• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ეკა მჟავანაძე – ქართული ქასთინგის რუხი კარდინალი

November 3, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ყველაფერი ბავშვობაში თეატრის სიყვარულით და ცნობისმოყვარეობით დაიწყო, მერე მსახიობი გახდა და დღეს ყველა დამწყები მსახიობი მის ჯადოსნურ ბაზაში მოხვედრაზე ოცნებობს. ქართულ ბაზარზე თუ რამე ფილმი, სერიალი ან სარეკლამო რგოლი იქმნება, უმრავლესობის უკან ქართული ქასთინგის რუხი კარდინალი, ეკა მჟავანაძე დგას. თუ მასთან ერთხელ მაინც გიმუშავია ან საქმეში გინახავს, აღარ გიკვირს მისი მონაწილეობა არაერთი უცხოური კომპანიის პროდაქშენში.

 

ეკა მჟავანაძე: წლების წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საზოგადოება გამიცნობდა, როგორც ქასთინგის რეჟისორს. ეს ჩემდა უნებურად მოხდა. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა თეატრი, რეგიონების თეატრების სპექტაკლებსაც ვესწრებოდი – სულ მაინტერესებდა, ვინ და სად თამაშობდა. ალბათ, ამან განაპირობა, რომ მქონდა რაღაც ბაზა – თავში. ეს ის დროა, როცა სიტყვა ქასთინგი ჯერ არ ვიცოდით, მაშინ ამას „პრობს“ ვეძახდით. ჩემმა ინტერესმა განაპირობა, რომ ვიცოდი ბევრი მსახიობის შესახებ – ვინ როგორ თამაშობდა, როგორი ტიპაჟი იყო, რა ჟანრი გამოსდიოდა უფრო კარგად. მერე ეს გამომადგა.

ჩემი პირველი სერიალი, რომელზეც დამოუკიდებლად ვიმუშავე, იყო „გოგოები და ბიჭები“ –„მზეზე“ გადიოდა. თავიდან ტიტრებში ვეწერე, როგორც გადაცემის ხელმძღვანელი. მაშინ „ფორმულა კრეატივი“ არ არსებობდა, მაგრამ ის ბიჭები აკეთებდნენ ამ სერიალს, ვინც მერე შექმნა ეს კომპანია და საკულტო სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. იმათაც არ იცოდნენ კარგად, მე ვინ ვიყავი, ის კი შეამჩნიეს, რომ მსახიობებს მათზე კარგად ვიცნობდი. ჯერ მთხოვეს, დაგვეხმარეო – მაშინ „იმედისთვის“ სერიალ „საპონს“ აკეთებდნენ. ამის შემდეგ შემომთავაზეს, ახალ სერიალს ვიწყებთ და ქასთინგი გაგვიკეთეო. მე თვითონაც არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, მაგრამ მახსოვს, ძალიან აჟიტირებული ვიყავი. „ფორმულა კრეატივის“ ბიჭებმა აღმომაჩინეს. ძალიან მადლიერი ვარ მათი, დღემდე ასე ერთად მოვდივართ. მერე იყო სერიალები „რუსთავი 2“–სთვის: „ჩვენი ოფისი“, „ჩიფსების თაობა“, ფილმები, რომელსაც საახალწლოდ იღებდნენ ხოლმე. პირველი ფილმი, რომელზეც ვიმუშავე, იყო „ქუჩის დღეები“, თან ვთამაშობდი და თან მასობრივი სცენებისთვის მსახიობებს ვაგროვებდი. ამას მოჰყვა მეორე ფილმი, მერე მესამე და მერე ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა ეს ყველაფერი. აგერ უკვე 21 წელია ამ საქმეში ვარ. ხელი იმანაც შემიწყო, რომ მეც მსახიობი ვარ, ვიცი რა ენაზე ვესაუბრო კოლეგებს და, ალბათ, ინტუიციაც მეხმარება.

 

 

„ჩემი ცოლის დაქალები“

„ჩემი ცოლის დაქალები“ ჩემთვის ძალიან დიდი სკოლა იყო. ბევრ კარგ ქართველ და უცხოელ რეჟოსორთან მიმუშავია და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა რეჟისორი გენდობა. „ფორმულა კრეატივში“ მე და გიორგი ლიფონავა ერთდროულად მივედით – მე, როგორც მსახიობი და გიორგი, როგორც რეჟისორი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტას ვჩხუბობთ ხოლმე, მე მისი მადლობელი ვარ – ბევრი რამე ვისწავლე მისგან და, ალბათ, მანაც ჩემგან. 12 წელი გრძელდებოდა სერიალი და მე სულ მქონდა გამოცდა, სულ ახალი მსახიობი მყავდა მოსაყვანი, სულ ახალი პერსონაჟი შემოდიოდა სერიალში. ხან ვჩხუბობდი, საიდან მოვიყვანო ამდენი მსახიობი, გათავდა-მეთქი. ხუმრობდნენ ბიჭები – ეკამ მეორე სეზონის ბოლოს დაკეცა ბლოკნოტი და თქვა, აღარ არიან მსახიობები, მორჩა კინო, წავედით სახლებშიო. მერე იწყებოდა სეზონი და მაინც ვპოულობდი ახალ მსახიობებს. სადაც არ მივდიოდი ხალხმრავალ სიტუაციაში – ქორწილში, პანაშვიდზე – სულ ხალხს ვათვალიერებდი. მერე ნელ-ნელა გაიზარდა საქმის მოცულობა, კომპანია შევქმენი და ასისტენტებიც ავიყვანე.

გიორგი ლიფონავა მეტყოდა – ეკა, კარგი მსახიობი მინდა და ამ დროს სამსიტყვიანი როლი იყო. ვპასუხობდი, არაა ქვეყანაში ამდენი კარგი მსახიობი. მერე მაინც ვცდილობდი საუკეთესო მიმეყვანა, იმიტომ, რომ მაქსიმალისტი ვარ. მერე ასეთი როლი შეიძლებოდა ქცეულიყო სეზონის ცენტრალურ პერსონაჟად. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგად შერჩევის გამო არ იყო – ქეთი დევდარიანი ძალიან კარგად ფუთავდა ასეთ პერსონაჟს.

თავიდან მსახიობები ხშირად ამბობდნენ უარს სერიალებში თამაშზე. ფინანსურადაც არ იყო საინტერესო იმ დროს და ცოტა სირცხვილის მომენტიც ჰქონდათ – სერიალში რატომ უნდა ვითამაშოო. სიტკომზე ხშირად მეუბნებოდნენ უარს. „შუა ქალაქში“ იყო ძალიან პოპულარული და მერე დაიწყო „ჩცდ“, რომელმაც განაპირობა ის, რომ სერიალებში თამაში პრესტიჟული გახდა. მერე შეიცვალა დამოკიდებულება – იყო ისეთი შემთხვევაც, რომ მსახიობს რამდენიმე შეთავაზებაზე ჯერ უარი უთქვამს და მერე უსაყვედურია, რატომ არ მათამაშებო.

 

ზარი ჰოლივუდიდან

მერე იყო უცხოური პროდაქშენების პროექტებიც. მათ შორის ყველაზე ცნობილი „ნეთფლიქსის“ ფილმი „Extraction 2“ იყო. დიტო ცინცაძემ დამირეკა. რომ მითხრა, ვის უნდოდა ჩემთან დაკავშირება და რა უნდოდა, ცოტა ვერ დავიჯერე. თვითონ ძალიან აღელვებული იყო – ეკა, ჩქარა CV გაგზავნე, დაგირეკავენ ჰოლივუდიდანო. ვიფიქრე, ვაიმე, რა ჰოლივუდი, რაებს იძახის-მეთქი. მართლაც მოხდა ის, რასაც არ ველოდებოდი. სხვათა შორის, ასე ადვილად არ მიმიღეს. ჯერ უნდოდათ ორი მსახიობი, მერე მესამეცო და ბოლოს უკვე ქასთინგს მე და ჩემი გუნდი ვატარებდით და ისე გავთამამდი, ტექსტებსაც კი ვასწორებდი. ჰოლივუდში არის ძალიან ბევრი ცნობილი ფილმის ქასთინგმენეჯერი სარა ფლინი, მე მქონდა მასთან ძალიან ახლო ურთიერთობის შესაძლებლობა და მეამაყება.

 

ახალი პროექტი Apple Plus-თვის

ბოლო დროს რაზეც ვიმუშავე და რაც ძალიან მომწონს, იყო „ხელოვნური სუნთქვის“ მეორე სეზონი. ძალიან კარგი შესაძლებლობაა მსახიობისთვის პოპულარულ სერიალში თამაში. რაც მეტს გადაიღებენ, მით უკეთესი. რაც შეეხება „ჩცდ“-ს, ყველას აინტერესებს, გაგრძელდება თუ არა, ყველა მაგას მეკითხება. მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს – არ ვიცი. ბოლოს ფრანგულ სერიალზე ვიმუშავე ძალიან ცნობილ კომპანიასთან, ჯერ ვერ გაგიმხელთ – გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ხდება მოქმედება, ქართველი მსახიობები თამაშობენ და პატრიოტულ თემაზეა. კომპანიაა Apple plus-ი, ძალიან რეიტინგული სერიალია, სერიოზული მსახიობები თამაშობენ და პირველი სეზონი EMMY-ზეა გატანილი.

 

 

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ფოტო: ნანო თენოშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები Met Gala 2026-ზე

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები Met Gala 2026-ზე

May 5, 2026
#OK! Rihanna პრესტიჟულ რესტორანს A$AP Rocky-სთან ერთად ეწვია! მომღერალმა იმიჯს Fendi-ს ჩანთა შეუხამა!

#OK! Rihanna პრესტიჟულ რესტორანს A$AP Rocky-სთან ერთად ეწვია! მომღერალმა იმიჯს Fendi-ს ჩანთა შეუხამა!

April 12, 2021
#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

November 19, 2025
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

October 29, 2026
#OK! ვინ არის სანდრო ბაზაძის მეუღლე და როგორია ქართველი მოფარიკავის ოჯახური ცხოვრება – სპორტული წარმატებები და პირადი ამბები

#OK! ვინ არის სანდრო ბაზაძის მეუღლე და როგორია ქართველი მოფარიკავის ოჯახური ცხოვრება – სპორტული წარმატებები და პირადი ამბები

November 2, 2026
ჰეილი ბიბერის Rhode ქალთა ჯანმრთელობის კვლევისთვის 5 მილიონ დოლარს გამოყოფს

ჰეილი ბიბერის Rhode ქალთა ჯანმრთელობის კვლევისთვის 5 მილიონ დოლარს გამოყოფს

November 4, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები