• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! გიმნაზია სპორტი – სივრცე, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

June 17, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

საბრძოლო სპორტის მიმართ ინტერესი საქართველოში თანამიმდევრულად იზრდება – ჩვენი სპორტსმენების წარმატებები ოლიმპიურ სახეობებში, ასევე ორი ქართველი ჩემპიონის ტრიუმფი UFC-ში, მოტივაციას სძენს ახალ თაობებს. ამ ტრადიციულ მიმართულებებს დაემატა დიდი ინტერესი MMA-ის მიმართაც. „გიმნაზია სპორტი“ პირველი სივრცეა, რომელიც აერთიანებს როგორც საბრძოლო სპორტის ოლიმპიურ სახეობებს, ასევე სხვა მრავალ სპორტულ დისციპლინას ერთ სივრცეში. დარბაზში ვარჯიშობენ ბავშვები, მოზრდილები, მოყვარულები და პროფესიონალი სპორტსმენები. იგორ კონუნუჩენკო, „გიმნაზია სპორტის“ დამფუძნებელი, საქართველოში პირველად ტურისტის ამპლუით მოხვდა და ვერ წარმოიდგენდა, რომ მომავალი ამ ქვეყანასთან დააკავშირებდა. წარმოშობით უკრაინელია, თუმცა წლები ამერიკაში ინჟინერ-პროგრამისტად მუშაობდა და საკმაოდ წარმატებულად. რატომ საქართველო, რატომ სპორტი და რატომ სოციალური სივრცე – ამაზე ის „ოკეის“ ესაუბრა.

 

 

იგორი: რამდენიმე წლის წინ ორჯერ ვიმოგზაურე საქართველოში. როცა ამერიკაში Grammarly-ის სტარტაპ პროექტზე მუშაობა დავასრულე, დავიწყე ფიქრი, სად გამეგრძელებინა ცხოვრება. სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების იდეა მიმზიდველი იყო. საქართველო თავიდანვე კომფორტულ გარემოდ აღვიქვი. დისტანციურად შევისწავლე განათლების სისტემა ბავშვებისთვის, შემდეგ ჩამოვედი, ადგილზე გადავამოწმე ყველაფერი, საცხოვრებელი ადგილი შევარჩიე და ოჯახთან ერთად დავრჩი. მაშინ ორი შვილი მყავდა, შემდეგ კი აქ გოგონა შეგვეძინა.

როგორ შეიქმნა „გიმნაზია სპორტი“? ეს ხომ საერთოდ არ უკავშირდება თქვენს წინა პროფესიას?

პირველი ორი წელი მშვიდად ვცხოვრობდით და ახალ გარემოს ვეგუებოდით. მანამდე ბევრი ვიმუშავე და ეს დრო დასვენებას დავუთმე. Grammarly ძალიან წარმატებული და შრომატევადი პროექტი აღმოჩნდა. სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში საბრძოლო სახეობები, მათ შორის გამორჩეულად – UFC. ჩემი უფროსი შვილი ამერიკაში ჯიუ ჯიცუში ვარჯიშობდა. აქ რომ ჩამოვედით, მწვრთნელი ვეძებე, ვცადეთ სხვადასხვა წრე, მაგრამ ვერ ვიპოვეთ ერთ სივრცეში ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა. ამიტომ ვიფიქრე, შემექმნა სივრცე, სადაც ჩემი შვილებიც განვითარდებოდნენ. თავიდან არ მქონდა ზუსტი წარმოდგენა, როგორი იქნებოდა საბოლოო შედეგი. „გიმნაზია“ ჩვენი გუნდის მრავალწლიანი შრომის ნაყოფია. არ ვგეგმავდი ამ მასშტაბს – ღია ვიყავი იდეებისთვის. ბევრი რამ თავად სივრცემ განსაზღვრა. როცა ეს დიდი ადგილი ვიპოვეთ, მისმა კონფიგურაციამ თავად მოითხოვა მრავალმხრივი ვარჯიშების პარალელურად ჩატარება. ყველაფერი რაციონალურად დავგეგმეთ სერიოზული კვლევების საფუძველზე.

 

 

 

 

თავიდანვე ასე გათვალეთ, რომ ბავშვები და მშობლებიც ერთად ვარჯიშობდნენ?

თავდაპირველი იდეა სწორედ ეს იყო – ბავშვებს ევარჯიშათ და მშობლებიც იმავე დროს ჩართულიყვნენ მათთვის საინტერესო აქტივობებში. ჩვენი მთავარი მისიაა, სპორტის მეშვეობით ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. ეს არის სოციალური სივრცე – კომუნა, რომელიც აერთიანებს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს. ქმნის მოტივაციას, ენერგიასა და თანამეგობრობას – რაც საბოლოოდ რეალურ წარმატებებს განაპირობებს.

 

 

მარტომ შექმენით ეს სივრცე, თუ გყავდათ პარტნიორები?

მარტომ შევქმენი. ინვესტიცია საკუთარი სახსრებით ჩავდე – ინჟინერ-პროგრამისტობისგან მიღებული შემოსავლით.

დღესაც აქტიურად ხართ პროგრამირებაში ჩართული?

ძალიან ბევრ დროს ვუთმობ „გიმნაზია სპორტს“. აქაც ბევრ რამეს ტექნოლოგიური გადაწყვეტა სჭირდება. მაგალითად, ონლაინდაჯავშნის სისტემა სრულიად თვითონ ავაწყვე – ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა დისტანციურად სერვისზე წვდომისთვის. მარკეტინგშიც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია გამოვიყენე კომუნიკაციის გასამარტივებლად. უკვე სამი წელია რაც ვმუშაობთ და ჯერ კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს. ღია ვართ პარტნიორობისთვის, მაგრამ მხოლოდ ფინანსური კუთხით არა – იდეების თანხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

როგორ შეიკრიბა გუნდი, ვისთან ერთადაც დღეს მუშაობთ? თქვენ ხომ საქართველოში არავის იცნობდით?

დიახ, აქ ყველაფერი რეკომენდაციებზე მუშაობს, თუმცა მთავარი მაინც საქმის ცოდნაა. ნელ-ნელა ავეწყვეთ კარგ გუნდად. წლები ვაკვირდებოდი სპორტდარბაზებს ჯერ კიდევ ამერიკაში – როგორ იყო ყველაფერი ორგანიზებული. ამერიკული სტანდარტები გვქონდა თავში, როცა ვიწყებდით. დღესაც ვიზრდებით და ვსწავლობთ. ჩემი და ტანიას, რომელიც გიმნაზიის დირექტორი და ყოფილი სპორტსმენია, ხედვა ერთნაირია – ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი მაინც მწვრთნელების ხარისხია და გუნდის ენერგია.

ტანია ნაყეური: პროექტი შევქმენით ქართულ ბაზარზე ორიენტირებულად, თუმცა ამერიკული სტანდარტების დაცვით. საბრძოლო სპორტი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. სამი წლის წინ სხვა სიტუაცია იყო – მაშინ სახელოვანი მოჭიდავეები რეგიონებიდან მოდიოდნენ. დღეს ეს სახეობები თბილისშიც პოპულარული ხდება. ვამაყობთ, რომ ამ სამწლიან პერიოდში უკვე გვყავს მსოფლიო ჩემპიონები. როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ვსწავლობთ – სწორედ ეს არის ამ განვითარებული სტრუქტურის საიდუმლო. მომხმარებლის ინტერესები იცვლება და ჩვენ ვცდილობთ, მას დავეწიოთ.

ტანია, თქვენ როგორ მოხვდით გუნდში?

იგორი დამიკავშირდა. მანამდე მქონდა ჩემი პატარა დარბაზი ვაკეში – პილატესი, ძიუდო და პერსონალური გაკვეთილები. სულ მინდოდა დიდი სივრცის შექმნა. მჯეროდა, რომ თუ შექმნიდი დარბაზს, სადაც იქნებოდა მოსაცდელი, კაფე, კომფორტი – იქ შეიქმნებოდა Community. როცა პატარაობისას ძიუდოზე დავდიოდი, ძალიან მინდოდა ყოველდღიურად მისვლა, რადგან იქ ხალხი მელოდა. სწორედ ეს შეკრული გარემო გაძლევს მოტივაციას. სტატისტიკურად მხოლოდ 5% აღწევს დიდ სპორტულ შედეგებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენებს აღარ სჭირდებათ სპორტი. პირიქით. ჩვენ შევძელით ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ნებისმიერი ასაკის, გამოცდილების და მიზნის მქონე ადამიანი იპოვის თავის სპორტულ აქტივობას.

 

 

უკვე ორი ჩემპიონი გყავთ, ასეა?

იგორი: ჩემმა შვილმა ჯიუ ჯიცუში ვარჯიში ხუთი წლისამ დაიწყო. ერთ წელიწადში უკვე შედეგი გვაჩვენა. პირველად დიდი ჩემპიონატის მედალი მოიპოვა და მოტივაცია გაუორმაგდა. დღეს დღეში მინიმუმ ორ საათს ვარჯიშობს. შარშან მოიგო ევროპის, აზიისა და მსოფლიო ჩემპიონატები. ახლახან გრეპლინგში ვერცხლი აიღო და პოლონეთიდან დავბრუნდით. ასევე, აღსანიშნავია მიშა ოსეფაშვილი, რომელიც არც ისე დიდი ხანია ჯიუ ჯიცუში ვარჯიშობს. მისი ძმა ჩემი შვილის სპარინგ-პარტნიორია და შესაძლოა სწორედ მან მისცა მოტივაცია. ეს ერთი გუნდია – ვარჯიშობენ ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში. მიშას ძალიან უნდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა, და ამისთვის ბევრს შრომობს.

ტანია: გვყავს წარმატებული ბავშვები ძიუდოშიც. ერთი გოგონა საქართველოს ჩემპიონი გახდა. ასევე, გვყავს გამარჯვებულები ნინჯაში – ისრაელშიც კი. გიორგი ბაკურაძემ 13 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილი აიღო – ძიუდოში, სადაც კონკურენცია უდიდესია. გარდა ამისა, ჩვენ ვატარებთ შიდა შეჯიბრებებს – ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოტივაციისთვის. გვქონდა ქვიშის ჭიდაობის ჩემპიონატი, ძიუდოს შეჯიბრი 500-მდე მონაწილით. აქამდე ეს ყველაფერი ჩვენი სახსრებით ხდებოდა, მაგრამ ახლა უკვე ჩვენი შედეგები გვაძლევს იმედს, რომ სპონსორებიც დაინტერესდებიან.

და სამომავლო გეგმები?

ტანია: 13 000 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სივრცე, სადაც ივნისის შუა რიცხვებიდან გვექნება 25-მეტრიანი აუზი, საბავშვო მოედანი, ქვიშის ფრენბურთის და ჭიდაობის ზონა, პადელის მოედანი. მალე დაემატება საფეხბურთო მოედანი და მომავალში დიდი დარბაზიც.

იგორი: ეს სივრცეა მომავლისთვის – სპორტული განვითარების, ჯანსაღი ცხოვრებისა და საზოგადოების გაერთიანების პლატფორმა. ვფიქრობ, ამ ტერიტორიას უდიდესი პოტენციალი აქვს.

 

 

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ლოიალტეს დახმარებით საგადასახადო შემოწმების პროცესს უფრო მარტივად გაივლით
OK! Business

#OK! ლოიალტეს დახმარებით საგადასახადო შემოწმების პროცესს უფრო მარტივად გაივლით

July 1, 2025
#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება
OK! Business

#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

June 30, 2025
#OK! რიზ უიზერსპუნს წიგნის კლუბმა 900 მილიონი დოლარი მოუტანა
OK! Business

#OK! რიზ უიზერსპუნს წიგნის კლუბმა 900 მილიონი დოლარი მოუტანა

June 28, 2025
#OK! NeonCraft – განათება, რომელიც ისტორიის, ემოციისა და მუსიკის ფონზე იქმნება
OK! Business

#OK! NeonCraft – განათება, რომელიც ისტორიის, ემოციისა და მუსიკის ფონზე იქმნება

June 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კაილი ჯენერი და ბელა ჰადიდი “მეტ გალას” ყველაზე ცუდად ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის არიან

#OK! კაილი ჯენერი და ბელა ჰადიდი “მეტ გალას” ყველაზე ცუდად ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის არიან

May 3, 2022
#OK! “ბელას ტორტი” – როგორ აღნიშნა ბელა ჰადიდმა ამერიკული Vogue-ის მორიგი წარმატებული გარეკანი

#OK! “ბელას ტორტი” – როგორ აღნიშნა ბელა ჰადიდმა ამერიკული Vogue-ის მორიგი წარმატებული გარეკანი

March 18, 2022
#OK! GAMEZART

#OK! GAMEZART

February 10, 2025
#OK! 52 წლის ჯენიფერ ლოპესი სოციალურ მედიაში ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს

#OK! 52 წლის ჯენიფერ ლოპესი სოციალურ მედიაში ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს

June 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

June 29, 2025
#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

June 29, 2025
პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტო)

პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტო)

June 28, 2025
#OK! NeonCraft – განათება, რომელიც ისტორიის, ემოციისა და მუსიკის ფონზე იქმნება

#OK! NeonCraft – განათება, რომელიც ისტორიის, ემოციისა და მუსიკის ფონზე იქმნება

June 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები