• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ALPHANOVA-ს მზისგან დამცავი ხაზი − თქვენი საუკეთესო არჩევანი ზაფხულისთვის

June 6, 2022
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება რეკომენდებულია არა მარტო მზეზე, კარგ ამინდში, არამედ ყოველდღიურად − ღრუბლიან ამინდშიც. მზის UV-გამოსხივება იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: კანის ნაადრევი დაბერება, პიგმენტური ლაქები, არაერთგვაროვანი კანის ფერი და სხვ. სწორედ ამიტომ, დერმატოლოგები და დერმატო-ონკოლოგები ცდილობენ ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან თავის დაცვა მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია მზისგან დასაცავად უსაფრთხო პროდუქტის შერჩევა. რეკომენდებულია, უპირატესობა მივანიჭოთ ისეთ მზისგან დამცავს, რომელიც არ შეიცავს პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, ალკოჰოლს, პარფიუმს და სხვა ქიმიურ ელემენტებს.

ბოლო პერიოდში, უსაფრთხო შემადგენლობის გამო, პოპულარულია მინერალური მზისგან დამცავები. ეს უკანასკნელი მოქმედებს ერთგვარი ფარივით და ჩვენამდე არ უშვებს UV-გამოსხივებას, ქიმიური კი შთანთქავს მას. აშშ-ში მკაცრად კონტროლდება ბაზარზე ისეთი ქიმიური მზისგან დამცავების მოხვედრა, რომელსაც კანი იწოვს, რადგან მათი გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში ენდოკრინოლოგიური დაავადებების გაჩენას უკავშირდება. საქართველოში ამგვარი რეგულაცია არ არსებობს, ამიტომ თუ ქიმიური შემადგენლობის წაკითხვა არ შეგვიძლია, უმჯობესია ვენდოთ მზისგან დამცავს, რომელსაც აქვს მინერალური და არა ქიმიური ფილტრი. ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებულ საცხებს შორის კი სჯობს ავარჩიოთ ისეთი, რომელსაც აქვს მაღალი დაცვა − მინიმუმ SPF 30 და წყალში მარტივად არ ჩამოიბანება.

მინერალური ფილტრით დამზადებულ მზისგან დამცავებს შორის, კლინიკური კვლევებით საუკეთესო შედეგი აქვს ფრანგული ორგანული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Alphanova-ს პრემიუმხარისხის საცხებს, რომელიც საქართველოში „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი. აღნიშნული ბრენდი რეკომენდებულია ფრანგი დერმატოლოგებისა და კანის მოვლის კომპეტენტური ვლოგერების მიერ.

რა თქმა უნდა, მზისგან უსაფრთხო დაცვა ესაჭიროებათ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. დერმატოლოგების თქმით, აუცილებელია მზისგან დამცავი საცხი, ზრდასრულის მსგავსად, ბავშვებმაც გამოიყენონ, რადგან მათი კანი UV-გამოსხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ Alphanova-ს მზისგან დამცავი საცხი და სპრეი გვთავაზობს მზისგან უსაფრთხო დაცვის საშუალებებს როგორც ზრდასრულთათვის, ასევე ჩვილებისთვის და მოზარდებისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საცხების გამოყენება ეფექტიანია წყალშიც.

აღსანიშნავია, რომ პროდუქცია არ იტესტება ცხოველებზე. შესაბამისად, ბრენდი ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობასა და გარემოზე, ზღვის ფლორასა და ფაუნაზე.

გთავაზობთ Alphanova-ს რეკომენდაციებს კანის UV-გამოსხივებისგან ეფექტურად დასაცავად და რუჯის მიღების დროს რისკის მინიმუმამდე დასაყვანად:

მზისგან დამცავი საცხები კანზე უნდა დავიტანოთ დაახლოებით 2 მგ/1 სმ-ზე. სტატისტიკის თანახმად, კანზე ძირითადად მხოლოდ 0,5 მგ-ის დატანა ხდება, რაც UV-გამოსხივებისგან თავის დასაცავად საკმარისი არ არის;

საცხი უნდა გამოვიყენოთ 2 საათში ერთხელ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელ დღეს მზეზე ვატარებთ. ასევე, კანზე დამცავი უნდა დავიტანოთ წყლიდან ამოსვლის შემდეგ;

დამცავი უნდა შევარჩიოთ კანის ფერისა და მზის ინტენსივობის გათვალისწინებით. მაგალითად, უფრო მუქ კანს შედარებით დაბალი დაცვის მქონე მზისგან დამცავი შეგვიძლია შევურჩიოთ; თუ ინტენსიურ მზეზე გვიწევს ყოფნა, საცხი მინიმუმ SPF 30-ს უნდა შეიცავდეს;

ზოგადი რეკომენდაციის თანახმად, ბავშვებისთვის და მოზრდილის სახის კანისთვის რეკომენდებულია მზისგან დამცავი საცხები მაღალი დაცვით − SPF 50, 30;

ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ საცხის ვადასაც, რადგან ვადაგასული პროდუქტის გამოყენება არათუ შედეგს არ იძლევა, არამედ შესაძლოა საზიანოც კი იყოს და კანზე გარკვეული ალერგიული გართულებები გამოიწვიოს.

Alphanova-ს პროდუქცია:


მზისგან დამცავი საცხი სახისთვის − SPF 50
აქტიური ინგრედიენტები: ორგანული ალოე ვერა, ჟოჟობას ზეთი, ატენიანებს და ამშვიდებს კანს.
გამოყენება: ხშირი მოხმარებისთვის.
თხელი, სასიამოვნო ტექსტურა, არ ტოვებს თეთრ ლაქებს, წყალგამძლეა.

მზისგან დამცავი სახის კრემი − შეფერილი, მედიუმი, ღია ორმაგი სარგებელი: მაქსიმალური დაცვა და იდეალური ფერი, სახის ფერის გათანაბრება.
აქტიური ინგრედიენტები: ორგანული ალოე ვერა.
ჟოჟობასა და ტამანუს ზეთი − ამშვიდებს, ატენიანებს.
ხშირი მოხმარებისთვის.
თხელი, სასიამოვნო ტექსტურა, არ ტოვებს თეთრ ლაქებს, წყალგამძლეა.

მზისგან დამცავი რძე სახისა და ტანისთვის SPF 15 და SPF 30


აქტიური ინგრედიენტები: ორგანული ალოე ვერა, მცენარეული ზეთები (ჟოჟობა და ტამანუ) ატენიანებს, ამშვიდებს კანს.

გამოყენება: თხელი, სასიამოვნო ტექსტურა, არ ტოვებს თეთრ ლაქებს, წყალგამძლეა.
ბავშვის მზისგან დამცავი რძე სახე /ტანი.
მომენტალური დაცვა, წყალგამძლე.
აქტიური ინგრედიენტები: ორგანული ალოე ვერა, ჟოჟობა, ტამანუს ზეთი.
გამოყენება: დაიტანეთ კანზე საკმარისი რაოდენობით, თანაბრად. გაიმეორეთ წყლის აბაზანებისა და შემშრალების შემდეგ.
აქვს მსუბუქი, არაწებოვანი ტექსტურა, ვანილისა და გარგარის სასიამოვნო არომატით.

ბავშვის მზისგან დამცავი რძე SPF 50


ნორმალური/მგრძნობიარე კანი.
ჰიპოალერგიული ფორმულა პარფიუმერული დანამატების გარეშე, ორგანული წარმოშობის ფილტრი. იდეალურია ჩვილის ნაზი კანისთვის.
აქტიური ინგრედიენტები: ორგანული ალოე ვერა, ჟოჟობა, ტამანუს ზეთი.
გამოყენება: დაიტანეთ კანზე, საკმარისი რაოდენობით, თანაბრად, გაიმეორეთ წყლის აბაზანებისა და შემშრალების შემდეგ.
აქვს მსუბუქი, არაწებოვანი ტექსტურა.
გაფრთხილება: მოარიდეთ ბავშვებს, ასევე მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.
გამოიყენეთ მაისური, სათვალე, ქუდი. არ გაიყვანოთ ბავშვი მზეზე 11-იდან 15 სთ-მდე.

მზეზე გასვლამდე გამოსაყენებელი ზეთები
მბზინავი მშრალი ზეთი, ტანი/თმა
კვებავს და ალამაზებს კანსა და თმას.
იცავს, ახანგრძლივებს და აძლიერებს რუჯს.
გამოიყენება როგორც სამასაჟე ზეთი.
აქტიური ინგრედიენტები: ტაჰიტი მონოის, ორგანული ქოქოსისა და არგანის ზეთები – დამატენიანებელი, მკვებავი და აღმდგენი მოქმედება.
გამოყენება: შეანჯღრიეთ და მზეზე გასვლამდე თანაბრად დაიტანეთ სხეულზე.
სასიამოვნო ტექსტურა, არ ტოვებს ცხიმოვნების შეგრძნებას.

მშრალი ზეთი ტანი/თმა
კვებავს და ალამაზებს კანსა და თმას.
იცავს, ახანგრძლივებს და აძლიერებს რუჯს.
გამოიყენება როგორც სამასაჟე ზეთი.
აქტიური ინგრედიენტები: ტაჰიტი მონოის, ორგანული ქოქოსისა და არგანის ზეთები – დამატენიანებელი, მკვებავი და აღმდგენი მოქმედება.
გამოყენება: შეანჯღრიეთ და მზეზე გასვლამდე, თანაბრად დაიტანეთ სხეულზე.
სასიამოვნო ტექსტურა, არ ტოვებს ცხიმოვნების შეგრძნებას.

რუჯის შემდგომი გელი
გელის მსუბუქი ტექსტურა, ამშვიდებს კანს მზის აბაზანების შემდეგ.
აქტიური ინგრედიენტები:
ალოე ვერა, ბროწეული, პიტნა.
ჟოჟობასა და ტამანუს ზეთებით.
გამოყენება: დაიტანეთ კანზე საკმარისი რაოდენობით. აქვს სასიამოვნო ტექსტურა, არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას.

ასევე გაეცანი

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე
Health & Beauty

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

September 12, 2026
#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“
Health & Beauty

#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

September 12, 2026
#OK! Health&Beauty KORFF – სექტემბრის მაკიაჟის must-have თქვენს კოსმეტიკის ჩანთებში
Health & Beauty

#OK! Health&Beauty KORFF – სექტემბრის მაკიაჟის must-have თქვენს კოსმეტიკის ჩანთებში

September 12, 2026
#OK! Health&Beauty LANCASTER SUN PERFECT მზისგან ყოველდღიური უხილავი დაცვა და კანის კონკრეტული პრობლემის მიზნობრივი კორექცია
Health & Beauty

#OK! Health&Beauty LANCASTER SUN PERFECT მზისგან ყოველდღიური უხილავი დაცვა და კანის კონკრეტული პრობლემის მიზნობრივი კორექცია

September 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჩემო თბილისქალაქო…

#OK! ჩემო თბილისქალაქო…

October 4, 2024
#OK! ექიმობა – ესაა ნდობა, რომელიც ყოველდღიურად უნდა გაამართლო – თორნიკე კლდიაშვილი

#OK! ექიმობა – ესაა ნდობა, რომელიც ყოველდღიურად უნდა გაამართლო – თორნიკე კლდიაშვილი

April 7, 2026
#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის პირველი საჯარო გამოჩენა

#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის პირველი საჯარო გამოჩენა

September 9, 2021
#OK! ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს!

#OK! ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს!

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დევა კასელი „ოპერის მოჩვენების“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

#OK! დევა კასელი „ოპერის მოჩვენების“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

October 1, 2026
#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია

#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია

September 30, 2026
#OK! ენ ჰეთეუეის „ოდისეაში“ შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ – რომელ კატეგორიაში იბრძოლებს მსახიობი

#OK! ენ ჰეთეუეის „ოდისეაში“ შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ – რომელ კატეგორიაში იბრძოლებს მსახიობი

September 29, 2026
#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

October 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები