• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ
#OK! რაიმონდ პალასი – მხატვარ თეონა ბექაურის დიზაინით შექმნილი ეკომეგობრული სასტუმრო

#OK! რაიმონდ პალასი – მხატვარ თეონა ბექაურის დიზაინით შექმნილი ეკომეგობრული სასტუმრო

აპრილი 4, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read
Share on Facebook

იყო ნამდვილი შემოქმედი − ეს ბუნებისგან ნაჩუქარი ბედნიერებაა, რომელიც ჰაერივით მსუბუქ, ჯადოსნურ და განუმეორებელ სამყაროს გიშლის თვალწინ. ინტერიერის დიზაინერი კი, ამ უნარის მეშვეობით ქმნის იმას, რასაც ჩვენ თბილ კერას, სასიამოვნო გარემოს ან უბრალოდ, საყვარელ ადგილს ვუწოდებთ. ბოლო პერიოდში განხორციელებულ წარმატებულ პროექტთაგან გამოირჩევა უნიკალური ეკომეგობრული სასტუმრო „რაიმონდ პალასი“ ბაკურიანში, რომელმაც საზოგადოების მხრიდან დროის მცირე მონაკვეთში დიდი აღიარება პოვა. OK! გაესაუბრა სწორედ მისი დიზაინის ავტორს, მხატვარ თეონა ბექაურს, მუშაობის პროცესისა და ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტების შესახებ.

 

 

გვიამბეთ თქვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე, მეოთხე კურსიდან ტელეფილმების სტუდიაში, სანდრო ვახტანგოვის ფილმების დამდგმელ მხატვრად დავიწყე მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდისთვის ნამდვილად რევოლუციური პროექტები განვახორციელეთ. ეს იყო ნამუშევრები ვიდეოარტის ჟანრში. გავიხსენებ რამდენიმე მათგანს: „ვან გოგის ყური“, „ეფემერა“, რომელიც დათო ევგენიძის მუსიკალურ კომპოზიციებზე შეიქმნა, უნიკალური ნამუშევარი „სიზმრები პოსტსაბჭოურ სივრცეში“, რომელმაც საერთაშორისო პრიზები მოიპოვა და სხვა… შემდეგ მიმიწვიეს სტუდია „აუდიენციაში“ დიზაინ-ჯგუფის ხელმძღვანელად, სადაც ვამზადებდით გადაცემებს ტელეკომპანია „იმედისთვის“, „მზისთვის“ და ახლანდელი „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“. გემახსოვრებათ არაჩვეულებრივი თიკო ბერძენიშვილის „მეალომანია“. ის სწორედ „აუდიენციაშია“ შექმნილი. შემდეგ თბილისის მერიისგან მივიღე შემოთავაზება − განმეხორციელებინა პროექტი „თბილისი − სინათლის ქალაქი“. ვქმნიდი შენობების სამგანზომილებიან ესკიზებს, იმისთვის, რომ უფრო რეალურად დაგვენახა, თუ სად და როგორ დამონტაჟებულიყო განათება. ოპერის, რუსთაველის თეატრისა და სხვა ბევრი ცნობილი შენობის ამ მიმართულების პროექტი მე მეკუთვნის და ჩვენი დედაქალაქის ნაგებობების მხატვრული განათებაც სწორედ აქედან იღებს სათავეს. პარალელურად, დავიწყე მუშაობა „ნეოსტუდიაში“, რომელიც ამზადებდა „მაგთის“ სარეკლამო ვიდეორგოლებს. აქედან ბევრი, მაყურებლისთვის საყვარელი რეკლამის დამდგმელი მხატვარი მე გახლდით. ამავდროულად, ვასრულებდი სამუშაოებს კომპიუტერულ გრაფიკაში, როგორც „მაგთისთვის“, ისე სხვა კომპანიებისთვისაც. მოგვიანებით, დამდგმელ მხატვრად მიმიწვიეს სარეკლამო კომპანია „სარკეში“, რომელიც იმდენად ძლიერი სტუდია იყო, რომ საზღვარგარეთიდან ჩვენთან ჩამოდიოდნენ კომერციული ვიდეორგოლების გადასაღებად. უამრავი შედევრი ამ სფეროში სწორედ „სარკეს“ ბაზაზეა შექმნილი… შემდეგ იყო ტელეკომპანია „იმედი“, სადაც არხის მთავარ მხატვრად ვიმუშავე და მისთვის არაერთი დეკორაცია შევქმენი. მეგობრებთან ერთად, გაფორმებული მაქვს რამდენიმე ტელეკომპანიის გრაფიკული შეფუთვაც. ასევე ვთანამშრომლობდი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, სადაც რამდენიმე სატელევიზიო გადაცემის, სერიალისა და ფილმის დეკორაციის ავტორი ვარ. მათ შორის გამოვყოფდი პროექტს „უკომენტაროდ“, რომელიც ნიკა საბაშვილის არაჩვეულებრივი სპექტაკლის მიხედვით შეიქმნა დამდგმელ რეჟისორ შალვა შენგელთან ერთად. მასთან ერთად გავაკეთე ასევე უმნიშვნელოვანესი ფილმი „ვიკინგების მოგზაურობა საქართველოში“. ამ ეტაპზე კი ვმუშაობ ალბომზე, რომელსაც საუკუნის პროექტი შევარქვით, და ნამდვილად იმსახურებს ამ სახელს − ეს გახლავთ საყდრისის კომიტეტის, რომლის წევრიც თავად ვარ, წამოწყებული პროექტი და შეეხება ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს, მის არქიტექტურას, ფრესკებს და მინიატურებს. ასევე, დაახლოებით ერთი თვეა, რაც დავიწყე მუშაობა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის დიზაინის კონცეპტუალურად უნიკალურ პროექტზე. მჯერა, რომ ორივე მათგანი წარმატებული იქნება არა მარტო ჩემთვის და ამ მიმართულებებზე მომუშავე გუნდისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

 

 

გვიამბეთ იმის შესახებ, თუ როგორ დაგეხმარათ თქვენი გამოცდილება „რაიმონდ პალასის“ შექმნაში.

ვინაიდან მხატვარ-არქიტექტორის პროფესიის მიუხედავად, ჩემი ძირითადი საქმიანობა კინოს დაუკავშირდა, პარალელურ რეჟიმში ინტერიერის დიზაინზე მუშაობით ეს ორი მიმართულება გავაერთიანე და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგი მივიღე. „რაიმონდ პალასი“ ამის ნათელი მაგალითია. ეს პროექტი სასტუმროების ამგვარად მოწყობის ახალი მიდგომაა. ადამიანი, რომელიც ამ ინტერიერში ხვდება, მხატვრული ღირებულებების წინა პლანზე წამოწევით, მისი დაფასებით, სიმშვიდეს და ბედნიერების შეგრძნებას პოულობს საკუთარ თავში. მეორე პლანზე გადადის ყოფითი, რუტინულ-მერკანტილური საკითხები… ამდენად, ჩემი მიზანი – სასტუმროში ცხოვრების ფილოსოფიის, სტილისა თუ დამოკიდებულების შეცვლა − საკმაოდ წარმატებით განხორციელდა ინტერიერის საბოლოო სახის გათვალისწინებით. მასზე მუშაობისას მსურდა, „უმტკივნეულოდ“ დამერღვია სტანდარტები. აღსანიშნავია, რომ „რაიმონდ პალასის“ ინტერიერში ეს ეფექტი მიღწეულია ლაკონიური, ზუსტად მიგნებული, ერთი შეხედვით უმნიშვნელო აქცენტებით.

 

 

გვესაუბრეთ იმ ფერთა გამაზე, რომელიც სასტუმროზე მუშაობისას გამოიყენეთ.

როგორც მოგეხსენებათ, ბაკურიანი სამთო-სათხილამურო კურორტია. ამდენად, მსურდა, რომ ინტერიერში ყოფილიყო ფერები, რომლებიც ზამთარში ამ სასტუმროში დამსვენებლებს თოვლიანი გარემოდან აქ მოხვედრის შემდეგ განტვირთვაში დაეხმარებოდა. არასდროს ვუშინდები ექსპერიმენტებს. რაც შეეხება ამ პროექტს, გადავწყვიტე ინტერიერის მოწყობისას გამომეყენებინა ორი ძირითადი ფერი. საბოლოოდ, ავარჩიე მწვანესა და ლურჯის ტონები, რომლებსაც შევუხამე მარჯნისფერი, ჟანგმიწისფერი და სპილენძისფრის სამფერიანი პალიტრის აქცენტები. მარჯნისფერი დავაკავშირე ლურჯთან, ჟანგმიწისფერი კი მწვანესთან. სპილენძისფრის პალიტრის ვარიაციით კი, შევქმენი და გავაერთიანე ფერთა ერთგვარი რიტმი.

 

 

მთავარი ნიშა, რომელიც უნიკალური დიზაინის გარდა, ამ სასტუმროს გამოარჩევს…

როგორც აღვნიშნე, სასტუმრო არის ეკომეგობრული, რაც მისი შექმნის პროცესში გამოყენებული მასალებით გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ ცვილით დამუშავებული მასიური ხის ავეჯის შენახვა საკმაოდ რთულია, მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს მასალა ძირითად ნაწილში აუცილებლად გამოგვეყენებინა, რათა სტუმრები ყოფილიყვნენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. როგორც უკვე აღვნიშნე, ინტერიერის ავეჯის დიდი ნაწილი დამზადებულია მასიური ხისგან, რადგან დამსვენებლებმა სასტუმროს პირობებში იგრძნონ ბუნებისგან ნაჩუქარი და მინიმალისტურად დამუშავებული ნივთების ძალა. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გამართონ სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, ფოტოსესიები, გადაიღონ ფილმები და ა.შ. ყოველივე ამას კი ხელს უწყობს სასტუმროს ინტერიერის კომპოზიცია, რომელიც აღქმის ნებისმიერი წერტილიდან განუმეორებელია. ასევე, მისი ადგილმდებარეობა, საუკეთესო ხედები, სპეციალურად შექმნილი უნიკალური პოსტერები, ხელით მოხატული და დამუშავებული სანათები და ა.შ. რაც შეეხება უშუალოდ ნომრებს, ჩვენ უარი ვთქვით კარადებზე. მათ ნაცვლად, ნომრებში ჰაეროვანი განჯინები გავაკეთეთ, რაც მეტად კომფორტულია დამსვენებლებისთვის, რადგან უფრო დიდი სივრცეა და ამავდროულად, ამ სათავსოებს აქვს ლამელებიანი კარები, რომლებიც განიავების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ყოველივე ეს ძალიან საინტერესოა როგორც ვიზუალურად, ისე ფუნქციურადაც. განსხვავებული და საინტერესო დიზაინის მქონეა საკიდებიც. გარდა იმისა, რომ სასტუმრო ეკომეგობრულია, თითოეულ ოთახში შესულია უსაფრთხოების სახანძრო მილი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია გათბობის უნიკალური სისტემა, რომლის მეშვეობით სასტუმროს ოთახები მუდმივად მარაგდება მხოლოდ გარე სივრციდან შემოტანილი ბაკურიანის სუფთა ჟანგბადით და ონკანებშიც წყაროს სუფთა წყალი მოედინება.

 

 

ძირითადად, რა ტიპის დამსვენებლებზეა გათვლილი აღნიშნული სასტუმრო?

ჩემი ხედვით, ის გათვლილია წარმატებულ, თავისუფალ ადამიანებზე, მოგზაურებზე, რომლებმაც კარგად იციან განუმეორებელი შეგრძნებების, უნიკალური დიზაინის ფასი, და თუ რამდენად მნიშვნელოვანია დახვეწილ, განსხვავებულ, ემოციებით და ატმოსფერულობით აღსავსე გარემოში ცხოვრება თუნდაც რამდენიმე დღით.

ძალიან საინტერესოა ჩვენი ლობისა და რესტორნის კონცეფციაც − ამ უკანასკნელ სივრცეში იმდენად არასტანდარტული გარემო შევქმენით, რომ მისთვის ჯაზიც და ელექტრონული მუსიკაც ორგანულია. ამდენად, ექსპერტები ტურიზმის დარგში დიდ მომავალსა და პოპულარობას უწინასწარმეტყველებენ ჩვენს ამ ლოკაციას და საკურორტო სამყაროს Underground-ის ერთგვარ სიმბოლოთაც კი მოიაზრებენ.

 

 

რა გახდა თქვენი ინსპირაციის წყარო მასზე მუშაობისას?

მუშობის პროცესში ერთ-ერთი შთაგონება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ინგმარ ბერგმანის ფილმი „მარწყვის მდელო“ აღმოჩნდა, რომელშიც მთავარი პერსონაჟი თავის წარსულს იხსენებს… ამდენად, მინდოდა, დამსვენებელთათვის ეს ადგილი ყოფილიყო დაუვიწყარი. მჯერა, რომ ჩვენი სტუმრები მუდამ გამორჩეულად სასიამოვნო ემოციებით აღივსებიან, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს მათზე.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: გოგა მოსიაშვილი, რაფაელ არზუმანოვი

ასევე გაეცანი

#OK! მომხმარებლის საიმედო პარტნიორი „რეკრე“
ინტერვიუ

#OK! მომხმარებლის საიმედო პარტნიორი „რეკრე“

აპრილი 4, 2021
#OK! „საქართველოს ფოსტამ“ EMS-გზავნილების მიმართულებით მორიგი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიიღო
ინტერვიუ

#OK! „საქართველოს ფოსტამ“ EMS-გზავნილების მიმართულებით მორიგი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიიღო

აპრილი 4, 2021
#OK! NEMSITSVERIDZE, MAMULASHVILI & PARTNERS ინტერვიუ საადვოკატო ბიუროს დამფუძნებლებთან − ბექა ნემსიწვერიძესა და ვასილ მამულაშვილთან
ინტერვიუ

#OK! NEMSITSVERIDZE, MAMULASHVILI & PARTNERS ინტერვიუ საადვოკატო ბიუროს დამფუძნებლებთან − ბექა ნემსიწვერიძესა და ვასილ მამულაშვილთან

აპრილი 4, 2021
#OK! ხარისხიანი და კლიენტის საჭიროებებს მორგებული მომსახურების სერვისი „ერისთავის იურიდიული ჯგუფისგან“
ინტერვიუ

#OK! ხარისხიანი და კლიენტის საჭიროებებს მორგებული მომსახურების სერვისი „ერისთავის იურიდიული ჯგუფისგან“

აპრილი 8, 2021

ახლა კითხულობენ

#OK! სახლი ლოს-ანჯელესში, სადაც ოდრი ჰეპბერნი ცხოვრობდა

#OK! სახლი ლოს-ანჯელესში, სადაც ოდრი ჰეპბერნი ცხოვრობდა

მარტი 1, 2021
#OK! ეშლი რობერტსის დახვეწილი იმიჯი! ვარსკვლავი Dior-ის ძვირადღირებული კაბით!

#OK! ეშლი რობერტსის დახვეწილი იმიჯი! ვარსკვლავი Dior-ის ძვირადღირებული კაბით!

აპრილი 1, 2021
#OK! ემა რობერტსი Violet Grey-სთვის! მსახიობის აქამდე უცნობი ფოტოები!

#OK! ემა რობერტსი Violet Grey-სთვის! მსახიობის აქამდე უცნობი ფოტოები!

მარტი 22, 2021
#OK! “გადაღებებზე ძალიან ვნერვიულობ, ჩემი შესრულების მანერა ძალიან ცუდია, ამიტომ ცუდი შედეგისთვის ყოველთვის მზად ვარ” – რობერტ პატინსონი

#OK! “გადაღებებზე ძალიან ვნერვიულობ, ჩემი შესრულების მანერა ძალიან ცუდია, ამიტომ ცუდი შედეგისთვის ყოველთვის მზად ვარ” – რობერტ პატინსონი

აპრილი 12, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ულამაზესი წყვილი: რუსკა თურმანიძემ და გურამ ხუციშვილმა ურთიერთობა გაასაჯაროვეს

#OK! ულამაზესი წყვილი: რუსკა თურმანიძემ და გურამ ხუციშვილმა ურთიერთობა გაასაჯაროვეს

აპრილი 9, 2021
#OK! ქეთა თოფურიას ვიზუალური ტრანსფორმაცია

#OK! ქეთა თოფურიას ვიზუალური ტრანსფორმაცია

აპრილი 8, 2021
#OK! ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია! ვარსკვლავი საყვარელი ქალბატონის ვინაობას ამხელს

#OK! ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია! ვარსკვლავი საყვარელი ქალბატონის ვინაობას ამხელს

აპრილი 10, 2021
#OK! რატომ შეაშფოთა სელენა გომესის უახლესმა ფოტოებმა საზოგადოება

#OK! რატომ შეაშფოთა სელენა გომესის უახლესმა ფოტოებმა საზოგადოება

აპრილი 11, 2021
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
    • Fashionista
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები