• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! კრწანისი გრანდე – სახლი, როგორც სრულყოფილება

December 6, 2022
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

სახლი და მყუდრო გარემო ყველა ადამიანისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს არის ადგილი, სადაც ვცხოვრობთ და ჩვენი კომფორტული, მშვიდი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ასპექტია გათვალისწინებული. „კრწანისი გრანდეს“ მთავარი უპირატესობა სწორედ ყველა იმ წვრილმანის გათვალისწინებაა, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვით, მათი მაქსიმალური კომფორტისთვისაა შექმნილი. პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი კრწანისში და ყველაზე ჯანსაღი გარემო თბილისის ცენტრალურ უბანში − „გრანდე ჯგუფის“ პროექტი „კრწანისი გრანდე“ თანამედროვე და კომფორტული ცხოვრების მსურველთათვის! პროექტზე უფრო დეტალურად „კრწანისის გრანდეს“ გაყიდვების ხელმძღვანელი − მარიამ ასათიანი გვიამბობს.

როგორ დაიბადა პროექტ „კრწანისი გრანდეს“ იდეა?

„გრანდე ჯგუფი“ ქართულ სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია საქმიანობს. წარმატებული გამოცდილებით და ევროპული სტანდარტით კომპანიამ მომხმარებლის ნდობა და კეთილგანწყობა მალევე დაიმსახურა. სწორედ დადებითმა უკუკავშირმა გადააწყვეტინა „გრანდე ჯგუფს“, საზოგადოებისთვის განსხვავებული პროდუქტი შეეთავაზებინა და შეექმნა ახალი საცხოვრებელი სივრცე თბილისში, რომელიც ზუსტად უპასუხებდა თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას.

სამუშაო პროცესი ყველა იმ ასპექტის გამოყოფით დავიწყეთ, რომელიც ადამიანს თანამედროვე, მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის სჭირდება. იდეა 2 წელიწადში განვახორციელეთ და კომპლექსის A/B ბლოკების მშენებლობა დავასრულეთ. ამ ეტაპზე C ბლოკის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ვფიქრობ, გაყიდვების რაოდენობამ იდეის წარმატებაზე მიგვითითა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტი სიახლე შევთავაზოთ მას, ვისაც პრემიუმ ხაზის საცხოვრებელ უბანში დასახლება სურს.

 

გვიამბეთ „კრწანისი გრანდეს“ უპირატესობების შესახებ.

დღევანდელი ცხოვრების აქტიური სტილიდან გამომდინარე, ადამიანებისთვის დროის ფაქტორმა გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა. „კრწანისი გრანდეში“ იდეალური ადგილის კონცეფციაა დაცული და სრულად არის გათვლილი მობინადრეების მაქსიმალური კომფორტით საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ დასასვენებლად. ყველა საჭირო სერვისით ერთ სივრცეში მობინადრეებს აქვთ შესაძლებლობა, მეტი დრო დაუთმონ ყველაზე ძვირფასს − ოჯახს.

სარეკრეაციო ზონისათვის პროექტში 10000 კვ.მ.-ია განსაზღვრული. აქ მოეწყობა საპიკნიკე და მოსასვენებელი სივრცეები, ბავშვთა გასართობი მოედნები, ველობილიკები, სპეციალური ზონა მობინადრეების ოთხფეხა მეგობრებისთვის.

ტერიტორიაზე განთავსებულია ფიტნესცენტრი, ღია და დახურული ტიპის აუზები და სპა, რომლისთვისაც დამოუკიდებელი შენობა-ნაგებობაა გათვალისწინებული.

უბანი დაცული საცხოვრებელი კომპლექსის ტიპს განეკუთვნება, რაც გულისხმობს უსაფრთხოების დაცვას კომპლექსის ტერიტორიაზე, უბნის საზოგადოებრივი სივრცეების, მათ შორის გამწვანების მოვლა-პატრონობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურებას.

კომპლექსის კომერციულ ნაწილში ჩვენი მობინადრეების მეტი კომფორტისთვის განთავსდება ბანკი, აფთიაქი, კვების ობიექტები. C ბლოკის კომერციული ნაწილი დაპროექტდა თბილისში წამყვანი ჰიპერმარკეტების ქსელთან ერთად, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ამ ეტაპზე ქსელის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ჩვენს მობინადრეებს ამ სასიხარულო სიახლის შესახებ სულ მალე ვაცნობებთ.

მშენებლობა სრულად დაზღვეულია „კრწანისი გრანდეს“ პარტნიორ „საქართველოს ბანკის“ მიერ, რაც მშენებლობის მითითებულ ვადებში დასრულების გარანტიას იძლევა.

 

კიდევ რა სახის ბენეფიტებს სთავაზობთ „კრწანისი გრანდეს“ მობინადრეებს?

კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტის სრული დაცვით, სერტიფიცირებული სამშენებლო მასალით შენდება. მკაცრად არის დაცული არქიტექტურული და უსაფრთხოების ნორმები, რაც ითვალისწინებს მიწისძვრის შემთხვევაში რისკ-ფაქტორებისაგან დაცვას (გათვლილია 8-ბალიან მიწისძვრაზე). საცხოვრებელი კომპლექსის ოთხივე ბლოკი მონოლითურია, რაც კიდევ უფრო ზრდის მდგრადობის ხარისხს.

შენობა 100%-ით ენერგოეფექტურია, ფასადი შეფუთულია სრულად ვენტილირებადი კომპაქტ-პანელებით. ყოველ საცხოვრებელ ბინაში გამოყენებულია თანამედროვე სარემონტო მასალები, რომლებიც უზრუნველყოფს თბო და ხმის განსაკუთრებულ იზოლაციას.

საცხოვრებელი ბინები აღჭურვილია უსაფრთხოების სისტემებით, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორითა და ელექტროგენერატორით, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში, კომპლექსის ძირითად წერტილებს მუდმივად მიეწოდება ელექტროენერგია (ლიფტი, სადარბაზო, კიბის უჯრედი, პარკინგი…).

კომფორტულია საპარკინგე სივრცეც. ყოველ ბლოკში 3-დონიანი პარკინგი ფუნქციონირებს, სადაც დამონტაჟებულია ელექტრომანქანებისთვის გამოყოფილი დამუხტვის წერტილები.

კომპლექსის ყველა ბინა მომხმარებელს ე.წ. „მწვანე კარკასის“ კონდიციით ჩაბარდება, რაც სარემონტო მიმართულებით დროის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა, მობინადრეს კი აქვს საშუალება, ცხოვრება ჯანსაღ, თანამედროვე, მშვიდ გარემოში რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

 

 

არჩევანისას თქვენი კომპლექსის მდებარეობა კიდევ ერთი პლუსი იქნება. გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ კრწანისი თქვენი პროექტის განსახორციელებლად?

ქალაქის განვითარებასთან ერთად, საზოგადოების მხრიდან ყოველდღიურად იზრდება უკმაყოფილება დასახლებების სიმჭიდროვეზე, ჰაერის დაბინძურებასა და მწვანე საფარის ნაკლებობაზე. ჩვენი მიზანი იყო, ადამიანებისთვის, რომელთაც ჯანსაღ გარემოში ცხოვრება და ამავდროულად, თბილისის ცენტრთან სიახლოვე სურთ, ეკოლოგიურად სუფთა გარემო შეგვექმნა. სწორედ ამიტომ შეირჩა კრწანისი − ადგილი, სადაც კოჯრის ხევი და კრწანისის გამორჩეული ლანდშაფტი ბუნებრივად უზრუნველყოფს სუფთა ჰაერს. პროექტზე მუშაობისას მაქსიმალური ყურადღება გავამახვილეთ სარეკრეაციო ზონაზე, სადაც სხვადასხვა ჯიშის 500-მდე ხე-მცენარე დაირგვება. აღსანიშნავია ისიც, რომ „კრწანისი გრანდე“ თბილისის კულტურული ცენტრიდან − აბანოთუბნიდან 3 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. კომპლექსის გარშემო 10-მდე საელჩო და დიპლომატიური წარმომადგენლობაა განთავსებული. მსგავსი სამეზობლო ტერიტორია, მობინადრეებისთვის სიმყუდროვესთან ერთად, დამატებით დაცულობისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შეგრძნებას ბადებს.

კომპლექსში ცალკე კორპუსი ეთმობა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რაც თქვენი კონცეფციის განსაკუთრებული ნაწილია. მკითხველს ალბათ უფრო მეტი დეტალი დააინტერესებდა ამ კომპონენტის შესახებ…

დიახ, „კრწანისი გრანდე“ მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ ახალ სახლს, არამედ ცხოვრების ახალ სტილსა და გარემოს, რომელიც ჯანსაღად ცხოვრებაში დაეხმარება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრისთვის დამოუკიდებელი შენობა-ნაგებობა გამოგვეყო. ცენტრში მომხმარებელი ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში მიიღებს. ხელმისაწვდომი იქნება ფიტნესდარბაზი, სპაცენტრი, ღია და დახურული აუზები.

გაგვაცანით „გრანდე ჯგუფის“ სამომავლო გეგმები.

გვსურს, მომხმარებლები სიახლეებით გავახაროთ და უახლოეს მომავალში უკეთესი ცხოვრებისთვის კიდევ ერთი ახალი და საინტერესო ადგილი შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ ქართული სამშენებლო ბაზრის ურბანულ განვითარებაში და ადამიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მარტივად მიღებაში დავეხმაროთ − მშვიდად და კომფორტულად ცხოვრება ჩვენთან მარტივია.

 

web: www.grandegroup.ge

mailto: [email protected]

ტელ: 595 90 99 99

მისამართი: თბილისი, კრწანისის რაიონი, კრწანისის მეორე შესახვევი # 17

 

ტექსტი: ქეთევან მაჭავარიანი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

March 11, 2021
#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

March 22, 2022
#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

February 10, 2024
#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

January 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები