ადგილი, სადაც ახალშობილობიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა საჭირო ნივთს შეიძენთ, მაღაზია „აკვანია“. ხარისხი და მუდმივად განახლებადი პროდუქცია კომპანიისთვის ბაზარზე 19-წლიანი წარმატების ძირითადი და უცვლელი მიმართულებაა. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც „აკვანს“ უამრავი მომხმარებელი ენდობა არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელი ქვვეყნის მასშტაბით. მხარდამჭერების რაოდენობა კი 113K-ს უკვე გადასცდა. ერთი წელია „აკვანმა“ შვილობილი კომპანია „თოთოც“ ჩამოაყალიბა, რომელმაც მომხმარებლის სიმპათია ძალიან მალე დაიმსახურა და უკვე საკმაოდ პოპულარულია. „აკვანისა“ და „თოთოს“ შესახებ უფრო დეტალურად კომპანიის მენეჯერი, შორენა ივანეიშვილი გვესაუბრება.
პირველად იყო „აკვანი“. მოგვიყევით მის შესახებ, როდის დაარსდა და ამჟამად სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?
მაღაზია „აკვანი“ ყველაზე პატარა და მნიშვნელოვან ადამიანებს, ბავშვებს უკავშირდება. ჩვენთან ყველა ის ნივთია, რაც პატარების აღზრდის პროცესში მშობლებს შესაძლოა დასჭირდეთ. კომპანია, სახელწოდებით „აკვანი“, უკვე მეთერთმეტე წელია ბაზარზეა, იქამდე კი რვა წელი სხვა სახელწოდებით ვფუნქციონირებდით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი სეგმენტის პირველი მაღაზია ვიყავით არამხოლოდ ქუთაისში. ამ ეტაპზე ძირითადი შოურუმი მხოლოდ ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩა N3-ში გვაქვს. ორი წლის განმავლობაში წარმატებით ვფუნქციონირებდით თბილისის ბაზარზე, მაგრამ გაფართოების მიზნით დროებით დავკეტეთ და იმედია, სულ მალე დედაქალაქის მოსახლეობა „აკვანს“ ისევ იხილავს.
რა სახის და რომელი ბრენდის პროდუქციას სთავაზობს „აკვანი“ მომხმარებელს, რომელ ასაკზეა ისინი გათვლილი?
როგორც უკვე აღვნიშნე, „აკვანი“ ჩვილ ბავშვთა მაღაზიაა, სადაც ახალშობილობიდან 2-3 წლამდე ყველა ის ნივთია წარმოდგენილი, რაც კი ამ ასაკამდე ბავშვს შეიძლება დასჭირდეს. ესენია: ხის საწოლები, ეტლები, საკვები სკამ-მაგიდები, საწოლ-მანეჟები, ბაუნსერები, ჭოჭინები, განსავითარებელი სათამაშოები, ხალიჩები, სამოსი და სხვა საჭირო ნივთები.
„აკვანი“ არის მულტიბრენდული კომპანია. ჩვენ ვირჩევთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, როგორც ევროპულს, ასევე აზიურსაც. არადროს გამოვირჩევით მხოლოდ ერთ ან რომელიმე ბრენდთან თანამშრომლობით, მუდმივად ვცდილობთ, უსწრაფესად ავყვეთ სიახლებს და შემოვიტანოთ პროდუქცია, რომელიც ჯერ ბაზარზე არაა.
ბავშვის უნარების განვითარებისთვის უამრავი პროდუქცია გაქვთ, მათ შორის ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი. გვესაუბრეთ მათ შესახებ.
ყველა ეტაპი მნიშვნელოვანია ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის, ამიტომ მოტორული, მხედველობითი და სხვა უნარების სწორად განვითარებისთვის ძალიან ბევრ ნივთს ვთავაზობთ მომხმარებლებს, ეს იქნება სათამაშოები, ხალიჩები თუ სხვა.
„აკვანი“ არის ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საბავშვო სფეროში არსებულ ნებისმიერ სიახლეს პირველი სთავაზობს მომხმარებელს. მაგალითად, თორმეტი წლის წინ, როცა არავინ იცოდა ელექტროსარწეველების შესახებ, სწორედ ჩვენ შემოვიტანეთ და გავაცანით ეს პროდუქცია მომხმარებელს. ასევე, სხვა ბევრი ნივთის ჩამოთვლა შეგვიძლია, ეს იქნება ვიდეოძიძები, რადიოძიძები, ელექტროსაწოლები თუ სხვა ინოვაციური ნივთები.
რას ურჩევთ მომხმარებელს, რა უნდა გაითვალისწინოს საბავშვო საწოლების, ეტლების და ა.შ. შეძენის დროს?
ყველა მომავალ დედიკოს გულწრფელად ვურჩევ, რაც შეიძლება პრაქტიკული და კომფორტული ნივთები შეარჩიოს და ენდოს ჩემს და „აკვანის“ თითოეული კონსულტანტის რჩევას. პირობას ვაძლევ ყველა დედას, რომ ჩვენ მათ კომპეტენტურ და საჭირო რჩევებს მივცემთ. ჩვენთვის უმთავრესია თითოეული მომხმარებელი და კიდევ უფრო მეტად – მათი კმაყოფილება.
პროდუქციის ონლაინ შეძენის მსურველებისთვის რა ტიპის სერვისი გაქვთ და როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს სარგებლობა?
მაღაზია „აკვანს“ დღეს სოციალური ქსელის, ფეისბუქის პლატფორმაზე 113 000 გამომწერი ჰყავს და ამ ციფრების შეხედვისას, სიამაყის გრძნობა მიჩნდება. შეიძლება ითქვას, ქუთაისში ცოტაა კომპანია, რომელსაც მსგავსი რაოდენობის რეალური გამომწერი ჰყავს. „აკვანის“ ფესიბუქგვერდი 2014 წელს შევქმენი, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც სოციალურ ქსელში რეკლამა დავიწყეთ, რასაც მალევე მოჰყვა ონლაინგაყიდვები. იმ დროისთვის ერთ-ერთ გადამზიდთან ვთანამშრომლობდით, რომელსაც დღეში 3-4 ჯერ უწევდა ჩვენს საწყობში მოსვლა, უკვირდა, სად და როგორ ვყიდდით იმ რაოდენობის ნივთს ქუთაისიდან სვანეთში, კახეთში, ბათუმში, გორში და სხვა უამრავ ადგილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ათი წლის შემდეგ, ონლაინგაყიდვები უკვე ჩვენი ბევრად ძლიერი მხარეა და დღეს სხვა კომპანიებს ვუწევთ რეკომენდაციას, როგორ განვითარდნენ ამ სფეროში.
ერთი წელია დაარსდა კომპანია „აკვანის“ შვილობილი „თოთო“, რომელიც არანაკლებ პოპულარული და მოთხოვნადია. რას სთავაზობს „თოთო“ მომხმარებელს და რა არის მისი წარმატების ფორმულა?
„თოთო“ ახალშობილის ტექსტილის პირველი და ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა საქართველოში, სადაც მომავალ დედიკოს შეუძლია შეიძინოს უმაღლესი ხარისხის ტექსტილი, რომელიც მის პატარას დაბადებიდან 2 წლამდე დასჭირდება. დამეთანხმებით, ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში რთულია სიარული სხვადასხვა ნივთის შესაძენად, „თოთო“ კი მათ საშუალებას აძლევს, სახლიდან შეარჩიონ და შეიძინონ უმაღლესი ხარისხის ნივთები, რაც ჯერ სამშობიარო სახლში, შემდეგ კი ყველდღიური გამოყენებისთვის დასჭირდებათ. ასევე, ყველა ადამიანს, ვისაც სურს მეგობრის, ნათესავის ან, უბრალოდ, საყვარელი ადამიანის პატარას მონახულება, „თოთოს“ სასაჩუქრე ყუთები ყველაზე სასურველ საჩუქრად შეიძლება ჩავთვალოთ. რაც შეეხება წარმატების ფორმულას, პირველ რიგში, ეს არის სიყვარული იმ ყველაფრის, რასაც აკეთებ და მეორეც, საქმის სრულფასოვნად ცოდნა.
სად შეუძლია მომხმარებელს შეიძინოს „თოთოს“ პროდუქცია?
როგორც აღვნიშნე, „თოთო“ ონლაინმაღაზიაა და პროდუქციის შეძენა, ძირითადად, მომხმარებლებს ონლაინ შეუძლიათ, მაგრამ ქუთაისში, რა თქმა უნდა, „თოთოს“ სტენდები არის მაღაზია „აკვანშიც“ და ადგილზე შეუძლიათ დედიკოებს შერჩევა-შეძენა. სამომავლოდ კი „თოთოს“ მაღაზიები საქართველოს სამ ძირითად ქალაქში იქნება წარმოდგენილი.
რა არის „აკვანის“ და „თოთოს“ მთავარი ნიშა?
კომპანიის ნიშაა სიახლეებზე ორიენტირება, მუდმივად განახლებადი კოლექცია და ხარისხის შენარჩუნება.
ტექსტი: დეა მანაგაძე
ფოტო: ლანა ვახტანგაძე