• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! გალობა სიქსტის კაპელაში

December 1, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„ფსალმუნებით, სასულიერო სიმღერებით,

გულით ვუგალობდით ღმერთს“

                                  პავლე მოციქული

 

უცნაური შეგრძნება მაქვს. 2022 წლის შემაჯამებელი ნომერია და გადავწყვიტეთ ყველა კარგ ამბავს ერთად მოვუყაროთ თავი. ჩავფიქრდი, რა მოუტანა ამ წელმა მსოფლიოს, გარდა ომისა და სიკვდილისა-მეთქი… ჰოდა, ჩემდა უნებურად ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი გამახსენდა: „შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: როდის იქნება, ის სამეფოცა ჩვენი იყოს? და აღიძვრიან იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..“

მიწაა და მიწად იქცევა ადამიანის სხეული, რა თქმა უნდა… სული კი მჯერა, რომ აგრძელებს ცხოვრებას − იქ, სადაც მოხვედრა ძალიან ძნელია, მაგრამ ღირს სიცოცხლე ზუსტად იმიტომ, რომ ამისთვის ვიბრძოლოთ და უპირველესად, საკუთარ თავთან, რომ უფრო უკეთესები გავხდეთ: უფრო თავმდაბლები და უფრო შემწყნარებელნი, მოსიყვარულეები და სიკეთის გამცემნი… არ ვიცი, ეს აზრები საიდან ან რატომ მოვიდა, მაგრამ მოვიდა. ფიქრებმა ამქვეყნიურისა და იმქვეყნიურის ჭიდილზე ამ ორი ცხოვრების დამაკავშირებელ ადგილთან, ტაძართან მიმიყვანა − ღვთის სახლთან დედამიწაზე… ჰოდა, როცა ჩემს დალოცვილს მიწაზე ჩემი ქვეყნის მთავარ ტაძარში გალობას ვისმენ, ვრწმუნდები, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და ის არასდროს მიგვატოვებს. მთავარია, ჩვენ არ მივატოვოთ უფალი და ვიცხოვროთ სწორად, ისე, როგორც სინდისი, უფლის ხმა ჩვენში გვიკარნახებს ხოლმე… გალობა ვახსენე, და ამ წელს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი რომ მოხდა, იმას, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით: მიმდინარე წელს უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით, კულტურის სამინისტროს ძალისხმევითა და საქართველოში ვატიკანის ელჩის აქტიური მხარდაჭერით, 26-29 ივნისს სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა ვატიკანში, სიქსტის კაპელაში, კონცერტი გამართა. ამ წარმატების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა და დღეს მას „საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“ ეწოდება. ვერასდროს დავივიწყებ იმ დღეს, როცა ჩვენი გუნდი გალობდა… ის ემოციები მთელი საქართველოსთვის იმედისმომცემი იყო და მჯერა, რომ იქაც ღმერთი ხარობდა ჩვენით… ჰოდა, რაღა თქმა უნდა, კარგი ამბებიც ხდება, მთავარია ჩვენ დავინახოთ. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს გუნდის ერთ-ერთ სოლისტ ქეთი ქართველიშვილთან, რომელიც თავად გვიამბობს, რა ხდებოდა იქ − ვატიკანში…

სიქსტის კაპელა − ემოციები და ოვაციები… გაგვიზიარეთ თქვენი შეგრძნებები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რომის პაპთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს. მრავალი წელია რაც მას იწვევენ ვატიკანში, თუმცა პანდემიამ ბევრ რამეს შეუშალა ხელი. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო მან პაპთან სტუმრობა, ამიტომაც მგალობელთა გუნდი დაპატიჟეს. წლებია ამაზე ოცნებობს პატრიარქი და აი, ვატიკანში ქართული გალობაც გაჟღერდა.

სიქსტის კაპელა და საერთოდ, ეს გარემო, სადაც მოვხვდით, თავისთავად საოცრებაა. ყველა ტურისტის ოცნებაა იქ მოხვედრა და იმ გარემოს ნახვა. მაგრამ რაც ჩვენმა გუნდმა შეძლო, ამაზე, ალბათ, ოცნებასაც ვერ გავბედავდით. წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერები ვიყავით, რომ ადამიანებმა, რომლებმაც იქ დაგვპატიჟეს, თავიანთი ჯადოსნური სივრცის კარი გაგვიღეს და არა მხოლოდ გვაჩვენეს, არამედ ჩვენ თვითონ გავხდით ისეთი კონცერტის ნაწილი სიქსტის კაპელაში, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობდა. ამ ამბის ნაწილი ვიყავი მეც და სიმართლე გითხრათ, მიჭირს ამ ემოციების გადმოცემა.

გვიამბეთ თქვენზე: როდის დაიწყეთ სიმღერა და როგორ მოხვდით საპატრიარქოს გუნდში?

პირველი შეხება პროფესიულ მუსიკასთან 5 წლისას მქონდა, როცა ვიოლინოს წრეზე შევედი. შემდეგ, 13 წლის ასაკში ნიჭიერთა ათწლედიდან ევგენი მიქელაძის სახელობის ათწლედში გადავედი, სადაც დავეუფლე აკადემიური გუნდის დირიჟორობას და ამ პროფილით მოვხვდი კონსერვატორიაში, მაგისტრატურაზე. ეს პროფესია თავის თავში მოიცავს ვოკალის ცოდნას და შესაბამისად, ვოკალსაც ვეუფლებოდი პროფესიონალებთან. პირველი კურსიდან The Georgian Six-ის სოლისტი გავხდი და დღემდე ერთად მოვდივართ. ეს არის ჩემი მთავარი მუსიკალური კარიერა. გარდა ამისა, ვთანამშრომლობ ნიკა რაჭველთან, ვახტანგ კახიძესთან, სვიმონ ჯანგულაშვილთან. მქონდა ბატონ გია ყანჩელთან მუშაობის ბედნიერება.

რაც შეეხება ჩემს მოხვედრას სამების მგალობელთა გუნდში, ეს ბევრ მოვლენას უკავშირდება. უპირველეს ყოვლისა იმას, რომ მეც და სვიმონიც ერთი მაესტროს გაზრდილები ვართ. სწორედ მის კლასში გავიცანი სვიმონ ჯანგულაშვილი. გარდა ამისა, ბევრი ჩემი მეგობარი მღერის სამების საპატრიარქო დასში. ერთხელ სვიმონმა შემომთავაზა წირვაზე მემღერა „კირიე ელეისონ“ და მას შემდეგ ხშირად ვიდექი მათთან ერთად ლოცვაზეც, სცენაზეც. ეს გუნდი ჩემი ოჯახია. ძალიან პატივსაცემი ადამიანები არიან და დიდი ბედნიერებაა მათთან ერთად პოზიციონირება ყოველთვის და ყველგან.

„მიმღერე“…

მე და ჩემს ძმას შინაც კი არ გვიმღერია ერთად და ამ პროექტმა მოგვცა ბიძგი, რომ ეს დუეტი გამოსულიყო. დაჩიც მგალობელთა გუნდშია, ისიც იმყოფებოდა ვატიკანში, მაგრამ ცალკე არასდროს გვიმღერია. ამისთვის უდიდესი მადლობა „მიმღერე“-ს. გარდა ამისა, უამრავი გამოწვევა იყო ჩემი გიჟური გრაფიკის ფონზე ამ ყველაფრის შეთავსება, მაგრამ ნამდვილად ღირდა და ბედნიერი ვარ, რადგან „მიმღერე“-ს პროექტი ძალიან ბევრი კუთხით იყო საინტერესო.

თქვენი მიზნებიც გაგვაცანით.

როგორც უკვე აღვნიშნე, The Georgian Six-ის სოლისტი ვარ და ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული მიზანი გახლავთ, რომ მალე იხილოს მზის შუქი იმ ალბომმა, რომელზეც ჩემს ჯგუფთან ერთად ვმუშაობ. ეს არის ინოლა გურგულიას სიმღერების ალბომი. ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო, მაგრამ მგონი უკვე ახლოს ვართ მიზანთან.

„სიმღერაა მთელი თქვენი ცხოვრება“?

მუსიკის მიღმა დაკავებული ვარ მარკეტინგის სფეროში. ერთ-ერთ სააგენტოში ვმუშაობ, როგორც ექაუნთ-მენეჯერი და ესეც ძალიან საინტერესოა. თუმცა, სიმღერა არის სფერო, სადაც მე ათასი პროცენტით შემიძლია გამოვხატო საკუთარი ემოციები. სიმღერის დროს ვარ ნამდვილი, ლაღი და თავისუფალი. ისე გამოვიდა, რომ ყველაზე მეტად ჩემი თავი სიმღერაში ვიპოვე. თუმცა, ნებისმიერი საქმე, რომელიც თავისუფლებას მანიჭებს, სადაც მე მე ვარ, არ ვკარგავ საკუთარ თავს და გულწრფელი ვარ, ბედნიერების უდიდესი გრძნობით მავსებს. ზოგადად, ხელოვნება ჩემთვის არის გამოხატვის საშუალება და თუ ეს სათქმელი გულწრფელი არ არის, მაშინ ჩემთვის მიუღებელია.

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ფოტო: პირადი არქივიდან

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

March 11, 2021
#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

March 22, 2022
#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

February 10, 2024
#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

January 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები