• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ჭოლა და მანანა

February 2, 2024
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჩვენი რუბრიკის გმირების სიყვარულისა და ოჯახის ისტორია 30 წელზე მეტს ითვლის. მშვიდი და ღრმა ჰარმონია – ეს ის განცდაა, რომელსაც ამ წყვილთან ურთიერთობის პირველივე წუთებიდან აუცილებლად იგრძნობთ. სიამოვნებით წარმოგიდგენთ ყველასათვის საყვარელ ხელოვანთა ოჯახს – რეჟისორ ლევან წულაძესა და მსახიობ მანანა კოზაკოვას, რომელთაც „თეატრი-სახელოსნო 42“-ში ვეწვიეთ და ჩვენი საინტერესო საუბარიც სწორედ აქ გაიმართა.

 

თქვენი სიყვარულის ისტორია 30 წელზე მეტს ითვლის. ეს ძალიან დიდი დროა. გვითხარით, რა არის ის მამოძრავებელი ძალა, ცხადია, სიყვარულთან ერთად, რაზეც დგას ასეთი ღრმა და ხანგრძლივი ურთიერთობა?

(ლევანი): ჩემს ანგელოზის მოთმინებაზე… და, რა თქმა უნდა, მანანასიც.

(მანანა): იმდენად ღრმა და რთული თემაა, რომ ასე მოკლედ ვერ გავცემ პასუხს ამ კითხვას. კი, ეს დამოკიდებულია მოთმინებაზე, დამთხვევაზე, სურვილზე, მამოძრავებელ ძალაზე, რომელიც ლევანს აქვს და მაძლევს სტიმულს, რომ ურთიერთობა გრძელდებოდეს, ახალ-ახალ აღმოჩენებზე…

 

მოდი, სამი სიტყვით დაახასიათეთ ერთმანეთი.

(ლევანი): მანანა არის ძლიერი, მიზანსწრაფული და თავდადებული.

(მანანა): პირველი რაც თავში მომდის – კოსმოსი, გალაქტიკა, ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ არაყოფიერს იტევს. ლევანი ძალიან მასშტაბური პიროვნებაა, გლობალურად აზროვნებს და მერკანტილური ფიქრებისგან შორსაა.

 

 

შინამმართველი რომელი უფრო ხართ?

(მანანა): ორივე. სხვადასხვა საქმეს ვინაწილებთ. ხან ორივე ერთად ვაგვარებთ იმ საკითხებს, რომელშიც ორივეს ჩართულობაა საჭირო.

 

სამზარეულოში რომელი უფრო ფუსფუსებს?

(ლევანი): მე, რა თქმა უნდა. ჩემთვის ვიკეთებ ხოლმე საჭმელებს და თუ დამაკვირდებით, კარგი გამოკვებილიც ვარ. რთულ კერძებს არ ვამზადებ, უფრო ხორცის მომზადება მიყვარს. აი, მანანას, ზოგადად, არ უყვარს ჭამა, უყვარს უფრო შოკოლადები, კანფეტი, თხილეული, ნაყინი და ესაა მისი კვება.

(მანანა): კი, ძირითადად, ლევანია სამზარეულოში. მე სუსნაობა უფრო მიყვარს, ვიდრე სადილები. ყველაფრის კეთება ვიცი, მაგრამ რა არის იცით, ზოგადად, ინტერესთა სფერომ სხვა მიმართულებით გადაინაცვლა. ადრე, მაგალითად, სპექტაკლის შემდეგ ვიტყოდით, მოდი, წავიდეთ სადმე, რესტორანში დავსხდეთო, დღეს ასეთი სურვილები ნაკლებადაა, სხვა რამეებით უფრო ვერთობით, ვიდრე ჭამით.

 

როგორ იწყება დილა თქვენს ოჯახში?

(მანანა): ირთვება ტელევიზორი!

(ლევანი): იცი რა, ტელევიზორი არც ითიშება ღამე და სულ არის. დილით ადრე ვდგებით. ბოლო დროს მანანა იღვიძებს ძალიან ადრე, რადგან სკოლებში სპექტაკლებს აკეთებს. მე ვერ წარმომედგინა, რომ 6 საათზე ადგებოდა და სახლიდან უკვე 7-ზე გავიდოდა. მე 11-ზე გავდივარ. დილის საუზმე არც მე მიყვარს და არც მანანას, ასე რომ, დილის რიტუალი არ გვაქვს.

(მანანა): საპატრიარქოს ძალიან საინტერესო პროექტია, რომლის ფარგლებშიც ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის ვაკეთებთ სკოლებში პატარ-პატარა მინიატიურებს – სპექტაკლებს, ამიტომ ადრე ადგომა მიწევს. რიტუალზე თუ მიდგა საქმე, უფრო საღამოს გვაქვს ასეთი ჩვევა: კინოს ან სერიალს ერთად ვუყურებთ ან რამეს ვკითხულობთ. ახლა უკრაინის პოლიტიკაში ვართ გადავარდნილი და ამ თემის ირგვლივ სულ ვუსმენთ ექსპერტებს და ქვეყნიდან გაქცეულ რუსებს. მსოფლიო პოლიტიკის საკითხებით ძალიან ვართ მოცულები. სამეცნიერო სახის გადაცემებსაც ვუსმენთ. იყო პერიოდი, სულ RTVI-ს ვუყურებდით. ერთხელაც ჩემმა შვილმა რუსული ესტრადის რომელიღაც სიმღერის ღიღინი დაიწყო. მივვარდით მე და ლევანი, ეს რას ნიშნავს, საიდან იციო. იმან გვიპასუხა, თქვენ რომ იძინებთ, მერე იწყება კირკოროვის სიმღერები და მამახსოვრდება, რა ვქნაო.

 

 

ურთიერთობაში რომელი უფრო თბილი ხართ?

(მანანა): მე. ლევანი უფრო ნაკლებად. არც ბავშვებთან იცის ენის მოჩლექით ლაპარაკი და დიდად არც ჩემთვის კომპლიმენტების თქმა. მეც არ გამოვირჩევი დიდად ალერსიანობით. აი, შვილიშვილთან ყველაზე თბილი ვარ.

 

როგორ ფიქრობთ, ორი ადამიანის შეხვედრა ბედისწერაა თუ გამართლება?

(მანანა): ორივე ერთად, ალბათ. ჰარმონია კი მთლიანად ადამიანზეა დამოკიდებული.

(ლევანი): ადამიანების არჩევანია უფრო. თუ გინდა, შეინარჩუნებ, თუ არადა, ნებისმიერი ურთიერთობის დანგრევა შეიძლება. ურთიერთობების აწყობა, მგონი, უფრო ადამიანზეა დამოკიდებული.

 

რამე პირობა მიგიციათ ერთმანეთისთვის, რომელსაც არასდროს დაარღვევთ?

(მანანა): ლევანმა არ იცის პირობის დადება.

(ლევანი): არასდროს თქვა არასდროს.

 

ის, რომ მონათესავე პროფესიები გაქვთ, დისკომფორტია თუ ჰარმონია?

(ლევანი): ძალიან განსხვავებული პროფესიებია მსახიობი და რეჟისორი. ერთად ვმუშაობთ, ერთ შენობაში, თორემ სრულიად სხვადასხვა პროფესიებია და ამაში კიდევ უფრო ვრწმუნდები, რაც მეტი დრო გადის. იშვიათად, რომ სახლში საქმეზე ვილაპარაკოთ.

(მანანა): ის, რომ ერთ საქმეს ვემსახურებით და ერთი საქმე გვიყვარს, ეს რა თქმა უნდა, ჰარმონიის დიდი ხელშემწყობია. ახლა შემოგვემატა ოჯახის კიდევ ერთი წევრი, თინათინი, რომელიც სულ სხვა, ქორეოგრაფიის განხრით საქმიანობს. ის, რომ ჩვენ ერთმანეთისგან პროფესიით უცხონი არ ვართ, ძალიან სასიამოვნოა ურთიერთობისთვის. როგორც მინიმუმ, ახსნა-განმარტებები არ გვჭირდება ერთმანეთთან. ლევანი გვიანობამდე მორჩილად გველის ხოლმე. ღამის 12 სთ-ზე რომ დამთავრდება სპექტაკლი, მე და თინათინი მერე ვბრუნდებით შინ.

 

ფოტო: ნანო თენოშვილი

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ტექსტი: თაკო გვაზავა

ვიზაჟი: მარიამ ბარბაქაძე

ლოკაცია: Theatre Factory 42

ასევე გაეცანი

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“
Slider Area

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“

October 10, 2026
#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია
ინტერვიუ

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

November 8, 2022
#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

June 21, 2022
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

October 9, 2026
#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

October 7, 2026
#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

October 6, 2026
#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

October 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები