• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ეროვნული სასახლე 80 წლისაა

May 6, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ეროვნული სასახლე თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებულ, მრავალწლიანი ისტორიის მქონე უნიკალურ შენობაშია განთავსებული. გასული რვა ათეული წლის განმავლობაში აქ სწავლობდნენ და ასწავლიდნენ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა. ახლა მათ გზას ახალგაზრდები ღირსეულად აგრძელებენ. აგრძელებენ იმ ისტორიას, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს, დღეს კი მათი დამსახურებით ეროვნული სასახლე 80 წლის იუბილეს ზეიმობს იმ თაობის გარემოცვაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს წარმოადგენს. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა ეროვნული სასახლის დირექტორს, თიკა რუხაძეს.

 

გვიამბეთ ეროვნული სასახლის მნიშვნელობის შესახებ.

ეროვნული სასახლე საქართველოს უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ეს შენობა ისტორიულია. ამდენად, ბავშვის ამ გარემოში ყოფნა განაპირობებს ძალიან ბევრს. კულტურული თვალსაზრისით, აქ ათობით საერთაშორისო ფესტივალი, კონცერტი და მრავალი სხვა ღონისძიება იმართება. სულ ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, დავაფუძნეთ გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრიც, რომელმაც წელს მესამე სეზონი გახსნა. ახალგაზრდებს ვთავაზობთ არაფორმალური განათლების მიღებას სხვადასხვა მიმართულებით. დღეისათვის გვაქვს 160-ზე მეტი საგანმანათლებლო წრე და სხვადასხვა მიმართულების კლუბი. თანამედროვე სამყაროში არაფორმალურ განათლებას დიდი როლი ენიჭება. ამ ტიპის საგანმანათლებლო პროცესი მოზარდზეა მორგებული − აქ არც ნიშნებს წერენ და არც შენიშვნას აძლევენ. ეროვნული სასახლე არის საკუთარი აზრისა და აზროვნების ფორმირების ადგილი. აქ ერთხელ მოსული ადამიანი, როგორც წესი, მარტივად ვეღარ გვტოვებს, მოსწონთ გარემო და თავისუფალი მიდგომა. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა ის ფაქტი, რომ საქართველოში წარმატებულ ადამიანთა დიდი ნაწილი სწორედ „სასახლელები“ არიან. აღსანიშნავია, რომ სასახლეს 10 000-ობით მოზარდის მიღება შეუძლია. ეროვნული სასახლე არის ადგილი, სადაც არაერთი ჩვენთვის საყვარელი და ნაცნობი პედაგოგი უზიარებდა გამოცდილებას ახალგაზრდებს, მათ შორის: ვერიკო ანჯაფარიძე, ქეთევან ანანიაშვილი, ფაცია პაიჭაძე, ბიჭიკო ჩხეიძე, რომან ჭოხონელიძე… აქ სხვადასხვა დროს სწავლობდნენ გურამ საღარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლანა ღოღობერიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, დავით ლორთქიფანიძე და სხვები. დამეთანხმებით, ეს ძვირფასი დეტალებია, რაც ამ ადგილს უნიკალურსა და განუმეორებელს ხდის.

 

გვესაუბრეთ ეროვნული სასახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

თბილისის მერიამ მასშტაბური პროექტი დაიწყო ეროვნული სასახლის რეაბილიტაციის სახით, რომელიც 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, არ შევწყვეტთ მუშაობას და ისევ შევინარჩუნებთ აქტივობებს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა რეაბილიტაციას საჭიროებდა და ბევრი ფართი დაკეტილი გვქონდა, ჩვენ 5 000-მდე მოსწავლე მაინც გვყავდა. ახლა კი პანდემიისა და შენობის რეაბილიტაციის ფონზე, 2 000-მდე ახალგაზრდას ისევ ვმასპინძლობთ.

 

 

გვიამბეთ იმ სიახლეების შესახებ, რომლითაც მუდმივად ანებივრებთ ახალგაზრდებს.

ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. დავაფუძნეთ საერთაშორისო ფესტივალი „თაობა“, რომელიც სხვადასხვა გამოშვებას გვთავაზობს. ეს არის კინო, მუსიკალური, თეატრალური, ქორეოგრაფიული ფესტივალების ქუდი. ახალგაზრდებისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. მათ ეძლევათ საშუალება შექმნან კლუბები თავიანთი ინტერესების შესაბამისად, ჩაატარონ კონცერტები, შეკრებები, ტრენინგები, კონფერენციები, მასტერკლასები და ა.შ. ამასთან, დავიწყეთ მეთოდური განახლება, რითაც შესაძლებელი გავხადეთ კოლექტივში ახალგაზრდა თაობის მიღება არა მხოლოდ პედაგოგიური, არამედ მენეჯმენტის მიმართულებითაც. ამდენად, ვფიქრობ, კარგია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი უნიკალური ადგილი, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება შეიძლება. დასაფასებელია, რომ თბილისის მერია სასახლეს უვლის და რეაბილიტაციას ატარებს. ამით ჩვენი პასუხისმგებლობა ერთიორად იზრდება.

 

რა წარმოადგენს ეროვნული სასახლის მიზანს?

ეროვნული სასახლე არის წარსულისა და მომავლის გადაკვეთის საუკეთესო ადგილი. ამ კავშირს ვიღებთ ახალგაზრდების საშუალებით, რომლებიც ჩვენთან მოდიან არაფორმალური განათლების მისაღებად, პოულობენ მათთვის საყვარელ და საინტერესო თემებს, სწავლობენ ამა თუ იმ პროფესიის საბაზისო უნარებს. ჩვენი სლოგანი: „წარმატება იწყება აქ“, სწორედ ამაზე მეტყველებს. წარმატებულია ადამიანი, რომელიც ფეხზე მყარად დგას, იცის თავისი უფლება-მოვალეობები, თავისუფლად აზროვნებს და შესაბამისი განათლება აქვს. დიდ ცხოვრებაში ასეთი ადამიანები ადვილად ახერხებენ გამოწვევებთან გამკლავებას. ჩვენი მიზანია, რეალიზებულ და ჩამოყალიბებულ ინდივიდებად გავზარდოთ აქ მოსული ახალგაზრდები. ამისთვის კი ვცდილობთ, თავად ვიყოთ ლაღები, არაორდინარულები და მათთვის საინტერესოები. თქვენი ჟურნალის საშუალებით, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ღირსეულ პედაგოგს, ვისაც უმუშავია სასახლეში. მათ შექმნეს ადგილი, სადაც ადამიანს საკუთარი თავისა და თავისუფლების პოვნა შეუძლია. ამდენად, ჩვენ უნდა ვიშრომოთ, რათა კიდევ ბევრი ათეული წელი შევუნარჩუნოთ სასახლეს თავისი ფუნქცია − ახალგაზრდების თავისუფალ, ჰუმანურ, ტოლერანტულ და დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბება.

 

გვესაუბრეთ სხვადასხვა შეღავათით მოსარგებლე მოსწავლეების შესახებ.

ეროვნული სასახლე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაწესებულებაა. ამდენად, ჩვენთვის მთავარია აქ სწავლა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის. სასახლეში ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახისა და ამასთან ერთად, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა უფასოდ იღებს საჭირო სერვისებს. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ სასახლის სასწავლო სერვისების გადასახადი მინიმალურია და ეს ძირითადად, არსებული პედაგოგიური კოლექტივის ანაზღაურების დანამატს წარმოადგენს.

 

გვესაუბრეთ ეროვნულ სასახლეში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით.

არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, სწავლა ჰიბრიდულად განვაახლეთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ბავშვი შემოგვემატა. სწორი მენეჯმენტიდან გამომდინარე, მუდმივ მზადყოფნას ვაცხადებთ სწავლების როგორც ონლაინიდან ჩვეულ რეჟიმში გადმოტანაზე, ისე პირიქით.

 

 

რას გვეტყვით მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით?

მიმდინარეობს მეთოდური განახლება და ვიწყებთ ახალ სასწავლო პროგრამებს, მათ შორის რამდენიმეს, ჩვენს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სასახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. მათი ხელშეწყობით, გვაქვს „ამერიკული კუთხე“ და ასევე, საელჩოს პროექტით განვაახლეთ „სამეცნიერო კუთხე“. ვფიქრობთ, კიდევ რამდენიმე პროექტი შევთავაზოთ მათაც და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებსაც. გარდა ამისა, ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელ დათუნა ალადაშვილთან ერთად, საფესტივალო ცხოვრების გამრავალფეროვნებაზე ვფიქრობთ. ასევე, პიანისტ დუდანა მაზმანიშვილთან ერთად დავიწყეთ და წელს მესამედ გავაკეთებთ „თბილისი პიანო ფესტს“. სულ ახალი პროექტია „თბილისის ახალგაზრდული კლუბი“, რომელიც დავით ალადაშვილთან და ნატალია ქუთათელაძესთან ერთად დავაფუძნეთ. ეს არის უნიკალური პროექტი, რადგან აქ მოსულ პატარებს შესაძლებლობა აქვთ წარმატებულ, გამოცდილ კურატორებს და მენტორებს შეხვდნენ, რომლებიც გაუზიარებენ მათ გამოცდილებას, რის შედეგადაც, სხვადასხვა აქტივობას და პროექტებს ერთად დაგეგმავენ.

 

კლუბის საგანმანათლებლო მიმართულებას ხელმძღვანელობს სოფო ბაჩილავა, რომელმაც ახლახან სამოქალაქო განათლების 2020 წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიიღო. გვსურს, მოვიცვათ მთელი საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს წარმოვადგენთ, ჩვენ ძალიან დიდი ფორუმი გვაქვს მსგავსი ორგანიზაციების, ისევე, როგორც საინტერესო კულტურის დიპლომატიის აკადემია, რომელშიც ჩართულნი არიან ევროპელი ექსპერტები. აგრეთვე აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციას ვმართავთ 75-ე წელია. ცალკე აღსანიშნავია „გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის“ გეგმები. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, მაესტრო მირიან ხუხუნაიშვილს 2021-2022 წლების გეგმა უკვე გაწერილი აქვს. ამ პროცესში ბატონი გია ყანჩელის ოჯახის ჩართვაც გვახარებს და ვფიქრობთ, რომ სანდრო ყანჩელთან ერთად ორკესტრს რამდენიმე ახალ პროექტს დავუგეგმავთ. მოკლედ, ჩვენ ვმუშაობთ დიდი და საინტერესო გეგმების განხორციელებაზე. ამ გზაზე ეროვნული სასახლის წარმატების იმედიც გვაქვს!

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ნონა გაფრინდაშვილი: „ეროვნული სასახლე საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო კერაა, რომელმაც არაერთი წარმატებული ადამიანი აღზარდა. აღსანიშნავია, რომ მან ჩემს ისტორიაშიც დიდი როლი ითამაშა − ვ. ქარსელაძის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელი ვიყავი. მე მახსენდება გასული საუკუნის 90-ანი წლები, როდესაც გარკვეული სირთულეები იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, სასახლე არ გაჩერებულა და კვლავ აგრძელებდა თავის საქმიანობას. ეს საოცარი ტრადიცია დღესაც გრძელდება, თითოეული თანამშრომლის მიერ სიყვარულით შესრულებული საქმისა და აქ სასწავლებლად მოსული ახალგაზრდების დამსახურებით. მინდა, თითოეულ „სასახლელს“ მივულოცო ეს საიუბილეო თარიღი და ვუსურვო წარმატებები თავიანთ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, სასახლე თავის ფუნქციას ყოველთვის შეასრულებს“.

 

დავით ალადაშვილი: „მინდა, ჩვენს უსაყვარლეს ეროვნულ სასახლეს მივულოცო უმნიშვნელოვანესი თარიღი − 80 წლის იუბილე. ეს არის ის ადგილი, სადაც წლების განმავლობაში არაერთი თაობის არაჩვეულებრივი წარმომადგენელი, საქართველოს წარმატებული მოქალაქე აღიზარდა, იზრდება და აღიზრდება. მე ხშირად ვიმეორებ, რომ ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც უმდიდრესი წარსული ხვდება ყველაზე მნიშვნელოვან მომავალს. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო გაყინული იყო პანდემიის გამო, ჩვენი სასახლის კარი გავხსენით და ყველა დარბაზიდან ისმოდა რეპეტიციის ხმა. ახლა, როდესაც რეაბილიტაცია დასრულდება, სასახლე გახსნის კარებს უკვე ორმაგად და ველოდებით ყველა იმ ახალგაზრდას, რომელსაც სურს, ეზიაროს უმდიდრეს წარსულს და თქვას თავისი სიტყვა მომავლის საქართველოს მშენებლობაში“.

 

გიორგი დიასამიძე: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია როგორც ამ სასახლისთვის, ისე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში ვსწავლობდი აქ და გარდა იმისა, რომ სხვადასხვა თაობის ადამიანები ამ ადგილას ვიღებდით განათლებას, გვეძლეოდა საშუალება, გაგვეცნო ჩვენი თანატოლები სხვადასხვა სკოლიდან და გვქონოდა ურთიერთობის საშუალება. ვულოცავ სასახლესა და ყველა სასახლელს იუბილეს“.

 

ასევე გაეცანი

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის
OK! News

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის

September 23, 2023
#OK! BABY COLLEGE TBILISI – ინოვაციური სასწავლო გარემო მშობლებისა და ბავშვებისთვის
OK! Kids

#OK! BABY COLLEGE TBILISI – ინოვაციური სასწავლო გარემო მშობლებისა და ბავშვებისთვის

September 14, 2023
#OK! “ჩემთვის 85 წელი ცხოვრების ახალი ეტაპია” – ჯეინ ფონდას სილამაზის საიდუმლო და “ბედნიერი სიბერე”
Fashion News

#OK! “ჩემთვის 85 წელი ცხოვრების ახალი ეტაპია” – ჯეინ ფონდას სილამაზის საიდუმლო და “ბედნიერი სიბერე”

September 15, 2023
#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე ეფექტური საშუალება
Health & Beauty

#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე ეფექტური საშუალება

September 7, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! მწვანეტერა – ვაკო მშვილდაძის უალტერნატივო გზა, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად

#OK! მწვანეტერა – ვაკო მშვილდაძის უალტერნატივო გზა, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად

June 3, 2022
#OK! ალეკ ბოლდუინის ემოციური შეხვედრა გარდაცვლილი Halyna Hutchins-ის მეუღლესთან და შვილთან

#OK! ალეკ ბოლდუინის ემოციური შეხვედრა გარდაცვლილი Halyna Hutchins-ის მეუღლესთან და შვილთან

October 27, 2021
#OK! სტივ ჯობსის 23 წლის ქალიშვილი სამოდელო კონტრაქტს DNA Model Management-თან აფორმებს

#OK! სტივ ჯობსის 23 წლის ქალიშვილი სამოდელო კონტრაქტს DNA Model Management-თან აფორმებს

March 8, 2022
#OK! ია თაბაგარი

#OK! ია თაბაგარი

March 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! გაიცანით 92 წლის უხუცესი ხელოვანი ლია ტაბიძე!

#OK! გაიცანით 92 წლის უხუცესი ხელოვანი ლია ტაბიძე!

September 27, 2023
#OK! ნინი ბრეგვაძეს 11 წლის შემდეგ The Voice -ში ვიხილავთ!

#OK! ნინი ბრეგვაძეს 11 წლის შემდეგ The Voice -ში ვიხილავთ!

September 22, 2023
#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023

#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023

September 22, 2023
#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის

September 23, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები