• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! მოდა ინტერიერში

August 24, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მოდა და ინტერიერი ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო ერთმანეთთან. მოდის სფეროს მსგავსად ინტერიერის დიზაინშიც დიდი მნიშვნელობა აქვს სეზონის ტენდენციებს. მოდა გამოხატავს საკუთარ თავს დროის მეშვეობით, რომელიც მუდმივად იცვლება. ორივე შემთხვევაში გამოვხატავთ საკუთარ თავს, ჩვენს ღირებულებებს, წარმოდგენებსა და ამბიციებს. სახლი ასახავს ჩვენს პიროვნებას, ისევე, როგორც ნებისმიერი სამოსის დიზაინი. ბოლო წლებია ინტერიერის დიზაინს კიდევ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. ინფლუენსერები და ბლოგერები ყოველდღიურად აჩვენებენ გამომწერებს თავიანთ სახლებს და დეკორის დეტალებით იწონებენ თავს. პანდემიამაც ხელი შეუწყო ინტერიერის დიზაინის პოპულარობას, ვინაიდან შინ გამოკეტილ ხალხს ტანსაცმლის ყიდვის სურვილი აღარ ჰქონდა და ბევრი სახლის გაფორმებით ირთობდა თავს. შესაბამისად, არც მოდის ბრენდებმა დააყოვნეს და სამოსთან ერთად ინტერიერის ელემენტების შექმნაც დაიწყეს. თუმცა, მოდისა და ინტერიერის კოლაბორაცია უკვე დიდ დროს ითვლის. გთავაზობთ ჩვენს ფავორიტ Luxury – ბრენდებს, რომლებმაც ტანისამოსის შემდეგ ინტერიერის დიზაინშიც არანაკლებ დაიმკვიდრეს თავი.

VERSACE

საკულტო იტალიური ბრენდი Versace ინტერიერის სფეროში 1992 წელს შეიჭრა. ბრენდმა ტექსტილისა და ჭურჭლის შექმნით დაიწყო, შემდეგ კი მასიური ავეჯი, საწოლები, სავარძლები, სკამები და განათება დაამატა. Versace-ს ინტერიერი ბაროკოსა და ბერძნული სტილის ნაზავია. ბრენდის დომინანტი ფერები შავი, ოქროსფერი და თეთრი გახლავთ. რბილი ავეჯი და ბალიშები ძირითადად ხავერდის, აბრეშუმისა და ურბილესი კოტონისგან მზადდება.

 

 

HERMES

Hermes-ს უდავოდ გამორჩეული ადგილი უჭირავს ინტერიერის დიზაინის სფეროში. ბრენდი 2011 წლიდან ყველანაირ ავეჯსა და დეკორის ელემენტებს სთავაზობს მომხმარებელს. Hermes-ისთვის პირველი კოლექცია ინტერიერის სფეროს საკულტო დიზაინერებმა − Enzo Mari-მ, Antonio Citterio-მ და RDAI Studio-მ შექმნეს. Hermes-ის მთავარი უპირატესობა მისი უმაღლესი ხარისხია, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. ბრენდს ავეჯთან და დეკორის ელემენტებთან ერთად საკუთარი სამაგიდო თამაშებიც კი აქვს.

 

 

GUCCI DECOR

Gucci-მ თავისი ინტერიერის ხაზი 2017 წელს შექმნა. ბრენდის კრეატიული დირექტორი მაშინაც ალესანდრო მიკელე გახლდათ და მისმა კოლექციამ იმედგაცრუებული არავინ დატოვა. ავეჯისა და დეკორის დეტალებში ხშირად იხილავთ ბრენდის ტანსაცმლის მსგავს ვინტაჟურ პრინტებსა და ფაქტურებს. Gucci Decor მოიცავს სკამებს, მაგიდებს, კომოდებს, ბალიშებს, შპალერებს, სანთლებს, რომლებზეც ყოველთვის იგრძნობა იტალიური გავლენა. ცხოველისა და ფერადი ყვავილების პრინტები Gucci-ს სავიზიტო ბარათია.

 

 

ARMANI/CASA

Armani, როგორც ბრენდი, 1975 წელს შეიქმნა და ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. მოდის სფეროში უზომო წარმატებამ ბრენდის კრეატიულ დირექტორს, გენიალურ ჯორჯო არმანის 2004 წელს ინტერიერის ხაზის გაკეთებაც გადააწყვეტინა. დღეს კი არაერთი მდიდრული სასტუმრო, ეგზოტიკური ვილა, კერძო თვითმფრინავი და იახტა სწორედ Armani-ს ავეჯით, განათებითა და ხალიჩებით არის გაწყობილი. Armani Casa-ს ფილოსოფია სიმარტივე, მინიმალისტური სტილი, სწორი ხაზები და იდეალური პროპორციებია.

 

 

BOTTEGA VENETA

Bottega Veneta-ს ინტერიერის პირველი პროდუქტი გახლდათ სკამი, რომელიც 2006 წელს ბრენდის იმდროინდელმა კრეატიულმა დიზაინერმა − ტომას მაიერმა შექმნა. სწორედ აქედან დაიწყო Bottega Veneta-ს ფრთების გაშლა ინტერიერის სფეროში. ახლა უკვე ბრენდის ხაზი ძალიან მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სახის ავეჯსა და დეკორის ელემენტებს მოიცავს. ფოლადი, მუხა, მარმარილო, მინა, ბრინჯაო − ეს ის მასალებია, რომლისგანაც ბრენდი თავის დახვეწილ კოლექციებს ამზადებს. ორიგინალური დიზაინითა და დამახასიათებელი სტილით მაშინვე ამოიცნობთ Bottega-ს მოდელებს. ძალიან მოთხოვნადია Bottega Veneta-ს ტენდენციური ჭურჭელიც.

 

 

DOLCE & GABBANA

მოდის იტალიურმა სახლმა Dolce & Gabbana-მ თავისი პირველი დეკორის ხაზი გასულ წელს გამოუშვა და სადებიუტო კოლექცია შთამბეჭდავ Alta Moda-ს შოუზე წარადგინა. ფერადი კოლექცია ოთხ მოტივზე იყო აგებული: ხმელთაშუა ზღვის სილურჯე, კარეტო, ლომი და ზებრა. ოთხივე თემატიკა სხვადასხვა სტილს მოიაზრებს და შესაბამისად, Dolce & Gabbana Casa-ს ყველა გემოვნების ადამიანის დაკმაყოფილება შეუძლია. ბრენდის ტანსაცმლის ხაზის მსგავსად, მისი ინტერიერის დიზაინიც ენერგიული, ქალური და თამამია.

უნდა აღინიშნოს 2018 წელს Dolce & Gabbana-სა და Smeg-ის კოლაბორაციაც, რომლის ფარგლებში სამზარეულოს ტექნიკის სპეციალური ხაზი შეიქმნა. Salone de Mobile-ისთვის კი სიცილიური თემატიკით 100 მაცივარი ხელით მოხატეს.

 

ასევე გაეცანი

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია
Fashion

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ
OK! News

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

March 2, 2026
#OK! ზენდაიამ და ტომ ჰოლანდმა საიდუმლოდ იქორწინეს
OK! News

#OK! ზენდაიამ და ტომ ჰოლანდმა საიდუმლოდ იქორწინეს

March 2, 2026
#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე
Fashion

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

March 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! იგი აზალეა 32 წლის გახდა – 5 უცნობი ფაქტი რეპერის შესახებ

#OK! იგი აზალეა 32 წლის გახდა – 5 უცნობი ფაქტი რეპერის შესახებ

June 7, 2022
#OK! The way travel story bag – ბავშვებისთვის საჭირო ყველა ნივთი ერთ სამოგზაურო ჩანთაში

#OK! The way travel story bag – ბავშვებისთვის საჭირო ყველა ნივთი ერთ სამოგზაურო ჩანთაში

October 12, 2024
#OK! სოფია რიჩი ბრენდ 8 Other Reasons-ის უახლეს კამპანიაში!

#OK! სოფია რიჩი ბრენდ 8 Other Reasons-ის უახლეს კამპანიაში!

July 16, 2021
#OK! საახალწლო საჩუქრები ზოდიაქოს ნიშნების ხასიათის მიხედვით „ლუტეციასგან“

#OK! საახალწლო საჩუქრები ზოდიაქოს ნიშნების ხასიათის მიხედვით „ლუტეციასგან“

December 30, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

February 27, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

March 2, 2026
#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

February 26, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები