• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ამერიკაში მცხოვრები ქუთაისელი, ნატალია ვაშაკიძე, წარმატებული იურისტი და არაერთი საინტერესო სტატიის თუ პროექტის ავტორია. მისი ერთ-ერთი პროგრამით ჰარვარდი დაინტერესდა და მასთან დღემდე თანამშრომლობს. არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა – დანაშაულის გამომწვევი მიზეზები და პრევენცია, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ სენსიტიურ თემებზე, მის საქმიანობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. განვლილ გზაზე, საინტერესო პროექტებსა და სამომავლო მიზნებზე ნატალია თავად გვესაუბრა.

 

ბავშვობის წლები და ქუთაისი

დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ქუთაისში. დავამთავრე 38-ე საჯარო სკოლა. ძალიან კარგი კლასი და არაჩვეულებრივი დირექტორი – გივი ჯავახაძე მყავდა. ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს ჩემს კლასთან.

შემდეგ ჩავაბარე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც ჩემი ცხოვრების უმთავრესი ეტაპი დაიწყო. საუკეთესო ლექტორები მასწავლიდნენ, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო – მამუკა შენგელია, ფრიდონ ბასილაია და ომარ მინდაძე. ასევე, ძალიან კარგად მახსოვს ზაურ გუბელაძის ლექციები, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარაა. მათ დიდი დამსახურება აქვთ ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში – საბაზისო ცოდნა აქ მივიღე.

ბატონი ომარი, მართალია, მკაცრი ადამიანი იყო, თუმცა საოცარი იუმორი ჰქონდა – ხშირად აღნიშნავდა ჩვენს ჯგუფზე, სამოდელო სააგენტოა თუ იურიდიული ფაკულტეტიო – ძალიან ლამაზი კურსელები მყავდა. ამასთანავე, ნიჭიერები – დღეს ზოგი მათგანი მოსამართლეა, ზოგიც პროკურორი და ადვოკატი, და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ ევროპის ქვეყნებში მოღვაწეობენ. მახარებს ის ფაქტი, რომ დღემდე როგორც ერთი დიდი ოჯახი, ისე ვართ.

უნივერსიტეტის პერიოდში ჩემი მოტივატორები ცნობილი იურისტები და მოსამართლეები იყვნენ – ინგა თოდრია და ლალი გოჩელაშვილი. პირველ კურსზე ვიყავი, როცა ქალბატონი თოდრია გავიცანი. ყველაზე ახალგაზრდა მოსამართლე იყო მაშინ, პროფესიონალი თავის საქმის და როცა ვუყურებდი, მინდოდა მეც მასავით ვყოფილიყავი. მისაბაძი იყო მისი სიმშვიდე და საქმისადმი მიდგომა.

შემდეგ, ასპირანტურის პერიოდში კი, ჩემი პროფესორი Suren Adibekovich Avakian გახდა ჩემი ინსპირაციის წყარო.

ეს კაცი არის ლეგენდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ასპირანტურაში როცა ვაბარებდი, სრულიად უანგაროდ დამეხმარა. მამობილს ვეძახდი, სულ ვგრძნობდი მის მხარდაჭერას.

 

 

თქვენი კარიერული გზა შთამბეჭდავია, როგორი იყო გზა ქუთაისიდან ამერიკამდე?

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გენპროკურორის მიერ დავინიშნე პროკურორის თანაშემწედ საზოგადოებრივ საწყისებზე. ამის შემდეგ ვიმუშავე უნივერსიტეტში ლექტორად, ვკითხულობდი ჯერ შრომის, მერე საოჯახო სამართალს.

29 წლისა გავთხოვდი და საცხოვრებლად მოსკოვში გადავედი, სადაც ჩემი ოცნება ავისრულე და ჩავაბარე ლომონოსოვის უნივერსიტეტში ასპირანტურაზე. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტში ჩამოვიდა ცნობილი პროფესორი, ჯონ კლერი, რომელმაც ჩაატარა კონკურსი, რომლის შედეგადაც მოვხვდი ჯეფერსონის უნივერსიტეტში, სადაც უფასოდ სწავლის საშუალება გვქონდა. პრაქტიკას გავდიოდით არასრულწლოვანთა კოლონიაში. ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდნენ ფსიქოლოგები არასრულწლოვნებთან, ამ ყველაფერმა კი დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, არასრულწლოვნების პრობლემებით დავინტერესდი და გამიჩნდა სურვილი, იგივე მოდელი ჩვენს ქვეყანაში გადმომეღო.

ჯეფერსონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი მოსკოვში და ხარისხი დავიცავი ლომონოსოვში, პარალელურად კი ვგზავნიდი ჩემს ნაშრომებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, – კვლევით ცენტრებში. ერთ მშვენიერ დღეს ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრიდან მივიღე მოწვევა, სადაც დავიწყე თანამშრომლობა. ვიკვლევდი არასრულწლოვნებში დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და სტატიას ვწერდი პრევენციაზე. ამას გარდა, ვიმუშავე ამერიკის ერთ-ერთი შტატის პოლიციასთან. ტრენინგებს ვატარებდი თემაზე – თუ როგორ შეიძლება პოლიციელმა მოიპოვოს არასრულწლოვნის ნდობა. შემდეგ უკვე პოლიციამ შემომთავაზა გამევლო კურსები ძალადობის მსხვერპლი ქალების თემაზე. ამ კუთხითაც ძალიან აქტიურად ვიმუშავე და დღემდე ვმუშაობ და ვეხმარები ძალადობის მსხვერპლ ქალებს.

როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს წარმატებას?

უპირველესად, რწმენა. 16 წლისა ლომონოსოვის უნივერსიტეტში სწავლაზე ვოცნებობდი. მიუხედავად იმისა, რომ იმ ასაკში ვერანაირად ვერ წავიდოდი იქ, რადგან დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, მე მაინც არ შემიწყვეტია ფიქრი მასზე. ცხოვრება ისეთი უცნაურია, სამყარო როდის რა სურპრიზს გვიმზადებს, ამას ვერ გათვლი.

ამას გარდა, ვარ მიზანდასახული და მაქსიმალისტი, თუ რაიმე მინდა, სანამ ყველა რესურს არ ამოვწურავ, არ ვანებებ თავს.

ამ ყველაფერთან ერთად კი, მნიშვნელოვანია უფლის სიყვარული, მისი ნების გარეშე არაფერი ხდება. როცა ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი გავიცანი, ხუთი წლით ადრე მითხრა ყველაფერი ის, რაც შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მოხდა.

აღსანიშნია ისიც, რომ ბერმა ნიკოლოზმა ვაზის ტოტი მაჩუქა, მაშინ გამიკვირდა, ეს რატომ მომცა-მეთქი. ახლა კი წინასწარმეტყველებად მივიჩნევ, რადგან სწორედ ამ საჩუქრის შემდეგ დამეწყო ინტერესი ჩემს ვენახებზე. შემდეგ პროექტი დავწერე – სოციალურად დაუცველი არასრულწლოვნების ჩართულობა მევენახეობა-მეღვინეობაში.

გვესაუბრეთ აღნიშნული პროექტის შესახებ

ამ პროექტის დაწერა გადავწყვიტე, რადგან სტატისტიკის მიხედვით, დანაშაულის ჩამდენი არასწრულწლოვნები ძირითადად არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ამის შემდეგ შევიძინე მიწა ამბროლაურში – მინდა დარბაზ-მარანი ავაშენო, სადაც ტრენინგებს ჩავატარებ თემაზე: სოციალურად დაუცველი ბავშვების ჩართულობა მევენახეობაში. მეყოლება ფსიქოლოგი, რომელიც ინდივიდუალურად იმუშავებს ამ მოზარდებთან, თან რაჭაში საკმაოდ ბევრი მარანია და შევძლებ მათ დასაქმებასაც (რასაკვირველია, მათი მშობლების თანხმობით). მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვე გრანტი, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ინვესტორი გამოჩნდება.

მიმაჩნია, როცა ვიბადებით, ყველა ადამიანს ჩვენ-ჩვენი მისია გვაქვს, ჩემი მისია კი არის, ავაშენო დარბაზ-მარანი და დავეხმარო არასრულწლოვან ბავშვებს. დარწმუნებული ვარ, გამომივა.

როდის გაჩნდა ღვინის წარმოების იდეა?

ამ პროგრამის განხორციელების იდეა როცა გამიჩნდა, სწორედ მაშინ დავიწყე ჩემი ბრენდის ღვინის წარმოება, რომ არა ეს პროექტი, ღვინის წარმოების მოტივაცია არ მექნებოდა. მე და ჩემს მეუღლეს გვეხმარებოდა ტექნოლოგი, ბატონი თემურ ღვინიანიძე, ერთად დავაყენეთ მაღალი ხარისხის ნატურალური ღვინო, რომელსაც ჩემი მეუღლის ბებიის პატივსაცემად „მახალდიანი“ დავარქვი. ყველა, ვინც დააგემოვნა ჩვენი ღვინო, აღნიშნავდა, რაღაც ღვთიური გემო აქვსო. ამ ღვინის შენახვაში მეხმარებიან ტარიელ მახალდიანი და ჩემი მეზობელი გოგონები (სოფელ ჩორჟოდან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) , რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ ამ ადამიანების.

 

გვესაუბრეთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ ამერიკაში

მოსამართლე ენდრია დუფისთან ერთად ვმუშაობ ორგანიზაცია „დარაში“, რომელიც ეხმარება ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს. ანდრიამ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, ამასთან დაკავშირებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებას იუსტიციის საბჭოსთან, რათა დუფიმ ტრენინგები ჩაუტაროს ქართველ მოსამართლეებს. ვფიქრობ, რომ წარმატებული ვიზიტი იქნება. სურვილი მაქვს, არა მხოლოდ თბილისის სასამართლოს, არამედ ქუთაისის სასამართლოსაც ვესტუმროთ, შემოდგომას ვგეგმავთ ჩამოსვლას. ჩვენი მიზანია ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ქართველ სპეციალისტებს, გავცვალოთ აზრები მათთან და საინტერესო დისკუსია გაიმართოს.

მყავს ორი ასისტენტი – ნიკოლოზ მაჭავარიანი და მარიამ გაგნიძე. ნიკოლოზი სწავლობს ჯორჯ ვაშინგტონის საშუალო სკოლაში, ფილადელფიის საზოგადოებრივ კოლეჯსა და ჰარისბურგის უნივერსიტეტშიც მიიწვიეს და გადის სწავლებას. ჩემი მარჯვენა ხელია, რა კვლევებსაც ვატარებ, იმის ჩანაწერებს აკეთებს და ძალიან მეხმარება.

 

 

1 of 2
- +

1.

2.

მარიამი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. ჭკვიანი და აქტიური გოგოა, ჩართულია კვლევებში და ახალი პროექტის განხორციელებაში მეხმარება.

გაგვაცანით თქვენი ოჯახი

მყავს ორი შვილი. მარიამი 18 წლისაა და აპირებს ევროპაში ჩააბაროს უნივერსიტეტში. რომა კი ფეხბურთს თამაშობს და როგორც მწვრთნელები ამბობენ, მას დიდი მომავალი აქვს. ჩემი მეუღლე რამინ ჯანგიძეა, ის ჩემი მხარდამჭერი და საუკეთესო მეგობარია.

ნატალია, რას ნიშნავს ქუთაისი თქვენთვის?

ქუთაისზე რომ ვსაუბრობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საკუთარ მშობელზე ვსაუბრობდე. როცა ამერიკიდან ჩამოვალ, ქუთაისში ცხოვრებას ვაპირებ. ეს ქალაქი მართლა განსხვავდება თავისი სტუმართმოყვარეობითა და განსაკუთრებული ხიბლით. მოგეხსენებათ, რომ ბევრი კოლორიტი სწორედ ქუთაისიდან იყო. ქუთაისელებს განსხვავებული ჩაცმის სტილი და გემოვნება აქვთ. მახსოვს, ერთხელ მოსკოვში უცნობი ადამიანი მომიახლოვდა და მითხრა – დარწმუნებული ვარ, ქუთაისელი ხართო. საიდან მიხვდით-მეთქი? ასე მხოლოდ ქუთაისელები იცვამენო.

არის საყვარელი ადგილი ქუთაისში, რომელთანაც დღემდე ემოციური კავშირი გაქვთ?

ძალიან მიყვარს თეთრი ქვები და ჩემი უნივერსიტეტის ეზო, სადაც კურსელები ვიკრიბებოდით. მახსოვს, როცა უნივერსიტეტში მივდიოდი, ტროლეიბუსიდან ვაკვირდებოდი, სავსე იყო თუ არა ჩვენი ეზო. თუ სავსე იყო, კარგი განწყობით ვივსებოდი. ასევე, მიყვარს თეთრი ხიდი.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ქეთი ჯიბლაძე

ასევე გაეცანი

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! წასახემსებელი ნიკუშა მანაგაძესგან

#OK! წასახემსებელი ნიკუშა მანაგაძესგან

October 1, 2021
#OK! სიკვდილზე გამარჯვების გზა – თინათინი, ბერი ანდრიას დედა

#OK! სიკვდილზე გამარჯვების გზა – თინათინი, ბერი ანდრიას დედა

April 16, 2024
#OK! აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი

#OK! სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

September 3, 2022
#OK! დროული სკრინინგი ჯანმრთელობის გარანტია

#OK! დროული სკრინინგი ჯანმრთელობის გარანტია

May 10, 2024

კვირის ჰიტები

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

November 28, 2025
#OK! მენეჯერი – ანანო თოფურიძე

#OK! მენეჯერი – ანანო თოფურიძე

December 1, 2025
#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

December 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები