• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

November 8, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სხეულის იდეალური ფორმები და მკვრივი კანი ზოგისთვის ოცნებაა, ხოლო ზოგისთვის მიზანი. შედეგის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია სწორი გზის მოძებნა და იმის გააზრება, რომ სილამაზე და ჯანმრთელობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. თბილისის ბალნეოლოგიურ სპა-კურორტს ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში, სწორედ ამიტომ OK!-იმ გადაწყვიტა, სწორედ ამ უნიკალურ დაწესებულებასთან ერთად ახალი პროექტი შემოგთავაზოთ.

თბილისის დაარსების ისტორია იმ მინერალურ-გოგირდოვან წყლებს უკავშირდება, რომელიც თბილისის ბალნეოლოგიური სპა-კურორტის მიწის ზედაპირიდან ამოედინება. 80-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ გოგირდის აბაზანები (წიწვით, ზღვის მარილით, ევკალიპტით, იოდით) უნიკალურია, ამდიდრებს უჯრედების სტრუქტურას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს ძვალ-სახსართა სისტემის მდგომარეობასა და კანის სტრუქტურას. გადავწყვიტეთ, გაჩვენოთ, რომ თვენახევარში ძალიან რეალურია საშუალოდ ათი კილოს დაკლება ისე, რომ არანაირი ზიანი არ მიიღოს ორგანიზმმა. პირიქით − ეს მოხდეს მისი გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების გზით.

ექსპერიმენტში მონაწილეობაზე ყველასთვის საყვარელი ნინო (ზუზუ) ნოდია დიდი სიხარულით დაგვთანხმდა. დეტალებზე თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის CEO − სალომე ყვავილაშვილი გვესაუბრება.

 

სალომე, გვიამბეთ ამ უნიკალური ადგილის შესახებ.

ბალნეოლოგიურ კურორტს საქართველოში აქვს უნიკალური შესაძლებლობები, როგორც სამკურნალო-სარეაბილიტაციო, ასევე სპა-გამაჯანსაღებელი მიმართულებებით. ზოგადად, ევროპაში 4 ბალნეოლოგიური კურორტია და მათ შორის ერთ-ერთი არის თბილისში.

 

ჩვენი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. აქ ერთ სივრცეში მიიღებთ როგორც სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელ, ისე სამედიცინო მომსახურებებს. მინერალური წლის აბაზანები, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის აპლიკაციები, პარაფინის აპლიკაციები, წყალქვეშა და მშრალი გაჭიმვები, სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი პროცედურები. ჯამში, გვაქვს 2000 სახის მომსახურება. თბილისის ბალნეოლოგიური სპა-კურორტი მსოფლიო მასშტაბით არის უნიკალური, თავისი მრავალფეროვანი სერვისით, ბუნებრივი სამკურნალო თვისებების მქონე პროცედურებით, გამორჩეული მომსახურებით და რაც მთავარია, პროფესიონალი და კვალიფიციური პერსონალით.

რამდენად რეალურია ჩვენი მიზნის მიღწევა − თვენახევარში მინუს ათი კილო?

რა თქმა უნდა, პაციენტმა არ უნდა დაგვაღალატოს და ზუსტად უნდა მიჰყვეს ინსტრუქციას. პროცესში ბევრი სპეციალისტი ჩაერთვება. უპირველესად, გაკეთდება ანალიზები იმისათვის, რომ სწორად წარიმართოს პროცესი. სხვადასხვა მასაჟს სხვადასხვა უკუჩვენება აქვს, ამიტომ ისინი აუცილებლად სპეციალისტმა უნდა დანიშნოს.

 

არსებობს შემთხვევები, როდესაც გოგირდის წყალი შეიძლება იყოს უკუჩვენება, ზუსტად ამიტომ არის აუცილებელი ბალნეოთერაპევტთან კონსულტაცია.

 

აქ, ადგილზევე შესაძლებელია სამედიცინო-დიაგნოსტიკური სერვისებით სარგებლობა: ექიმის კონსულტაცია, უროლოგია, კარდიოლოგია, პედიატრია, გინეკოლოგია, ექოსკოპია.

 

მეორე ეტაპია კვებისა და პროცედურების გრაფიკის შედგენა − ამაში პერსონალური მენეჯერი დაგვეხმარება. ჩვენი კურორტი მუშაობას დილით ადრიანად იწყებს და საღამოსაც გვიან ასრულებს, ასე რომ, დროის მენეჯმენტი, ჩვენი პაციენტების გრაფიკზე მორგება პრობლემას არ წარმოადგენს. პირველი კონსულტაცია, რა თქმა უნდა, ენდოკრინოლოგთანაა. კვების რეჟიმი უმნიშვნელოვანესია მთელ პროცესში.

 

რა როლი მიუძღვის მასაჟს ამ პროგრამის მსვლელობისას?

უზარმაზარი − მასაჟი მთელ სხეულში აღადგენს ლიმფოდრენაჟს და სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (მასაჟით შეგვიძლია როგორც მისი გააქტიურება, ასევე ტონუსის მოხსნა და დამშვიდება), აღადგენს ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალურ მუშაობას, ხსნის კუნთების სპაზმს, აუმჯობესებს ქსოვილების კვებას და შესაბამისად, შინაგანი ორგანოების მუშაობასაც. მისი საშუალებით შეგვიძლია სხეულის ფორმების შეცვლა, გახდომის პროცესის გააქტიურება, კანის ფერისა და სტრუქტურის გაუმჯობესება, ნაოჭების გასწორება.

 

მხოლოდ დიეტის საშუალებითაც შესაძლებელია გახდომა, მაგრამ რჩება ზედმეტი კანი და არ ხდება კორექცია. დიდი ცხიმგროვების ადგილიდან ცხიმს გამოსვლა უჭირს, რადგან დრენაჟი დარღვეულია. მასაჟისა და დიეტის კომბინაციით კი დაკლება ხდება პრობლემურ ადგილებში, კანიც იჭიმება, იკვეთება წელი, მუხლი, წვივი, სწორდება გალიფე და მუცელი.

 

აქვე აღვნიშნავ, რომ მასაჟის ხელით გაკეთებისას სპეციალისტი გრძნობს სადაა მეტი ყურადღება მისაქცევი, გამოჰყავს დაშლილი ტოქსინები და საბოლოოდ, „ძერწავს“ სხეულს. ამ დროს აუცილებელია კომპლექსური მიდგომა − თავის ქალიდან დაწყებული, ფეხის გულებით დამთავრებული − სრული სხეულის დამუშავება. კარგი სპეციალისტი პაციენტთან მუშაობისას ფიქრობს არა მხოლოდ ზედმეტი წონის მოშორებაზე, არამედ სიმსუქნის მიზეზის აღმოფხვრაზე და პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებაზეც.

 

ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი, მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი ორგანო კანია. კანის საშუალებით გამოიყოფა ორგანიზმში დაგროვებული დაშლის პროდუქტები, მაგ: აცეტილქოლინი, ადრენალინი. ეს პროცესი კი აქტიურდება კანზე ზემოქმედებისას. ამიტომ მასაჟს, გარდა გამაჯანსაღებელი ეფექტისა, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ენერგიის აღმდგენი ეფექტი.

 

რა სახის პროცედურები ჩაუტარდება ზუზუს პროგრამის ფარგლებში?

ჩამონათვალი დიდია. პროგრამა, რომელიც შევადგინეთ, ძალიან მრავალფეროვანია. ეს აუცილებელია. როგორც იცით, სხეულს ერთი თვისება აქვს − კლების მომენტში გარკვეულ ეტაპზე „წონის გაყინვა“. რადგან შეზღუდულ დროში უნდა ჩავეტიოთ, ამიტომ პროცედურები მუდმივად იცვლება. ამით ორგანიზმს შესვენების საშუალებასაც ვაძლევთ.

 

პროცედურების ჩამონათვალი კი ასეთია:

აკვა-აერობიკა; ანტიცელულიტური მასაჟი, ტალახის შეფუთვა/მასაჟი, შარკოს შხაპი, წყალქვეშა მასაჟი, მშრალი საუნა, ორთქლის საუნა, გოგირდის აბაზანა, სპა-კაფსული, აკუპუნქტურა, ლიმფოდრენაჟ-მასაჟი, ჰიდროკოლონოთერაპია, სამკურნალო მასაჟი, წერტილოვანი მასაჟი, სამკურნალო აღმოსავლური მასაჟი, ტაი-მასაჟი, ოთხ ხელში მასაჟი, სარელაქსაციო მასაჟი. ყველა მათგანზე უამრავი შემიძლია ვისაუბრო.

 

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა-კურორტში არის სარელაქსაციო ოთახი თერმული ქვებით, გოგირდისა და ცხელი აბაზანებით. სივრცე, რომელიც ეხმარება ადამიანს სტრესის გაქრობაში, ნერვული სისტემის დამშვიდებაში, სხეულს ავსებს ენერგიით, ზრდის მოქნილობისა და მგრძნობელობის დონეს. ეხმარება ორგანიზმს დაიბრუნოს და შეინარჩუნოს შრომისუნარიანობა. პროცედურების შემდეგ აქ გატარებული 1 საათი უდიდესი სიამოვნებაა.

 

ჩვენთან ყველა მასაჟისტს აქვს სამედიცინო განათლება და მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება. გასულ წელს თბილისში მასაჟში საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც პირველი ადგილი ბალნეოლოგიური კლინიკის მასაჟისტმა აიღო. წელს იგივე ჩემპიონატი იტალიაში გაიმართა და პირველი და მესამე ადგილები ასევე ბალნეოლოგიური კლინიკის მასაჟისტებმა აიღეს.

 

ბალნეოლოგიური კურორტი ფიტნესდარბაზსაც მოიცავს, სადაც იოგასა და პილატესს კვალიფიციური ფიტნეს-ინსტრუქტორი ატარებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბალნეოლოგიური კურორტი ერთგვარი კულტურა, რიტუალი და ჯანსაღი ცხოვრების წესია.

 

 

ნინო, რატომ გადაწყვიტე ჩვენს ექსპერიმენტში მონაწილეობა?

(ნინო ნოდია):  არასდროს მქონია წონის პრობლემა, მაგრამ ასაკი მომემატა, ორი შვილი გავაჩინე და გარკვეულმა პრობლემებმაც თავი იჩინა. ზოგადად, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ რადიკალური ჩარევების. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელი პროცესი. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ჯადოსნურ შესაძლებლობებზე ბევრი მსმენია და სიმართლე გითხრათ, ძალიან გამახარა თქვენმა შემოთავაზებამ.

 

უმნიშვნელოვანესია, რომ პროცესს უმაღლესი კლასის პროფესიონალები წარმართავენ, ამას დამატებული ეს მართლაც მაგიური გოგირდის წყალი და პლუს ჩემი მონდომება, იმედია, საუკეთესო შედეგის მომტანი იქნება.

 

სრული კურსის შესახებ შთაბეჭდილებებს ზუზუ OK!-ის ახლად შექმნილ YouTube-არხზე გაგვიზიარებთ თვის განმავლობაში. მომდევნო ნომერში კი უკვე შედეგებს შევაჯამებთ. აქვე გვინდა დავაანონსოთ, რომ ექსპერიმენტები კიდევ გაგრძელდება და ნინო ნოდიას გარდა, თქვენთვის საყვარელი სხვა ადამიანებიც გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

 

 

ტექსტი: მაიკო წერეთელი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ბრეკეტები – რატომ არის ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თანკბილვის გამოსასწორებლად
Health & Beauty

#OK! ბრეკეტები – რატომ არის ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თანკბილვის გამოსასწორებლად

September 1, 2026
OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ახალი იდენტობა – მე ვარ საქართველო

#OK! ახალი იდენტობა – მე ვარ საქართველო

June 13, 2024
#OK! 8elements – საკოლექციო მინერალები, სამკაულების ასაწყობი აქსესუარები და დიზაინერული პროდუქცია ერთ სივრცეში

#OK! 8elements – საკოლექციო მინერალები, სამკაულების ასაწყობი აქსესუარები და დიზაინერული პროდუქცია ერთ სივრცეში

December 2, 2021
#OK! ბიზნეს სელებრითი – თიკო დიდავა (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – თიკო დიდავა (ვიდეო)

November 18, 2023
OK! „ჭიტას“ 27-წლიანი წარმატების საიდუმლო – ხათუნა ჩხიკვაძე ოჯახსა და საქმიანობაზე

OK! „ჭიტას“ 27-წლიანი წარმატების საიდუმლო – ხათუნა ჩხიკვაძე ოჯახსა და საქმიანობაზე

January 3, 2024

კვირის ჰიტები

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

August 28, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
#OK! ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა თხოვნა შეუსრულა – „ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს“

#OK! ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა თხოვნა შეუსრულა – „ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს“

August 25, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები