• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ლუკა კუხალაშვილი − სპორტი, როგორც ცხოვრების გზამკვლევი

July 8, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ლუკა კუხალაშვილი 18 წლის მოცურავეა, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეძლო. ცურვა 6 წლის ასაკში გამაჯანსაღებელი მიზნით დაიწყო, წლებთან ერთად კი სპორტულმა ჟინმა თავი იჩინა და პროფესიულ წრეში გადანაცვლება გადაწყვიტა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც გახდა. იმ დროისთვის, როცა ჟურნალი OK! მკითხველამდე მივა, ლუკა ბულგარეთში, ჩემპიონატზე იქნება, ახლა კი, როცა ახალგაზრდა სპორტსმენთან ინტერვიუს ვწერთ, ის ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრისთვის ემზადება, თუმცა ჩვენთან სასაუბროდ დროს მაინც პოულობს.

ლუკა, რამდენად დიდ შრომას მოითხოვს სპორტის აღნიშნული სახეობა? როგორია თქვენი დღის დატვირთული გრაფიკი?

ყოველდღიურ რეჟიმში ვვარჯიშობ − როგორც ცურვით, ასევე დარბაზში. დილით 6 საათზე ვდგები, რომ ვარჯიშის შემდეგ უნივერსიტეტში წასასვლელად მომზადებაც მოვასწრო.

ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომაა საჭირო იმისთვის, რომ სპორტის ამ სახეობაში წარმატებას მიაღწიო. შესაძლოა, წლები დაგჭირდეს, რათა სულ მცირე დეტალი შეამჩნიო, გააუმჯობესო და წარმატებაში განმსაზღვრელი როლი, სწორედ ამ მიღწევას ერგოს. ეს ვარჯიშსა და მონდომებას მოაქვს.

 

რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ? ამ მხრივ სად ხედავთ საკუთარ თავს?

სამართლის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვარ და თავს ბიზნეს/სამოქალაქო სამართალში წარმოვადგენ. სწავლას არც დროს და არც ენთუზიაზმს არ ვაკლებ. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში საკმაოდ დამქანცველია, ხშირად ხდება, როდესაც უნივერსიტეტის შემდეგაც 3-საათიან ფიზიკურ დატვირთვას ვუმკლავდები.

გვიამბეთ თქვენს სპორტულ წარმატებებზე?

ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს მასშტაბით ჩემპიონი არაერთგზის გავმხდარვარ. წარმატება დამდგარა როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ შემთხვევებში. სულ ახლახან, საბერძნეთში ჩვენმა გუნდმა 35 წლის წინ დამყარებული რეკორდი განაახლა.

რაც შეეხება ინდივიდუალურ მიღწევებს, ცოტა ხნის წინ სპორტული ოსტატობის ნორმატივი შევასრულე და კარიერაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენე. მეექვსე ადგილიდან საქართველოში მეორე ადგილზე გადმოვინაცვლე.

არაერთი წარმატება მახსოვს ბატონ გიორგი აბზიანიძესთან 4-წლიანი ვარჯიშის შედეგად და ახლაც, ბატონ გიორგი სირბილაძესთან, საქართველოს ნაკრებში ყოფნისას, მასშტაბური წარმატებებისთვის ვემზადები.

რამ გაგიტაცათ ცურვაში, როგორც სპორტის სახეობაში?

ბავშვობიდანვე მიყვარდა წყალი და ცურვა, რომელიც ჩემთვის სპორტის ძალიან ლამაზი სახეობაა. ზოგადად, ჩემთვის ყველაზე აზარტულია სპორტი, სადაც გამარჯვება ინდივიდუალურ შესაძლებლობებს ემყარება. ცურვაშიც, როცა გუნდური შეჯიბრი არ იმართება, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, შენს წარმატებას თუ წარუმატებლობას ვერავის გადააბრალებ.

სპორტმა ცხოვრებაშიც უამრავი რამ მასწავლა. ვისწავლე მეტი პასუხისმგებლობის აღება. გარკვეული წესები ცხოვრებასა და სპორტში თანაბრად მნიშვნელოვანია.

ვინ არიან თქვენი მთავარი გულშემატკივრები?

ჩემი მთელი ოჯახი, ნათესავები და მეგობრები − ყველა ჩართულია ჩემს მხარდაჭერაში. ჩემი ძმა კი ის ადამიანია, ვინც განსაკუთრებით მიდგას გვერდით და დანებების საშუალებას არ მაძლევს.

რომელი რჩევა აღმოჩნდა თქვენს კარიერაში მოტივატორი?

ერთხელ მამამ მითხრა, არასდროს ჩავყოლოდი ფიქრებს, რომლებიც შეიძლებოდა დაბრკოლება გამხდარიყო.

თავად რას ურჩევდით სხვებს, რატომ უნდა აირჩიონ სპორტი ცხოვრების მეგზურად?

უპირველესად, სპორტი ჯანსაღი ცხოვრების წესია, რომლის პრინციპებიც, როგორც პირად მაგალითზე დაყრდნობით აღვნიშნე, სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტშიც გამოადგებათ. შენი გუნდი ერთი დიდი ოჯახია. ინდივიდუალურად კი სწავლობ, რომ წინ უნდა იყურო, დამოუკიდებლობას მიეჩვიო, გამოიმუშაო უნარი, ერთმა ადამიანმა მოიტანო ცვლილება მსოფლიოში. ვფიქრობ, ეს წინადადება ბევრისთვის მიმზიდველია.

 

როგორია თქვენი გეგმები?

პირველ ადგილზე გადანაცვლება პირველადი გეგმაა, სადამდეც ბევრი არ მაშორებს. ჩვენ ორ კონკურენტს შორის მჭიდრო კონკურენციაა.

ივლისში ტოკიოს ოლიმპიადისთვის ვემზადები, ნოემბერში − ყაზანში ევროპის ჩემპიონატისთვის, შემდეგ აბუ დაბის მსოფლიო ჩემპიონატი მოდის… გეგმა ბევრია.

რაც უფრო შორეულია გეგმა, მით მეტად მასშტაბური ხდება.

ტექსტი: ელენე ბერიძე

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს
Health & Beauty

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე
Health & Beauty

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია
Health & Beauty

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “როდესაც ქანიე უესტთან ზედმეტად ბევრ დროს ატარებ” – DJ Khaled-მა Ye-ს საკულტო იმიჯი მოირგო

#OK! “როდესაც ქანიე უესტთან ზედმეტად ბევრ დროს ატარებ” – DJ Khaled-მა Ye-ს საკულტო იმიჯი მოირგო

February 21, 2022
#OK! მოხუცი ცოლ-ქმარი, რომელიც მოდური და ექსცენტრიული სტილით ყველას ყურადღებას იპყრობს

#OK! მოხუცი ცოლ-ქმარი, რომელიც მოდური და ექსცენტრიული სტილით ყველას ყურადღებას იპყრობს

September 5, 2021
#OK! You are what you eat – სასარგებლო რჩევები ნუტრიციოლოგისგან

#OK! You are what you eat – სასარგებლო რჩევები ნუტრიციოლოგისგან

September 5, 2022
#OK! “წყვილი, რომელსაც ასაკმა ვერაფერი დააკლო” – ჯორჯ და ამალ კლუნები

#OK! “წყვილი, რომელსაც ასაკმა ვერაფერი დააკლო” – ჯორჯ და ამალ კლუნები

September 30, 2022

კვირის ჰიტები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში  გადავიდა –  რა უნდა გავითვალისწინოთ?

#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში გადავიდა – რა უნდა გავითვალისწინოთ?

July 11, 2025
„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
#OK! სიცოცხლის გვერდით – სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით

#OK! სიცოცხლის გვერდით – სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები