პრინცესა დიანა ყოველთვის გამორჩეული იყო სამეფო ოჯახისგან განსხვავებული და შესანიშნავი ჩაცმის სტილით. მიუხედავად მისი გარდაცვალებისა, დღესაც ლედი დის გასაოცარ ტანისამოსზე ყველა საუბრობს.
მისი ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ლუქი კი კრისტიანა სტამბოლიანის შავი კაბაა, რომელსაც ,,შურისძიების კაბა’’ შეარქვეს. 1994 წელს პრინცმა ჩარლზმა საჯაროდ განაცხადა ღალატის შესახებ, განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი დიანა ერთ- ერთი ფონდის ვახშამზე ამ ულამაზესი კაბით გამოჩნდა, რის გამოც მას ,,შურისძიების კაბა’’ შეარქვეს.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(666x0:668x2)/princess-di-2-2000-f46d0014a2024fd4a6f06fcd5699e611.jpg)
900 გირვანქა სტერლინგად შეძენილი კაბა ლედი დის გარდერობში 3 წელი ჩაუცმელად ინახებოდა, რადგან პრინცესას ის ძალიან გაბედული ეგონა. დიზაინერმა კრისტიანა სტამბოლიანმა პრინცესა დიანას კაბა ჩაიკოვსკის ბალეტ ,,გედების ტბის” ოდილიას შეადარა: ,,დიანამ გადაწყვიტა, რომ არ ეთამაშა სცენა როგორც ოდეტა-უდანაშაულო თეთრში. მან ოდილიას მსგავსად ითამაშა. ის აშკარად გაბრაზებული იყო.’’
კაბა 1997 წელს აუქციონზე 39,098 გირვანქა სტერლინგად შოტლანდიელმა წყვილმა შეიძინა. ლედი დის ფოტოები ამ კაბაში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.












