• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! DAY ‘N NIGHT – მუსიკა, ენერგია, გამოცდილება

March 9, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მუსიკალური ღონისძიება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო ივენთი. ეს არის განსხვავებული კულტურული გამოცდილების მიღება ისეთ მრავალფეროვან გარემოში, სადაც იდეალურად ერწყმის ერთმანეთს ზღვა, ქალაქის ენერგია, ცოცხალი აუდიტორია და მუსიკა. სწორედ ასეთი ატმოსფერო იქმნება DAY ‘N NIGHT-ის დღისა და ღამის ივენთებზე, სადაც ადგილობრივი და უცხოელი არტისტები კიდევ უფრო შეგაყვარებენ ბათუმსა და ზაფხულის სეზონს. უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ მოგვიყვებიან მისი დამფუძნებლები, დავით ლაკირბაია – ბიზნესმენი და რესტორან „პანორამას“ გენერალური მენეჯერი და სალი ბეთლი – მომღერალი, დიჯეი, პროდიუსერი, იუთუბერი და არტდირექტორი.

 

სალი, დავით, რამ გადაგაწყვეტინათ, შეგექმნათ ივენთების კომპანია?

ივენთების კომპანიის შექმნის გადაწყვეტილება განაპირობა მუსიკისა და ცოცხალი ღონისძიებებისადმი ჩვენმა ხანგრძლივმა ინტერესმა და გამოცდილებამ. წლების განმავლობაში ინდუსტრიაში მუშაობის პროცესში დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია კარგად ორგანიზებული სივრცე, სადაც არტისტსა და მსმენელს შორის ძლიერი ემოციური კავშირი ყალიბდება, სწორედ ამ გამოცდილებამ და სურვილმა, შეგვექმნა ხარისხიანი, გამორჩეული და პროფესიონალურად დაგეგმილი ივენთები, გვიბიძგა საკუთარი კომპანიის დაფუძნებისკენ.

 

 

 

რატომ მაინცდამაინც ბათუმი?

ბათუმი ბუნებრივად ჩამოყალიბდა ჩვენი საქმიანობისთვის იდეალურ ლოკაციად, რადგან ქალაქი გამოირჩევა აქტიური ტურისტული ნაკადით, მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრებითა და მზარდი ელექტრონული მუსიკის სცენით. გარდა ამისა, წლებია ბათუმში ვცხოვრობთ, კარგად ვიცნობთ ქალაქის დინამიკას, მის აუდიტორიასა და მოთხოვნებს. ეს გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ზუსტად გავიგოთ, რა სჭირდებათ როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისე ტურისტებს და შევთავაზოთ მათ ხარისხიანი, განსხვავებული და პროფესიონალურად ორგანიზებული ივენთები, რომლებიც ქალაქის ენერგიასა და მრავალფეროვნებას ორგანულად ერწყმის.

 

რა სირთულეებს შეიძლება უკავშირდებოდეს საერთაშორისო არტისტებთან თანამშრომლობა და თქვენი აზრით, რა როლი აქვს მსგავს ივენთებს ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში?

საერთაშორისო არტისტებთან თანამშრომლობა ხშირად დაკავშირებულია ისეთ სირთულეებთან, როგორებიცაა ლოგისტიკური გამოწვევები, ფინანსური ხარჯები, კომუნიკაციისა და კულტურული განსხვავებების მართვა, მასპინძლობის ორგანიზება და სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა. ასევე, მნიშვნელოვანია დროის ზუსტი დაგეგმვა და ივენთის ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოთხოვნებთან შეთანხმება.

მიუხედავად ამისა, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის. საერთაშორისო არტისტები იზიდავენ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს, რაც ზრდის ტურისტულ აქტივობას. ეს აქცევს ქვეყანას კულტურული მოვლენების ცენტრად და ზრდის საერთაშორისო ცნობადობას. გარდა ამისა, ასეთი შოუები ავითარებს ადგილობრივ ინდუსტრიას, მათ შორის სასტუმროების, რესტორნებისა და კლუბების ბიზნესს, რაც საბოლოოდ ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.

 

 

ძირითადად რა ტიპის ლოკაციებს არჩევთ ივენთებისთვის?

ივენთებისთვის სწორი ლოკაციის შერჩევა არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ შემოქმედებითი პროცესია. ჩვენ ვეძებთ სივრცეებს, რომლებიც გარდა მიმზიდველი დიზაინისა, ტექნიკურადაც აკმაყოფილებს სცენის, ხმისა და განათების მოთხოვნებს. ადგილს, სადაც სტუმრებს დახვდებათ კომფორტული გარემო, „რუფტოპი“, ღია ან დახურული თანამედროვე სივრცე და სრულყოფილი ბარი, რომელიც აუცილებელი კომპონენტია ხარისხიანი ივენთის ჩასატარებლად. ვფიქრობთ, ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად. სწორი ლოკაცია ხელს უწყობს ვიზუალური და მუსიკალური გამოცდილების სრულყოფას, რაც ივენთს არა მხოლოდ გასართობ ღონისძიებად, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცევს.

 

რა სპეციფიკით გამოირჩევა დღისა და ღამის ივენთები, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სეზონზე?

დილისა და ღამის ივენთებს თავისი, ერთმანეთისგან განსხვავებული, სპეციფიკა აქვს, რასაც ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. დღის ღონისძიებები დაკავშირებულია ზაფხულის სეზონსა და ზამთრის კურორტებთან, რომელთა ორგანიზების დროსაც ძირითადი ყურადღება ეთმობა მუსიკისა და არტისტების სწორად შერჩევას, ვიზუალურ მხარეს, ბუნებრივ განათებასა და სივრცის მაქსიმალურ გამოყენებას. დღის ივენთები მეტად განტვირთვის ხასიათს ატარებს და ასაკობრივი შეზღუდვა, ძირითადად, არ მოქმედებს.

ღამის ივენთების დასაგეგმად აქტიურად გამოიყენება განათებები, სცენის ეფექტები და აუდიოდინამიკები, რაც საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ უფრო ინტენსიური და ემოციურად დატვირთული ატმოსფერო. ზამთრის სეზონზე ღონისძიებები ხშირად დახურულ, კონტროლირებად სივრცეში ტარდება, რათა უზრუნველვყოთ სტუმართა კომფორტი და უსაფრთხოება. განათებისა და სპეციფიკური მუსიკის ხარჯზე გარემო უფრო ინტიმურია. ღამის ივენთებზე მოქმედებს როგორც ასაკობრივი შეზღუდვა, ასევე „ფეისკონტროლი“ და ჩაცმის ეტიკეტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული დღისა თუ ღამის ივენთები დაკავშირებულია კოქტეილის კულტურასთან.

 

 

გარდა მუსიკის სიყვარულისა, რა გაძლევთ მოტივაციას ბიზნესის განვითარების გზაზე?

ბიზნესის განვითარების გზაზე ჩვენი საქმის მიმართ ინტერესს აღვივებს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები, კრეატიული კოლაბორაციები და შესაძლებლობები იმისა, რომ ჩვენი პროექტები კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. კარიერული ზრდისა და პროფესიული სრულყოფის სურვილი გვიბიძგებს დავგეგმოთ ღონისძიებები, რომლებიც მოგვიტანს არა მხოლოდ პირად წარმატებას, არამედ ქვეყნის მასშტაბით ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს შექმნის.

გარდა მუსიკისა და კრეატიული სფეროს სიყვარულისა, მოტივაციას გვაძლევს შედეგი როგორც ხელოვნების, ისე ბიზნესის დონეზე. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ფინანსურ მხარეს, არამედ შესაძლებლობას, რომ ჩვენი იდეები ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ.

 

 

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ფოტო: მირა გაბაიძე, ანა მინაძე

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი: წყვილის აქამდე უცნობი ფოტოები!

#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი: წყვილის აქამდე უცნობი ფოტოები!

September 7, 2021
#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

January 20, 2026
#OK! ტეილორ სვიფტი MTV EMA-ის დაჯილდოებაზე “დევიდ კომას” კაბებით გამოჩნდა

#OK! ტეილორ სვიფტი MTV EMA-ის დაჯილდოებაზე “დევიდ კომას” კაბებით გამოჩნდა

November 14, 2022
#OK! ვეგანური, ბიოდეგრადირებადი ტყავი

#OK! ვეგანური, ბიოდეგრადირებადი ტყავი

June 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

March 6, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026
#OK! არინა საბალენკა ჯორჯიოს ფრანგულისზე დაინიშნა!

#OK! არინა საბალენკა ჯორჯიოს ფრანგულისზე დაინიშნა!

March 5, 2026
#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები