• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doqtors OK! Doctors

#OK! ინოვაციების კვალდაკვალ მერაბ დვალის „ახალი მზერა“

June 11, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

პროფესორი, ცნობილი ოფთალმოლოგი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მერაბ დვალი თავისი მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვან გზას იხსენებს. გზას, რომელიც ათასობით ადამიანისთვის თვალისჩინის დაბრუნებასა და ოფთალმოლოგთა არაერთი თაობის აღზრდას მიეძღვნა. იგი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდა დროს – როცა სხვები ფიქრობდნენ, რომ „ჯერ ადრეა“, იგი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ „ახლა სწორედ ის დროა“. ამ რწმენითა და ინოვაციებისადმი მუდმივი სწრაფვით პროფესორმა მერაბ დვალმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დააარსა ამიერკავკასიაში რეფრაქციული ქირურგიის პირველი ცენტრი, თვალის კლინიკა „ახალი მზერა“, რომელიც წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.  ამ განსაკუთრებულ თარიღთან დაკავშირებით ჟურნალი OK! პროფესორ მერაბ დვალს ესტუმრა იმ კლინიკაში, რომელიც უკვე 25 წელია ათასობით პაციენტის ახალი მზერის ბედნიერი წუთების ათვლის წერტილია.

 

 

ბატონო მერაბ, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ექიმობა ჩემი ოჯახური ტრადიციაა, ამიტომ პროფესიული არჩევანი, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ზოგადი ქირურგია მომხიბვლელად მიმაჩნდა, მოგვიანებით, როდესაც თვალის მიკროქირურგიის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღე, მივხვდი, რომ ოფთალმოლოგია მხოლოდ პროფესიული გზა კი არა, ჩემი მოწოდება იყო. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ მთელ ჩემს ცხოვრებას ოფთალმოლოგიასა და პაციენტთა მხედველობის გაუმჯობესებას მივუძღვნიდი.

თქვენი საქმიანობის დასაწყისში ოფთალმოლოგია არცთუ ისე განვითარებული იყო ამიერკავკასიაში. რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია და თუ გახსოვთ პირველი ოპერაცია, რომელიც ლაზერული ტექნოლოგიით ჩაატარეთ?

საკმაოდ რთული და სარისკო იყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პირველი ნაბიჯები. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი კარიერის დასაწყისი თვალის მიკროქირურგიის დაარსებას დაემთხვა და მქონდა შესაძლებლობა, მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად ვყოფილიყავი ჩართული ამ პროცესში. იმ პირობებში, როდესაც ჩემი კოლეგების უმეტესობაც კი სკეპტიკურად აფასებდა ლაზერულ ტექნოლოგიას, მე მჯეროდა, რომ მისი საშუალებით ათასობით ადამიანს დავეხმარებოდით და უსათვალოდ ცხოვრების შესაძლებლობას მივცემდით. ამ იდეით, მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა და უამრავი დაბრკოლებისა, შეიქმნა ამიერკავკასიაში მხედველობის პირველი ექსიმერლაზერული ცენტრი.

ნათლად მახსოვს პირველი ოპერაცია – პაციენტისა და ჩემი ღელვა, მასთან საუბარი და იმ წამების ათვლა, რომლის განმავლობაშიც ლაზერის სხივმა პაციენტს უსათვალოდ ცხოვრების ბედნიერება აჩუქა. მახსოვს პაციენტის მიერ ნათქვამი „თქვენ მართლაც ახალი მზერა მაჩუქეთ“. სიტყვები, რომლებიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია პაციენტის ღიმილთან ერთად.

 

 

 

ბატონო მერაბ, თქვენ ქართული ოფთალმოლოგიის სიმბოლო ბრძანდებით და თქვენს სახელს უკავშირდება მრავალი ინოვაციის დანერგვა. მსოფლიოში პირველად სწორედ თქვენ ჩაატარეთ მხედველობის ლაზერული კორექცია ბავშვებში. გვესაუბრეთ, რა სირთულეებთან იყო ეს დაკავშირებული?

რა თქმა უნდა, რიგი სირთულეები და წინააღმდეგობა ამასაც ახლდა. მახსოვს, ჩემი უცხოელი კოლეგები ამბობდნენ, რომ ეს მიზანშეწონილი არ არის, წლების შემდეგ კი სწორედ ეს ადამიანები მილოცავდნენ წარმატებულ შედეგებს. მსურს განვმარტო, რომ ბავშვთა ასაკში მხედველობის ლაზერული კორექცია არ არის მხოლოდ სათვალის მოხსნის ოპერაცია, ეს არის სამკურნალო დანიშნულებით ჩატარებული ჩარევა, რომელიც „ზარმაცი თვალის“ პრევენციისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, სიელმის კორექციის საშუალებაა.

ბატონო მერაბ, მსმენია ასეთი ფრაზა „ჯადოსნური ლინზა“. რომელ ლინზაზეა საუბარი ან რატომ „ჯადოსნური“?

„ჯადოსნური ლინზა“, ასე ვთქვათ, პოპულარული ტერმინია, რომელიც ფართოდ გამოიყენება ჩვენი პაციენტების მიერ იმ ლინზის დასახასიათებლად, რომელსაც სამედიცინო ტერმინოლოგიით ფაკიური თვალშიდა ლინზა ეწოდება. რატომ ჯადოსნური? იმიტომ, რომ აღნიშნული ლინზის იმპლანტაციიდან სულ რამდენიმე საათში პაციენტი იღებს მაქსიმალურად შესაძლო მხედველობას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში აღნიშნული ლინზის იმპლანტაცია უტარდებათ იმ პაციენტებს, ვისთვისაც მხედველობის ექსიმერლაზერული კორექცია უკუნაჩვენებია და ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაში აღმოჩენილი ახალგაზრდა პაციენტისთვის აღნიშნული ლინზის იმპლანტაცია ნამდვილი ჯადოქრობის ტოლფასია.

 

 

 

კლინიკაში პაციენტისადმი ემპათიური დამოკიდებულება საოცრად თვალში საცემია. როგორ არჩევთ გუნდის წევრებს?

კლინიკის შექმნის დღიდან ვიცოდი, რომ „ახალი მზერა“ უნდა ყოფილიყო სივრცე, სადაც ექიმის მოვალეობა არა მხოლოდ პაციენტის მხედველობაზე ზრუნვა, არამედ მისი გვერდში დგომა იქნებოდა. პაციენტის ემოციური მხარდაჭერა მკურნალობის ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანესია. გუნდის წევრის შერჩევისას პროფესიონალიზმთან ერთად, ჩემთვის პრიორიტეტულია საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება და ერთმანეთისა და პაციენტის გვერდში დგომა. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ არასდროს ვთავაზობთ პაციენტს მკურნალობის იმ მეთოდს, რომელსაც არ ვურჩევთ ჩვენი ოჯახის წევრებს. ამის დამადასტურებელია ის, რომ მეც და ჩემი ოჯახის არაერთ წევრს ჩატარებული გვაქვს მხედველობის ექსიმერლაზერული კორექცია.

თქვენ მიერ აღზრდილია სტუდენტებისა და რეზიდენტების მრავალი თაობა, მათ შორის წარმატებული ოფთალმოლოგები – რა არის ის მთავარი, რაც სტუდენტებმა თქვენგან ისწავლეს?

ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ექიმისთვის პროფესიონალიზმი აუცილებელია, თუმცა საკმარისი არაა. თუ ადამიანის პრობლემებს არ გაითავისებ, მის დახმარებასაც ვერ შეძლებ სრულფასოვნად. ადამიანობა, თანაგრძნობა და პაციენტის ემოციური ფონის სწორად აღქმა ისეთივე მნიშვნელობის მატარებელია, როგორც დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სტუდენტებსა და რეზიდენტებთან თითოეული ლექციის, პრაქტიკული მეცადინეობისა თუ კლინიკური შემთხვევის განხილვის მიზანს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ვცდილობ, მათთვის ვიყო არა მხოლოდ ლექტორი, არამედ მათი უფროსი კოლეგა, რადგან საკუთარი თავის წარმოდგენა მათ ადგილას და სიტუაციის მათი თვალით დანახვა ხშირად მაფიქრებინებს, რომ სწავლების პროცესი ორმხრივია და ორივე მხარე სწავლობს ერთმანეთისგან.

 

 

 

თქვენი ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილებით რას ურჩევთ პაციენტებს?

ოფთალმოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია, მუდმივად იხვეწება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები. ყველას ვურჩევ, რომ ამა თუ იმ ჩივილის არსებობისას, აუცილებელია დროულად მიმართონ ექიმს, რადგან დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის საწინდარია. მაგალითად, საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია დაავადება კერატოკონუსი, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ვლინდება და ახასიათებს პროგრესული მიმდინარეობა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას, რადგან მკურნალობის მიზანი დაავადების პროგრესირების შეჩერებაა. თუმცა, მოგვიანებით პერიოდში პაციენტები საჭიროებენ სხვადასხვა საკორექციო საშუალებებს მხედველობითი რეაბილიტაციის მიზნით. ჩემი ერთ-ერთი გამოგონებაც, რქოვანას ინტრასტრომული რკალების მოდიფიკაცია, Dvali Kerabow სწორედ აღნიშნული დაავადების პროგრესირების შეჩერებისა და, ამავდროულად, მხედველობის გაუმჯობესებისთვის გამოიყენება.

75 წელი – რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც თქვენს განვლილ გზას აფასებთ?

მადლიერება! მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, ოჯახის, ყველა მასწავლებლის, პაციენტების, გუნდის, მოსწავლეების. მათი ნდობა და ერთგულება ის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, რომელმაც არაერთხელ შემაძლებინა სირთულეებთან გამკლავება და რომელიც დღესაც მაძლევს მოტივაციას. სწორედ მათი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი იმ გზის გაკვალვა, რომელსაც დღეს მრავალი ჩემი მოსწავლე ღირსეულად მიუყვება.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“
Health & Beauty

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“

August 10, 2025
#OK! თითქოს ჩემს ოცნებას ჩავეხუტე…  16 წლის ნინა ბოლქვაძე სწავლას ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში განაგრძობს
ინტერვიუ

#OK! თითქოს ჩემს ოცნებას ჩავეხუტე… 16 წლის ნინა ბოლქვაძე სწავლას ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში განაგრძობს

August 10, 2025
#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

August 10, 2025
#OK! Ideahub სანდო ციფრული პარტნიორი
OK! Business

#OK! Ideahub სანდო ციფრული პარტნიორი

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! პედაგოგის პროფესია როგორც წიგნიერების, რწმენის და შინაგანი სიმშვიდის მაგალითი

#OK! პედაგოგის პროფესია როგორც წიგნიერების, რწმენის და შინაგანი სიმშვიდის მაგალითი

May 13, 2025
#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! კეტი პერი ირჩევს დევიდ კომას – ვარსკვლავი ქართველი დიზაინერის სამოსით

#OK! კეტი პერი ირჩევს დევიდ კომას – ვარსკვლავი ქართველი დიზაინერის სამოსით

April 20, 2022
#OK! სელენა გომესი “ლუი ვიტონის” წითელი კაბით Critics Choice Awards-ის დაჯილდოებაზე

#OK! სელენა გომესი “ლუი ვიტონის” წითელი კაბით Critics Choice Awards-ის დაჯილდოებაზე

March 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! სოციალური ქსელების ძალა – როგორ გვმართავს დოფამინი?

#OK! სოციალური ქსელების ძალა – როგორ გვმართავს დოფამინი?

August 17, 2025
#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებიც ნამდვილ სახელს და გვარს არ იყენებენ

#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებიც ნამდვილ სახელს და გვარს არ იყენებენ

August 14, 2025
#OK! გამორჩეული როლები ედრიენ ბროუდის შემოქმედებიდან

#OK! გამორჩეული როლები ედრიენ ბროუდის შემოქმედებიდან

August 16, 2025
#OK! ისტერიკული სიცილი, ძილიანობა, “მოცეკვავე ჭირი”- 4 ყველაზე უცნაური ეპიდემია მსოფლიოს ისტორიაში

#OK! ისტერიკული სიცილი, ძილიანობა, “მოცეკვავე ჭირი”- 4 ყველაზე უცნაური ეპიდემია მსოფლიოს ისტორიაში

August 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები