• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

სასტუმრო Reed Hotel Tbilisi უკვე ერთი წელია, რაც ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ორთაჭალაში გამოჩნდა და უცხოელ და ადგილობრივ მომხმარებელს თანამედროვე სტილში შესრულებულ ნომრებს სთავაზობს. აქვეა წარმოდგენილი Reed Terrace, რომელიც იდეალურია საქმიანი შეხვედრებისთვის, მცირე ივენთებისთვის ან, უბრალოდ, განტვირთვისთვის სამუშაო დღის ბოლოს. OK! Travel Book-მა გადაწყვიტა უკეთ გაეცნო და დაეთვალიერებინა სასტუმრო, ამიტომ თავად ეწვია. მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს სასტუმროს დამფუძნებელ ანა ჯაღიაშვილთან.

გაგვაცანით სასტუმრო Reed Hotel Tbilisi. რამდენი ხანია რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და საიდან გაჩნდა იდეა?

მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, მოგვეთხრო აუდიტორიისთვის ჩვენ შესახებ მაშინ, როდესაც საკმაოდ კარგად ავიდგით ფეხი, ჩვენ ხომ თებერვალში 1 წელი გვისრულდება. სასტუმრო Reed Hotel Tbilisi მდებარეობს ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ორთაჭალაში, გიორგი ნიკოლაძის 15-ში, სადაც ძველად ორთაჭალის ბაღები იყო გადაშლილი. ზუსტად ამ ტერიტორიაზე ჩვენი სასტუმროს შენობა მაღალი ლერწამივითაა აღმართული. Reed ქართულად ლერწამს ნიშნავს, მარტივად წარმოსათქმელია უცხოელი სტუმრებისთვის და ვფიქრობთ, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სიმბოლურია. სასტუმროს ინტერიერი აბსოლუტურად თანამედროვე სტილშია შესრულებული, ხოლო ძველი თბილისის ავთენტურობა დეტალებში იკითხება.

 

რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ სტუმრებს?

ბაზარზე Reed Hotel Tbilisi პოზიციონირებს, როგორც ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო. კომფორტული ნომრების გარდა, რომელიც ახალაშენებული კორპუსის მე-13 და მე-14 სართულებზე მდებარეობს, უცხოელ და ადგილობრივ მომხმარებელს სთავაზობს 600 კვ. მ. ტერასას შენობის მე-15 სართულზე. ტერასას გააჩნია შიდა და გარე სივრცე, აქ განლაგებულია ბარი და რესტორანი. Reed Terrace იდეალურია საქმიანი შეხვედრებისთვის, მცირე ივენთებისთვის ან, უბრალოდ, განტვირთვისთვის სამუშაო დღის ბოლოს. ხშირად ტერასა გამოიყენება როგორც ადგილი ფოტოსესიებისთვის, განსაკუთრებით პოპულარულია ახალდაქორწინებულებში. ტერასიდან 360 გრადუსით იშლება არაჩვეულებრივი ხედი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში თვალს ახარებს. წელს პირველად გვქონდა პატივი, ჩვენი სტუმრებისთვის მოგვეწყო საახალწლო ღონისძიება და ამ სიმაღლიდან ერთად გვედევნებინა თვალი დაუვიწყარი ფეიერვერკებისთვის, რაც საახალწლო ღამეს განსაკუთრებით ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის თბილისში.

რამდენ და რა ტიპის ოთახებს მოიცავს სასტუმრო?

სასტუმრო გთავაზობთ 24 სხვადასხვა ტიპის კომფორტულ ნომერს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ჯავშნებისთვის.

ნომრების უმეტესობას გააჩნია აივანი, სასიამოვნო ხედით ქალაქზე ან მთებზე. ნომრები სრულადაა აღჭურვილი ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად, მაღალბიუჯეტიან ოთახებს გააჩნია ყავის აპარატები. ყველა ნომერში ხელმისაწვდომია უფასო WiFi და Netflix.

სტუმრებს 24/7-ზე ემსახურება რეცეპციის განყოფილება, გაგვაჩნია ოთახის სერვისი და ადგილობრივი სამრეცხაოს მომსახურება.

სასტუმრო ფლობს საკუთარ ავტოსადგომს, რომელიც გათვლილია 20 ავტომობილზე და უფასოა ჩვენი სტუმრებისთვის.

 

გვიამბეთ სამზარეულოს შესახებ. რა კერძებს სთავაზობთ სტუმარს?

ჩვენი რესტორანი გთავაზობთ მრავალფეროვან კონტინენტალურ საუზმეს, რომელიც ნომრის ღირებულებაში შედის. კვირის ყოველი დღე გამოირჩევა სხვადასხვა მენიუთი, რომელიც მაქსიმალურადაა გათვლილი ყველა ეროვნებისა და კულტურის სტუმარზე, ვითვალისწინებთ ყველა შესაძლო მოთხოვნას, მათ შორის ვეგეტარიანელი სტუმრების სპეციფიკას. ამასთან ერთად, სტუმრებს ქართული ტრადიციული ტკბილეულობითაც ვანებივრებთ. მოთხოვნისამებრ, სტუმრებისთვის მზადდება Lunch Box ეკოლოგიური შეფუთვით.

დილიდან დღის 16:00-მდე ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს ემსახურება ალაკარტ Lunch მენიუ გემრიელი კერძებითა და დესერტებით. გარკვეულ საათებში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი Lunch-ის ნაკრებები საკმაოდ მიმზიდველ ფასად, დეტალებისთვის გვადევნეთ თვალი ჩვენს FB და Instagram გვერდებზე.

საღამოს 18:00 საათიდან წარმოვადგენთ დახვეწილ ქართულ-ევროპულ სამზარეულოს და საუკეთესო სასმელების არჩევანს. თქვენს განწყობასა და სიმყუდროვეზე ჩვენი გამოცდილი გუნდი იზრუნებს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს რესტორანში დანერგილია საერთაშორისო HACCP სტანდარტი, მუშაობენ სერტიფიცირებული მზარეულები, დაცულია კვების უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი გამოიყენება.

გვესაუბრეთ გუნდზე…

ჩვენი არაჩვეულებრივი გუნდის დამსახურებით, საკმაოდ წარმატებული სტარტი ავიღეთ და ჩვენი სეგმენტის სასტუმროებს შორის ამჟამად კონკურენტუნარიანი რეიტინგი გვიკავია, რაც საამაყოა. Booking.com-ის საერთაშორისო პლატფორმაზე ერთი წლის განმავლობაში ჩვენი სტუმრებისგან 500-ზე მეტი დადებითი გამოხმაურება მივიღეთ. სტუმრები კომენტარებში არ იშურებენ სამადლობელ სიტყვებს როგორც მთლიანი გუნდის, ასევე თითოეული მომსახურე პერსონალის მისამართით, რადგან გრძნობენ, რამდენად ზრუნავს მათზე Reed Tbilisi-ის გუნდის თითოეული წევრი.

 

რა უპირატესობა და ნიშა აქვს სასტუმროს?

უპირატესობებს შორის გამოვყოფდით ფასისა და სტანდარტის საუკეთესო შეფასებას, მრავალფუნქციური ტერასის სივრცეს, რომელსაც, ვფიქრობთ, კიდევ დიდი პოტენციალი გააჩნია და უდავოდ – ჩვენს მიდგომას – ვიზრუნოთ ყველა სტუმარზე ინდივიდუალურად, შევუქმნათ მშვიდი, უშუალო, სახლური გარემო, რომელიც ყოველთვის შეუქმნის მათ ჩვენი მყუდრო ქვეყნის ასოციაციას.

დაბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ…

2023 წლისთვის დავგეგმეთ ჩვენი სერვისების განვითარება უახლესი ტენდენციებისა და მიდგომების გამოყენებით, რომელსაც ტურიზმის ბაზარი გვთავაზობს. პრიორიტეტად ვისახავთ ბრენდის გაძლიერებას და სოციალურ მედიაში მის მეტად გააქტიურებას.

ვგეგმავთ თანამშრომლობის გაფართოებას ტურისტულ კომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებთან, როგორც სასტუმროს, ასევე რესტორნის განვითარების მიზნით.  კომპანიებისთვის შევიმუშავეთ სპეციალური შეთავაზებები.

მოხარულები ვიქნებით, თუ Reed Hotel Tbilisi მკითხველს დააინტერესებს. თუ თავად გვესტუმრებით, ადგილზე შეაფასებთ გარემოს და გახდებით ჩვენი მუდმივი სტუმარი ან პარტნიორი.

დიდი სიყვარულით,

Reed Hotel Tbilisi

გიორგი ნიკოლაძის ქ. 15/ყოფილი დიმიტრი გულიას ქ. 1

ტელ: +995 32 2 19 77 22

მობ: +995 58 40 03 30

info@reedtbilisi.com

reedtbilisi.com

ასევე გაეცანი

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი  -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ
Travel

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

October 10, 2025
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა
OK! News

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო
OK! News

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025
#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად
OK! News

#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად

August 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კენდალ ჯენერის იშვიათი გამოჩენა მეგობარ მამაკაცთან, დევინ ბუკერთან ერთად!

#OK! კენდალ ჯენერის იშვიათი გამოჩენა მეგობარ მამაკაცთან, დევინ ბუკერთან ერთად!

May 31, 2021
#OK! 10 საუკეთესო ფილმი ჰელენა ბონემ კარტერის მონაწილეობით!

#OK! 10 საუკეთესო ფილმი ჰელენა ბონემ კარტერის მონაწილეობით!

May 26, 2021
#OK! ორსული რიანას ფოტოსესია საკუთარი ბრენდის თეთრეულის უახლესი კოლექციისთვის

#OK! ორსული რიანას ფოტოსესია საკუთარი ბრენდის თეთრეულის უახლესი კოლექციისთვის

July 11, 2023
#OK! მანქანა, რომელიც დევიდ ბექჰემის მფლობელობაში იყო, შეგიძლიათ ახლა £110,000-ად იყიდოთ

#OK! მანქანა, რომელიც დევიდ ბექჰემის მფლობელობაში იყო, შეგიძლიათ ახლა £110,000-ად იყიდოთ

January 30, 2023

კვირის ჰიტები

#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

January 8, 2026
#OK! რამდენიმე წესი, რომელიც დღესასწაულების დროს, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

#OK! რამდენიმე წესი, რომელიც დღესასწაულების დროს, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

January 6, 2026
#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა

#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა

January 7, 2026
#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

January 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები