• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! “ფული ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ყველამ ვიცით, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია” – კიანუ რივზი

November 9, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, კიანუ რივზი ათასიდან, ალბათ, ის ერთადერთია, რომელსაც საზოგადოება მიუხედავად მსახიობის ულევი წარმატებისა და კარიერული წინსვლისა, მისი პიროვნული თვისებებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების გამო უფრო მეტად იცნობს. ცოტაოდენ ვარსკვლავს თუ ჰქონდა ისეთი ტრაგიკული ცხოვრება, როგორიც კიანუს… მან ბავშვობაში ფიზიკური ტრავმა მიიღო, რის გამოც საოცნებო სპორტს თავი გაანება, ადრეულ ასაკში მამამ მიატოვა, დისლექსიის გამო სკოლაში სიარული შეწყვიტა, საუკეთესო მეგობარი ნარკოტიკების გადაჭარბებული რაოდენობის მიღების გამო დაკარგა, ჯერ შვილი, მოგვიანებით კი საყვარელი ქალი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. კიანუ იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ცხოვრებაში არსებული უამრავი პრობლემის მიუხედავად, იმედი არ დაკარგეს და ცხოვრება დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით გააგრძელეს.

„ჰოლივუდის ჯენტლმენი“ და „ყველაზე კეთილშობილი ადამიანი“ − ეს სწორედ ის წოდებებია, რომლებითაც კანადელ მსახიობს ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ. კიანუს ტრიუმფალური კარიერა რენესანსის პერიოდშია, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი ფილმის გამოსვლიდან 30 წელზე მეტი გავიდა. მისი ვარსკვლავური პერფორმანსები, საკულტო როლები და სამსახიობო უნარები არ არის ერთადერთი მიზეზი ხალხის მისდამი უდიდესი სიყვარულისა. შესაძლოა ბევრი კინომოყვარულისთვის კიანუ ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა John Wick, Speed და Matrix, თუმცა ადამიანების უმეტესობა როლებზე უკეთ მის ტრაგიკულ ცხოვრებას იცნობს.

Keanu Reeves Remains Our Greatest Star, 30 Years On

მას არ აქვს ბევრი სახლი, არ ესწრება სელებრითულ წვეულებებს, არ იყენებს სოციალურ მედიას, მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მატერიალურ ნივთებს არ ანიჭებს უპირატესობას:

„ფული ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე უკვე ძალიან ბევრი გამოვიმუშავე, მაგრამ მინდა ცხოვრებისგან სიამოვნება მივიღო და საბანკო ანგარიშებით თავს სტრესი არ მივაყენო. ბევრს გავცემ და მარტივად ვცხოვრობ, უმეტესწილად სასტუმროებში. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯანმრთელობა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია“.

„ვიცი, რომ ჩემზე ბევრ ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება აქვს, თითქოს მარტოსული ვარ, მე არ მყავს ბევრი ახლო მეგობარი. მაგრამ მიყვარს მშვიდად ცხოვრება. ასეთი ადამიანი ვარ“.

მსახიობისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ფილმიდან მიღებული შემოსავლების მიუსაფარ ბავშვთა სახლისთვის გადარიცხვა; ქუჩაში, შემწეობის მთხოვ ადამიანებთან ერთად ჩაის მირთმევა; საკუთარი დაბადების დღის სახლიდან მოშორებით, სრულიად მარტოდ გატარება… მისთვის მეტროთი მგზავრობა უფრო კომფორტული და ადამიანურია, ვიდრე ტაქსითა და ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილება.

ეს იმ უნიკალური თვისებების მცირე ჩამონათვალია, რის გამოც მსახიობი საზოგადოებას ასე ძალიან უყვარს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი, რატომაც კიანუ რივზი ხალხისთვის შეუცვლელია, მისი მანდილოსნებისადმი დამოკიდებულებაა. სოციალურ ქსელში, წლების შემდეგაც კი არ კარგავს აქტუალობას მსახიობის ფოტოები, სადაც ქალბატონებთან, ან თუნდაც გულშემატკივრებთან ერთად ფოტოების გადაღების დროს ჩახუტებისას მათ წელზე ხელით არ ეხება. კიანუს მორიდებულობამ და ჯენტლმენურმა საქციელმა ინტერნეტი მრავალჯერ აღაფრთოვანა და ყველასათვის საყვარელი ვარსკვლავის და „ჰოლივუდის ჯენტლმენის“ სტატუსიც მოიპოვა.

The Legend of Keanu Reeves | GQ

სამსახიობო კარიერა კიანუს ცხოვრებისეულ მომენტებში ეხმარება. ის ყოველთვის ცდილობს ოპტიმიზმით განიმსჭვალოს, პირადი პრობლემებისა და ცხოვრებაში არსებული სირთულეების მიუხედავად.

„ფილმებზე მუშაობა და გადაღებებზე სიარული ცხოვრებაში არსებული სირთულეების გადალახვაში დამეხმარა. გადასაღებ მოედანზე ყოფნა თავს ახალ ოჯახში მაგრძნობინებს. მაბედნიერებს იმის წარმოდგენა, რომ სამსახური კმაყოფილებას მანიჭებს. ყოველთვის ვცდილობ შინაგანი ძალა ვიპოვო, რათა მომავალს უფრო დიდი ოპტიმიზმით შევხედო“.

სოციალურ ქსელში კიანუს შესახებ გულშემატკივრები ხშირად ყვებიან საინტერესო ამბებს, მსახიობი ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაშინ როდესაც რიგითი მოქალაქეების მსგავსად ცხოვრობს და საკუთარ სტატუსს არ იყენებს პრივილეგიების მისაღებად. როგორც თვითმხილველები იტყობინებიან, ერთხელ კიანუ 20 წუთის განმავლობაში იდგა წვიმაში, როდესაც საკუთარი ფილმის წვეულებაზე მისული ვერ იცნეს. მან კი იმის ნაცვლად, რომ ხალხისთვის შეეხსენებინა ვინ იყო, მეგობრებისთვის დაცდა და მათთან ერთად მოგვიანებით შესვლა ამჯობინა.

„ხელოვნება არის ადამიანებში სიკეთის პოვნის მცდელობა და სამყაროს უფრო შემწყნარებელ ადგილად გარდაქმნა… მე იმ აზროვნებით გავიზარდე, რომ ხალხს ზუსტად ისე უნდა მოვექცე, როგორც მინდა თავად მომექცნენ. ამას პატივისცემა ჰქვია“.

თავმდაბლობისა და გულუხვობის გარდა, რივზი ხშირად ხვდება უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში მისი კეთილშობილური საქმის გამო, რაც მეტროს ხალხმრავალ მატარებელში მოქალაქეებისთვის ადგილის დათმობიდან, ბავშვთა საავადმყოფოებში ფულის ფარულად გადარიცხვამდე ბევრ რამეს მოიცავს. ადრეულ ასაკში კიანუ საკუთარ დას უვლიდა, როდესაც მას ეპილეფსია ჰქონდა, რის შემდეგაც მან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმ Matrix-იდან გამომუშავებული თანხის 70% ქველმოქმედებაში დახარჯა. მან დააფუძნა ორგანიზაცია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.

Is Keanu Reeves' Idea Of A Perfect Day Pandemic-Friendly? | HuffPost Canada Life

რითი განსხვავდება ამჟამინდელი კიანუ წლების წინანდელი კიანუსგან?

„ცხოვრება გამოცდილებაა. ასე ვიტყოდი, რომ დრომ დამაბრძენა, და მასწავლა, ყველაფერი უფრო მეტად დამეფასებინა. როდესაც არ ჩქარობ, ყველაფერი თავისთავად ხდება. ამ დროს ცხოვრებასთან უფრო ღრმა კავშირს გრძნობ“.

„მე უამრავი შიში მაქვს. ალბათ, სიკვდილის შიში ყველაზე დიდია, რომელიც დროდადრო ტრიალებს ხოლმე თავში. როდესაც ადამიანი ნახევარი საუკუნის ხდები, დროა ფიქრი დაიწყო იმაზე, რომ ყველაფრისთვის მზად ხარ… მინდა სინანულის გარეშე მივიდე ჩემთვის მშვიდობიან ადგილას“.

კიანუმ გასულ წელს შოუში The Late Show with Stephen Colbert გულახდილად ისაუბრა. როდესაც მსახიობს სიკვდილის შემდეგ არსებობაზე დაუსვეს შეკითხვა, მან შემდეგნაირად უპასუხა: „ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვართ, მოვენატრებით“.

კიანუს მიაჩნია, რომ საზოგადოების მომავალი მათსავე ხელშია. ცხოვრებისეული გამოცდილება კი ყველანაირი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება:

„ზოგჯერ დესტრუქცია აღორძინებას ნიშნავს. ხანდახან მტრები ჩვენთვის საუკეთესო მასწავლებლები არიან, ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი შეცდომებიდან ისწავლონ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრების თითოეულმა ბრძოლამ იმ პიროვნებად ჩამოგაყალიბათ, რომელიც დღეს ხართ. მადლიერი იყავით მძიმე პერიოდის, რადგან ძლიერ ადამიანად გარდაგქმნათ“.

„როდესაც ჭეშმარიტად გესმით კარმას მნიშვნელობა, თქვენ აანალიზებთ, რომ საკუთარ ცხოვრებაში ყველაფერზე პასუხისმგებლები თავად ხართ. წარმოუდგენლად დიდია ძალა, რომელსაც მაშინ გრძნობ, როდესაც იცი, რომ შენი მომავალი შენსავე ხელშია“.

The Man, the Myth: Inside Keanu Reeves' Inscrutable Private World - E! Online

შემსრულებლის კარიერულ საქმიანობაში, როგორც პირად ცხოვრებაში, უამრავი სიახლეა. კიანუს რჩეული ქალბატონი 47 წლის ამერიკელი მხატვარი ალექსანდრა გრანტია. წყვილმა ერთად ყოფნა 2019 წლის ნოემბრის თვეში, Gucci-ის ორგანიზებით გამართულ LACMA Art + Film გალას წითელ ხალიჩაზე ოფიციალურად დაადასტურა.

ამჟამად კანადელი მსახიობი ახალ ფილმზე მუშაობს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში გავრცელებული გლობალური პანდემიის გამო, პროექტი გარკვეული პერიოდით შეჩერებული იყო, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ კი Matrix 4-ის გადაღებები კვლავ გაგრძელდა:

„დიდი პატივია ჩემთვის ამ პროექტზე მუშაობა, რადგან ყველას უყვარს. ლანა ვაჩოვსკიმ შექმნა ძალიან ლამაზი სცენარი. მადლობელი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი გახლავართ, საოცარია მასთან ერთად მუშაობა. ვფიქრობ, ამ ამბავს ბევრი მნიშვნელოვანი რამის თქმა შეუძლია, რომლისგანაც ჩვენ შეგვიძლია საზრდო მივიღოთ… რაც შეეხება „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების ნორმებს, რომელიც სტუდიამ გაატარა, მოქმედებს გააზრებული და ეფექტური პროტოკოლი. ფილმის გადაღების შემართებასა და რიტმზე ვერაფერმა ვერ მოახდინა ზეგავლენა, ეს კი გუნდური შრომისა და ორგანიზებულობის შედეგია“.

Keanu Reeves's Mom Was Just Mistaken for His Girlfriend at the 2020 Oscars | Glamour

გაიგე მეტი: კიანუ რივზი

ასევე გაეცანი

#OK! კვარას “პსჟ”  მეოთხედფინალშია
OK! Men

#OK! კვარას “პსჟ” მეოთხედფინალშია

June 30, 2025
#OK! როგორ მოხვდა ბრედ პიტი ანონინურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში?
Hollywood News

#OK! როგორ მოხვდა ბრედ პიტი ანონინურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში?

June 30, 2025
#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა
OK! Men

#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

June 29, 2025
#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? –  გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული
Hollywood News

#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? – გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

June 29, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ნიკოლ კიდმანის უახლესი ფოტოები Perfect-ისთვის

#OK! ნიკოლ კიდმანის უახლესი ფოტოები Perfect-ისთვის

August 24, 2022
#OK! 2021 წლის 50 ყველაზე მოდური ინსტაგრამი

#OK! 2021 წლის 50 ყველაზე მოდური ინსტაგრამი

December 29, 2021
#OK! ნატალი პორტმანის ქუჩის სტილი: მსახიობი 7,350 დოლარის ღირებულების სამოსით!

#OK! ნატალი პორტმანის ქუჩის სტილი: მსახიობი 7,350 დოლარის ღირებულების სამოსით!

May 5, 2021
#OK! ორსულობა და სექსი

#OK! ორსულობა და სექსი

July 19, 2023

კვირის ჰიტები

#OK! მარიონ კოტიარი და გიიომ კანე დაშორდნენ

#OK! მარიონ კოტიარი და გიიომ კანე დაშორდნენ

June 29, 2025
#OK! საზაფხულო საკითხავი

#OK! საზაფხულო საკითხავი

June 25, 2025
#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12  ნიშნისთვის

#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

June 24, 2025
პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტო)

პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტო)

June 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები