• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მარიშა მიქიაშვილი – საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ნიდერლანდების სამეფოში

June 15, 2023
საკითხავი დრო: 4 წუთში წასაკითხი

“მნიშვნელოვანია, ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენება, რომელსაც ვხედავთ და გვესმის, მაშინაც კი, თუ გვგონია, რომ რაღაც შეუძლებელია, რადგან შეუძლებელი ნამდვილად არაფერია”.

მარიშა მიქიაშვილი ლეიდენის უნივერსიტეტის სტუდენტია ჰააგაში. ის ნათელი მაგალითია იმისა, რომ თუ რაიმეს გულით მოინდომებ, აუცილებლად გამოგივა. სკოლის დასრულების შემდეგ, ახალი გამოწვევებისა და უცხო კულტურის გასაცნობად ევროპაში სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. დაფინანსება ესპანეთის, საფრანგეთისა და იტალიის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მიიღო, თუმცა მისი მთავარი სამიზნე ნიდერლანდები იყო.

“როდესაც ნიდერლანდების სამეფოში აპლიკაცია გავგზავნე, მეგონა ვერ ჩავაბარებდი, რადგან ჩემს პროგრამაზე მაღალი კონკურენცია გახლდათ და მოხვედრაც საკმაოდ რთული იყო. როდესაც გავიგე, რომ საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამაზე ჩავირიცხე, ძალიან გამიხარდა, არ მჯეროდა. ამიტომ საბოლოოდ, სწავლის გაგრძელება ჰააგაში გადავწყვიტე”, − ამბობს მარიშა.

უცხო ქვეყანასა და უცხო გარემოში მარტო წასვლა მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, შესაძლებლობებს ხელიდან არასდროს უშვებს: “მიუხედავად იმისა, რომ თავიდან კომფორტის ზონიდან გამოსვლა გამიჭირდა, მალევე მივხვდი, რომ დისკომფორტს საბოლოოდ წარმატება მოჰქონდა”.

ახლახან მარიშა მიქიაშვილი ნიდერლანდებში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გახდა. პროგრამა “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი”, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და უცხოეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ერთწლიანი მანდატით “ახალგაზრდა ელჩები” გახდნენ. პროგრამის მიზანია, შერჩეულმა მონაწილეებმა ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას და დაიცვან ქვეყნის ინტერესები.

საქართველოს ახალგაზრდა ელჩს ნიდერლანდებში მომდევნო ერთი წლის ნაყოფიერად გატარება სურს. იგი ყველა შესაძლებლობის გამოყენებას გეგმავს საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურად წარმოსაჩენად.

“ვგეგმავ, განვახორციელო ბევრი საინტერესო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას და ევროპას ჩვენი ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და კულტურას გააცნობს. მსურს ჩავატარო სხვადასხვა გამოფენა, ლექცია, პანელური დისკუსია, ასევე გადავიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ჩემთვის ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას“, − ამბობს მარიშა მიქიაშვილი.

ახალგაზრდა ელჩობის პარალელურად, მარიშა არასამთავრობო ორგანიზაცია Youth Peace Initiative-ში მუშაობს, რომლის მთავარი მიზანი პოლიტიკაში, დიპლომატიასა და სამშვიდობო საკითხებში ახალგაზრდების ჩართვაა. მარიშა ფინანსური სახსრების მოძიების მთავარი ოფიცერია, შესაბამისად, მჭიდრო კავშირი აქვს ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლებთან, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ელჩებთან.

“ჩვენს ორგანიზაციაში მხოლოდ ახალგაზრდები ვართ და ჩვენ გარშემო ყველას ვუმტკიცებთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. ჩვენ საკუთარი ქვეყნის მომავალი ვართ. სწორედ ჩვენზე არის დამოკიდებული საქართველოს მომავალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ახალგაზრდამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, იმისათვის, რათა ჩვენი მომავალი დაცული იყოს“, − ამბობს მარიშა.

მარიშას თქმით, დღეს ახალგაზრდების აზრს უმეტესწილად არ ითვალისწინებენ და ხშირად უგულებელყოფენ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ახალი იდეები, განსხვავებული ხედვა და დამოკიდებულება ხშირად ყველაზე კარგი გზაა განვითარებისთვის. მას მიაჩნია, რომ ახალგაზრდების დაინტერესებისთვის საჭიროა მოვუსმინოთ მათ და ჩავრთოთ ისინი ქვეყნის ცხოვრებასა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

“გამუდმებით მწყდებოდა გული იმაზე, რომ ჩვენი მოზარდების აზრს ხშირად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. დროთა განმავლობაში მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ნებისმიერ საკითხში, რაც ჩვენს დღევანდელ დღესა თუ მომავალს ეხება. მჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება და ყველა იდეა თუ მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა“, − აღნიშნავს მარიშა მიქიაშვილი.

მარიშა მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოუსმინოს მომავალ თაობას, რადგან “ახლა ჩვენ ვებრძვით განსხვავებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს. აუცილებელია ახალი ხედვა, დამოკიდებულება და ცვლილებები, რომლებსაც ჩვენ, ახალგაზრდები, ვთავაზობთ სამყაროს”.

ქალთა უფლებები, ქალების ჩართულობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში მარიშას ერთ-ერთი საყვარელი თემაა. მრავალ სხვა საქმესთან ერთად, იგი აკადემიური კონსულტანტია Intenational Law Development Organization-ში, ჰააგაში, რომელიც მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას ემსახურება.

“როგორც აკადემიური კონსულტანტი, ვმუშაობ პროექტზე, რომელიც ონლაინსივრცეში ქალების მიმართ არსებულ გენდერულ ძალადობას შეეხება. ვაწარმოებ სხვადასხვა კვლევას და ვამუშავებ რეკომენდაციებს გენდერულ თანასწორობაზე. ჩემი აზრით, ქალების როლი პოლიტიკაში და არა მარტო, უმნიშვნელოვანესია, რაც დემოკრატიის ლეგიტიმურობას და ეფექტიანობას იწვევს ქვეყნის შიგნით და გარეთ“,- ამბობს მარიშა.

საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრისა და აქტიური სტუდენტის − მარიშა მიქიაშვილის ისტორია, შესაძლოა, ნებისმიერი ახალგაზრდისთვის გახდეს იმის მაგალითი, რომ შეუძლებელი არაფერია. ხოლო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სხვა ადამიანების პატივისცემა, ენთუზიაზმი და მონდომება ყველაზე მნიშვნელოვანია.

მარიამ გორხელაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ნანა მახარაძე! 9 აპრილის ფოტო-სიმბოლოდ ქცეული ქალი

#OK! ნანა მახარაძე! 9 აპრილის ფოტო-სიმბოლოდ ქცეული ქალი

June 17, 2025
#OK! ტრიო „აპრილია“ – ტკბილი ხმები და გამორჩეული საავტორო სიმღერები

#OK! ტრიო „აპრილია“ – ტკბილი ხმები და გამორჩეული საავტორო სიმღერები

April 22, 2025
#OK! 63 წლის შერონ სტოუნი ჯორჯო არმანის ჩვენებას დაესწრო

#OK! 63 წლის შერონ სტოუნი ჯორჯო არმანის ჩვენებას დაესწრო

October 28, 2021
#OK! DUKA Georgia – ყოველდღიური ცხოვრებისთვის განუყოფელი ნივთები უკვე ახალ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ

#OK! DUKA Georgia – ყოველდღიური ცხოვრებისთვის განუყოფელი ნივთები უკვე ახალ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ

November 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Netflix-მა ერიკ დეინის ბოლო სიტყვები გაასაჯაროვა

#OK! Netflix-მა ერიკ დეინის ბოლო სიტყვები გაასაჯაროვა

February 22, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

February 23, 2026
#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები