• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ერთობის თამაში და სიყვარულის ძალა

December 26, 2022
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბიჭებთან საუბარმა რატომღაც გალაკტიონის ეს ლექსი: „მშობლიურო ჩემო მიწავ“ გამახსენა. არ ვიცი, სიტყვა „ლელომ“ შთამაგონა თუ სათაურმა, მაგრამ ისე აქვთ ანთებული თვალები, როცა სამშობლოზე საუბრობენ და საუბრობენ ყოველ წამს, როცა ნაკრების გამარჯვებებს ახსენებენ, რომ საოცარი მუხტი მოდის მათგან. გამარჯვების არსი კი, რომლის მაგალითსაც ისინი გვაძლევენ, ერთობაშია. და როგორც კაპიტანმა საუბრის ბოლოს მითხრა, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ძალა ერთობაშია“-ო. ჩვენს გერბზეც ხომ ეს არის გამოსახული? ჰოდა, მეც მჯერა, რომ თუკი ამ სიტყვების ძალასა და შინაარსს ყველანი გავაცნობიერებთ, ჩვენი ქვეყანაც ისევე გამარჯვებული და თავაწეული იქნება ყველგან, როგორც საქართველოს რაგბის ნაკრებია. მაშ ასე, 2022 წლის ისტორიული მოგება უელსთან, გამარჯვებული საქართველო და გამარჯვებული ბიჭები − საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ნაკრების წევრები − გიორგი ჭყოიძე და ნოდო ჭეიშვილი, გვიამბობენ ამ დიდებულ გამარჯვებამდე განვლილ გზას.

მერაბი (ბუკა)

მერაბ, რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ბრძანდებით და საინტერესოა, როგორია საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების, როგორც ერთი დიდი ოჯახის, თქვენი აღქმა?

ჩვენთვის აქაურობა მართლაც ოჯახია. მე მგონი, ერთად უფრო დიდ დროს ვატარებთ, ვიდრე ცალ-ცალკე. რაც „შავი ლომი“ შეიქმნა, იქაც და ნაკრებშიც ერთი და იგივე ხალხი ვთამაშობთ და მუდამ ერთად ვართ. თვალდახუჭული ვიცნობთ ერთმანეთს: ვის რა უხარია, ვის რა სწყინს − ყველაფერი ვიცით და ვფიქრობ, წლევანდელი წლისა და ზოგადად, ქართული რაგბის წარმატებაში ყველაზე დიდ როლს ზუსტად ეს − ერთიანობის, ერთგულების, მეგობრობის, თავდადების, ურთიერთგაგების ფასეულობები თამაშობს. სწორედ ისე, როგორც ოჯახში.

სასწაული ახსენეთ და არ შემიძლია არ გკითხოთ ჯვარზე, რომელიც სამოას ნაკრებთან თამაშის დროს გამოსახეთ…

წმინდა ნინოს ჯვრის ფორმით რომ ვიდექით, ჩვენთვის სიმბოლური იყო – ეს გვაძლევს რწმენას. შემდეგ ხუმრობდნენ ამ ჯვარზე – აი, ეგ რომ გააკეთეს, იმიტომ წააგეს სამოასთანო. უელსთან ხომ მოვიგეთ?.. ყოველთვის, როცა მოედანზე გავდივართ, ერთმანეთის გვჯერა და ერთმანეთის იმედი გვაქვს, ღმერთს კი ვთხოვთ ძალას. ჩვენ რისიც გვჯერა, რისიც გვწამს და რაც მივიჩნიეთ, რომ გაგვაძლიერებდა, როგორც გუნდს, ის გავაკეთეთ. ამას არ ჰქონია რაიმე სხვა დატვირთვა.

კაპიტანო, როგორ ახერხებთ გუნდის შიგნით იყოს ერთსულოვნება?

რაგბი სხვანაირი სპორტია: აქ საერთო მიზანი ფასობს და არა ინდივიდუალური. შესაბამისად, აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს, ვინ ვერა, ვინ ძირითადში ხვდება და ვინ ვერა. პრინციპით, ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის − ვიბრძვით. მთავარია, ეს ერთსულოვნება არ დაირღვეს და შედეგებიც იქნება. რა თქმა უნდა, ერთსულოვნებას ბევრი რამ განსაზღვრავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საერთო მიზნის გაცნობიერება და გუნდის, როგორც ერთი დიდი ოჯახის აღქმის, შეგრძნებაა. რაგბის კავშირიდან დაწყებული, გულშემატკივრებით დასრულებული, ყველას როლი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია.

მერაბ, თქვენთვის რას ნიშნავს იყოთ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანი?

კაპიტნობა, ისევე, როგორ ნაკრებში თამაში, დიდი პასუხისმგებლობაა. საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი და ნებისმიერი შენი ქმედება განსჯილია, როგორც ნაკრების, როგორც საქართველოს სახე. გარდა ამისა, ნაკრების სახელის ტარება დიდი ძალაა. ხანდახან ვატყობ ხოლმე, რომ ვიღაცამ შესაძლოა ქუჩაში დაგვინახოს და არ მოვიდეს, იმიტომ, რომ მოერიდოს. არადა, ჩვენთვის თითოეული ჩვენი გულშემატკივრის მიერ გამოხატული სითბო არის უდიდესი სიხარული, მოტივაცია და გაცნობიერება იმისა, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე.

მერაბ, რას ეტყოდით ნაკრების ბიჭებს?

ყველაფერი იციან. მაგრამ კიდევ ერთხელ ვეტყოდი მათაც და ჩემს თავსაც, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი პასუხისმგებლობა და ის, რომ ძალა ერთობაშია.

P.S.: საახალწლო სურვილის ჩაფიქრების დროა:

მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება. ძალიან მნიშვნელოვანი წელია და საქართველოს რაგბის ნაკრებისთვის უპრეცედენტო წარმატებას ჩავიფიქრებდი.

გიორგი (ჭყოი)

როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება ნაკრებს წარმატებისთვის?

ვფიქრობ, მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. ჩვენი შეკრების ყოველი წამი ბედნიერებაა. ამიტომ გამოგვდის ის, რასაც ვაკეთებთ. ნაკრებში ძალიან კარგი გარემოა და ამაში, ნაკრების კაპიტანი, რა თქმა უნდა დიდ როლს თამაშობს.

ისტორიული გამარჯვება უელსთან…

მე შევიცვალე და იმ მომენტს ვუყურებდი, როცა მსაჯმა დაუსტვინა და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ამ შეგრძნებას სიტყვებით ვერ აღწერ… უელსის გულშემატკივრებისთვისაც გასაოცარი იყო ჩვენი თამაში, ეს ვიგრძენით მათგან, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ არასდროს გამოხატონ მეტოქე ნაკრების მიმართ დადებითი ემოციები.

 

 

რას ნიშნავს, როცა თქვენ უკან საქართველო დგას?..

თამაშზე გასვლის წინ ბუკა ყოველთვის ამბობს − გავდივართ მოედანზე და ვკვდებით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ. ჩვენ ვართ ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები, იმიტომ, რომ გვინდა ყოველი წარმატება იყოს ჩვენი სამშობლოს სიხარული და ამისთვის რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ.

P.S.:საახალწლო სურვილის ჩაფიქრების დროა:

უპირველესად, ჩავიფიქრებდი, რომ მშვიდობა იყოს. რასაკვირველია, ძალიან მინდა მსოფლიოზე ჩვენმა ნაკრებმა მიაღწიოს უდიდეს წარმატებას, რათა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ვასახელოთ საქართველო!

ნოდო (ჭეი)

ისტორიული გამარჯვება უელსთან…

ამ გამარჯვებამ მოტივაცია და რწმენა შეგვმატა. პირველი ემოცია იყო იტალიასთან გამარჯვება, მაგრამ უელსის დამარცხება თავიანთ მოედანზე… მათთვის რაგბი არის ისტორიაც, რელიგიაც, მთელი ცხოვრება, და იქ ჩვენი გამარჯვება მართლაც ჰგავდა სასწაულს.

სასწაული ახსენეთ და არ შემიძლია არ გკითხოთ ჯვარზე, რომელიც სამოას ნაკრებთან თამაშის დროს გამოსახეთ…

კაპიტნის სიტყვის შემდეგ ყოველთვის ვამბობთ „მამაო ჩვენო“-ს. როდესაც ღმერთს შევევედრებით, ყოველთვის ვგრძნობთ მის მხარდაჭერას. ჩვენ ასე გვჯერა.

 

 

რას ნიშნავს, როცა თქვენ უკან საქართველო დგას?..

მოედანზე გადიხარ შენი ქვეყნისთვის და შენი გულშემატკივრისთვის. საკუთარი დროშის, ჰიმნის ქვეშ თამაში − ეს უდიდესი მისია და უდიდესი მოტივაციაა. ამავდროულად, პასუხისმგებლობა. გვიხარია, როცა ჩვენს გულშემატკივრებს და ქვეყანას ასე ვახარებთ და ვასახელებთ.

P.S.:საახალწლო სურვილის ჩაფიქრების დროა:

მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი შედეგები რომ ვაჩვენოთ. ჩვენ კი ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

 

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე

პროექტის ავტორი: ნიკა გამართელი

ჩაცმულობა: GANT / LACOSTE

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ლოკაცია: IQ STUDIO

გაიგე მეტი: გამარჯვებარაგბისაქართველოს ნაკრები

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჰეილი ბიბერის ცეცხლოვანი ფოტოსესია Victoria’s Secret-ის საშობაო კამპანიისთვის

#OK! ჰეილი ბიბერის ცეცხლოვანი ფოტოსესია Victoria’s Secret-ის საშობაო კამპანიისთვის

December 8, 2022
#OK! ქეთი ხატიაშვილის სილამაზის ფორმულა – როგორ ახერხებს იდეალური ფორმების შენარჩუნებას!

#OK! ქეთი ხატიაშვილის სილამაზის ფორმულა – როგორ ახერხებს იდეალური ფორმების შენარჩუნებას!

October 18, 2023
#OK! შეაჩერე!

#OK! შეაჩერე!

November 6, 2023
#OK! დევიდ კომას 2023 წლის Pre-Fall კოლექცია/ David Koma Pre-Fall 2023

#OK! დევიდ კომას 2023 წლის Pre-Fall კოლექცია/ David Koma Pre-Fall 2023

January 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

February 26, 2026
#OK! მეტროსადგურიდან ბრიტანული ვოგის წინა ყდამდე – ინდოელი მოდელის შთამბეჭდავი ისტორია

#OK! მეტროსადგურიდან ბრიტანული ვოგის წინა ყდამდე – ინდოელი მოდელის შთამბეჭდავი ისტორია

February 25, 2026
#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი  Paramount-მა შეიძინა

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი Paramount-მა შეიძინა

March 2, 2026
#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა

#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა

February 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები