• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! ღირსეული თამაში

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

 

ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარე და გუნდის კაპიტანი როინ კვასხვაძე სპორტსმენებისა და პედაგოგების ოჯახიდანაა. ბაბუა ცნობილი მეკარე იყო, შემდეგ მამა, მოგვიანებით თავადაც იგივე გზა აირჩია და ბევრი საინტერესო თუ ისტორიული თამაშით დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს. როგორც ამბობს, ფეხბურთელობა ბევრ შრომას და ვალდებულებებს მოითხოვს. როინისთვის ქუთაისელი გულშემატკივარი გამორჩეულია, მათ უსმენს, იღებს რჩევებს და ზოგჯერ შენიშვნებსაც.

 

როინ, სპორტსმენების ოჯახიდან ხართ, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

ჩემი კარიერა ოჯახის საფეხბურთო დინასტიიდან დაიწყო. ბაბუა როინი ასევე მეკარე იყო, ამავე გუნდში თამაშობდა და კარგი სახელი დატოვა არამარტო ფეხბურთით, არამედ თავისი ადამიანობით. მამა, გიორგი კვასხვაძე, ასევე მეკარე გახლდათ. მოგვდევს ტრადიცია, რომ ყველა პერიოდისთვის ოჯახში მეკარე გვყავს. შესაბამისად მეც მეკარეობა უფრო გამომივიდა.

 

დედა, მანანა ქვარიანი პედაგოგია, ბებიაც იმავე პროფესიის. დავიბადე და გავიზარდე პედაგოგებისა და სპორტსმენების ოჯახში. მამამ ბაბუაჩემის სახელობის საფეხბურთო კლუბი „მემორიალი“ ავტოქარხანაში ჩამოაყალიბა, სადაც მე და ჩემმა ძმამ დავიწყეთ ფეხბურთის თამაში. ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი როლი მამაჩემმა შეასრულა. 14 წლის ვიყავი, როდესაც თამაში დავიწყე კლუბში თბილისის „თბილისი“, შესაბამისად, კარიერული თვალსაზრისით იქ დავიწყე განვითარება.

 

თავის დამკვიდრება, ახალი სიტყვის თქმა რომ გიწევდათ, რთული იყო?

პირველ რიგში, ოჯახის გავლენიდან გამომდინარე, იმედები უნდა გამემართლებინა. თუმცა თავის დამკვიდრებაში წნეხი ნამდვილად არ მქონია, ვფიქრობ იმიტომ, რომ ქუთაისი თბილი და მოსიყვარულე ქალაქია.

 

თავს წარმატებულ ფეხბურთელად თვლით?

კი. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ხალხის სიყვარული დავიმსახურე. თუმცა მგონია, რომ მეტის გაკეთება შემეძლო.

 

რთულია გერქვას კარგი მეკარე?

თავიდან როცა ვიწყებდი, ნახევარმცველი ვიყავი, შემდეგ მეკარე. სხვათა შორის, ჩემი ძმა იყო მეკარის პოზიციაზე, მე წინ ვთამაშობდი. გოლს რომ გაუტანდნენ, ძალიან განიცდიდა. ერთ-ერთი თამაშისას გოლი რომ გაუშვა, ისევ მკვეთრი ემოცია ჰქონდა. მამამ კარში მე დამაყენა, ისე კარგად ვითამაშე, რომ მას მერე შემოვრჩი კარში. მეკარეს ცოტა რკინის ნერვებიც სჭირდება, არაა მარტივი.

 

ისე განვითარდა ჩემი კარიერა, რომ ბევრი სასიხარულო რამ მომიტანა მეკარეობამ. ჩემი ერთ-ერთი პლუსია, რომ ფეხით თამაშიც კარგად შემიძლია, რაც იმ დროისთვის მეკარეებს არ ახასიათებდათ. ჭაბუკთა ლიგაში ვთამაშობდი დაახლოებით ორი წელი, თბილისის „თბილისში“ რთული პერიოდის მიუხედავად, ხელშეწყობაც იყო. შემდეგ ოფიციალური კონტრაქტებით გადავედით ზესტაფონის გუნდში ჩემს ძმასთან ერთად, სადაც დაგვინიშნეს ხელფასი 300 ლარი. ამის შემდეგ კარიერული ზრდა დაიწყო, ზესტაფონში 8 წელი გავატარე, ბევრი ტიტულიც მოვიგე. ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გავხდი, დავით ყიფიანის თასი ავიღე, ზესტაფონთან ერთად 5 ტიტული მოვიპოვე. შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოვხვდი, სადაც საინტერესო წლები გავატარე. ისტორიული გამარჯვება მაქვს საქართველოს ნაკრებთან ერთად, როდესაც ესპანეთს მოვუგეთ 1:0. საინტერესო შეხვედრა იყო. მეკარე გიორგი ლორიამ ტრავმა მიიღო და მე მომიწია შეცვლამ, ესპანეთის კარს კასილასი იცავდა. ყოველთვის მომწონდა ეს მეკარე, თამაშის ბოლოს მაისურები გავცვალეთ. ის მაისური დღესაც სახლში მაქვს.

 

ზესტაფონის დაშლის შემდეგ ქუთაისის „ტორპედოში“ წამოვედი 4 თვით, შემდეგ კვიპროსში წელიწად-ნახევარი ვითამაშე, მოგვიანებით ისევ „ტორპედოს“ დავუბრუნდი და დაიწყო ამ გუნდის ზეიმი. იმ პერიოდში 5 ტიტული მოვიგეთ, ჩემპიონებიც გავხდით, 15 წლის შემდეგ. ეს იყო 2017 წელს.

 

შემდეგ გადავედი თბილისის „დინამოში“, ჩემპიონიც გავხდი, სუპერთასიც მოვიგე. მოგვიანებით ისევ ქუთაისს დავუბრუნდი. მინდა კარიერა ქუთაისში დავასრულო.

 

რას ნიშნავს თქვენთვის ფეხბურთი?

პირველ რიგში, ურთიერთობებს. მთელი ჩემი ცხოვრება არის ფეხბურთი. აუცილებელია ბევრი შრომა, სწავლა და განვითარება.

 

 

გაიხსენეთ საინტერესო და დასამახსოვრებელი შემთხვევები.

2017 წელს, ჩემპიონი რომ გავხდით, მოკლედ „ტორპედოს“ ბოლო თამაშია და თბილისის „დინამოს“ ვეთამაშებით, მოგების შემთხვევაში ჩემპიონი ვხდებით, ბოლო წუთზე გვიგდებენ პენალტს, თამაში უკვე თითქმის დასრულებულია. თუ გაიტანეს, „დინამო“ ხდება ჩემპიონი, თუ ვერ გაიტანეს, „ტორპედო“. მაშინ პენალტი ავიღე და ჩემპიონები გავხდით. მსგავსი სიხარულის შეგრძნება არასდროს მქონია, ვერ აღვწერ და გადმოვცემ. ქუთაისში ეს ეპიზოდი დღესაც ყველას ახსოვს. სოციალური ქსელებით და გარშემო აღნიშნავდნენ, მეუბნებოდნენ, გმირი ხარ, გვეამაყებიო და ასე შემდეგ. ამ ამბიდან მეორე დილით ერთ-ერთ სავაჭრო დაწესებულებაში უნდა შევიდე, უცებ ჩერდება მანქანა, გამოდის მოქალაქე, როინ, შენ გენაცვალე, იმხელა ბედნიერება მომანიჭე, ამ წუთში არც ფული მაქვს, ერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, მეტალოპლასტმასის საამქრო მაქვს და ერთი დიდი კარი და ფანჯარა ჩემზე იყოსო. ასე გულწრფელად გამოხატა სიყვარული ამ ადამიანმა, რომელსაც ცხადია არ ვიცნობდი, მაშინ ეს ემოციები ძალიან მახარებდა, მაბედნიერებდა. დიდი ხნის მანძილზე არ წყდებოდა ქალაქის და ხალხის სიყვარული.

 

როგორი გულშემატკივარი ჰყავს ქუთაისს?

ქუთაისს განსაკუთრებული გულშემატკივარი ჰყავს. ყველაზე დიდი კრიტიკოსები და ყველაზე დიდი დამცველები არიან. კარგად იციან და ძალიან უყვართ ფეხბურთი. არსებობს გულშემატკივრების კატეგორია, რომლებისგანაც კრიტიკა მიგვიღია, მათთან თავიც ჩაგვიხრია, შელაპარაკებაც გვქონია. მაგრამ ეს ამ სპორტის ნაწილია. გია ქიმუცაძე ფეხბურთის გულშემატკივრების ფანკლუბის ლიდერია. წარმოიდგინეთ, ჩემი ტატუ დაიხატა გულზე, თუ როგორ ვიღებ პენალტს. ეს თუ ხდებოდა საქართველოში, არც ვიცოდი. ვეცდები გულშემატკივრები ჩემი ღირსეული თამაშით გავახარო და ბედნიერება მივანიჭო.

 

„ტორპედოში“ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა, არის ვალდებულებები, რასაც ვერ გადავუხვევთ, გარდა ამისა, კაპიტანი ვარ და ვცდილობ დაკისრებულ მოვალეობას თავი სათანადოდ გავართვა. მთელი კარიერის მანძილზე, რომელ გუნდშიც მიწევს თამაში, იქ ყოველთვის პირველობისთვისაა ბრძოლა.

 

რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისელობა?

ქუთაისელობა ჩემთვის ყველაფერია. ხალხი გიმარტივებს ურთიერთობებს. ქუთაისელობაც არ არის საჭირო, ისე შეიძლება დაიმკვიდრო თავი ამ ქალაქში. მყავს ნაცნობები, რომლებიც გადმოსულან და აღარ წასულან ამ ქალაქიდან. ისეთი ოჯახიდან ვარ, სახელი რომ დატოვეს, და არის ბევრი რამ, რასაც ვერ გასცდები. ყოველთვის ვფიქრობ, საიდან მოვდივარ და როგორ გავაგრძელო, ცხადია, ღირსეულად. მეუღლე, ნათია იოსელიანი, ყოველთვის გვერდით მიდგას, ორი ბიჭი მყავს – კახი და ვატო. ისინი აირჩევენ იმ გზას და სფეროს, სადაც თავს კარგად იგრძნობენ. შესაძლოა კიდეც ეს სპორტი იყოს.

 

როგორც სპორტსმენი, ახლა რა ეტაპზე ხართ?

33 წლის ვარ და შეიძლება ითქვას, ბოლოსკენ გავდივარ. მეკარისთვის 3 ან 4 წელი კიდევ შეიძლება.

 

თვლით, რომ რაიმე მიზანი დაგრჩათ?

იცით რა, მიზანიც და ოცნებაცაა, რომ ევროპა ლიგაზე გავიდეთ. ჩემი კარიერა ისე მთავრდება, 3-ჯერ ვიყავი ახლოს მაგ მომენტთან და ბოლო ეტაპზე დავმარცხდით. ქუთაისის „ტორპედო“ ახლაც ევროპა ლიგაზეა და ვნახოთ, იქნებ ეს ოცნება ამიხდეს.

 

სამომავლო გეგმებზეც გვითხარით.

„ტორპედო“ განვითარების ახალ ეტაპზე დგას. ჩვენს პრეზიდენტს ბევრი საინტერესო გეგმა აქვს და ვფიქრობ, ევროპული კარგი კლუბის ჩამოსაყალიბებლად უკვე ყველანაირი პირობებია. მე ყოველთვის „ტორპედოს“ გულშემატკივარი ვიქნები.

 

 

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ნინი გორდაძე

 

ასევე გაეცანი

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია
OK! Doctors

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

November 8, 2022
#OK! დალის „შუ“

#OK! დალის „შუ“

March 5, 2021
#OK! პირველი კადრები: კარდაშიანების ახალი რეალითი შოუს გადაღებები უკვე დაწყებულია

#OK! პირველი კადრები: კარდაშიანების ახალი რეალითი შოუს გადაღებები უკვე დაწყებულია

October 1, 2021
#OK! „ვნერვიულობ…ძალიან დიდი ენერგია ჩავდე ამ სიმღერაში“ – ნუცა ბუზალაძის ახალი სინგლი „სულ ეს არის“

#OK! „ვნერვიულობ…ძალიან დიდი ენერგია ჩავდე ამ სიმღერაში“ – ნუცა ბუზალაძის ახალი სინგლი „სულ ეს არის“

September 22, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026
#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

January 8, 2026
#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

January 10, 2026
#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

January 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები