• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

November 24, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

მერკურის რეტროგრადული მოძრაობის ბოლო კვირა ყველას მნიშვნელოვან გამოწვევებს მოუტანს. რეტროგრადული მოძრაობის ბოლო დღესაც კი – 29 ნოემბერს ბევრი პროცესი მნიშვნელოვნად შენელდება, თუმცა, ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობისთვის ახალ წლამდე ფართო და ნათელი გზა გაიხსნება. ასე რომ, ცოტაოდენი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.

ვერძი

წინ რთული კვირა გელით. მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ელოდით, მაგრამ სირთულეების გარდა, სასიამოვნო სიურპრიზებიც გელით. მოგზაურობის შეთავაზებაზე უარს ნუ იტყვით – შეგიძლიათ ამით ისარგებლოთ და შთაგონება იპოვოთ. კვირის პირველ ნახევარში ყველაფერი გააკეთეთ, რომ ახალი გამოცდილება  მიიღოთ ან საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდეთ. შეეცადეთ ნებისმიერი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად იმოქმედოთ. ხუთშაბათს თავმდაბლობა გვერდით გადადეთ, საკუთარი მიღწევები აღიარეთ და ქათინაურებს ნუ უგულებელყოფთ. ბოლოს და ბოლოს, აქამდე მისასვლელად ბევრი იშრომეთ. კვირის ბოლოს შეიძლება ფინანსური შემოსავალი მიიღოთ – იყიდეთ ის, რაც დიდი ხანია გსურთ.

კურო

ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ ეს რთული პერიოდი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე გაიაროთ. თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. კვირის პირველ ნახევარში პიროვნული ხიბლი განსაკუთრებით ძლიერი იქნება, ამიტომ გირჩევთ ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობები ამ დროისთვის დაგეგმოთ. ხალხში იტრიალეთ, შეხვედრები და მოლაპარაკებები დაგეგმეთ და  სასიამოვნო სიახლეებისთვის მზად იყავით. კვირის შუა პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი დროა სწავლისა და პრეზენტაციების წარდგენისთვის. პარასკევს, სასიყვარულო კავშირებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. მოიფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ ერთმანეთისთვის უფრო სასარგებლო იყოთ.

ტყუპები

საკმაოდ რთული კვირაა. ორშაბათს კოლეგების მოულოდნელი ქმედებების გამო შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ ან ჭორების სამიზნედ იქცეთ. ოთხშაბათს დახმარება არ ითხოვოთ — ყველა ამოცანას დამოუკიდებლად გაუმკლავდით. ხუთშაბათს პირად ცხოვრებაში შეიძლება საზრუნავი მოგემატოთ. ეცადეთ ამ დღეს შეხვედრები არ დანიშნოთ და ეჭვიანობის სცენები არ მოაწყოთ, თუნდაც ამის მიზეზიც გქონდეთ – ყველაფერს მოგვიანებით გაარკვევთ. გირჩევთ პარასკევს პირადი საზღვრები დაიცვათ და პირადი და პროფესიული ცხოვრება ერთმანეთისგან გამიჯნოთ. სასურველია შაბათ-კვირის დღეები დასვენების სივრცის ორგანიზებისთვის გამოიყენოთ.

კირჩხიბი

ამ კვირას თავისუფალი დრო თითქმის არ გექნებათ, ამიტომ წინასწარ  იზრუნეთ, რომ არავინ შეგაწუხოთ. ახალი, უჩვეულო იდეები დიდი ხნის წინ თაროზე შემოდებული და დავიწყებული საქმეების დასრულებაში დაგეხმარებათ. სამშაბათს განსაკუთრებული სიზუსტით და ყურადღებით იმოქმედეთ – ინფორმაცია დაწვრილებით  გამოიკითხეთ და წვრილი შრიფტიც ყურადღებით წაიკითხეთ. შუა კვირაში შეიძლება გაღიზიანების უამრავი მიზეზი გქნდეთ. გირჩევთ პრობლემები მცირე საკითხებად დაყოთ და მოსაგვარებლად სანდო ადამიანებს გაუნაწილოთ. კვირის ბოლოს შეიძლება პირადი ცხოვრების საკითხებმა დიდი დრო და ენერგია მოითხოვოს.

ლომი

ეს კვირა ახალი, შემოქმედებითი იდეების ძებნისა და განხორციელებისთვის არ გამოდგება, მაგრამ რუტინული საქმეების მოგვარების, წესრიგის დამყარებისა და საბუთების მოწესრიგებისთვის იდეალურია. ამ კვირას არც გულწრფელი საუბრები გამოვა, თუმცა ცხოვრების პრაქტიკულ მხარეებზე ან ფინანსებზე საუბარი წარმატებული იქნება. სამშაბათს სასურველია, რომ ციფრებთან დაკავშირებული საქმეები დაგეგმოთ, მაგრამ ტექსტების წერას უნდა მოერიდოთ. შუა კვირაში შეიძლება რაღაცის საბოლოოდ დასრულება მოგინდეთ – იქნება ეს გაჭიანურებული ურთიერთობა თუ დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე. დასვენების დღეებში ექსტრემალურ სპორტს ერიდეთ,  რადგან ტრავმის რისკი მაღალია. სარისკო ბიზნეს-ოპერაციებიც უმჯობესია, სამომავლოდ გადადოთ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ კვირაში ბუზისგან სპილოს ქცევას მოერიდოთ. დიახ, სირთულეები იქნება, მაგრამ ამასთან დაკავშირებული ემოციები სრულიად ზედმეტია. დროა, თქვენს ცხოვრებაში შემოუშვათ ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ, მოტივაციას და კარგ რჩევებს გაძლევენ. თუ სამშაბათს ვინმეს დაეხმარებით, ეს აუცილებლად დაგიფასდებათ. შუა კვირაში შეიძლება ვიღაცამ თქვენი პროვოცირება და კონფლიქტში ჩათრევა სცადოს.  ამას ყურადღება არ მიაქციოთ და გულთან ახლოს არ მიიტანოთ. პარასკევს დღის რეჟიმის დარღვევამ ან არასწორმა კვებამ შეიძლება თქვენს განწყობაზე  იმოქმედოს. შაბათ-კვირას ფინანსებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ და ფული მხოლოდ წინასწარ შედგენილი გეგმით დახარჯეთ.

სასწორი

ეს კვირა სასწორებს მოდუნებისა და სიზარმაცისკენ განაწყობს, თუმცა სამსახურის საქმეები თქვენგან არა მხოლოდ დროს, არამედ დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს. სამშაბათს განსაკუთრებულად კარგად გამოგივათ საქმეები, რომლებიც შეგიძლიათ დამოუკიდებლად აწარმოოთ. ოთხშაბათს გარშემომყოფები თქვენით მანიპულირებას ეცდებიან, მაგრამ ამის საშუალებას ნუ მისცემთ და თავაზიანად მოიცილეთ. ხუთშაბათს საკუთარი სურვილები ზუსტად და მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ, თორემ შეიძლება სასურველისგან განსხვავებული შედეგი მიიღოთ. წინასწარ იზრუნეთ კულტურულ დასვენებაზე – შაბათ-კვირას მუზეუმები, თეატრები ან გამოფენები გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე ელით.


მორიელი

თუ ემოციების კონტროლს შეძლებთ, ეს კვირა მშვიდად ჩაივლის. ვიღაცამ შეიძლება თქვენი კონფლიქტში ჩათრევა სცადოს. დიპლომატიური თვისებები პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ორშაბათს მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან ავტომობილის გაუმართაობა, სამშაბათს კი საქმეებში შეფერხებები და მნიშვნელოვან შეხვედრებზე დაგვიანებები გელით, ამიტომ ეცადეთ შეხვედრაზე ოდნავ ადრე მიხვიდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოთხშაბათს როგორც საქმეში, ისე პირად ცხოვრებაში პოზიციები გააძლიეროთ. კვირის მეორე ნახევარში ახალი საქმეები არ დაიწყოთ, თუმცა დაწყებული საქმეების დასრულება ძალიან სასარგებლო იქნება.  თუ შესაძლებელია, კვირა ბუნებაში გაატარეთ.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ამ კვირაში გავლენის სფეროების გაფართოება, ახალი ცოდნის მიღება და შესანიშნავი ადამიანების გაცნობა ელით. სასურველია, რომ საკუთარი მიზნები უფრო მკაფიოდ დაინახოთ და საკუთარ თავში გაარკვიოთ რა გსურთ და რისკენ ისწრაფით – ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოგივათ. სამშაბათს როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საუბრები გელით, სადაც გამარჯვებული გამოხვალთ. სავარაუდოდ, დიდი ხნის წინ დაწყებული და შეფერხებული საქმეების ადგილიდან დაძვრასაც შეძლებთ. ოთხშაბათს სოციალურ კონტაქტებისთვის განსაკუთრებით გახსნილი უნდა იყოთ – მოსალოდნელია შეხვედრა საჭირო ადამიანთან. კვირის მეორე ნახევარში რუტინაზე დრო არ დაკარგოთ და ეცადეთ ჩანაფიქრი განახორციელოთ.  ამ კვირას გრძელვადიანი ფინანსური ინვესტიციები ხელსაყრელია.

თხის რქა

ვარსკვლავები თხის რქებს რთულ კვირას პირდებიან – დაგროვილი და ახალი საქმეების ერთდროულად დასრულება მოგიწევთ, რაც დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. თუ გრძნობთ, რომ დავალებას ვერ უმკლავდებით, საქმის ნაწილი იმ ადამიანებს გაუნაწილეთ, ვისაც ენდობით. სამშაბათს ფინანსები მკაცრად აკონტროლეთ და საეჭვო დაპირებებს არ ენდოთ. შუა კვირაში თქვენამდე მოსული ინფორმაცია რამდენიმეჯერ გადაამოწმეთ – შეცდომა შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ. სავარაუდოდ, კვირის მეორე ნახევარში ნათესავები მოგაკითხავენ და თქვენს დახმარებას ითხოვენ. ეცადეთ ახლობელ ადამიანებს იმედი არ გაუცრუოთ.  სასურველია, შაბათ-კვირას ემოციური ბალანსი აღადგინოთ და საკუთარი თავისთვის რამე სასიამოვნო გააკეთოთ.

მერწყული

ემოციურად ძალიან რთული კვირაა. ყურადღების მოკრებაში როგორც ხალხი, ისე აზრები და განცდები ხელს გიშლით. ეცადეთ ორშაბათსა და სამშაბათს დრო და ძალები გონივრულად გადაანაწილოთ. თქვენი წარმატება პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაზე იქნება დამოკიდებული. ოთხშაბათს უფროსი ნათესავების ან კოლეგების რჩევებს ყურადღებით მოუსმინეთ. ხუთშაბათს ეცადეთ ადამიანების ნდობა ისწავლოთ და ნერვიულობას თავი აარიდოთ. კვირის მეორე ნახევარში საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. მეგობართან გულწრფელმა საუბარმა შეიძლება თქვენი შინაგანი ტკივილები ერთბაშად განკურნოს. შაბათს ხელსაყრელია შეძენი – განსაკუთრებით ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ.

თევზები

ეს კვირა შეიძლება მოსალოდნელზე ოდნავ უფრო რთული იყოს, მაგრამ თუ შინაგან განწყობაზე იზრუნებთ, ყველაზე რთულ საკითხებზე მუშაობაც კი სასიამოვნო გახდება. კვირის პირველ ნახევარში ვიღაცისთვის ახალი ცოდნის ან გამოცდილების გაზიარება მოგიწევთ. მოთმინება მოიკრიბეთ და ნუ აჩქარდებით. ხუთშაბათს შინაგანმა კონფლიქტმა შეიძლება შეგაფერხოთ და სურვილებსა და მოვალეობებს  შორის დისონანსი გააჩინოს. კვირის ბოლოს თავი შორს დაიჭირეთ ოპონენტებისგან, თუმცა ჯობს ისინი თქვენი ცხოვრებიდან საერთოდ გააქროთ. სასურველია, რომ ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობა შეწყვიტოთ და თქვენი გარემოცვა ახალი წლამდე განაახლოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! ნოემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ასევე გაეცანი

#OK! როგორ მივხვდეთ, რომ თანამოსაუბრე გვატყუებს – ილონ მასკის მეთოდი
OK! News

#OK! როგორ მივხვდეთ, რომ თანამოსაუბრე გვატყუებს – ილონ მასკის მეთოდი

December 22, 2025
#OK! პრინცმა უილიამმა და მისმა ვაჟმა ღარიბებისთვის საშობაო სადილი მოამზადეს
OK! News

#OK! პრინცმა უილიამმა და მისმა ვაჟმა ღარიბებისთვის საშობაო სადილი მოამზადეს

December 22, 2025
#OK! ჟიზელ ბუნდჰენი ფარულად დაქორწინდა
OK! News

#OK! ჟიზელ ბუნდჰენი ფარულად დაქორწინდა

December 22, 2025
#OK! 2026 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
OK! News

#OK! 2026 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

December 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჟიზელ ბიუნდჰენი ბრიტანული Vogue-ის ივნისის ნომრის გარეკანზე

#OK! ჟიზელ ბიუნდჰენი ბრიტანული Vogue-ის ივნისის ნომრის გარეკანზე

May 19, 2022
#OK! სად გაატარეს ვარსკვლავებმა საზაფხულო არდადეგები

#OK! სად გაატარეს ვარსკვლავებმა საზაფხულო არდადეგები

August 31, 2021
#OK! ენ ჰეტევეი დღეს 40 წლის გახდა: ოსკაროსანი მსახიობი იუბილარია

#OK! ენ ჰეტევეი დღეს 40 წლის გახდა: ოსკაროსანი მსახიობი იუბილარია

November 12, 2022
#OK! “მე ვთქვი კი და შემდეგ ერთმანეთის სისხლი დავლიეთ” – მეგან ფოქსი და MGK დაინიშნნენ

#OK! “მე ვთქვი კი და შემდეგ ერთმანეთის სისხლი დავლიეთ” – მეგან ფოქსი და MGK დაინიშნნენ

January 21, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ნიკოლოზ ქურასბედიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

#OK! ნიკოლოზ ქურასბედიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

December 16, 2025
ქეთევან კაკალაძე საკუთარ კლინიკაზე, ხელოვნების სიყვარულსა და თავის წილ ბათუმზე

ქეთევან კაკალაძე საკუთარ კლინიკაზე, ხელოვნების სიყვარულსა და თავის წილ ბათუმზე

December 21, 2025
#OK! მატილდა გვარლიანმა Models.com-ის ქუჩის სტილის კატეგორიაში გაიმარჯვა

#OK! მატილდა გვარლიანმა Models.com-ის ქუჩის სტილის კატეგორიაში გაიმარჯვა

December 20, 2025
#OK! სიტყვის საზღვრებს მიღმა  – მარია აჭარელის ცხოვრების გზა და მიგნებები

#OK! სიტყვის საზღვრებს მიღმა  – მარია აჭარელის ცხოვრების გზა და მიგნებები

December 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები