• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! “ლალიკო”- ქართული რესტორნის პირველი ნაბიჯი ამერიკაში!

May 1, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

„ლალიკო“, ახალი ქართული რესტორანი ნიუ-იორკში, ქართული სამზარეულოს მდიდარ ტრადიციებსა და თანამედროვეობის შემოქმედებით ნაზავს გვთავაზობს. ქართულმა რესტორანმა ამერიკელი food ბლოგერისა და The New Yorker-ის ჟურნალისტის ჰელენ როსნერი მოწონებაც კი დაიმსახურა, რომელმაც ქართულ რესტორანსა და ხინკალს სტატია მიუძღვნა.

 

 

“ლალიკოს”, რომელიც ვესტ ვილიჯში მდებარეობს, გარედან მხოლოდ სახელი ამშვენებს, ხოლო მის გვერდით არსებულ დიდ მინის ფანჯარაზე ნათლად ანათებს წარწერა:  „საქართველოს ისტორიები“.

რესტორანს food ბლოგერი და The New Yorker-ის ჟურნალისტის ჰელენ როსნერი ეწვია, რომელიც საკუთარ მკითხველს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

 

 

მისი თქმით, ხინკალი შესანიშნავია, მსუყე და ელასტიკური, წელვადი ცომი თხელია, როგორც ფაიფური, ხოლო დახვეული თავები სასიამოვნო გემოს ტოვებს. განსაკუთრებულად მისი მოწონება “დედა ხინკალი”-მა  დაიმსახურა.

როცა მაგიდასთან მოგართმევენ, მიმტანი ჯერ მოიტანს მდიდრულად შემკულ ვერცხლის დანას, შემდეგ კი მოაჭრის “დედა ხინკალს” თავს.

მის შიგნით მოქცეულია ექვსი ჩვეულებრივი ზომის ხინკალი, თქვენი გემოვნებით შერჩეული შიგთავსით. ზემოდან მოყრილია ახლადდაფქული შავი წიწაკა. როსნერი ამბობს:

“დიახ, გემო ზუსტად ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ ხინკალს აქვს, მაგრამ ასეთი თეატრალობა, რაც საკმაოდ დახვეწილ და მინიმალისტურ რესტორანში გვხვდება, მართლაც საოცარია.”

 

 

ბლოგერს განსაკუთრებით მოეწონა “რქაწითელი”, ასევე აჯაფსანდალი და მწვადი.

“აჯაფსანდალი, რატატუის მსგავსად ბადრიჯნის, ბულგარული წიწაკის და პომიდვრის სინთეზია. გულუხვად არის შეზავებული ნივრით და ქინძის არომატით”.

“მომეწონა მწვადი, ღორის ხორცი, ბროწეულის წვენში დამარინადებული და შემწვარი. კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო ტყემალი – ალუბლისფერი, მჟავე და ტკბილი და უჩვეულო.”

 

 

„ლალიკო“ მხოლოდ რესტორანი არაა, ეს ქართული კულტურის სულია, რომელიც გემოს, ესთეტიკასა და ტრადიციებს ამერიკის გულში აზიარებს. გურმან ონიანის სურვილი ქართული სამზარეულოს გლობალიზაციისკენ აქ რეალობად იქცა და ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ დასაწყისია.

 

 

“ლალიკო” არის გურამი ონიანის პირველი ამერიკული პროექტი. მისი კომპანია, “Guliani Group,” თბილისსა და მოსკოვში დაახლოებით ოცდაათამდე დაწესებულებას მართავს. ონიანი ამბობს, რომ სურს თავისი  საქართველოს სამზარეულო მსოფლიოს გააცნოს და ჩრდილოეთ ამერიკაში მეტი ქართული რესტორანი გაიხსნას.

რესტორნის მთავარი შეფი, მანუჩარ ციკოლია. ის სამზარეულოში მუშაობს რუსლან გიორგბერიძესთან ერთად, რომელიც სპეციალიზებული ხინკლის მზარეულია. ასევე სამზარეულოში მათთან ერთად ჯიმი კურტანიძე ქმნის შედევრებს.

 

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი
OK! News

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 27, 2025
#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!
OK! News

#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

May 20, 2025
#OK! ბრიტანული ყავის სახლების ქსელი Costa Coffee უკვე საქართველოში
Slider Area

#OK! ბრიტანული ყავის სახლების ქსელი Costa Coffee უკვე საქართველოში

May 15, 2025
#OK! Doctors – OK!-ის ახალი პროექტი
OK! Doctors

#OK! Doctors – OK!-ის ახალი პროექტი

May 27, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა!

#OK! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა!

March 13, 2024
#OK! 49 წლის გვინეტ პელტროუ და მისი 17 წლის ქალიშვილი: უდაო მსგავსება, რომელზეც სოციალურ ქსელში საუბრობენ

#OK! 49 წლის გვინეტ პელტროუ და მისი 17 წლის ქალიშვილი: უდაო მსგავსება, რომელზეც სოციალურ ქსელში საუბრობენ

October 1, 2021
#OK! თეა ადუაშვილის ცხოვრების გზა – ბრძოლა გამოწვევებთან

#OK! თეა ადუაშვილის ცხოვრების გზა – ბრძოლა გამოწვევებთან

November 30, 2023
#OK! გაზაფხულის ფერადი და ეკომეგობრული კოლექცია LileKids-ში

#OK! გაზაფხულის ფერადი და ეკომეგობრული კოლექცია LileKids-ში

February 3, 2024

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები