• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „გურნელების მარანი“ – ღვინის სავიზიტო ბარათი ოკრიბაში

June 16, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საინტერესო ისტორია, მრავალფეროვანი ბუნება და გამორჩეული სტუმარმასპინძლობა იმერეთის ულამაზესი კუთხის, ოკრიბის განუყოფელი ნაწილია. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ სტუმრად მოსულმა ადამიანმა თავი საკუთარ სახლში იგრძნოს, აქედან წასული კი მონატრების და უკან დაბრუნების მარადიული სურვილით აივსოს. ზუსტად ამ განცდას ბადებს სოფელ გურნაში, მეგობრების ჩანაფიქრით შექმნილი „გურნელების მარანი“. აქაური ღვინის არომატებს და იმერულ გემოებს ქართულმა მრავალხმიანობამ მთლად ჯადოსნური ელფერი შესძინა და პატარა ოკრიბის სახელი მსოფლიო რუკაზე გაიტანა. „გურნელების მარანზე“ მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამუკა კაკუშაძეს ვესაუბრეთ.

 

მოგვიყევით „გურნელების მარნის“ დაარსების ისტორია. როგორ გაჩნდა მარნის იდეა და საიდან მოდის სახელწოდება?

გურნა ოკრიბაში ასოცირებულია კარგ ღვინოსთან, ხოლო ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ოკრიბაში ღვინო მსუბუქი, მხე-გემოიანია. იმ ადგილას, სადაც წინათ დიდი ღვინის საცავი იყო ჭურებით, მე და ჩემმა მეგობარმა, ალექსანდრე გაბადაძემ, გადავწყვიტეთ „გურნელების მარანი“ მოგვეწყო. ეს იყო 2015 წელს. დღეს „გურნელების მარანი“ ღვინის ტურის ლოკაციაა ადგილობრივი „გურნის ცოლიკოურით“ და მზარდი წითელი ჯიშის ვაზით.

 

რამდენი სახის ღვინოს აწარმოებთ? რომელი ჯიშებისგან და რა მეთოდით, თანამედროვე თუ ტრადიციული? რატომ არის თქვენი ღვინო გამორჩეული?

აქცენტი ადგილობრივ ჯიშზე გვაქვს, ესაა „გურნის ცოლიკაური“, რომელმაც რამდენიმე ფესტივალსა და გამოფენაზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ბრმა დეგუსტაციით, თავისი მოწინავე ადგილი მოიპოვა, ხოლო ბიზნესის განვითარებამ თან მოგვცა მომხმარებლების ახალი ჯგუფი, რომლებიც ჩვენი მარნის წევრებად მივიღეთ. დღეს უკვე წითელი ჯიშის ვაზიც გვაქვს ჩაყრილი (ოცხანური საფერე და ოჯალეში) და ვნახოთ, რა შედეგებს მოგვცემს. ჩვენი პროდუქტი მთლიანად ადგილობრივ ტრადიციებს ეყრდნობა, ესაა ქვევრის ღვინო. პროდუქტის მისაღებად კი თანამედროვე მიღწევებსაც ვიყენებთ.

 

 

გაქვთ თუ არა ღვინის წარმოების ოჯახური ტრადიცია და რაში გეხმარებათ ეს დღეს?

სწორედ, ოჯახურმა ტრადიციამ გადაგვაწყვეტინა მე და ჩემს მეგობარს, ალექსანდრე გაბადაძეს ამ საქმის დაწყება და გაფართოება. ხარისხიანი ღვინის წარმოება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მხოლოდ ენთუზიაზმით ძნელია ხარისხთან უკომპრომისო დამოკიდებულება, ტრადიციაც უნდა გიმაგრებდეს ზურგს და მომავლის რწმენაც.

 

როგორია თქვენი გეგმები ღვინის წარმოების მიმართულებით? ხომ არ აპირებთ ახალი ჯიშები შემატოთ და გაამდიდროთ თქვენი პორტფოლიო?

ახალი ღვინის ჯიშები უკვე ჩავყარეთ და გაისად პირველ მოსავალს ველოდებით. ბაზარი და მომხმარებლის ქცევა აჩვენებს წითელ ღვინოზე მოთხოვნის მზარდ ტრენდს. ვცდილობთ, ყველა ის ჯიში მოვიძიოთ, რომელიც ადგილობრივ კლიმატურ პირობებს შეეხამება. ღვინის წარმოების კუთხით წელს უკვე პორტფოლიოში გვექნება პეტ-ნატები, რითაც ასორტიმენტს ახალ შეგრძნებებს შევმატებთ.

 

მონაწილეობთ თუ არა ეროვნულ ან საერთაშორისო ფესტივალებში და აქვს თუ არა თქვენს ღვინოს მიღებული რაიმე ჯილდო?

„გურნელების მარანი“ სისტემატურად მონაწილეობს ღვინის ფესტივალებში, „დასავლეთ საქართველოს საუკეთესო მარნის“ ტიტულსაც ვფლობდით, რითაც ვამაყობთ. ახლა აქცენტს უფრო ღვინის ტურებზე ვაკეთებთ, გვინდა „გურნა“ და „გურნის ცოლიკაური“ მსოფლიოს გავაცნოთ… და ჩვენს ადგილობრივ მარანში წევრების რაოდენობა გავზარდოთ, ხოლო მარნის წევრობა ჩვენთან რთული არ არის, ამისთვის საჭიროა გვეწვიოთ.

 

მარანში გაქვთ ავთენტური სივრცე, სადაც მასპინძლობთ სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონკრეტულად რას სთავაზობთ გასტრონომიის მიმართულებით და როგორ აფასებენ სტუმრები იმერულ ღვინოსა და სამზარეულოს?

ჩვენი შეთავაზება მოიცავს, „გურნის ცოლიკაურთან“ ერთად, ადგილობრივ სამზარეულოს, რომელიც იმერეთში, ოკრიბაშია გავრცელებული. ასევე, ავთენტური სივრცე საშუალებას იძლევა, სტუმარმა სრულად აღიქვას და შეიგრძნოს ის გარემოება, რომელიც თან ახლავს ადგილობრივ სტუმართმოყვარეობას. საბოლოო ჯამში, ეს დადის იმ უხილავ ძაფებთან, რომლებიც ავტომატურად იბმება ჩვენს სტუმრებსა და მასპინძელს შორის.

 

„გურნელების მარანში“ შესაძლებელია ქართული ფოლკლორული სიმღერების მოსმენაც. ღვინო, იმერული სამზარეულო და ქართული პოლიფონიური მუსიკა – რამდენად მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობა ტურიზმის განვითარებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის?

ეს სწორედ ის ნიშაა, როცა არაფრის გამოგონება არ არის საჭირო. სტუმარს ზუსტად ის აინტერესებს, რაც ჩვენშია და ჩვენ გვახასიათებს, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ამის სწორად და კარგად მიწოდებაა საჭირო. ვგულისხმობ იმას, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ: ჩვენ სტუმრებთან მაქსიმალურად გულწრფელები ვართ, შესაბამისად, ღვინო, ადგილობრივი სამზარეულო და ქართული პოლიფონიური მუსიკა ჩვენი სავიზიტო ბარათიდან ჩვენს მახასიათებლად გადაიქცა.

ვფიქრობთ, რომ ტურიზმის განვითარება ამ კუთხით და ქართული კულტურის შემდგომი პოპულარიზაცია ჩვენი დიდი რესურსია, რომლის ათვისება, რეალურად, ამ რესურსის შემცირებას კი არა, მის ზრდას იწვევს.

 

 

ტექსტი: დეა მანაგაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან
ინტერვიუ

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ნანუკა გულუას და კახა კაშიას არდადეგები ეგვიპტეში

#OK! ნანუკა გულუას და კახა კაშიას არდადეგები ეგვიპტეში

March 23, 2023
#OK! კენდალ ჯენერი, ჯენიფერ ლოპესი, ბენ აფლეკი, შარლიზ თერონი, ქანიე უესტი, და სხვები Super Bowl-ის ღონისძიებაზე

#OK! კენდალ ჯენერი, ჯენიფერ ლოპესი, ბენ აფლეკი, შარლიზ თერონი, ქანიე უესტი, და სხვები Super Bowl-ის ღონისძიებაზე

February 14, 2022
#OK! პრინცესა შარლოტა ხალხს საკუთარი ასაკის შესახებ ატყუებს

#OK! პრინცესა შარლოტა ხალხს საკუთარი ასაკის შესახებ ატყუებს

May 7, 2021
#OK! Saint Laurent-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია

#OK! Saint Laurent-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია

September 29, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი წითელ ხალიჩას იპყრობს

#OK! რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი წითელ ხალიჩას იპყრობს

March 1, 2026
#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

February 26, 2026
#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

February 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები