• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ინტერვიუ ადვოკატ სალომე მიქაუტაძესთან

November 7, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

იურისტობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ყოველთვის იცოდა, რომ ისეთ პროფესიას აირჩევდა, რომლის მეშვეობითაც ადამიანების დახმარებას შეძლებდა. არაერთი გამოწვევისა და სტერეოტიპის მიუხედავად, მან შეძლო წარმატებული კარიერის შექმნა, რაც მისი ძლიერი ხასიათისა და მიზანდასახულობის შედეგია. ჟურნალი OK! გაგაცნობთ წარმატებულ ადვოკატს – სალომე მიქაუტაძეს. მისი საქმიანობა სხვადასხვა ასპექტს მოიცავს – სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალს. აღსანიშნავია, რომ სალომე ორგანიზაციამ „ლიდერ ქალთა საზოგადოება“, წარადგინა ნომინაციაზე – „წარმატებული ადვოკატი-2024“.

 

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ბავშვობიდან ვიცოდი, რომ რაღაც დიდის ნაწილი უნდა ვყოფილიყავი. თავდაპირველად პოლიტიკაზე მეფიქრებოდა, თუმცა ერთი თვისება, რომელიც მუდამ თან დამყვებოდა, იყო სხვების დაცვის სურვილი. ვერ ვეგუებოდი სხვის ჩაგვრას და ამაზე თვალს არასოდეს ვხუჭავდი.

სკოლის დამთავრების შემდეგ ოჯახს სურდა ბიზნესის მართვაზე ჩამებარებინა. თავდაპირველად დავთანხმდი და შესაბამისი საგნებით ვემზადებოდი, მაგრამ ერთ დღესაც მყარად გადავწყვიტე, რომ უნდა ამერჩია ის პროფესია, რაც მე მინდოდა და არა სხვებს! ადვოკატობაზე ოცნება რეალობად უნდა მექცია. გამოცდებამდე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, როცა მოსამზადებელი საგნები შევცვალე. იმ წელს 36 გამოცდა ჩავაბარე – 24 ექსტერნი, 8 საატესტატო და 4 ეროვნული. კურსზე ერთ-ერთი ვიყავი უმაღლესი ქულებით. მოვიპოვე სახელმწიფო გრანტი, შემდეგ კი პრეზიდენტის სტიპენდია, 4 წლის განმავლობაში. როცა პირველი სემესტრის ბოლოს ქულები დაიდო და სიაში პირველი ვიყავი, ეს იყო უდიდესი ბედნიერების შეგრძნება.

დავამთავრე წერეთლის უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი. სწავლის პარალელურად, პრაქტიკული ცოდნის ასამაღლებლად მეორე კურსზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტაჟიორი გავხდი, იმავე წელს კი – საიას წევრი. გავიარე სტაჟირება ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, შემდეგ კი სისხლის სამართლის კუთხითაც იურიდიული დახმარების სამსახურში. ასევე, უნივერსიტეტიდან გამგზავნეს სტრასბურგსა და ლუქსემბურგში ევროსაბჭოს, ევროსასამართლოსა და ევროპარლამენტის მუშაობის შესასწავლად.

მაგისტრატურა „კავკასიის უნივერსიტეტში“ გავაგრძელე, სადაც 100%-იანი გრანტი მოვიპოვე. პარალელურად გავდიოდი პრაქტიკებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიასა და ნოტარიუსთა პალატაში.

 

 

საიდან იწყება თქვენი კარიერული გზა?

მაგისტრატურის დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა ერთ-ერთი მიკროსაფინანსოს იურისტად, სადაც ამ კომპანიას ქუთაისის მასშტაბით წარმოვადგენდი. ამის შემდეგ სხვა კომპანიაში კონტრაქტორი გავხდი. ამ პერიოდში მქონდა შეთავაზება პოლიტიკიდან და მცირე ხნით გადავინაცვლე კიდეც, თუმცა მივხვდი, რომ იქ ბოროტება მეტია და ვერ მოვახერხებდი ხალხისთვის სიკეთის მოტანას. მერე მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიიდან და მათი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი გავხდი.

მალევე ჩავაბარე საერთო სპეციალიზაციით ადვოკატის გამოცდები, ანუ ერთდროულად სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული განხრით. გავიარე რამდენიმეთვიანი თეორიული სავალდებულო  კურსი და პრაქტიკებიც ძალიან კარგ მენტორთან, ტარიელ კაკაბაძესთან. მასთან ერთად არაერთ საქმეზე ვიმუშავე და გავიაზრე, რას ნიშნავს სხვისი ცხოვრების გადასარჩენად გამარჯვება. როცა ცალკე დავიწყე მუშაობა, მთელი არსებით ჩავები საქმიანობაში, ჩემთვის თითოეული საქმე მიზანი გახდა, მიზნებს კი ყოველთვის ვაღწევ. მე ვირჩევ გამარჯვების გზას.

 

გაგვაცანით ძირითადი მიმართულებები, რომელზეც თქვენ მუშაობთ…

ვმუშაობ ყველა მიმართულებით – სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი. თუმცა სისხლის სამართალი ჩემთვის ცალკე ხელოვნებაა. იქ შემიძლია ადამიანებს მეორე ცხოვრების შანსი მივცე. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მათ იმედები არ გავუცრუო. საბოლოოდ, როცა ადამიანი ჩემთან ერთად ტოვებს სასამართლო დარბაზს და ვხედავ მის და მისი ოჯახის ბედნიერ სახეებს, ვხვდები, რომ ვიღაცისთვის ცხოვრების გადარჩენის გზა გავხდი. სამოქალაქო სამართალიც გამოირჩევა თავისი სპეციფიკით, იქ უამრავი სახის ქეისს შეიძლება შეხვდე და გიწევს, იპოვო გამოსავალი თითქოსდა სრულიად გამოუვალი მდგომარეობიდან.

 

რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადვოკატს?

მოქნილი გონება, სწრაფი ლავირების და კარგი კომუნიკაციის უნარი. ასევე, უშიშარიც უნდა იყოს, შეიძლება ისეთ მოწინააღმდეგესთან მოუწიოს დაპირისპირებამ, რომელიც უკან არ იხევს, მათ შორის მუქარაზეც. გარდა იმისა, რომ უნდა უყვარდეს თავისი პროფესია, ადვოკატს ფანტაზიის დიდი უნარიც ესაჭიროება.

 

კარიერულ გზაზე გენდერული ნიშნით თუ გქონიათ გამოწვევები?

თავდაპირველად საზოგადოებისგან და მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებისგან მესმოდა ფრაზები: „ქალი ადვოკატად როგორ იმუშავებ, შეიძლება ვინმემ რამე დაგიშავოს, კაცი კაცს უფრო მიენდობა“ და სხვ. დღეს კი მათ ვეტყვი, მიყურეთ და ისწავლეთ, როგორ დაანგრიოთ სტერეოტიპები, როგორ მიიღოთ ის, რაც გსურთ.

 

 

თქვენ, ამავდროულად, კითხულობთ ლექციებს და ატარებთ საჯარო ტრენინგებს, რას ურჩევდით მომავალ სტუდენტებს, რომლებსაც ადვოკატობა სურთ?

მხოლოდ იმ შემთხვევაში აირჩიონ ეს პროფესია, თუ ნამდვილად გულით სურთ, რადგან მოუწევთ ძალიან ბევრ სირთულესთან შეჯახება. ვურჩევდი, იშრომონ, ისწავლონ და პრაქტიკა გაიარონ ყველგან, სადაც კი შეძლებენ.

 

რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

შოპინგზე, სალონში სიარულზე არ ვგიჟდები, თუმცა შედეგი მიყვარს. ფორმაში ყოფნა ქალს, მითუმეტეს ადვოკატს, მუდმივად სჭირდება, ამიტომ ხშირად მიხილავთ მსგავს ადგილებში. თავისუფალ დროს მიყვარს მეგობრებთან ყოფნა, მათთან ერთად ბუნებაში გასვლა. მომწონს მოგზაურობა, ახლის შემეცნება. მიყვარს კითხვა. ასევე, ვწერ და მალე ვაპირებ წიგნის გამოცემასაც, რომელიც იქნება დეტექტივი და, ამავდროულად, ფსიქოლოგიური რომანი.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ისინი მაინც ბედნიერები არიან, მათ საზოგადოების აზრი არ აინტერესებთ” – ჯასტინ და ჰეილი ბიბერები დასავლეთ ჰოლივუდში შენიშნეს

#OK! “ისინი მაინც ბედნიერები არიან, მათ საზოგადოების აზრი არ აინტერესებთ” – ჯასტინ და ჰეილი ბიბერები დასავლეთ ჰოლივუდში შენიშნეს

April 6, 2023
#OK! კრისტინა აგილერას იშვიათი გამოჩენა! მომღერლის მონოქრომული იმიჯი!

#OK! კრისტინა აგილერას იშვიათი გამოჩენა! მომღერლის მონოქრომული იმიჯი!

April 20, 2021
#OK! ჟიზელ ბიუნჰენის დრამატული გარდასახვა Vogue Italia-სთვის

#OK! ჟიზელ ბიუნჰენის დრამატული გარდასახვა Vogue Italia-სთვის

February 23, 2023
#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

July 1, 2025

კვირის ჰიტები

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

January 6, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები