფრო მეტად მამოძრავებდა, რომ მიზნისთვის ბოლომდე მებრძოლა. მიზნამდე კი ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

 

რატომ ნეიროქირურგია და რას მოიცავს ეს მიმართულება?

ნეიროქირურგია ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და გამოწვევებით სავსე სამედიცინო სპეციალობაა. ამ მიმართულების არჩევის ბევრი მიზეზი მქონდა. ეს არის სფერო, რომელიც მოითხოვს ღრმა ანატომიურ ცოდნას, ანალიტიკურ აზროვნებას, პრაქტიკულ უნარებს და მუდმივად განვითარებისკენ სწრაფვას. ნეიროქირურგია მოიცავს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის (თავის ტვინის, ზურგის ტვინის და ნერვების) ქირურგიულ მკურნალობას. ეს მიმართულება განსაკუთრებულად კომპლექსურია, რადგან ნერვული სისტემა პასუხისმგებელია სხეულის თითქმის ყველა ფუნქციის კონტროლზე, მათ შორის მოძრაობაზე, შეგრძნებაზე, მეხსიერებასა და გონებრივ აქტივობაზე. ნეიროქირურგია ფარავს სხვადასხვა ტიპის ოპერაციებსა და ჩარევებს, მათ შორის ინსულტის, ანევრიზმების, თავის ტვინის, ზურგის ტვინის სიმსივნეებს, არტერიოვენოზური მალფორმაციების, კავერნომებს და სხვა ნეიროქირურგიული დაავადებების მკურნალობას. ნეიროქირურგია მოითხოვს არა მარტო მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას, არამედ ექიმის განსაკუთრებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ნეიროქირურგთან დროული ვიზიტი?

თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებები ხშირად სწრაფი პროგრესირებით ხასიათდება, ამიტომ ნეიროქირურგთან დროული კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. დაგვიანებულმა დიაგნოზმა და მკურნალობამ შეიძლება პაციენტის მდგომარეობის გაუარესება ან შეუქცევადი ნევროლოგიური დეფიციტი გამოიწვიოს.

ნეიროქირურგს უნდა მიმართოს პაციენტმა შემდეგი ხასიათის სიმპტომებით: მუდმივი ან გაუსაძლისი თავის ტკივილი, გონების კარგვის ეპიზოდები, კრუნჩხვა, თავბრუსხვევა, გულისრევა, წონასწორობის დაკარგვა, მხედველობის გაორება, ყლაპვის გაძნელება, ძალის დაქვეითება, დისკომფორტი ან დაბუჟება კიდურებში, წელის ან კისრის მიდამოს ტკივილი ან დაბუჟება, რომელიც გადაეცემა კიდურებში.

 

რა გაძლევთ მოტივაციას და რა პასუხისმგებლობებთან ასოცირდება ექიმის პროფესია?

ნეიროქირურგია არის პროფესია, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკური უნარებით, არამედ ინტელექტუალური გამძლეობითა და ადამიანის ცხოვრებაზე ზრუნვითაც გამოირჩევა. პასუხისმგებლობა, რომელსაც მე, როგორც ნეიროქირურგი ვიღებ, დიდია, თუმცა სამოტივაციოც ბევრია, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ნეიროქირურგია სავსეა სტრესული სიტუაციებით. საოპერაციო ბლოკში ხშირად საჭირო ხდება სწრაფი, ზუსტი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამ პროცესში სტრესთან გამკლავება დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ ოპერაცია წარმატებული იყოს და პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გამოჯანმრთელდეს.

ჩემთვის დიდი მოტივაციაა ცოდნის გაღრმავება და ახალი მეთოდების, ტექნოლოგიებისა და კვლევების გამოყენება, რაც საშუალებას მაძლევს უფრო ეფექტიანად ვუმკურნალო პაციენტებს. პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მადლიერება კი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩვენი ქმედება შედეგიანი და სასარგებლოა.

 

 

თქვენს ოჯახზეც მოგვიყევით. რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

ჩემი მეუღლე ექიმი-კარდიოლოგია. მისი პროფესია დიდ პასუხისმგებლობას, ფიზიკურ და ემოციურ ძალისხმევას მოითხოვს. ვინაიდან ორივენი ექიმები ვართ, ვფიქრობ, უფრო მეტად განვიცდით ერთმანეთის პრობლემებს და საჭიროებებს. მისთვის არაა გაურკვეველი, თუ რატომ შეიძლება იყოს ჩემი სამუშაო დღე 24 ან ზოგჯერ 36-საათიანი. ერთმანეთის ნდობა და პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თავისუფალ დროს, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ძალიან ცოტა მაქვს. ჩემთვის თავისუფალ დროს დასვენებისთვის საუკეთესო გამოსავალი მოგზაურობა და ახალი ადგილების ნახვაა.

 

რას ეტყვით მათ, ვინც ექიმის პროფესიას ირჩევს?

მომავალ ექიმებს სამოტივაციოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა შეიძლება მივცე, რომ არ დაკარგონ მოტივაცია. ექიმობა არის პროფესია, რომელიც მოითხოვს დიდი ძალისხმევას და დროს. თუ ნამდვილად გიყვართ ის, რასაც აკეთებთ, ეს დაგეხმარებათ რთული მომენტების გადალახვაში. ექიმის შრომა, მიუხედავად გამოწვევებისა, ხშირად სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ შენი მუშაობა სხვების სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და ბედნიერებას ეხმარება. მიზნების მისაღწევად უნდა იყვნენ ორგანიზებულები, რადგან ამ პროცესში ექიმები განიცდიან ფიზიკურ და ემოციურ სტრესს. ექიმი ხშირად აწყდება რთულ სიტუაციებს, როგორიცაა რთული დიაგნოზები, მძიმე ოპერაციები ან პაციენტის მძიმე მდგომარეობა. ამ მომენტებში მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ იმედი და ვიფიქროთ, რა შეგვიძლიათ გავაკეთოთ თითოეული ადამიანის უკეთესობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმის გზა შეიძლება რთული და ხანგრძლივი იყოს, ყოველი ნაბიჯი, რომლითაც მიდიხართ, აუცილებლად წაგიყვანთ წარმატებისკენ. გულმოდგინედ მუშაობის და საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის შენარჩუნება არის გასაღები წარმატებისთვის.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?     

ჩემი სამომავლო გეგმები ძირითადად მოიცავს პროფესიულ ზრდას, რაც გულისხმობს გარკვეული მიმართულებით მეტი გამოცდილებისა და ცოდნის მიღებას. ამ ეტაპზე დაინტერესებული ვარ თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების (ანევრიზმების, არტერიოვენოზური მალფორმაციების) მიკროქირურგიული მკურნალობით. ასევე ენდოსკოპიური ნეიროქირურგიით – მინიმალურად ინვაზიური ოპერაციებით, რომლებიც ამცირებს პოსტოპერაციულ გართულებებს და აჩქარებს რეაბილიტაციას. ამაში კი მეხმარება ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ Mayo Clinic-ში, ასევე ვისკონსინის ნეიროქირურგიულ ცენტრში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

ჩემი სამომავლო გეგმები გულისხმობს საერთაშორისო სტაჟირებებს, თანამშრომლობას მსოფლიო დონის ნეიროქირურგიულ ცენტრებსა და კლინიკებთან. საერთაშორისო კონფერენციებზე გამოცდილების გაზიარებასა და ახალი ტექნოლოგიების ათვისებას. ვინაიდან მუდმივი პროფესიული ზრდა და ახალი გამოწვევების მიღება მე როგორც ნეიროქირურგს საშუალებას მომცემს, მივაღწიო დასახულ მიზნებს.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025
#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! თინა ბოკუჩავა ტყუპების დედა გახდა- პირველი ფოტო სამშობიაროდან

#OK! თინა ბოკუჩავა ტყუპების დედა გახდა- პირველი ფოტო სამშობიაროდან

October 16, 2022
#OK! ცეკვავენ ვარსკვლავების გრანდიოზული ფინალი!

#OK! ცეკვავენ ვარსკვლავების გრანდიოზული ფინალი!

February 9, 2024
#OK! ჭიქა ყავასთან – LIO with ILA (ვიდეო)

#OK! ჭიქა ყავასთან – LIO with ILA (ვიდეო)

April 2, 2025
#OK! „მზიური გარდენსი“ მახინჯაურის ცნობილ ბალნეოკურორტს აღადგენს

#OK! „მზიური გარდენსი“ მახინჯაურის ცნობილ ბალნეოკურორტს აღადგენს

July 12, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

October 2, 2025
#OK! რობი უილიამსს იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა

#OK! რობი უილიამსს იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა

October 1, 2025
#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

October 6, 2025
#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

October 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები