• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! შეუძლებელი არაფერია – პროფესიული რჩევები და ინსპირაცია ქალი ლიდერისგან

June 9, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

პასუხისმგებლობა, შრომა და ადამიანური ღირებულებები – თათა დგებუაძემ სწორედ ამ საფუძველით ააშენა თავისი კარიერა. OK! – თან ინტერვიუში თათა გვიყვება იმ რთულ, მაგრამ გულწრფელ გზაზე, რომელმაც აქამდე მოიყვანა; გადაწყვეტილებებზე, რომელიც თავდაჯერებულობისა და საკუთარ ფასეულობებზე დაყრდნობით მიიღო; ადამიანებზე, რომლებმაც შთააგონეს და გუნდზე, რომლის გარეშე არცერთი მიზანი რეალურად არ მიაჩნია.  კარიერისა და პირად პასუხისმგებლობების ბალანსი, როგორც თავად ამბობს, ყოველდღიური გამოწვევაა. OK! წარმოგიდგენთ ინტერვიუს თათა დგებუაძესთან.

 

 

გთხოვთ, გაიხსენოთ კარიერის ის წერტილი, როდესაც დარწმუნდით, რომ ეს თქვენთვის სწორი გზა იყო?

საუბარს დავიწყებ იმ პერიოდის გახსენებით, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, სადაც საოცრად სასიამოვნო და საინტერესო წლები გავატარე. თუმცა, სამწუხაროდ, მალევე მივხვდი, რომ პირველადი პროფესია, რომელიც ავირჩიე – ფილოლოგიურის განხრით, არ იყო ის, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მინდოდა, ამიტომ სწავლა გავაგრძელე ლონდონში მარკეტინგისა და PR მიმართულებით, სადაც უკვე ნამდვილად დავრწმუნდი რომ სწორ ინდუსტრიაში მოვხვდი. ძალიან გამიმართლა, რომ თეორიულთან ერთად, პრაქტიკული სწავლების კურსი გავიარეთ BBC – ის სარეკლამო განყოფილებაში, McDonald’s – ის ლონდონის სათავო ოფისში და ა.შ. ეს სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც მიზნად დავისახე მეც გავმხდარიყავი დიდი კომპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი და შემძლებოდა გადაწყვეტილებების მიღება საკუთარი ხედვის მიხედვით.

მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების ყველა საოცარი გამოცდილებისთვის, ადამიანების რომლებსაც შევხვდი და გადავეკვეთე. მათ შორის,  ცნობილ ჰოლიდვუდის ვარსკვლავებს თუ ქართველ საზოგადო მოღვაწეების. არასდროს დამავიწყდება ბატონ გელა ჩარკვიანთან, ვახუშტი კოტეტიშვილთან, მარიკა და გიგა ლორთქიფანიძეებთან შეხვედრები. ასეთი ადამიანები გვზრდიან და წარუშლელ კვალს ტოვებენ ჩვენში.

 

 

რა ძირითადი ღირებულებებია თქვენი საქმიანობის საძირკველი და როგორ აისახება ეს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში?

ჩემთვის, როგორც უკვე მმართველი მენეჯერისთვის, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მესმოდეს თითოეული კადრის საჭიროება. რამდენად სწორად არის შერჩეული კადრი შესაბამის პოზიციაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გუნდში იყოს ერთიანობა და შეთანხმებული მოქმედება. სხვა შემთხვევაში რთულია სასურველი შედეგის მიღწევა. ყოველთვის შეიძლება კადრის გაზრდა, ახალი კომპეტენციების დამატება, მაგრამ მთავარი მათი მხრიდან საქმისადმი სწორი დამოკიდებულებაა. ეს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია თამამად ვთქვა. ხშირად მქონია მომენტი, როდესაც რაღაც არ გამომსვლია, მაგრამ ჩემს მენეჯერს დაუნახავს რომ ბოლო წუთამდე ვიბრძოდი შედეგისთვის. ხანდახან ეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ის კონკრეტული საქმე გამოვა თუ არა. საბოლოო ჯამში კი სწორედ ეს გზრდის პროფესიონალად, როდესაც ბოლომდე ჩართული და მოცული ხარ იმ საქმით, რასაც აკეთებ. არ აქვს მნიშვნელობა დღეს რა სფეროში მუშაობ, ხვალ შეიძლება სრულიად განსხვავებულ პროექტი გქოდნეს, მაგრამ შენი გამოცდილება გაძლევს საშუალებას რომ თამამად მოკიდო ხელი ყოველ ახალ გამოწვევას, რადგან ზუსტად იცი, რომ გაუკეთებელი საქმეები არ არსებობს!

 

როგორ ინარჩუნებთ ბალანსს პროფესიულ დატვირთვასა და პირად ცხოვრებას შორის? გაქვთ თუ არა თქვენი “წესები” ამ საკითხში?

ეს ის თემაა, რომელიც სულ მაწუხებს და მუდმივად, ქვეცნობიერად მაქვს დანაშაულის შეგრძნება, ხომ არ ვაკლებ რაიმეს ოჯახს ან სამსახურს. ხშირად მსმენია სხვებისგანაც, რომ ყველაზე რთული სწორედ ამ ბალანსის შენარჩუნებაა, თუმცა მყავს ინსპირაციები, ვისზეც ხშირად ვკითხულობ ისტორიებს და მჯერა, თუ სხვებს გამოუვიდათ, მეც შევძლებ. არ ვიცი რამდენად ,,წესებია’’, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რომ ოჯახის დრო იყოს მხოლოდ ოჯახისთვის, თუნდაც ეს იყოს კვირაში მხოლოდ 2 დღე. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დიდია დრო – მთავარია, რომ სამსახურის შემდეგ ბავშვებთან გატარებული თითოეული წუთი სავსე იყოს ყურადღებით, სითბოთი და ხარისხიანი ურთიერთობით. ასეთ დროს ყველაფერი სწორად ვითარდება. ხშირად ბავშვები თვითონ გვკარნახობენ რა არის სწორი და არასწორი მათთან მიმართებაში, თუკი მშობლები ამის მოსმენას და გაგებას შევძლებთ. მაგალითად,  სამსახურში მიღებული სტრესი უნდა დატოვო სახლის ზღურბლთან და დაივიწყო რომ გარეთ ვიღაცის ,,უფროსი’’ გქვია, სახლში უბრალოდ დედა და ოჯახის რიგითი წევრი ხარ. ამ ბალანსის დაცვაში უდიდეს მხარდაჭერას ვიღებ ჩემი ოჯახის წევრებისგან. მათი გვერდში დგომისა და თანადგომის გარეშე ეს გზა გაცილებით რთული იქნებოდა. პირველ რიგში მადლიერი ვარ მათ მიმართ და ასევე, ჩემი შვილების, რომლებსაც ესმით: როცა დედა მუშაობს, ეს არა მხოლოდ მათი კეთილდღეობისთვის, არამედ ჩემი პირადი თვითრეალიზაციისთვისაც მნიშვნელოვანია.

სხვათაშორის, მუდმივად ვცდილობ, როგორც მშობელმა თეორიული განათლებაც მივიღო ამ კუთხით და გაგიზიარებთ ჩემს ძალიან კარგ გამოცდილებას. 10 კვირის განმავლობაში ვესწრებოდი ICDP (ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამა) პროგარამას, რომელიც ნორვეგიაში დაინერგა და საქართველოში რამდენიმე წელია ფსიქოლოგი, ნინო მარგველაშვილი უძღვება ამ კურსს. შეიძლება დღეს ეს ფუფუნებაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სავალდებულოც კი უნდა იყოს ყველა მშობლისთვის გაიგოს, როგორია ბავშვთა აღზრდისა და განვითარებისათვის სწორი პრინციპები, რომ ჩვენი მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანსაღი ფსიქიკით და სწორი ღირებულებებით.

 

გაუზიარეთ მკითხველს ყველაზე დიდი პროფესიული გამოწვევა, რომლის გადალახვამაც გაგზარდათ.

დაახლოებით 20 წლიანი სამუშაო სტაჟი მაქვს, დაწყებული სტარბაქსის და ზარას მაღაზიის მომსახურე პერსონალიდან, დასრულებული არა ერთი მსხვილი კომპანიის მენეჯერობით. დღეს, ერთ-ერთი ტოპ დეველოპერული ჰოლდინგის ,,აპარტ ჯგუფის’’ საოპერაციო დირექტორი ვარ. ბუნებრივია, ყველა ეტაპზე იყო მნიშვნელოვანი მომენტი, რამაც მიმიყვანა დღევანდელ პოზიციამდე. სირთულე ნებისმიერ პოზიციას ახლავს, რომლის გადალახვაც გზრდის და გაძლიერებს. ამიტომ ვერ გავიხსენებ რაიმე კონკრეტულს, რადგან ასეთი უამრავი იყო. მთავარია, სტრესულ სიტუაციაში მოახერხო საკუთარი თავისა და გუნდის მობილიზება, სწორად დაისახო მიზნისკენ სავალი გზა და შედეგი აუცილებლად დადგება.

 

როგორ აფასებთ გუნდის როლს თქვენი წარმატების მიღწევაში? რას გულისხმობს თქვენთვის ლიდერობა?

გუნდის როლი ცალსახად უმნიშვნელოვანესია, ისევე, როგორ ხელმძღვანელის როლი კადრის განვითარებაში და საბოლოო წარმატებაში. მახსოვს, როდესაც ვმუშაობდი ბიბლუსის ჯგუფში, რთული პერიოდის გავლა მომიწია სანამ გუნდთან ,,შევთამაშდებოდი’’, დავანახებდი, რომ მეც რიგითი თანამშორმლის მსგავსად ყველა პროცესში ჩართული ვიყავი და არ მქონდა მხოლოდ ,,მენეჯერის’’ სტატუსი. ყველა წარმატებული პროექტი კი მას შემდეგ განხორციელდა, რაც ერთიანობის განცდა გაჩნდა გუნდში. ამისთვის მადლიერი ვარ ყველა მაშინდელი თანამშრომლის, ვინც ახლა ჩემი მეგობრები არიან და ცხადია, ლიდერის, ირაკლი გაგნიძის, რომელმაც საოცარი მაგალითებით მაჩვენა რას ნიშნავს იყო ნამდვილი ,,ლიდერი’’.  დღეს თუ კი რამით ვამაყობ საკუთარ მიღწევებში, ეს შეძენილი უნარი/ თვისებაა, რომ ნებისმიერ კომპანიაში შევძლო სწორად შერჩეული კადრების მობილიზება და შემდეგ, მათთან ერთად, ერთი შეხედვით ,,შეურსულებელი მისიების’’ შესრულება.

რა გეხმარებათ მოტივაციის შენარჩუნებაში მაშინ, როდესაც პრობლემების წინაშე დგებით, გაქვთ პირადი რუტინა ან შთაგონების წყარო?

დავიწყებ იმით, რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ხშირად იმასაც ვიაზრებ, რომ პრობლემურ სიტუაციებში შეიძლება ზედმეტადაც ვსტრესავ საკუთარ თავს, თუმცა ძალიან ვცდილობ ეს  გარშემომყოფებზე არ აისახოს. ამაზე მუდმივად ვმუშაობ და ვაკონტროლებ, თუმცა რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ როდესაც სწორი მიმართულებით მიდიხარ, გზად შეიძლება ბევრი წინაღობა შეგხვდეს, მაგრამ უნდა ხედავდე რა იქნება საბოლოო შედეგი. სხვათაშორის აქვე მინდა აღვნიშნო,  რომ აპარტ ჯგუფის დამფუძნებელი, ბექა ხოფერია, ვისთანაც ბოლო 6 წელია ვმუშაობ და უკვე ვმეგობრობ, ასევე ძალიან ემოციური ადამიანია, მაგრამ სწორედ მასთან ურთიერთობამ მასწავლა რომ არ შეიძლება ემოციის შეკავება, როცა ღელავ, უნდა თქვა და აუხსნა ადამიანს რა  არის შენი გაღიზიანების მიზეზი, დარწმუნდე რამდენად სწორად გაიგო მეორე მხარემ პრობლემის შინაარსი და შემდეგ ერთად შეიმუშავოთ პრობლემის მოგვარების სტრატეგია.

 

 

რას ურჩევდით ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ბიზნესში?

ხშირად მქონია შეხება დამწყებ ბიზნესმენებთან, სტუდენტებთან, სტაჟიორებთან, ვინც სავსეა ენთუზიაზმით რომ ,,ახალი ველოსიპედი’’ გამოიგონონ. ასეთ დროს ყოველთვის ვამბობ: ,,აბა რა! თუ გჯერა და არ დაიზარებ, ყველაფერი გამოვა!, თუნდაც ეს იყოს ,,ახალი ველოსიპედი’’! უმთავრესი კი ისევ ის არის, რითიც დავიწყე – შრომა, თანმიმდევრულობა, დისციპლინა და რწმენა, რომ შეუძლებელი არაფერია! ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ბევრი იკითხონ, დარწმუნდნენ რომ სწორია გზა, რომელიც აირჩიეს და ისიც ახსოვდეთ, რომ შეცდომების გარეშე წარმატება თითქმის გამორიცხულია.

ასევე გაეცანი

#OK! დავით გაბუნიას საკითხავი
ინტერვიუ

#OK! დავით გაბუნიას საკითხავი

June 9, 2025
#OK! დავით ქართველიშვილის საზაფხულო საკითხავი
ინტერვიუ

#OK! დავით ქართველიშვილის საზაფხულო საკითხავი

June 9, 2025
#OK! გიორგი კეკელიძის საკითხავი
Slider Area

#OK! გიორგი კეკელიძის საკითხავი

June 9, 2025
#OK! მასწავლებელი – ლადო აფხაზავა
ინტერვიუ

#OK! მასწავლებელი – ლადო აფხაზავა

June 9, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კრის ნოტს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

#OK! კრის ნოტს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

December 18, 2021
#OK! ალენ დელონის 15 ვინტაჟური ფოტო

#OK! ალენ დელონის 15 ვინტაჟური ფოტო

October 4, 2024
#OK! გრინ დაზღვევა საქართველო – ადგილი, სადაც თქვენზე პროფესიონალები ზრუნავენ

#OK! გრინ დაზღვევა საქართველო – ადგილი, სადაც თქვენზე პროფესიონალები ზრუნავენ

December 2, 2021
#OK! 2023 წლის სრულიად ახალი Toyota Corolla Cross და MC Corolla

#OK! 2023 წლის სრულიად ახალი Toyota Corolla Cross და MC Corolla

May 30, 2023

კვირის ჰიტები

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

June 9, 2025
ჯენიფერ ლოპესის ბრწყინვალე დაბრუნება ფილმით – Kiss of the Spider Women

ჯენიფერ ლოპესის ბრწყინვალე დაბრუნება ფილმით – Kiss of the Spider Women

June 8, 2025
#OK! შეუძლებელი არაფერია – პროფესიული რჩევები და ინსპირაცია ქალი ლიდერისგან

#OK! შეუძლებელი არაფერია – პროფესიული რჩევები და ინსპირაცია ქალი ლიდერისგან

June 9, 2025
#OK! თალიბებმა ავღანეთში ჭადრაკი აკრძალეს

#OK! თალიბებმა ავღანეთში ჭადრაკი აკრძალეს

June 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები