• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. # 7-ში მდებარე ყველასთვის ცნობილი ეკას სალონი უკვე ახალი სახელწოდებით, „ეკა ესთეტიკი“ საინტერესო სიახლეებით და დანერგილი ინოვაციებით მომხმარებელს კმაყოფილს და საინტერესოდ გაოცებულს ტოვებს. მათი საკმაო რაოდენობა თვალში საცემია, ზოგჯერ რიგში ყოფნაც უწევთ და ხარისხიც მოლოდინს აჭარბებს.

კოსმეტოლოგ-ვიზაჟისტი ეკატერინე სარალიძე ცვლილებების, ინოვაციებისა და წარმატებული ნაბიჯების შესახებ დეტალურად გვიამბობს.

22 წელია, ამ სფეროში ვარ. ხოლო საკუთარი სივრცე ზუსტად 9 წელია, რაც მაქვს. ვფიქრობ, ეტაპობრივად ბევრი შრომის და სწორად გადადგმული ნაბიჯების შედეგად წარმატებაც მოვიდა. მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდება და მათი რიცხვი დღეისათვის წარმოუდგენლად დიდია.

 

ამ ეტაპისთვის რა სიახლეების დანერგვას აპირებთ?

პირველ რიგში, ლოგოს ცვლილებას ვაპირებთ. დაწესებულებას „ეკა ესთეტიკი“ ერქმევა. ვფიქრობ, მრავალფეროვანი და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ეს სახელწოდება დამსახურებულია.

 

ერთ სივრცეში მომხმარებლებს არაერთ მომსახურებას სთავაზობთ…

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი მომსახურება. ინიექციური კოსმეტოლოგია, ვიზაჟი, მანიკიური, ლაზერი, მათ შორის უკონტაქტო ეპილაცია, რა თქმა უნდა, სტილისტები. აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია. მთავარი ხაზი კი მეიქაფის კუთხით რჩება.

მუდმივად განვითარებას ვცდილობთ. წარბი, ტუჩი, ლაინერის გაფორმება, ყველა დეტალს ყურადღება ექცევა. როგორც ვიზუალური ეფექტის მხრივ, ასევე პროფესიული კუთხით, მეიქაფ-არტისტი და პერმანენტმასტერი, მარიამ მეგრელი კარგად ხატავს და ამ მიმართულებით წარმატებით მუშაობს. რამდენიმე თვის წინ ქუთაისის სპორტის სასახლეში ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის სახე გახლდათ და მასტერკლასებს ატარებდა. კადრის მუდმივი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე წარმატებულია სამოსწავლო ხაზი.

 

 

რას იტყვით იმ მოსწავლეებზე, წარმატებით რომ შეისწავლეს და დაეუფლნენ ამ კონკრეტულ პროფესიას?

მოსწავლეების მხრივ კონტიგენტი გაიზარდა და სხვადასხვა რეგიონიდან მოდიან. ისინი სრულყოფილად ეუფლებიან იმ საქმეს, რომელსაც სწავლობენ, ითვისებენ და შემდეგში კარგად ართმევენ თავს. მოსწავლეების ნაკადი წელიწადში ოთხ ეტაპად გვაქვს განაწილებული. არა მხოლოდ ვიზაჟის ან ესთეტიკის, არამედ საქმის შესწავლა და დაუფლება ყველა მიმართულებით ხდება. მეამაყება, რომ მუდმივად არაერთი წარმატებული მოსწავლე გვყავს. და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსწავლეების 80 %-ს დასაქმებაში ვეხმარებით. ჩვენთან სწავლის კურსის დასრულების შემდეგ ისინი პარალელურად საქმდებიან. ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ვდგებით, დიდი შრომის შედეგად, წარმატება მოაქვს. ასე ხდება როგორც მომსახურების, ასევე მოსწავლეების და მომხმარებლების შემთხვევაში.

 

მომხმარებლის ინტერესზე მორგებას სიახლეებიც ახლავს?

რა თქმა უნდა. ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქცია გვქონდა. ამჯერად ლუქს  ბრენდების მომსახურებაზე გადავედით და პროდუქციაც შესაბამისი გვაქვს. ეს იყო მომხმარებლის მოთხოვნა და ჩვენც გავითვალისწინეთ.

ასევე, ყველა მიმართულებით ვცდილობთ ვიყოთ ერთ-ერთი მოწინავეები. ვგულისხმობ სპა-პროცედურებს, უმაღლესი ხარისხის თმის და თავის მოვლის საშუალებებს, ლაზერის თანამედროვე აპარატურას. დავძენ და გეტყვით, რომ სიახლის მიმართულებით უკონტაქტო ეპილაციას მივმართავთ. ანუ აპარატის მიერ გამომუშავებული ოზონის ხარჯზე თმის განადგურება ხდება. ერთი წელია, რაც სიახლის ეს ხაზი მომხმარებელს შევთავაზეთ და ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. უკონტაქტო ეპილაცია სახის და სხეულის ზედა ტანის მიმართულებას მოიცავს. როგორც კი გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე, მაშინვე დავინტერესდით და ერთ-ერთი პირველები ვიყავით ამ მხრივ. ტექნოლოგია მალევე ავითვისეთ, ნებისმიერი ტიპის კანს ერგება და შედეგიც ძალიან კარგი აქვს.

 

სამომავლო გეგმები გაგვიმხილეთ.

სამომავლო გეგმებში სტუდიური სივრცე შედის, სადაც ძალიან ბევრი შთამბეჭდავი და საინტერესო ფოტო შეიქმნება. წინ კიდევ ბევრი გეგმაა, რომელთა განხორციელებას ეტაპობრივად ვაპირებთ.

 

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მშრალი კანი – ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობის ისტორია

#OK! მშრალი კანი – ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობის ისტორია

November 2, 2021
#OK! პრემიუმ ხარისხის გერმანული ბრენდების – მილე და ლიბჰერის პროდუქცია ქართველი მომხმარებელისთვის – დაზოგე დრო და ფინანსები

#OK! პრემიუმ ხარისხის გერმანული ბრენდების – მილე და ლიბჰერის პროდუქცია ქართველი მომხმარებელისთვის – დაზოგე დრო და ფინანსები

April 8, 2022
#OK! ირინა შეიკის მორიგი გასეირნება ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში

#OK! ირინა შეიკის მორიგი გასეირნება ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში

March 17, 2021
#OK! როგორ აღნიშნა ვერა ვენგმა 73-ე დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ვერა ვენგმა 73-ე დაბადების დღე

June 30, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! „წიგნებს მანამდე არ ვკითხულობდი, სანამ ამ როლზე არ ამიყვანეს” – რას კითხულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები?

#OK! „წიგნებს მანამდე არ ვკითხულობდი, სანამ ამ როლზე არ ამიყვანეს” – რას კითხულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები?

June 23, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები