• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მაია ბატკუაშვილი-რობაქიძე ჟურნალი OK!-ის ობიექტივში

April 12, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ოჯახი

დავიბადე და გავიზარდე ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ თამარისში, სადაც გავატარე უბედნიერესი წლები. სკოლის დამთავრების შემდეგ, 90-იანებში, ჩავაბარე პედაგოგიურზე, შემდეგ  კი მალევე დავოჯახდი. ჩემი მეუღლე ურთიერთცხოვრების საწყის ეტაპზევე აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც მხარს მიჭერდა პიროვნულ ზრდასა და მიზნების განხორციელებაში, რამაც  განაპირობა ჩვენი უკვე 30-წლიანი ურთიერთობის სიმტკიცე და ბალანსი. ასევე  ჩემი შვილები, ელენე და მიშო ყოველთვის ჩემ გვერდით დგანან, ზურგს მიმაგრებენ და მაძლიერებენ.

 

შემოქმედებითი ნიჭი

პატარა ასაკიდან ვხატავდი, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას  მანიჭებდა, ვოცნებობდი ჩამებარებინა აკადემიაში და გამოვსულიყავი მხატვარი, თუმცა ამ  სურვილმა  უკანა პლანზე გადაიწია, რადგან აქტიურად ვიყავი ჩართული შვილების აღზრდის პროცესში, თან ვსწავლობდი. არადა, ხშირად მაწუხებდა იდეები, რაც მოსვენებას არ მაძლევდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ის დრო, როდესაც ჩემს შვილებს ეძინათ, დამეთმო შთაგონებების განხორციელებისთვის და რეალობაში გადმომეტანა ჩემი წარმოსახვა, შემექმნა ისეთი ნივთები, რომელთაც შემდეგ ჩემს ახლობელ ადამიანებს ვაჩუქებდი. რაც შეეხება ჩემს ხელოვნებისადმი ასეთ მისწრაფებასა და სიყვარულს, ვფიქრობ, მამის მხრიდან გენეტიკის დამსახურებაა. მას საოცარი ხელი და განსხვავებული ხედვა ჰქონდა. იგი  მუშაობდა ხეზე და ქმნიდა უნიკალურ ნივთებს: მუხის კასრებს, მარნის ატრიბუტებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებასთან გამუდმებით ვიყავი დაკავშირებული, იმ დროისთვის ფართო ასპარეზზე გასვლა არც  მიფიქრია.

 

პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები

ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი  დიზაინერ თათა ვარდანაშვილს უკავშირდება. მის მიერ შემთხვევით ნანახმა  ნივთმა, რომელიც   მორიგ საჩუქრად მქონდა გამზადებული, მასზე შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც თანამშრომლობა შემომთავაზა. ტყავის აქსესუარების დიზაინი ჩემთვის ახალი და  საინტერესო სამუშაო აღმოჩნდა. მადლობა ამ ნიჭიერ ადამიანს  ნდობისთვის, რადგან მას შემდეგ მივხვდი, რომ აღარ უნდა გავჩერებულიყავი. შემდეგ შევისწავლე მინანქარზე მუშაობა, რომელიც უსაზღვრო ფანტაზიის გამოვლინების საშუალებას მაძლევდა, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო  საქმედ იქცა, თუმცა ალერგიის გამო თავის დანებებამ მომიწია.

ხშირად მიფიქრია, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. გამონაკლისი, ალბათ, არც მე ვარ. ერთ დღეს შევნიშნე, რომ ჩემი შვილების ყოფილ სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. დავინტერესდი და ვიკითხე, ვინ გადმოდიოდა განახლებულ შენობაში. გავიგე, რომ სსიპ #198-ე საჯარო სკოლის ბავშვებისთვის ამზადებდნენ. მათთან მუშაობის საოცრად დიდი სურვილი გამიჩნდა, ამიტომ მალევე მივედი  სკოლის დირექტორ თეონა ყაჭეიშვილთან და ჩემი ფიქრები გავანდე. სიამოვნებით დამთანხმდა, თავდაპირველად  მოხალისედ, შემდეგ კი  შტატში  ჩამსვა არტთერაპევტად. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. მუდმივად ვმუშაობდი საკუთარ თავზე და წინასწარ ვგეგმავდი სამუშაო აქტივობებს. აბსოლუტური შემოქმედებითი თავისუფლება, რისი ფუფუნებაც ამ სკოლის ხელმძღვანელობამ მომცა, ძალიან მეხმარებოდა იმაში, რომ  საკმაოდ მაღალი ხარისხი და ერთობ შთამბეჭდავი გამოფენები გვქონოდა. ყოველთვის მადლობელი  ვიქნები  ამ ცხოვრებისეული გამოწვევის, რომელმაც უფრო მეტი ძალა და რწმენა შემძინა. ამჟამად ვმუშაობ განათლების სამინისტროს „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ პროგრამის პროექტში ხელგარჯილობის კონსულტანტად ქალბატონ ლელა ცქიტიშვილსა და გოგიტა ვარდოსანიძესთან. ჩვენ დისტანციურად  ვასწავლით ადგილობრივ პედაგოგებს, საზღვრისპირა სკოლებს, მაღალმთიან რეგიონებს, ეთნიკურ უმცირესობებს, სადაც არ გვაქვს ახლო კომუნიკაცია. ვასწავლით სხვადასხვა თემატიკაზე  ნივთების შექმნას მრავალფეროვანი ტექნიკით, რათა პედაგოგებმა შემდგომ ბავშვებთან ერთად იმუშაონ და განავითარონ მათი შემეცნება და შესაძლებლობები. მიყვარს ეს პროექტი, რადგან ძალიან კარგ საქმეს ემსახურება.

 

პროფესია – „მხატვარი“ და პირველი ბროწეულები

მიუხედავად ამ პატარ-პატარა გამოცდილებებისა, მუდმივად უხერხულობას ვგრძნობდი საკუთარი თავის წინაშე, რომ არ ვიყავი  პროფესიონალი მხატვარი და ხელოვნების არცერთ დარგში აკადემიური განათლება არ მქონდა, ამიტომ ვიფიქრე,  არასდროს არ არის გვიან ისწავლო ის, რაც ძალიან  გიყვარს-მეთქი და ეტაპობრივად დავიწყე ჩემთვის საინტერესო  შემოქმედებითი მიმდინარეობების კურსების გავლა: დაძველების ტექნიკა, ფერწერა, კერამიკა, ბატიკა და ებრუ. მინდა ამ ადამიანების მიმართ მადლიერება და დიდი სიყვარული გამოვხატო, რადგან თითოეულმა მათგანმა ჩემს შემოქმედებაში თავისი ფერი შემოიტანა. ლიზი ჩხეიძე, მეგი გვენეტაძე, ბატიკის ატელიეს მხატვრები, ესტია და დარიკო ჩიხლაძე. როდესაც  პანდემია დაიწყო, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ გამომიჩნდა  მეტი დრო  და შესაძლებლობა, უკვე ნასწავლი ტექნიკები გამომეყენებინა.  ჩემი წარმოსახვით და შერეული ტექნიკით შევქმენი პირველი ნამუშევარი „ბროწეულები“. მასზე მუშაობის პროცესი, ფაქტობრივად, სრული ექსპერიმენტი იყო, თუმცა ემოციურად  ინსპირაცია მამის მონატრება და სიყვარულის ჩემეული გამოხატულება აღმოჩნდა, რადგან ბროწეულთან ასოცირდებოდა ჩემი ბედნიერი ბავშვობა და ტკბილი მოგონებები. როდესაც დავასრულე და მივიტანე  სტუდიო „არტში“ ჩარჩოში ჩასასმელად,  იქ მყოფი კომპეტენტური ადამიანების თქმით, ის, რასაც მე ვაკეთებდი, იყო „თვითნაბადი ნიჭი, განსხვავებული ხედვა“ და აუცილებლად  უნდა გამეგრძელებინა, რამაც დიდი სტიმული მომცა.

 

გამოფენები

ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა 2020 წლის 7 ივნისს Silk Factory Studio-ში გაიმართა   სახელწოდებით  – „სიზმარი“. რომ არა  საოცარი მასპინძლის, ოჯახის და ახლობელი ადამიანების ჩართულობა, რთული იქნებოდა პირველი წარდგომა ფართო აუდიტორიის წინაშე. გამოფენაზე  წარვადგინე პანდემიის პერიოდში შექმნილი ყველა ნამუშევარი, ასევე ჩემ მიერ რესტავრირებული ძველი ნივთები, შთაბერილი ახალი სიცოცხლით და მივხვდი, რომ ვიპოვე ის ნიშა, სადაც ვინტაჟური ნივთები ჭარბობდა, რომელიც ჩემში ემოციურ, ნოსტალგიურ და სასიამოვნო მოგონებებს იწვევდა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომიწია ჩემს საყვარელ ქალაქ ქუთაისში ხშირმა სტუმრობამ. ერთ დღეს შემთხვევით მოვხვდი ფოტოგალერეაში, სადაც გვირილობასთან დაკავშირებული ძველი ფოტომასალა აღმოვაჩინე  და იქვე მონათხრობი ამბავი ქველმოქმედ გიმნაზისტ გოგონაზე, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე და მაშინვე გამიჩნდა სურვილი, სწორედ აქ გამეკეთებინა რიგით მეორე გამოფენა სახელწოდებით „გვირილობა“ –  დავით კაკაბაძის სახელობის მუზეუმში, სადაც ყველაფერში უდიდესი სიყვარულით მეხმარებოდნენ. ამგვარად მინდოდა გამომეხატა პატივისცემა ამ ავთენტური ქალაქისა და სტუმართმოყვარე ქუთაისელების მიმართ.

მესამე პერსონალური გამოფენის – „ანარეკლის“ ინსპირაცია კი  ის  გალერეა („გალერეა 9“) აღმოჩნდა,  სადაც სარკეებიანი ჭერი  და ძველი არქიტექტურის ფრაგმენტები იყო შენარჩუნებული, რომელიც ჩემს ვინტაჟურ სტილს მოუხდებოდა. ვფიქრობდი რაღაც ინოვაციური და განსხვავებული შემექმნა, რომელიც,  გარდა იმისა, რომ საინტერესო გადაწყვეტად მეჩვენებოდა, ცოტა რისკსაც შეიცავდა ტექნიკური სირთულის გამო, რადგან ჩემი ვინტაჟური  ნამუშევრები სარკის ფრაგმენტებთან ერთად უნდა წარმომედგინა. საბედნიეროდ, ეს ექსპერიმენტი დამთვალიერებლებისთვის საინტერესო  და მრავალფუნქციონალური აღმოჩნდა. ამ გალერეის მასპინძლის დახმარებით ასევე ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ფილაზე გადატანილი ოცნება

წლების წინ ერთი კერამიკის ფილა  მოვხატე, შუაში კი სრულიად გაცნობიერებულად დავტოვე ცარიელი სივრცე, სადაც ოდესმე ჩემი სახელოსნოს მისამართის ნომერს ჩავწერდი.  ძალიან მინდოდა  მქონოდა ადგილი, სადაც ვიმუშავებდი, გამოვფენდი და დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებდი სტუმრებს. თურმე რაც გულით გინდა, ყველა კეთილი ოცნება სრულდება. ფილის ცარიელ ადგილას ჩემი სახელოსნოს ნომერი დიდი მადლიერებით  უკვე  ჩავწერე, სადაც ძალიან მალე გადავალ და კიდევ ბევრი იდეის რეალიზებას შევძლებ.

სამომავლო გეგმები

ახლის ძიების პროცესში საინტერესო აღმოჩნდა კერამიკის სკულპტურის მოპირკეთება  რამდენიმე ტექნიკით,  რომელიც ინტერიერში საოცრად ეფექტურად გამოიყურება. ასევე დავიწყე ექსკლუზიურ სამკაულზე მუშაობა. სამომავლოდ მსურს ჩემი ნახატების, სკულპტურისა და სამკაულის გამოფენა ქვეყნის გარეთ. ვფიქრობ, სათანადო მუშაობის შედეგად ამ ოცნების რეალიზებასაც შევძლებ. მინდა ჩემი მოკრძალებული გამოცდილება გავუზიარო იმ ადამიანებს, ვისაც თვითგამოხატვა სურს და ჯერ ვერ ბედავს.  ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი ისწავლო ის, რაც მოგწონს და გიყვარს, შემდეგ კი გამოხატო და გარეთ უფრო თამამად გამოიტანო, რასაც გრძნობ და განიცდი, რადგან  ეს ნამდვილად მოგანიჭებთ დიდ ბედნიერებასა და შინაგან თავისუფლებას.

 

https://www.facebook.com/profile.php?id=100063266017741&mibextid=LQQJ4d

https://instagram.com/maiabatkuashvilis.art?igshid=YmMyMTA2M2Y=

ასევე გაეცანი

#OK! ვარსკვლავური პოდიუმი, კაილი ჯენერის დებიუტი და მატილდა გვარლიანი – „Victoria’s Secret“-ის 2026 წლის შოუს გამორჩეული მომენტები –
Fashion

#OK! ვარსკვლავური პოდიუმი, კაილი ჯენერის დებიუტი და მატილდა გვარლიანი – „Victoria’s Secret“-ის 2026 წლის შოუს გამორჩეული მომენტები –

October 19, 2026
#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret – როგორ იქცა ქართველი მოდელის ოცნება რეალობად
Fashion

#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret – როგორ იქცა ქართველი მოდელის ოცნება რეალობად

October 21, 2026
#OK! Victoria’s Secret Fashion Show ბრუნდება: ცნობილია შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა
Fashion

#OK! Victoria’s Secret Fashion Show ბრუნდება: ცნობილია შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა

October 8, 2026
#OK! პარიზის მოდის კვირეული დასრულდა – დაათვალიერეთ ვარსკვლავების გამორჩეული ლუქები
Fashion

#OK! პარიზის მოდის კვირეული დასრულდა – დაათვალიერეთ ვარსკვლავების გამორჩეული ლუქები

October 7, 2026

ახლა კითხულობენ

OK! ბიზნეს სელებრითი – მარიკო თოდრაძე (ვიდეო)

OK! ბიზნეს სელებრითი – მარიკო თოდრაძე (ვიდეო)

February 16, 2024
#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის Kylie Baby-ს პროდუქციას არეკლამებს!

#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის Kylie Baby-ს პროდუქციას არეკლამებს!

September 24, 2021
OK! პეტრე მოციქული ყველაზე მოწინავე ფემინისტია

OK! პეტრე მოციქული ყველაზე მოწინავე ფემინისტია

March 10, 2023
#OK! ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს Château Miraval- თან დაკავშირებულ სასამართლო დავაში მოუგო

#OK! ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს Château Miraval- თან დაკავშირებულ სასამართლო დავაში მოუგო

May 7, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
#OK! “ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა” – მეთიუ პერის დაკრძალვის უცნობი დეტალები: როგორ დაემშვიდობნენ მსახიობს კოლეგები

#OK! “ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა” – მეთიუ პერის დაკრძალვის უცნობი დეტალები: როგორ დაემშვიდობნენ მსახიობს კოლეგები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები