• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! KETEVAN KEKUTIA – იგრძენი თავი განსაკუთრებულად

October 5, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

„ქეთევან კეკუტია“ არის ახალი ქართული ბრენდი, რომელშიც წარმოდგენილია ქალის სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი. ბრენდის მიზანია მომხმარებელმა თავი სწორედ ისე იგრძნოს, როგორი შინაგანი განწყობაც აქვს. როგორც ბრენდის დამფუძნებელმა აღნიშნა, თითოეული ადამიანი განსხვავებულია და თავის მხრივ განსაკუთრებული, რაც ხშირად არ იციან, არ უნდათ იცოდნენ, ან ავიწყდებათ. ბრენდის მიერ შექმნილი სამოსი კი სწორედ ამის დანახვაში ეხმარება ქალებს. სამოსის შეძენა და სრული კოლექციის ნახვა შეგიძლიათ ფალიაშვილის 55 ნომერში. ასევე, ფეისბუქ და ინსტაგრამ-პლატფორმებზე შესაძლებელია ონლაინ შეკვეთაც. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ჟურნალი OK! ბრენდის დამფუძნებელს პირადად ესაუბრა.

 

 

 

ქეთი, უპირველესად, გაგვაცანით ბრენდი.

ბრენდს რაიმე კონკრეტული მიმართულება არ გააჩნია, ის სრულიად თავისუფალია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მიყვარს ქალურ ფორმებზე ყურადღების გამახვილება, ხშირად გამიზნულად ვქმნი ისეთ მოდელს, სადაც თეძოს ნაწილი გაგანიერებულია, რაც მომხმარებელს ძალიან მოსწონს. ასევე, უზომოდ მომწონს მივიწყებული სიძველეების ახლებურად გადმოცემა. ეს ყველაფერი – სიხარული, ბავშვურობა, დიდი სიყვარული და მთელი რიგი აზრთა და ემოციათა ნაკადი, წარმოდგენილია ჩემს სამოსში, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ. ჩემი ბრენდის იდეა ქალებისთვის საკუთარი თავის შეყვარებაა. მინდა ირწმუნონ, თუ როგორი განსაკუთრებულები არიან. ჩემთვის დიზაინერობა ხელოვნების უმაღლესი დარგია და მიმაჩნია, რომ თუ დიზაინერს არ შეუძლია სამოსში აზრის ჩაქსოვა, ის მოდას ვერ შექმნის.

 

 

რამდენი ხანია, რაც ბრენდი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა?

ბრენდი 2022 წლის დასაწყისიდან არსებობს, თუმცა იდეა გაცილებით დიდი ხნის წინ დაიბადა. 15 წლიდან დავიწყე ესკიზების ხატვა, შემდეგ უკვე შექმნაც. ვქმნიდი კაბებს, თუმცა მათ რეალიზებას ვერ ვახდენდი, ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩემი იდეები რამდენიმე თვისა და წლის შემდეგაც კი ცნობილ მოდის სახლებს განუხორციელებიათ, მაგრამ გული არასდროს მწყდებოდა, რადგან გაჩერებას არ ვაპირებდი. არც გავჩერდი, შევქმენი სრულყოფილი კოლექციები, რომლებიც უკვე შეგიძლიათ იხილოთ ფალიაშვილის 55 ნომერში.

როგორ დაგებადათ იდეა?

რაც თავი მახსოვს, ბავშვობიდან მოყოლებული, ბრენდის იდეა ყოველთვის იყო, თუმცა ოცნების დონეზე. ამიტომ ვერ ვიტყვი, როგორ დამებადა იდეა. იდეა ყოველთვის მქონდა. პირველი ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა, თუმცა თავდადებული შრომით ეს მაინც შევძელით მე და ჩემმა გუნდმა. გადამწყვეტი როლი ბრენდის ჩამოყალიბებაში მაშინ დადგა, როდესაც ხელნაკეთი კაბების შექმნა დავიწყე, რაც ჩემთვის გამაოგნებლად საინტერესო იყო და არის.

როდესაც ხელნაკეთ კაბას ამზადებ, თითქოს თან ყველაფერზე ფიქრობ, თან არაფერზე, და მთელი ეს შენი წმინდა აზრები, ემოციები, პირდაპირ ნაჭერზე გადმოგაქვს და შედეგად ნამდვილი სასწაული იქმნება. თითოეული ჩემი ხელნაკეთი კაბის დამზადებას თვეზე მეტს ვანდომებ, ამიტომაც კოლექციაში სულ რამდენიმეა.

 

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას? გვესაუბრეთ ხარისხზე.

საზოგადოებას ყოველთვის ვთავაზობ განსაკუთრებულ სამოსს, რომელიც არის ძალიან ხარისხიანი და ლიმიტირებული. უშუალოდ მატერიის შერჩევისას და დამზადებისას არჩევანს ყოველთვის განსხვავებულზე და ხარისხიანზე ვაკეთებ, რასაც თავად მომხმარებელიც აღნიშნავს.

რაც შეეხება წარმოებას, მყავს პროფესიონალი გუნდი და ჩვენ სამოსის შექმნის მაღალ ხარისხთან ერთად, დიდ სიყვარულსა და ემოციებს ვდებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი სამოსის შესაქმნელად.

ზოგადად, ქსოვილის არჩევისას ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის არის ის, რომ იყოს ხარისხიანი და ლიმიტირებული, რისგანაც განსაკუთრებული დიზაინის სამოსი იქმნება და შესაბამისად, ძალიან ლამაზია, გამორჩეულია და ხარისხიანია, თუმცა ყველაზე გამორჩეული მაინც საკუთარი ხელნაკეთი ქსოვილებია, რომელთა შექმნას დიდ დროსა და ენერგიას ვუთმობ.

 

რა მიგაჩნიათ ბრენდის ნიშად?

ძირითადად, ჩემი ხელწერა. ბრენდის ნიშა, შეიძლება ითქვას, რომ არის განსხვავებული და ორიგინალური მხრები, ხელები. ასევე, აქცენტი მაქვს ქალურ ფორმებზე.

ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, ესთეტიკურობასთან ერთად, მნიშვნელოვანია სამოსის შინაარსი. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ შევქმნა რაღაც განსაკუთრებული, რაც თავისით გამოარჩევს ჩემს ბრენდს.

ასევე, მაქვს დიზაინერის მომსახურება, რაც ნიშნავს ინდივიდუალურად, კლიენტისთვის ესკიზის შექმნას და სამოსის (კაბის) დამზადებას. უპირატესობა ის არის, რომ ამ შემთხვევაში კლიენტის გარკვეულ სურვილსაც ვითვალისწინებთ და თან დიზაინერის ფანტაზიასაც ვრთავთ, შედეგად კი მართლაც გასაოცარი სამოსი იქმნება. ასევე, მაგალითად, საქორწილო კაბების შექმნისას ბევრად კომფორტულია დიზაინერთან თანამშრომლობა.

 

 

რა არის თქვენი ინსპირაცია?

ინსპირაციის წყაროს რაც შეეხება, ჩემთვის ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პატარა დეტალიც კი, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევაში ესკიზის შექმნისას სრულად გადართული ვარ ხატვაზე და ესკიზს ისე ვამთავრებ, ვერც კი ვიაზრებ. შთაგონების წყარო ასე არ მაქვს, თუმცა მაქვს მიზანი, ყოველთვის რაიმე განსაკუთრებული შევქმნა.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, აუცილებლად მინდა ბრენდი საზღვარგარეთაც გავიტანო, თუმცა ამაზე წინასწარ საუბარი რთულია. მე მქონდა დიდი წარმატება მონაკოში, ერთ-ერთ დახურულ წვეულებაზე, სადაც ჩემი კლიენტიც იმყოფებოდა ჩემ მიერ შექმნილი ღვინისფერი რომაული კაბით. წვეულებაზე იმყოფებოდა ჰოლივუდის უამრავი ვარსკვლავი, თუმცა განსაკუთრებით გამახარა იმ ფაქტმა, რომ თავად ტომი ჰილფიგერმა მოიწონა ჩემი კაბა და იკითხა, თუ ვინ იყო ამ კაბის დიზაინერი. მაქვს ფოტოებიც, თუმცა დახურული წვეულებიდან ფოტოების გასაჯაროება არ შეიძლება. ამ ფაქტის შემდეგ უფრო დიდი მოტივაცია მომეცა და გაცილებით სერიოზულად დავიწყე ფიქრი ბრენდის საერთაშორისო დონეზე გასატანად, თუმცა ეს ჯერ ისევ იდეაა.

რაც ამ ეტაპზე დანამდვილებით ვიცი, ის არის, რომ აქსესუარების ხაზს ვამატებთ და უკვე მზად გვაქვს შარფების კოლექცია, რომელსაც ჩემი ნახატი − „ორი მხარე“ ამშვენებს. შარფები უმაღლესი ხარისხის აბრეშუმისგან იქმნება და ვიმედოვნებ, ჩემი ნახატიცდაიმსახურებს მოწონებას.

 

 

გაიგე მეტი: დიზაინიმოდატანსაცმელი

ასევე გაეცანი

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები გრემის რიგით 68-ე დაჯილდოებაზე
Fashion

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები გრემის რიგით 68-ე დაჯილდოებაზე

February 2, 2026
#OK! დემნას ეპოქა Gucci-ში
Fashion

#OK! დემნას ეპოქა Gucci-ში

February 2, 2026
#OK! ტადასი იანაი- ყველაზე მდიდარი ადამიანი იაპონიაში
Fashion

#OK! ტადასი იანაი- ყველაზე მდიდარი ადამიანი იაპონიაში

January 30, 2026
#OK! ნასტასია ლეგრან ბაბლუანი Valentino-ს და Dior-ის Haute Couture ჩვენებაზე
Fashion

#OK! ნასტასია ლეგრან ბაბლუანი Valentino-ს და Dior-ის Haute Couture ჩვენებაზე

January 29, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 73 წლის ვერა ვენგის თვალისმომჭრელი იმიჯი CFDA-ის დაჯილდოებაზე

#OK! 73 წლის ვერა ვენგის თვალისმომჭრელი იმიჯი CFDA-ის დაჯილდოებაზე

November 8, 2022
OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ

OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ

February 1, 2023
#OK! ბენედიქტ კამბერბეჩი მზადაა, უკრაინელი ლტოლვილები საკუთარ სახლში შეიფაროს

#OK! ბენედიქტ კამბერბეჩი მზადაა, უკრაინელი ლტოლვილები საკუთარ სახლში შეიფაროს

March 16, 2022
#OK! ნათია სამუშია

#OK! ნათია სამუშია

March 6, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კრიპტო თაღლითობების ფსიქოლოგია: რატომ ებმებიან ადამიანები და როგორ ამოვიცნოთ მსგავსი სქემები

#OK! კრიპტო თაღლითობების ფსიქოლოგია: რატომ ებმებიან ადამიანები და როგორ ამოვიცნოთ მსგავსი სქემები

January 27, 2026
#OK! ტადასი იანაი- ყველაზე მდიდარი ადამიანი იაპონიაში

#OK! ტადასი იანაი- ყველაზე მდიდარი ადამიანი იაპონიაში

January 30, 2026
#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

January 30, 2026
#OK! მილანში ლეონარდო და ვინჩის ფრესკა მნახველებისთვის პირველად გაიხსნება

#OK! მილანში ლეონარდო და ვინჩის ფრესკა მნახველებისთვის პირველად გაიხსნება

January 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები