• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! დეკემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

December 2, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

მერკურის რეტროგრადულობის სამი კვირა უკან დარჩა. დეკემბრის დასაწყისში ბევრი ადამიანი თავს გაცილებით მშვიდად და თავისუფლად იგრძნობს და ახალი საქმის წამოწყება ან ახალი იდეების განხორციელება მოუნდება.

ცხოვრების ყველა სფეროში გარკვეული გამოცოცხლება იგრძნობა. ეს ნაწილობრივ, წლის ბოლოს მოახლოებით აიხსნება, რადგან ასეთ დროს ადამიანს უნდა რაც შეიძლება მეტი მოასწროს. მთლიანობაში, დეკემბრის სურათი ხელსაყრელია, თუმცა თუ თვის დასაწყისში რამე არ გამოგდით, ცოტა უნდა დაიცადოთ და თავიდან სცადოთ. სავარაუდოდ, მეორე მცდელობა უფრო წარმატებული იქნება.

Гороскоп на 3 декабря - Новости Столина и Столинского района | Районная газета Навiны Палесся

ყველა საკითხი, რომელიც სხვა ადამიანების აქტიურ ჩართულობას და შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვს, უმჯობესია 17 დეკემბრამდე მოაგვაროთ. სწორედ ამ დროს ადამიანებს შორის საერთო ენის პოვნა და მოლაპარაკება გაადვილდება.

დეკემბერი ცუდი თვე არ არის, მაგრამ ყველაზე მგრძნობიარე ადამიანებისთვის ემოციური თვალსაზრისით, შეიძლება რთული აღმოჩნდეს. მათ ახლობლების მხარდაჭერა ჩვეულებრივზე მეტად დასჭირდებათ, მაგრამ ყოველთვის ვერ მიიღებენ. გარდა ამისა, დეკემბერი ჯანმრთელობაზე ზრუნვას მოითხოვს. ეს, პირველ რიგში,  ასაკოვან ადამიანებს ეხებათ, მაგრამ ახალგაზრდებიც ყურადღებით უნდა იყვნენ.

ვერძი

თქვენთვის დეკემბერი რომანტიკული თავგადასავლებით დაიწყება – გამუდმებით ახალ ნაცნობობას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ეძებთ. პირველი ორი კვირა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად იდეალურია თვის ბოლოს კი პროფესიულ საქმიანობაში თავით გადაეშვებით და პირად ცხოვრებას დროებით დაივიწყებთ. წლის ბოლო დაწყებული პროექტების დასასრულებლად საჭირო ენერგიას მოგიტანთ.

კურო

 

ეს თვე დაგეხმარებათ, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთობებს გადახედოთ და მიხვდეთ, ვინ იმსახურებს ადგილს თქვენს ცხოვრებაში. მოსალოდნელია სირთულეები ინვესტიციებთან და ჯგუფურ პროექტებთან დაკავშირებით. თვის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა სწავლისთვის, საზღვარგარეთ მოგზაურობისა და იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის.

ტყუპები

მარტოხელა ტყუპებს პირად ცხოვრებაში სიახლეები ელით. თვის შუა რიცხვებიდან გაჩნდება ფიზიკური აქტივობის სურვილი და მთელი ყურადღება  ფინანსებსა და ინვესტიციებზე გადაინაცვლებს. წლის ბოლო დღეებში  პირად ცხოვრებაში ემოციები კულმინაციას მიაღწევს  -მნიშვნელოვანია, რომ აზარტი და ეჭვიანობა მოთოკოთ.

კირჩხიბი

ამ პერიოდში ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ახლობლებთან საერთო ენას ადვილად იპოვთ, ხანმოკლე მოგზაურობები კი სიხარულს მოგიტანთ. თვის ბოლოს გარშემომყოფებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი გახდებით და შესაძლოა, ახალი თაყვანისმცემელიც გამოგიჩნდეთ. საუკეთესო დროა პატიებისა და შერიგებისთვის. საახალწლო ღამეს მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა.

ლომი

გართობისა და  ამქვეყნიური სიამეები დეკემბერში როგორც არასდროს, ისე გიზიდავთ, თუმცა, გახსოვდეთ, ცდუნებების აყოლამ შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. თვის პირველ კვირაში ნუ დახარჯავთ ძალას იმათ დახმარებაზე, ვინც დახმარებას არ გთხოვთ. უმჯობესია საკუთარ საქმეებს მიხედოთ, დღესასწაული დაგეგმოთ და საჩუქრები შეარჩიოთ. წლის ბოლო კვირა დასვენებას დაუთმეთ,  წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ახალ წელს ძალაგამოცლილი და უხასიათო შეხვდეთ.

ქალწული

ნაყოფიერი, მაგრამ დაძაბული თვეა. დეკემბრის დასაწყისში მთელი ყურადღება ოჯახურ საქმეებზე გადაიტანეთ, 20 რიცხვის შემდეგ კი ოჯახური მოგზაურობა და მსხვილი შესყიდვები დაგეგმეთ. წლის ბოლოს შემოქმედებითი აღმავლობა სასიყვარულო ურთიერთობებს განსაკუთრებით ვნებიანს გახდის, ახალი იდეები კი დღესასწაულებისთვის მზადებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

თვის პირველ 10 დღეში კარიერული წინსვლის შანსი გაქვთ – შეგიძლიათ თამამად შეცვალოთ სამსახური ან ახალი ინვესტორები ეძებოთ. დეკემბრის შუა რიცხვებიდან საშინაო საქმეები ყურადღებას მოითხოვს – იდეალური დროა რემონტის ან საოჯახო ბიზნესის განვითარებისთვის. გირჩევთ ახალ წელს ოჯახის წრეში შეხვდეთ – ეს ენერგიას აღდგენაში დაგეხმარებათ.

მორიელი

მეგობრული შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები განწყობას აგიმაღლებთ. 10 რიცხვისთვის შესაძლებელია ენერგიის მკვეთრი კლება. გირჩევთ ძალასა და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ და არ გადაიღალოთ. თვის მეორე ნახევარი ინტელექტუალური მუშაობისა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელია, მაგრამ ფხიზლად უნდა იყოთ და ნებისმიერი შემოსული ინფორმაცია გადაამომწმოთ. ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა დაგეხმარებათ, რომ 2025 წელი ღირსეული შედეგებით დაასრულოთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დროა ფინანსური გარიგებებისა და შეთანხმებებისთვის – ეცადეთ ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ. დეკემბრის მეორე ნახევარში ურთიერთობაში მეტი სიმსუბუქე და დილომატიურობა იქნება საჭირო. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და ოჯახის წევრები დაუფიქრებელი საქციელით არ გაანაწყენოთ. უმჯობესია თვის ბოლო დღეები წლის შეჯამებას დაუთმოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სამომავლოდ გადადოთ. დეკემბრის ბოლო დღეებში საყოფაცხოვრებო საკითხებში და გზაზე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

თხის რქა

დეკემბრის პირველი კვირა ადრე გაწეული ძალისხმევის შედეგებით გაგახარებთ – დაწყებული პროექტები წარმატებით დასრულდება. თვის შუა რიცხვებში შესაძლებელია ვითარება მკვეთრად შეიცვალოს, ამიტომ გირჩევთ სერიოზული ფინანსური ოპერაციები სამომავლოდ გადადოთ. ეცადეთ დრო მშვიდ გარემოში და სანდო ადამიანებთან ერთად გაატაროთ – წლის ბოლო გააზრებულ მოქმედებას და გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

მერწყული

დეკემბერი ფინანსებისა და ჯანმრთელობის სფეროში დაძაბულობას მოიტანს – მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები და  დამატებითი მოვალეობები. გირჩევთ საკუთარი გეგმები არავის გაუზიაროთ, თორემ ვიღაცამ შეიძლება თქვენთვის ხელის შეშლა სცადოს. დეკემბრის ბოლოსთვის დაგროვილი დაღლილობა თავს იჩენს – ეცადეთ სამსახურსა და დასვენებას შორის ბალანსი მოძებნოთ. საახალწლო საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

თევზები

თვის დასაწყისში სამსახურში, კოლეგებს შორის და ხელმძღვანელობასთან მოსალოდნელია  კონფლიქტები – ეცადეთ თავშეკავება გამოიჩინოთ და ის არ გააკეთოთ, რასაც დიდხანს ინანებთ. მეორე კვირიდან გულმოდგინე დაგეგმვა დაგეხმარებათ სამუშაო დროულად დაასრულოთ. თვის ბოლოს პირად ცხოვრებაში დანაკარგს აინაზღაურებთ – რომანტიკული შეხვედრები ჰარმონიას მოგიტანთ. ეცადეთ ახალ წელს ყველა საზრუნავი დაივიწყოთ და თავდავიწყებით გაერთოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ასევე გაეცანი

#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს
OK! News

#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს

December 2, 2025
#OK! Fashion Awards 2025-მა წლის დიზაინერად კვლავ ჯონათან ანდერსონი დაასახელა
OK! News

#OK! Fashion Awards 2025-მა წლის დიზაინერად კვლავ ჯონათან ანდერსონი დაასახელა

December 2, 2025
#OK! ლინდსი ლოჰანი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მოხვდა
OK! News

#OK! ლინდსი ლოჰანი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მოხვდა

December 2, 2025
#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ
OK! News

#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

December 2, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბილ და მელინდა გეითსებმა 27-წლიანი ქორწინება დაასრულეს

#OK! ბილ და მელინდა გეითსებმა 27-წლიანი ქორწინება დაასრულეს

May 9, 2021
#OK! რა არის ყველაზე მთავარი ჯანსაღ ურთიერთობაში? – ინტერვიუ ფსიქოლოგ თინა როგავასთან

#OK! რა არის ყველაზე მთავარი ჯანსაღ ურთიერთობაში? – ინტერვიუ ფსიქოლოგ თინა როგავასთან

September 20, 2024
#OK! ლევან როგავა გოჯუ-რიუსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

#OK! ლევან როგავა გოჯუ-რიუსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

February 1, 2022
#OK! სხვა კითხვები – ვარლამ ლიპარტელიანი (ვიდეო)

#OK! სხვა კითხვები – ვარლამ ლიპარტელიანი (ვიდეო)

April 17, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ვინ დიზელმა პოლ უოკერის გარდაცვალების დღეს ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

#OK! ვინ დიზელმა პოლ უოკერის გარდაცვალების დღეს ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

December 1, 2025
#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

November 28, 2025
#OK! მოდის ბლოგერს, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, ციხე ემუქრება

#OK! მოდის ბლოგერს, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, ციხე ემუქრება

November 27, 2025
#OK! თუ შესაძლებელია, რომ მოსწავლემ 11 წელიწადში აითვისოს პროგრამა, რატომ უნდა ისწავლოს 12 წელი? – ირაკლი კობახიძე

#OK! თუ შესაძლებელია, რომ მოსწავლემ 11 წელიწადში აითვისოს პროგრამა, რატომ უნდა ისწავლოს 12 წელი? – ირაკლი კობახიძე

November 26, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები