• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! Dental House – ადგილი, სადაც თქვენზე, როგორც ყველაზე ძვირფასზე, ზრუნავენ

March 7, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

როგორ მოვუაროთ კბილებს სწორად სახლის პირობებში, რა საპრევენციო ზომების მიღებაა საჭირო ჩვენი დენტალური ჯანმრთელობისთვის და ვის მივმართოთ პრობლემის შემთხვევაში? ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს მიიღებთ ჩვენს არაჩვეულებრივ რესპონდენტთან ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ.წარმოგიდგენთ კლინიკა Dental House-ის დამფუძნებელთან, ექიმ-სტომატოლოგ ფიქრია კაკაურიძესთან ინტერვიუს.

 

ხშირად ვამბობთ, რომ ჯანმრთელი ღიმილი ბავშვობიდან იწყება. რა არის ის ფუნდამენტური ჩვევები, რომლებიც რეალურად განსაზღვრავს ადამიანის დენტალურ ჯანმრთელობას მთელი ცხოვრების განმავლობაში?

ჯანსაღი ღიმილი გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე ამას ხშირად წარმოვიდგენთ. პატარას კბილებზე ზრუნვა ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება, რადგან დედის ჯანმრთელობა და ორსულობის მიმდინარეობა ნაყოფის კბილების ჩამოყალიბების საფუძველია.

როგორც კი პატარას პირველი კბილი ამოეჭრება, უკვე აუცილებელია დავიწყოთ გახეხვა მისთვის რეკომენდებული სპეციალური ასაკობრივი ჯაგრისით, 1-3 წლამდე ასაკში მხოლოდ ჯაგრისს და არაფტორირებულ კბილის პასტებს ვიყენებთ, ხოლო 3 წლის ასაკიდან 500 პპმფ შემცველ კბილის პასტებს. ფტორის ზუსტი დოზირება ხდება ბავშვის ასაკისა და პირის ღრუს ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით.

გარდა ჰიგიენისა, მნიშვნელოვანია ტკბილეულისა და ტკბილი სითხეების მიღების კონტროლი, რაც მომავალში აგვარიდებს კბილების მრავლობით დაზიანებას, რომელსაც „ბოთლის კარიესი“ ეწოდება. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მუდმივი კონტროლი და პირველი ვიზიტის დაგეგმვა სტომატოლოგთან არა მაშინ, როცა ტკივილი იჩენს თავს, არამედ გაცნობითი, პროფილაქტიკური მიზნით. სასურველია, ასეთი ვიზიტები ყოველ 6 თვეში ერთხელ განმეორდეს.

ასევე ხაზს გავუსვამდი მშობლის მაგალითს, ბავშვები ხომ ჩვენს ქმედებებს იმეორებენ.

მე ვურჩევდი მშობლებს, ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან დაიგეგმოს არა მაშინ, როდესაც კბილი ასტკივდება, არამედ პირველი ურთიერთობა უნდა იყოს შემეცნებითი, გაცნობითი ხასიათის. პოზიტიური პირველადი გამოცდილება ქმნის ნდობას და ამცირებს სტომატოლოგთან მისვლის შიშს ზრდასრულ ასაკში.

სწორად ჩამოყალიბებული ჩვევები ამცირებს კარიესის განვითარების რისკებს, რაც შემდგომში განსაზღვრავს არა მხოლოდ ღიმილის ესთეტიკას, არამედ პირის ღრუს ზოგად ჯანმრთელობას.

 

 

რა როლი აქვს პრევენციას? რატომ არის რეგულარული კონსულტაცია და პროფესიონალური ჰიგიენა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პაციენტებს ხშირად ჰგონიათ? რა გრძელვადიან შედეგს აძლევს პაციენტს ეს მიდგომა როგორც ჯანმრთელობის, ისე ფინანსური კუთხით?

პრევენცია მკურნალობის საუკეთესო მეთოდია. ის ბევრად უფრო იაფი, მარტივი და ეფექტურია, ვიდრე უკვე განვითარებული პრობლემის მოგვარება და მისი მკურნალობა.

რეგულარული კონსულტაცია პროფესიონალთან და პროფესიული ჰიგიენა – კბილების პროფესიონალური წმენდა თავიდან აგვარიდებს ბევრ უსიამოვნო გართულებას. ეს გვაძლევს საშუალებას, ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ კარიესი ან პაროდონტოლოგიური პრობლემები, ასე ხდება ღრძილის დაავადების პრევენცია, მცირდება კბილების დაკარგვის რისკები.

პაციენტების სტომატოლოგთან ვიზიტის ვადები ინდივიდუალია. პაციენტებისთვის, რომლებიც არ ავადობენ ზოგადი დაავადებებით და პირის ღრუ ჯანმრთელი აქვთ, რეკომენდებულია ვიზიტი 6 თვეში ერთხელ. ხოლო განსაკუთრებული მდგომარეობის მქონე პაციენტების ექიმთან ვიზიტი 3-4 თვეში ერთხელ არის საჭირო.

ჩვენს კლინიკაში ბავშვთა პრევენციას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. სწორედ ამიტომ, წლებია დანერგილი გვაქვს ბაღებსა და დაწყებითი საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება თბილისის სკოლებსა და ბაღებში. ეს კამპანია ჩვენი დანერგილია და ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანს ვემსახურებით. თუ სწორი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში წავახალისეთ, ჩვენ მივიღებთ ჯანმრთელ ზრდასრულ მოსახლეობას, პირის ღრუს ნაკლები დაავადებებით.

გაცნობით შეხვედრაზე მოზარდებს ვუხსნით კბილების სწორად გამოხეხვის ტექნიკებს, ჯანსაღი საკვების მნიშვნელობას, სწრაფი კვებისა და ტკბილეულის მავნე გავლენას. ილუსტირებული მაგალითები ბავშვებისთვის ყოველთვის უფრო თავლსაჩინო და დამამახსოვრებელია.

 

 

დღეს ბაზარზე მრავალი სტომატოლოგიური კლინიკაა და კონკურენცია მაღალია. რა არის ის მთავარი ღირებულება, პრინციპი და ნიშა, რომელიც Dental House-ს გამოარჩევს და რის გამოც პაციენტები უკვე 20 წელია გენდობიან?

პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა – თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია.

ჩვენი პრიორიტეტია ხარისხი და ტექნოლოგიური განვითარება. მაღალი ხარისხის თანამედროვე აპარატურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სტომატოლოგიური მკურნალობის ხარისხში. უმნიშვნელოვანესია ექიმების უწყვეტი პროფესიული ზრდა და განვითარება, ექიმის მუდმივი განვითარება აუცილებელი ფაქტორია ჩვენს პროფესიაში. ჩვენი პრიორიტეტია ასევე პაციენტების ნდობა და ეთიკა – გამჭვირვალე კომუნიკაცია და რეალისტური მოლოდინები.

„დენტალ ჰაუსის“ 20 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ ნდობა არ იქმნება მხოლოდ პროფესიონალიზმით. ის ყალიბდება სწორი დამოკიდებულებით და კომუნიკაციით. ჩვენი ფილოსოფიაა, პაციენტი გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ, კომფორტულად. უნდა გრძნობდეს ყურადღებას და ზრუნვას არა მხოლოდ მკურნალობის განმავლობაში, არამედ მის შემდეგაც. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სლოგანია – „ჩვენ ვზრუნავთ სიყვარულით“.

 

 

როგორც ქალი ლიდერი და დამფუძნებელი, რა გზავნილი გაქვთ ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებიც სამედიცინო სფეროში პროფესიულ და ლიდერულ რეალიზაციას ისახავენ მიზნად? რა უნარები და შინაგანი ძალა არის ამ გზაზე გადამწყვეტი?

ქალ ლიდერებს ხშირად უწევთ საკუთარი კომპეტენციის მრავალჯერ დამტკიცება, რომ ქალებს ნამდვილად შეგვიძლია ვმართოთ ბიზნესი. ჩემი, როგორც დამფუძნებლის, გზავნილი ახალგაზრდა კოლეგებისა და ლიდერებისთვის არის – არ შეეშინდეთ ამბიციური მიზნების და აკეთონ თავიანთი საქმე სიყვარულით, არასდროს შეწყვიტონ განვითარება და განათლებაზე ზრუნვა. საკუთარ თავზე ემოციური და ინტელექტუალური სახის მუშაობა გვაძლევს ძალას, დასახული მიზნები სწორად განვახორციელოთ. ასევე, ყველას ვურჩევ, შეინარჩუნონ პროფესიული ეთიკა ნებისმიერ სიტუაციაში.

ლიდერობა არ ნიშნავს მართო შენი ბიზნესი. ეს არის პასუხისმგებლობა გუნდის თითოეული წევრის მიმართ, ეს გუნდის წინამძღოლობაა. სიყვარულით და პატივისცემით ნაშენები საქმე მეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

კლინიკის მართვა მუდმივ განვითარებასა და მაღალი პასუხისმგებლობის ტვირთს გულისხმობს. როგორ ახერხებთ პროფესიული ზრდისა და ოჯახისადმი პასუხისმგებლობის დაბალანსებას ისე, რომ არცერთი მიმართულება არ დაზარალდეს?

21-ე საუკუნის ქალებს ბევრი გამოწვევა გვაქვს –  იყო დასაქმებული, წარმატებული. რეალიზებულობა მოითხოვს ბევრი ახალი უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას ნელი, მშვიდი ნაბიჯებით, რაც ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

საქმის პარალელურად ოჯახისა და 3 შვილის ყოლა მოითხოვს 24/7 ფიქრს, დროის სწორ მენეჯმენტს და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. თუმცა „დენტალ ჰაუსი“ ჩემი მეორე ოჯახია. ეს არ არის სამსახური განსაზღვრული დროით. ეს არის უწყვეტი ფიქრი, პასუხისმგებლობა და კომუნიკაცია, როგორც გუნდთან, ასევე, თითოეულ პაციენტთან. იყო ექიმი, მოითხოვს დამატებითი დროის გამონახვას პროფესიული უწყვეტი განვითარებისთვის, ჩემი ოჯახი და სამსახური ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.

 

 

 

რა სერვისებს სთავაზობს „დენტალ ჰაუსი“ პაციენტებს?

ჩვენი კლინიკა სრულად აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, პაციენტებს შევთავაზოთ უსაფრთხო, ზუსტი და ეფექტური მკურნალობა. Dental House-ის პროფესიონალთა მაღალკვალიფიციური გუნდისთვის უპირველესი ღირებულება პაციენტის ჯანმრთელობა, კმაყოფილება და ნდობაა.

კლინიკაში წარმოდგენილი სრულფასოვანი დიაგნოსტიკური და სამკურნალო ინფრასტრუქტურა საშუალებას გვაძლევს, ყველა ასაკისა და საჭიროების მქონე პაციენტს სრული სტომატოლოგიური მომსახურება ერთ სივრცეში შევთავაზოთ, კომფორტულად და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

ჩვენ ვთავაზობთ თერაპიულ, ორთოპედიულ, ორთოდონტიულ, ბავშვთა სტომატოლოგიურ, იმპლანტოლოგიურ, ყბა-სახის ქირურგიულ, პაროდონტოლოგიურ და ესთეტიკურ მომსახურებას, ასევე რთულ ენდოდონტიურ მკურნალობას მიკროსკოპის გამოყენებით.

ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულმა პაციენტმა ჩვენს კლინიკაში თავი იგრძნოს დაცულად, დაფასებულად და მშვიდად.

ჩვენი სერვისი მთელ ოჯახზეა მორგებული. „დენტალ ჰაუსი“ ჩვენი პაციენტების ოჯახების სტომატოლოგიური სახლია, სადაც მათზე ზრუნავენ, როგორც ყველაზე ძვირფასზე.

 

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს
Health & Beauty

#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

March 7, 2026
#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს
ინტერვიუ

#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

March 7, 2026
#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით
Décor

#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით

March 7, 2026
#OK! Maison d’Amour-ის განვითარება ჩემთვის არის უწყვეტი პროცესი – მალო დოლიძე
ინტერვიუ

#OK! Maison d’Amour-ის განვითარება ჩემთვის არის უწყვეტი პროცესი – მალო დოლიძე

March 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! საბინა ხაჯიშვილი – ფიტნესსფეროში არსებულისტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს!

#OK! საბინა ხაჯიშვილი – ფიტნესსფეროში არსებულისტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს!

October 16, 2024
#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი შვილებთან ერთად პრინცი ფილიპის გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი შვილებთან ერთად პრინცი ფილიპის გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

March 29, 2022
#OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები ტომ ჰენქსის შესახებ!

#OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები ტომ ჰენქსის შესახებ!

July 9, 2021
#OK! Emily In Paris ბრუნდება: ნეტფქლისი სერიალის მეორე სეზონის ოფიციალურ თრეილერს აქვეყნებს

#OK! Emily In Paris ბრუნდება: ნეტფქლისი სერიალის მეორე სეზონის ოფიციალურ თრეილერს აქვეყნებს

November 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Maison d’Amour-ის განვითარება ჩემთვის არის უწყვეტი პროცესი – მალო დოლიძე

#OK! Maison d’Amour-ის განვითარება ჩემთვის არის უწყვეტი პროცესი – მალო დოლიძე

March 7, 2026
#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

March 6, 2026
#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

March 7, 2026
#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

March 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები