მნიშვნელოვანია თქვენთვის ხარისხი და კომფორტი? მაშინ სწორ ადგილას მოხვდით, რადგან ჟურნალი OK! გიამბობთ ავეჯის, დეკორისა და განათების მაღაზია „ლივინ“-ის შესახებ. ბრენდის, რომელიც არცთუ დიდი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და უკვე მოახერხა დაემკვიდრებინა ადგილი, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სანდო კომპანიას ქართულ ბაზარზე. გარდა ხარისხიანი და კომფორტული პროდუქციისა, „ლივინ“-ი მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ ავეჯს, სანათებსა და დეკორს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მსგავს ნივთს ფაქტობრივად ვერ ნახავთ საქართველოში არსებულ სხვა მაღაზიებში. ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ქეთი ფირცხალავა გვიამბობს.
რამდენი ხანია, რაც „ლივინ“-ი ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და როგორ დაიბადა იდეა?
ყოველთვის მინდოდა მქონოდა ისეთი მაღაზია, სადაც ადამიანი მოვიდოდა და ისეთ საჩუქარს აარჩევდა, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავდა. არასოდეს მომწონდა, როდესაც რაიმე კონკრეტული ნივთი მასიურად მხვდებოდა ყველგან. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, რომ საკუთარი კომერციული ფართი გამოგვეყენებინა და საზოგადოებისთვის კარგი, გემოვნებიანი შოურუმი შეგვეთავაზებინა. ამიტომ სრულვყავით ჩვენი იდეა და მე და მანონ სიხარულიძემ 2019 წლის 23 დეკემბერს „ლივინ“-ის ოფიციალური მაღაზია გავხსენით. ზუსტად სამ თვეში პანდემიის გამო მოგვიწია ონლაინგაყიდვების რეჟიმზე გადასვლა, თუმცა ერთი დღეც არ მიფიქრია უკანდახევაზე და მაქსიმალურად ვცდილობდი მომხმარებლისთვის სრული კომფორტი შემექმნა.
გაგვაცანით თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
გამიზნულად არ ჩამომაქვს მასიურად ბევრი პროდუქცია. თითოეული მოდელი ლიმიტირებულია, არ ვამეორებ და მომხმარებლებს ვთავაზობ მუდმივად განახლებულ კოლექციას. გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება:
ავეჯი – რომლის უმეტესი ნაწილი დამზადებულია ხავერდისგან, უჟანგავი მეტალისგან და უმაღლესი ხარისხის ტექსტილისგან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა მასალას, იმიტომ, რომ ეს არის ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ერთიანი მასა, არ იცვითება მარტივად და არ იცვლის ფორმას. შესაბამისად, ნაკლები შანსია მისი დაზიანების, რაც ძალიან დიდი კომფორტია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
დეკორი – გვაქვს უნიკალური ხარისხის დეკორი და თითოეული მათგანი არის ხელნაკეთი, მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, მოოქროვილია, ხელითაა მოხატული და მათი უმეტესობა დამზადებულია კერამიკისგან. რასაკვირველია, აქაც ლიმიტირებული რაოდენობა გვაქვს შოურუმში წარმოდგენილი.
განათება – არც განათება გვაქვს მასიურად. ჩვენთან წარმოდგენილია გამორჩეული მოდელები და მომხმარებლებს შეგვიძლია შევთავაზოთ სხვადასხვა სტილის სანათები. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია.
გვესაუბრეთ მომხმარებლებზე. როგორია თქვენი მიდგომები?
თითოეული ჩვენი მომხმარებელი ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ თავადაც გრძნობენ ჩვენი მხრიდან ამ დამოკიდებულებას. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩვენთან შემოდის, ვუქმნით კომფორტს და მაქსიმალურად ვეხმარებით ნივთის არჩევაში. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რაში იხდის თანხას, რადგან ხარისხი არ არის იაფი ფუფუნება. ძალიან ხშირად გვიბრუნდებიან დამკვეთები და ჩვენთან შეძენილი ავეჯისთვის არჩევენ მაგალითად, დეკორს ან რომელიღაც სხვა ნივთს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კმაყოფილები არიან ჩვენთან შერჩეული შენაძენით. ძალიან გვახარებს ეს ფაქტი და გვაძლევს უფრო მეტ მოტივაციას.
მიტანის სერვისი სრულიად უფასო გვაქვს თბილისის მასშტაბით. ასე რომ, მომხმარებელს შეუძლია დისტანციურად შეიძინოს სასურველი ნივთი, რომელსაც ჩვენი კურიერი ადგილზე მიუტანს. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასაჩუქრე ბარათები სხვადასხვა თანხის ოდენობით, რათა ადრესატმა თავად შეძლოს მისთვის სასურველი ნივთის არჩევა.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებლების ინტერესიდან გამომდინარე, დამუშავების პროცესშია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში მეორე ფილიალით წარვდგებით ბაზარზე − ამჯერად, უკვე ქალაქ ბათუმიდან.
რატომ „ლივინ“-ი?
გარდა იმისა, რომ კარგი ჟღერადობა აქვს ამ სახელს, ასევე ფუნქციურად არის ძალიან მნიშვნელოვნად დატვირთული. რამდენიმე წლის წინ, სრულიად შემთხვევით, ინტერნეტის საშუალებით უცხოურ გვერდზე წავაწყდი ამ სახელწოდებას და იმდენად მომეწონა, რომ მაშინვე გადავწყვიტე, შოურუმისთვის, რომელსაც აუცილებლად გავხსნიდი მომავალში, სწორედ ეს სახელწოდება შემერჩია. ამ იდეის განხორციელებამ კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა იმაში, რომ რასაც ადამიანი გულით მოინდომებს, აუცილებლად გამოუვა. მთავარია მონდომება და მიზნისკენ სწრაფვა.
როგორ თანხვედრაშია ხარისხი და ფასები ერთმანეთთან?
ხარისხიდან გამომდინარე, ფასი საკმაოდ მისაღებია. ვადებთ მინიმალურ მარჟას, რადგან ჩვენი კომპანიისთვის პრიორიტეტულია პროდუქციას ჰქონდეს რეალიზება. ჩემი მიზანია, ხელმისაწვდომ ფასად მომხმარებელმა შეიძინოს ძალიან კარგი ხარისხი, რომელიც ერთი შეხედვითაც თვალშისაცემი იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი მასალა ნატურალურია − იქნება ეს ხე, ტყავი თუ უჟანგავი მეტალი. შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელია. მირჩევნია თვითღირებულება მეტი გადავიხადო, რათა მომხმარებელს შევთავაზო ხარისხიანი პროდუქცია. მაქვს ჯანსაღი პრეტენზია, რომ „ლივინ“-ში შეძენილი ნებისმიერი ნივთი ასოცირდებოდეს ხარისხთან.
რომელი ქვეყნიდან ჩამოგაქვთ პროდუქცია?
როგორც სხვა ბრენდების ქარხნები, ასევე ჩვენიც მდებარეობს ჩინეთის ინდუსტრიულ ზონაში, რომელიც ამარაგებს მხოლოდ ევროპულ ქვეყნებს და მაღალი დონის სასტუმროებს. ვთანამშრომლობთ და ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 3 ქარხანასთან. სამივე მათგანი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტს და აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი. მათი ევროპელი დიზაინერები მონაწილეობენ ყველა საერთაშორისო გამოფენაში.
რომელ კომპანიებთან თანამშრომლობთ?
გვაქვს სისტემატური თანამშრომლობა არქიტექტორებთან და დიზაინერებთან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათთან მჭიდრო კავშირი, რადგან ერთობლივი თანამშრომლობით ხდება როგორც მოთხოვნადი, ასევე აქტუალური და ტრენდული ნივთების შერჩევა. შესაბამისად, მუდმივად განახლებადია ჩვენი კოლექციები.
გახსნის დღიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ „ტერმინალთან“. ეს არის საერთო საჯარო სივრცე, სადაც „ლივინ“-ის საკმაოდ ბევრი ნივთია წარმოდგენილი და ძალიან გვეამაყება ეს ფაქტი. მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ აფასებენ ხარისხს.
ჩვენს შოურუმში ასევე შეხვდებით უნიჭიერეს მხატვარ რუსუდან ზვიადაძის ნახატებს, რომელთა შეძენა ჩვენს მაღაზიაშია შესაძლებელი. შოურუმის შიდა ინტერიერზე დიზაინერმა ელენე ცხვიტარიძემ იმუშავა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია. ასევე ჩვენთან წარმოდგენილია მაგიდის გადასაფარებლები, ხელსახოცები, დეკორატიული ბალიშები, რომელთა ავტორი ასევე ძალიან ნიჭიერი დიზაინერი სალომე მამრიკიშვილია. ხელს ვუწყობთ და ბიძგს ვაძლევთ მათ გაყიდვებს, რათა მომხმარებლამდე მივიტანოთ ქართველი დიზაინერების ნამუშევრები.
ორი სიტყვით პროექტ „ლივინ ბაკურიანზე“…
„ლივინ“-მა დაიწყო ძალიან საინტერესო დეველოპერული პროექტი ბაკურიანში, რომელიც სრულად მოწყობილი იქნება ჩვენი ავეჯით, დეკორითა და განათებით.
მის: ჭავჭავაძის 47, (ლოკომოტივის მოპირდაპირე მხარე)
ტელ: 598 412 277 | FB:Livin• ლივინ | inst: livin_tbilisi