• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Techno

#OK! სოციალური ქსელების როლი ჩვენს რეალობაში

June 4, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„აი, რას აკეთებს ღმერთი!“ – ეს იყო პირველი ელექტრონული შეტყობინება, რომელიც 1844 წლის 24 მაისს სამუელ მორზემ ტელეგრაფის მანქანის დახმარებით გაგზავნა. იმ წუთას ამ ერთმა შეტყობინებამ თითქოს ბალტიმორიდან ვაშინგტონამდე მანძილი წამიერად შეამცირა, მაგრამ მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ 150 წლის შემდეგ სოციალური ქსელები სამყაროს ამ დონემდე შეკუმშავდნენ.

ზუსტად ასე ვერ იფიქრებდა მარკ ცუკერბერგი, რომ უნივერსიტეტის კამპუსში დაბადებული იდეა მთელ მსოფლიოს მოიცავდა და შემდეგ თავისი გამოგონების დასაცავად, შეერთებული შტატების კონგრესში მოუწევდა მისვლა, მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.

სოციალური მედიის განვითარება განპირობებულია ადამიანური იმპულსით, რომელიც მუდმივი კომუნიკაციისკენ სწრაფვას და სოციალიზაციას გულისხმობს. თუმცა, თანამედროვე სოციალური ქსელები ინფორმაციის გაცვლის პლატფორმას არ წარმოადგენენ. დროთა განმავლობაში ისინი ადამიანთა ციფრული თავყრილობის, ონლაინმაღაზიებისა და სხვადასხვა მარკეტინგული ოპერაციის მხარდამჭერ პლატფორმებად ტრანსფორმირდნენ.

თავი რომ დავანებოთ იმას, თუ რა ხდება კომპიუტერის ეკრანებსა და ლეპტოპებში, სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ დღეს მსოფლიოში 5 მილიარდზე მეტი მობილური ტელეფონი ფუნქციონირებს, საიდანაც დიდი წილი სმარტფონებზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ სოციალურ ქსელთან კავშირის დამყარება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

როდესაც ვსაუბრობთ ცალკეულ ციფრულ პლატფორმებზე, რა თქმა უნდა, უპირველესად, Facebook გვახსენდება, რომელიც დღემდე ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. თუ გამოვიყენებთ ტერმინს „ჩართულობა“, რაც მსგავსი პლატფორმების შეფასების დროს უმთავრესი კრიტერიუმია, Facebook ნამდვილი გიგანტია: აქ ყველაზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელია, აქ მომხმარებლები ყველაზე მეტ დროს ატარებენ და რაც მთავარია, აქ შეგიძლია კომუნიკაცია დაამყარო როგორც ტექსტის, ასევე ფოტო და ვიდეოფორმატით.

მაშინ, როცა Facebook უნივერსალურ პლატფორმად იქცა, პარალელურად აღმოცენდნენ ისეთი მედიუმები, რომლებიც სოციალური მედიის ცალკეულ სეგმენტს მოიცავენ. ამ მიმართებას კარგად ვამჩნევთ, როდესაც საქმე გვაქვს Instagram, Pinterest, Snapchat ან სხვა მსგავს სოციალურ ქსელებთან.

Facebook-ისგან განსხვავებით, ინსტაგრამი უფრო კონტენტის მრავალფეროვნებითა და ფოტო/ვიდეოკონტენტზე აქცენტით გამოირჩევა. ასაკობრივი სეგმენტის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ინსტაგრამს უფრო ახალგაზრდა თაობა იყენებს აქტიურად. ინსტაგრამის სპეციფიკამ ჩვენს რეალობაში ახალი პროფესია − ინსტაგრამერი შექმნა, ანუ ადამიანი, რომელიც აქტიურად ქმნის კონტენტს ინტაგრამ-პლატფორმისთვის, ჰყავს მიმდევრები და ეს მისი როგორც სამუშაო, ასევე შემოსავლის წყაროა. ამ კუთხით, ინსტაგრამი ერთ-ერთი ძალიან აქტიური პლატფორმაა, რადგან მსოფლიო მასშტაბით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. ინფლუენსინგ-ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი.

 

რაც შეეხება YouTube-ს, არავისთვის არის ახალი, რომ ეს ვიდეოპლატფორმაა − სივრცე, სადაც მთავარი საკომუნიკაციო ენა ვიდეოა და შესაბამისად, ყველა აქ შესული ადამიანი ან ქმნის ვიდეოს ან მის მოლოდინშია. იუთუბის განვითარების ისტორია სრულიად განსხვავებულია, ისევე, როგორც იუთუბერების, როგორც გავლენიანი პერსონების, ჯერ შექმნა, შემდეგ კი პოზიციონირება. დღეს თამამად შეიძლება მივიჩნიოთ იუთუბი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ძლიერ პლატფორმად როგორც სოცქსელებში, ასევე ზოგადად, ინტერნეტში, სადაც მხოლოდ კატების თამაშის ვიდეოს აღარ უყურებენ. აქ გვხვდება ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს დააინტერესოს − დაწყებული ვიდეოპოდკასტებით და სახალისო ვიდეოებით, დამთავრებული მუსიკით და იუთუბის ექსკლუზიური შოუებით.

დაბოლოს, კიდევ ერთი ძალიან პოპულარული სოციალური ქსელი Tik Tok-ი, რომელმაც ყველა აქამდე არსებული წესი შეცვალა და თავისი უნიკალური ალგორითმისა და პანდემიის „წყალობით“, ძალიან მოკლე დროში მოიცვა მსოფლიო. მას თავდაპირველად, როდესაც ჯერ კიდევ Musically ერქვა, სერიოზულად არავინ აღიქვამდა, თუმცა დიდი ცვლილებების გატარების შემდეგ, რომელსაც როგორც აღვნიშნეთ, პანდემიის პერიოდი დაემთხვა, სურათი სრულიად შეიცვალა. დღეს ტიკ-ტოკს აქვს რესურსი, რომ ერთი მხრივ შექმნას თინეიჯერი ინფლუენსერების მთელი არმია და ამავდროულად, გავლენა იქონიოს „გრემის“ დაჯილდოებაზეც, სადაც ტიკ-ტოკზე გაჰიტებული კომპოზიციები ძალიან დიდი ყურადღების ცენტრში ხვდებიან. ზრდის დიდი ტემპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრობლემების გამო, ტიკ-ტოკი რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა კიდეც, თუმცა ის რა თქმა უნდა, ისევ აქტიურ და საკმაოდ პოპულარულ, მოკლე ვიდეოების პლატფორმად რჩება. Tik Tok-ზე მაქსიმუმ წუთიანი ვიდეოების განთავსებაა შესაძლებელი, თუმცა თუ Socialbakers-ის რჩევას გავითვალისწინებთ, 15-16 წამიანი კონტენტია რეკომენდებული.

საბოლოო ჯამში, არ არსებობს დაწერილი წესები, რის მიხედვითაც რომელიღაც სოციალურ ქსელში წარმატების მიღწევაა შესაძლებელი, თუმცა სხვისი გამოცდილების გაზიარების, კვლევა-ძიებისა და ორიგინალურობის დამატებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქციოს ის საკუთარ პროფესიად.

ასევე გაეცანი

#OK! როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი პიროვნული ზრდისთვის
Techno

#OK! როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი პიროვნული ზრდისთვის

September 17, 2025
#OK! AI აგენტების რევოლუცია: 2025 წლის ყველაზე ცხელი ტრენდი
Techno

#OK! AI აგენტების რევოლუცია: 2025 წლის ყველაზე ცხელი ტრენდი

September 11, 2025
#OK! AI მარკეტინგის რევოლუცია – სრული მომსახურება კომპანიებისთვის
Techno

#OK! AI მარკეტინგის რევოლუცია – სრული მომსახურება კომპანიებისთვის

September 11, 2025
#OK! ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვაში – როგორ იყენებენ ექიმები თანამედროვე ტექნოლოგიას
Techno

#OK! ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვაში – როგორ იყენებენ ექიმები თანამედროვე ტექნოლოგიას

September 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Chloé-ს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია

#OK! Chloé-ს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია

September 30, 2022
#OK! დღეს პენ ბეჯლი 36 წლის გახდა: წარმოგიდგენთ 7 გამორჩეულ როლს ვარსკვლავის შემოქმედებიდან

#OK! დღეს პენ ბეჯლი 36 წლის გახდა: წარმოგიდგენთ 7 გამორჩეულ როლს ვარსკვლავის შემოქმედებიდან

November 1, 2022
#OK! ბენიფერის რომანტიკული მომენტი ყველას ყურადღებას იქცევს: პაემანზე მიმავალი წყვილი პაპარაცების ობიექტივში

#OK! ბენიფერის რომანტიკული მომენტი ყველას ყურადღებას იქცევს: პაემანზე მიმავალი წყვილი პაპარაცების ობიექტივში

November 29, 2021
#OK! ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8 გაიხსნა

#OK! ენდოკრინოლოგიური კლინიკა 4&8 გაიხსნა

July 14, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ირლანდია ემიგრანტებს 84 000 ევროს გადაუხდის, თუმცა ერთი პირობით

#OK! ირლანდია ემიგრანტებს 84 000 ევროს გადაუხდის, თუმცა ერთი პირობით

December 1, 2025
#OK! კრის ჯენერი სასაფლაოზე აკლდამის ადგილს არჩევს

#OK! კრის ჯენერი სასაფლაოზე აკლდამის ადგილს არჩევს

December 1, 2025
#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 28, 2025
#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

December 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები