26 წლის სუპერმოდელი, ჯიჯი ჰადიდი პააპრაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება. ამჯერად ის ნიუ–იორკის ქუჩებში შენიშნეს. მანჰეტენზე სეირნობისთვის მოდელმა ბრენდ H&M–ის 12,99 ფუნტის ღირებულების ტოპი და 34,99 ფუნტის ღირებულების ჯინსის შარვალი შეარჩია, რომელსაც Ralph Lauren–ის 80 ფუნტის ღირებულების, ვარდისფერი პერანგი და ბეჟი ფეხსაცმელი შეუხამა.