• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! კომპანია „აიემსი“ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის

March 9, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

წარმატება არის შედეგი, რომლისკენ მიმავალ გზასაც თავდაუზოგავი შრომა და მონდომება წარმოადგენს. იყო ქალი ლიდერი, უზომოდ დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ბევრი ადამიანისთვის სამაგალითო ხდები. იაზრებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომლითაც წარმატებას უახლოვდები და არაერთ ქალბატონს აძლევ მოტივაციას, უბიძგებ მოქმედებისკენ ყოველივე ამით. OK! გაესაუბრა ქართველ ქალ ბიზნესლიდერსა და სამთო-მოპოვებით დარგში მომუშავე კომპანია „აიემსის“ IMC მფლობელს, ადა ნანიკაშვილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

რას ნიშნავს თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?

თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქალი ლიდერის როლი ყველა სფეროსა და ინდუსტრიაში გაიზარდა. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღესდღეობით ქალი ლიდერები, განსაკუთრებით ბიზნესსფეროში, უდიდეს წარმატებებს აღწევენ და საამაყოა, რომ ისინი გამორჩეულად ინოვაციური იდეების გამტარებლები არიან.

როგორ გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა? საიდან იღებს სათავეს ბიზნესი, რომელიც დღეს ასე წარმატებულია?

კომპანია „აიემსი“ 2006 წლიდან არის ბაზარზე. მართალია, მის მართვაში არ ვერეოდი სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ მისი ფაქტობრივი მფლობელი ვიყავი. 2014 წელს კომპანიის მმართველობა სრულად გადმოვიბარე და მინდა აღვნიშნო, რომ იგი სრულიად არასახარბიელო მდგომარეობაში დამხვდა. მივხვდი, რომ საქმე, რომელშიც თავად არ ხარ ჩართული, შენთვის მომგებიანი და მით უმეტეს, წარმატებული ვერ იქნება. ძალიან ბევრი წვალებისა და შრომის შედეგად, კომპანია საბოლოოდ ფეხზე დავაყენე. სფერო ჩემთვის თავიდანვე საინტერესო აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ჩემმა გენეტიკამ თავი იჩინა. ბაბუაჩემი − ცნობილი სამთოელი, თავისი საქმის უბადლო სპეციალისტი და მოყვარული იყო. საბჭოთა კავშირის პერიოდში, წლების განმავლობაში ტყიბულის მაღაროს ხელმძღვანელობდა. ჩვენი სფეროც სამთო-მოპოვებითია, ქვანახშირს არა, მაგრამ ინერტულ მასალებს ვამუშავებთ. იმის მიუხედავად, რომ საქმე საკმაოდ რთული და შრომატევადია, ის მე ძალიან მიყვარს. თუმცა, ვფიქრობ, მხოლოდ საქმის სიყვარული არაა საკმარისი. შრომისმოყვარეობამ და ძლიერმა გუნდმა განაპირობა ის, რომ ჩვენ დღეს ბაზარზე ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიას წარმოვადგენთ და ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ამ გუნდის ჩამოყალიბება. აქვე, დანანებით მინდა აღვნიშნო, რომ ამ სფეროში, ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში, კადრების დეფიციტი ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

 

ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს…

როგორც აღვნიშნე, საკმაოდ რთული სფეროა. სწორედ ამიტომ, სულ ცოტა ხნის წინ დავაფუძნეთ „სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ასოციაცია“ AGMI, რომელსაც დარგის განვითარებისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს დასახული. უპირველეს ყოვლისა, გვინდა კოორდინირებულად ვიმუშაოთ გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან, რათა შევძლოთ ოქროს შუალედის დაჭერა გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების კუთხით იმისთვის, რომ მრეწველობის ამ დარგმა შეძლოს უფრო მდგრადი განვითარება, რაც ადეკვატურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. მინდა აღვნიშნო, რომ „კოვიდ“-პანდემიის პერიოდში ჩემ მიერ ნახსენები დარგი ერთადერთია, რომელმაც ეკონომიკური ზრდა განიცადა. ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკმაოდ დიდი პრობლემებია კვალიფიციური კადრების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზნად სამთო-მოპოვებითი მრეწველობის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დავისახეთ. ვფიქრობთ, რომ სპეციალისტების ნაკლებობა აღნიშნული დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს. ასოციაციის წევრები კიდევ მრავალი მიზნის ირგვლივ გავერთიანდით და მომავალში ბევრ სიახლეს შევთავაზებთ სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სფეროს.

რას ნიშნავს თქვენთვის, საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში?

ეს პირადად ჩემთვის საკმაოდ სასიამოვნო მომენტია. ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და გვინდა საკუთარი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში. გამოგვდის ეს თუ არა, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. აქ ბევრი ნიუანსია, რომელზეც დამოკიდებული ხარ…

მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე. როგორ შეაჯამებთ 2020 წელს? რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?

როგორც ზევით აღვნიშნე, ამ წელს ბევრი რამ გვაქვს გეგმაში. დეტალები, ალბათ, საინტერესო არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პანდემია იყო, ჩვენი კომპანია და სფერო ჯერჯერობით არ შეფერხებულა.

როგორია ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე − დომინანტი მამაკაცების გარემოში?

ძალიან ჩვეულებრივი. არანაირად არ უნდა იფიქრო, რომ მამაკაცები დომინანტები არიან.

3 რამ, რაც ქალს პროფესიული მიზნების მისაღწევად სჭირდება…

მიზანდასახულობა, გამბედაობა და შრომისმოყვარეობა.

შეგიძლიათ თქვათ ფრაზა: „მივაღწიე იმას, რაც მსურდა“?

ჯერ არა, და ალბათ არც არასდროს ვიტყვი, რომ ყველაფერს მივაღწიე.

ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?

ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემი შვილები არიან. შესაბამისად, საკუთარ წარმატებას მათ მივაწერ.

შეთავსებადია თუ არა წარმატებული ქალი და ოჯახი?

სრულიად შეთავსებადია. მთავარია, დრო სწორად გაანაწილო.

გრჩებათ თავისუფალი დრო? როგორ ატარებთ?

ძალზე დატვირთული განრიგის მიუხედავად, ყოველთვის ვიტოვებ თავისუფალ დროს, რომელსაც ოჯახთან ერთად ვატარებ და საკმაოდ აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ვეწევი.

რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი?

„აკეთე მუდამ სიკეთე და იგი ბუმერანგივით დაგიბრუნდება…“

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! რა წერია დედოფლის საიდუმლოებით მოცულ წერილში, რომელიც 2085 წელს გაიხსნება

#OK! რა წერია დედოფლის საიდუმლოებით მოცულ წერილში, რომელიც 2085 წელს გაიხსნება

September 27, 2022
#OK! მამაცი და უშიშარი Viva Magenta – 2023 წლის მთავარი ფერი

#OK! მამაცი და უშიშარი Viva Magenta – 2023 წლის მთავარი ფერი

December 26, 2022
#OK! ჰეილი ბოლდვინმა ანუკი არეშიძის სამოსი მოირგო

#OK! ჰეილი ბოლდვინმა ანუკი არეშიძის სამოსი მოირგო

March 29, 2021
#OK! “ჩვენ ვიცით სიმართლე, შეწყვიტე მათი საჯაროდ დამცირება” – დაპირისპირება ქანიე უესტსა და კარდაშიანებს შორის

#OK! “ჩვენ ვიცით სიმართლე, შეწყვიტე მათი საჯაროდ დამცირება” – დაპირისპირება ქანიე უესტსა და კარდაშიანებს შორის

October 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები