გლობალური მუსიკალური ვარსკვლავი Bad Bunny (ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო) პირველად ითამაშებს მთავარ როლს სრულმეტრაჟიან ფილმში, სახელწოდებით ,,Porto Rico”. ინფორმაცია 2026 წლის 18 თებერვალს გავრცელდა და ეს პროექტი მის კარიერაში ახალ ეტაპს აღნიშნავს — მუსიკიდან და მეორეხარისხოვანი როლებიდან სრულფასოვან კინოვარსკვლავობამდე.
ფილმის რეჟისორია პუერტო-რიკოელი არტისტი Residente (რენე პერეს ხოგლარი), რომლისთვისაც ეს სრულმეტრაჟიანი ფილმის დებიუტია. ,,Porto Rico” აღწერილია როგორც „ეპიკური კარიბული ვესტერნი და ისტორიული დრამა“, რომელიც შთაგონებულია პუერტო რიკოს რეალური ისტორიული მოვლენებით.
ფილმს შთამბეჭდავი მსახიობთა შემადგენლობა ჰყავს. Bad Bunny-ს გვერდით ითამაშებენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან ედვარდ ნორტონი, ხავიერ ბარდემი და ვიგო მორტენსენი. აღმასრულებელ პროდიუსერად პროექტს უერთდება ოსკაროსანი რეჟისორი ალეხანდრო ინარიტუ, ხოლო სცენარი დაწერილია ალექსანდერ დინელართან თანამშრომლობით.

ადრეული ცნობებით, ფილმი შთაგონებულია მე-19 საუკუნის პუერტო-რიკოელი რევოლუციონერის, ხოსე მალდონადო რომანის ცხოვრებით. ის ცნობილი იყო კოლონიალური ძალების წინააღმდეგ ბრძოლით და ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება.
ეს როლი Bad Bunny-სთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია 2026 წელს, რომელიც უკვე დატვირთული და წარმატებული აღმოჩნდა. მან ცოტა ხნის წინ გამართა ისტორიული გამოსვლა Super Bowl-ის ჰალფთაიმ შოუზე, სადაც მთლიანად ესპანურენოვანი პროგრამა წარმოადგინა და ლათინო კულტურას ხაზი გაუსვა, ასევე მისი ალბომი Debí Tirar Más Fotos გახდა პირველი ესპანურენოვანი ალბომი, რომელმაც გრემიზე „წლის ალბომი“ მოიგო.

ფილმის გადაღებების დაწყებისა და პრემიერის თარიღები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა Porto Rico უკვე განიხილება, როგორც Bad Bunny-ს კინოკარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად და პუერტო-რიკოს ისტორიისადმი პატივისცემის სიმბოლოდ.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება












