• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! დეველორი – ჩვენ ვავითარებთ ადამიანებს, რომლებიც ავითარებენ ბიზნესს

August 10, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

დღეს, შეიძლება ითქვას, რომ კომპანიის წარმატება მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის ან კარგი სერვისის შეთავაზებაზე აღარ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის, თუ რამდენად მოქნილი, მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებულია გუნდი. სწორედ ამ დროს იკვეთება „დეველორის“ როლი, საერთაშოროსო საკონსულტაციო და სატრენინგო კომპანიისა, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია ეხმარება ორგანიზაციებს გაყიდვების, ლიდერობისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. „დეველორი“ არ გთავაზობთ მხოლოდ ტრენინგს, ის ავითარებს ადამიანებს, რომლებიც ავითარებენ ბიზნესს. მათი მიდგომა კომპლექსურია, მორგებულია პრაქტიკულ საჭიროებებზე და დაფუძნებულია ქცევით ცვლილებებზე, რაც პირდაპირ აისახება შედეგებზე.

რა გამოარჩევს ბაზარზე „დეველორს“?

სოფი ქათიმაძე, ბიზნესტრენერი და კონსულტანტი: „დეველორის“ მთავარი უპირატესობაა მისი საერთაშორისო გამოცდილება. უკვე 18 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ვსწავლობთ სხვადასხვა ბაზრის ტენდენციებს, ინოვაციურ მიდგომებს კი საქართველოს რეალობას ვარგებთ.

ჩვენ ტრენინგს არ აღვიქვამთ როგორც ცალკე მდგომ სესიას, არამედ ვიყენებთ მას როგორც სტრატეგიულ ინსტრუმენტს ქცევის, შედეგების და კულტურის ცვლილებისთვის. ქცევის ცვლილება ერთჯერადი ღონისძიებით არ მიიღწევა, ის ვითარდება ეტაპობრივად, სტრუქტურირებულად და მიზანმიმართულად. „დეველორში“ ეს პროცესი ეფუძნება შვიდსაფეხურიან განვითარების მოდელს, რომელიც იწყება ორგანიზაციის არსებული მდგომარეობის ღრმა დიაგნოსტირებით, მოიცავს ბიზნესპროცესებისა და პროდუქტების შესწავლას, საჭირო კომპეტენციების განსაზღვრას და ცვლილებების მენეჯმენტთან შეთანხმებას.

მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ტრენინგი სრულდება, პროცესი არ წყდება, პირიქით, ქცევის ცვლილებაზე დაკვირვება გრძელდება სამუშაო გარემოში. ჩვენ ვაკვირდებით, როგორ აისახა ახალი ცოდნა პრაქტიკაში და ვზომავთ შედეგს რეალობაში. ეს მიდგომა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სწავლის პროცესი იქცეს რეალურ ტრანსფორმაციად თეორიიდან ქცევაში, ხოლო ქცევიდან – ბიზნესწარმატებაში.

„დეველორი“ ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით და მაქსიმალური პასუხისმგებლობით არჩევს ტრენერებს. აქ მხოლოდ მეორე თაობის ტრენერ-კონსულტანტებს შეხვდებით, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეული ჩვენგანი თავის მიმართულებაში მრავალწლიანი პრაქტიკის მქონეა.

დღეს, როდესაც ბევრ კომპანიას სურს ცვლილება, მაგრამ არ იცის საიდან დაიწყოს, სწორედ „დეველორი“ ხდება მათთვის პარტნიორი ამ კომპეტენციებითა და უნიკალური მიდგომით, რომელიც ქაოსს სისტემაში მოიყვანს, ხოლო შთაგონებას ქმედებად გარდაქმნის.

 

 

გვესაუბრეთ ტრენინგის მნიშვნელობაზე გაყიდვების მიმართულებით.

გაყიდვები აღარ არის მხოლოდ მოლაპარაკების უნარი. გაყიდვები არის ფსიქოლოგია, სტრატეგია, მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი და ნდობის შექმნის ხელოვნება. ამ ყველაფრისთვის მხოლოდ გამოცდილება არ კმარა, საჭიროა სისტემური განვითარება, რასაც უზრუნველყოფს სწორად დაგეგმილი და საჭიროებებს მორგებული ტრენინგი. იმდენად განვითარდა და ყოვლისმომცველი გახდა ეს მიმართულება, რომ კომპანიები, რომლებიც არ განავითარებენ გაყიდვების გუნდს, ვეღარ მოახერხებენ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას.

„დეველორი“ მრავალფეროვან და მორგებულ ტრენინგებს სთავაზობს კომპანიებს გაყიდვების მიმართულებით როგორც საცალო, ასევე კორპორაციული სეგმენტისთვის. ჩვენი მოდულები მოიცავს როგორც დამწყები გაყიდვების მენეჯერების განვითარებას, ისე ძალიან გამოცდილი და უკვე წარმატებული გაყიდვების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ სიღრმისეულ ტრენინგებს, რომლებიც ფოკუსირებულია შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. თამაშზე დაფუძნებული ტრენინგი კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიახლეა ჩვენს პორტფელში.

თქვენ გაყიდვების მიმართულებით 10+ წელია საქმიანობთ. რა ღირებულებას სძენს ეს ფაქტი თითოეულ ტრენინგს?

ძალიან ხშირად მონაწილეებს ტრენინგზე მაგალითად მოჰყავთ რეალური გამოწვევები, რომლებსაც ვერ უპასუხებ მხოლოდ მოდელის ახსნით ან წიგნში წაკითხული წესით. სწორედ ასეთ მომენტებშია უმნიშვნელოვანესი ტრენერის გამოცდილება. პრაქტიკული გამოცდილება მაძლევს უნარს, მარტივად მოვახდინო ადაპტაცია კონკრეტული ჯგუფის საჭიროებებზე, დავეხმარო რთულ სიტუაციებში გამოსავლის პოვნაში, გავაფართოო მათი თვალსაწიერი მრავალფეროვანი მაგალითებით, სხვა ინდუსტრიების გამოცდილებით და ჩავიყვანო პროცესი ისეთ სიღრმეებში, სადაც ცვლილება რეალურად იწყება.

პრაქტიკული გამოცდილება იმ სიღრმეს აძლევს ტრენერს, რომელიც თეორიით არ მიიღება და სწორედ ამ სიღრმეში გარდაიქმნება ცოდნა ქცევად.

რატომ უნდა ჩადოს კომპანიამ ინვესტიცია თანამშრომლების განვითარებაში?

დღეს ერთადერთი სტაბილური აქტივი არის მოქნილი, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი. ტრენინგი არის გზავნილი, რომ კომპანია ენდობა, ზრუნავს და სჯერა თანამშრომლის პოტენციალის. ეს ქმნის მოტივაციას, ერთგულებას და იმ შინაგან ძალას, რომელიც რთულ პერიოდშიც კი ამოძრავებს ორგანიზაციას წინ. შესაბამისად, როდესაც კომპანია იწყებს ინვესტირებას ადამიანებში, ის იწყებს ინვესტირებას მომავალში.

 

რა შედეგი აქვს სწორად განხორციელებულ ტრენინგს, როგორ შეიძლება ერთმა სწორმა შეხვედრამ რადიკალურად შეცვალოს გუნდის ეფექტურობა?

სწორად განხორციელებული ტრენინგი არის გონებასა და ქცევაში გაჩენილი მიკროცვლილება, რომელიც ორგანიზაციის დინამიკას მთლიანად ცვლის. როდესაც ტრენინგი აგებულია სტრატეგიულ მიზნებზე და მორგებულია გუნდის რეალურ კონტექსტს, ის მარტივად გადადის ქცევაში. შესაბამისად, „დეველორი“ არის ცვლილების შემომტანი პარტნიორი, რომელიც ორგანიზაციის განვითარების გზაზე თითოეულ ეტაპს სრული პასუხისმგებლობით მართავს მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

ჩვენ ვქმნით ტრენინგებს, რომლებიც მორგებულია კონკრეტულ კომპანიაზე, მის გუნდსა და თითოეულ თანამშრომელზე, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, გაიზარდოს და პირდაპირი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის წარმატებაში.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

August 10, 2025
#OK! Ideahub სანდო ციფრული პარტნიორი
OK! Business

#OK! Ideahub სანდო ციფრული პარტნიორი

August 10, 2025
#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი
Travel

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 8, 2025
#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს
ინტერვიუ

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ნიკო ლეკიშვილი

#OK! ნიკო ლეკიშვილი

January 9, 2025
#OK! სელმა ჰაიეკი და ანტონიო ბანდერასი Puss in Boots: The Last Wish-ის პრემიერაზე ერთად გამოჩნდნენ

#OK! სელმა ჰაიეკი და ანტონიო ბანდერასი Puss in Boots: The Last Wish-ის პრემიერაზე ერთად გამოჩნდნენ

December 14, 2022
#OK! მეგაშოუ „ვოისი“ საქართველოს პირველ არხზე

#OK! მეგაშოუ „ვოისი“ საქართველოს პირველ არხზე

April 3, 2021
#OK! მსახიობი ონისე ონიანი მშობლიურ ქუთაისზე გვიყვება

#OK! მსახიობი ონისე ონიანი მშობლიურ ქუთაისზე გვიყვება

June 12, 2025

კვირის ჰიტები

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 8, 2025
#OK! თბილისის გამორჩეული სიმბოლო – ჭრელი აბანოს ისტორია, ტრანსფორმაცია და მომავალი

#OK! თბილისის გამორჩეული სიმბოლო – ჭრელი აბანოს ისტორია, ტრანსფორმაცია და მომავალი

August 8, 2025
#OK! “სიამაყე და ცრურწმენა” ეკრანებზე ახალი შემადგენლობით ბრუნდება

#OK! “სიამაყე და ცრურწმენა” ეკრანებზე ახალი შემადგენლობით ბრუნდება

August 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები