• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ჩემთვის პაციენტი უპირველესია – ინტერვიუ ლიკა ნადარეიშვილთან

May 12, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

„როდესაც გიყვარს მედიცინა და პაციენტებთან ურთიერთობა, მაშინ ექიმობა რთული სულაც არ არის“ – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ჩემმა დღევანდელმა რესპონდენტმა. იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელსაც ასე უყვარდეს თავისი პროფესია და პაციენტებზე ამხელა სითბოთი და სიყვარულით საუბრობდეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მართლაც რომ მოწოდებით ექიმია და მის პროფესიონალიზმზე მისი პაციენტების რაოდენობაც მეტყველებს. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ რეპროდუქტოლოგს, გინეკოლოგს, მედიცინის დოქტორს, პროფესორს და ჩაჩავას კლინიკის დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელს სამედიცინო მიმართულებით, ლიკა ნადარეიშვილს.

 

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ბავშვობიდან მინდოდა გავმხდარიყავი ექიმი, რადგან ეს დედაჩემის დიდი სურვილი იყო. ვერც წარმოედგინა, რომ სხვა პროფესია შეიძლებოდა ამერჩია. დღეს კი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროფესიის არჩევაში არ შემცდარვარ. ექიმობა ხომ ღვთისგან ბოძებული ბედნიერებაა.

სტუდენტობის დროს სხვადასხვა კლინიკაში გავდიოდი პრაქტიკას. მოსკოვის მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტში ძალიან დამაინტერესა გინეკოლოგიამ, განსაკუთრებით, რეპროდუქტოლოგიამ, რომელიც ახალი მიმართულება იყო 35 წლის წინ. ყოველთვის მომწონდა ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დღესაც უზომოდ მსიამოვნებს, როცა სასურველ შედეგს ვიღებთ. პაციენტის გაღიმებული და კმაყოფილი სახის დანახვა დიდი ბედნიერებაა.

 

 

რა თვისებები უნდა ჰქონდეს ექიმს?

ექიმობა არ ნიშნავს მხოლოდ თეთრი ხალათის ჩაცმას. ექიმი ნიშნავს იყო პროფესიონალი, სრულყოფილი შენი აზრებით, გულით, სულით, განათლებითა და კულტურით. პირველ რიგში, უნდა გიყვარდეს ადამიანი და გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა. თუ პაციენტსა და ექიმს შორის სიყვარული და თანაგრძნობა არ სუფევს, ექიმობა ამ შემთხვევაში უსარგებლოა. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, მოვალეობის პირნათლად შესრულება არის უმთავრესი.

 

რატომ არის გინეკოლოგთან ვიზიტი საჭირო? და რამდენად არის საქართველოში CHEK UP კულტურა?

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გინეკოლოგთან ვიზიტი მხოლოდ ორსულობის დროს ან რეპროდუქციულ ცხოვრებაში რაიმე დარღვევის გამოა საჭირო. თუმცა, ისევე, როგორც სტომატოლოგიური და მხედველობის გადასამოწმებელი ვიზიტები, ისეა რეპროდუქციული სისტემის შემოწმების საჭიროებაც.

ორსულობითა და მშობიარობით დაწყებული, ნაყოფიერებით, მენსტრუაციითა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით (სგგდ) დამთავრებული, გინეკოლოგის საჭიროება პერმანენტულად ძალიან დიდია.

მოზარდობის თუ რეპროდუქციულ ასაკში, ასევე მენოპაუზის პერიოდში, ქალისთვის აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტი წელიწადში ერთხელ, რადგან ეს არის პრევენცია და პროფილაქტიკა იმ დაავადებებისა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება და დაანგრიოს რეპროდუქციული სისტემა. Chek up-თან დაკავშირებით აღვნიშნავ: 35 წელია ვმუშაობ საქართველოში და შედარებაც არაა წინა წლებთან, ბევრად უკეთესობისკენ შეიცვალა მდგომარეობა, განათლებული თაობა მოდის და მიხარია.

 

როგორია თქვენი მიდგომა პაციენტთან?

პაციენტი არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი. როდესაც პაციენტი შემოდის ჩემთან კაბინეტში და შემოგყურებს იმედის თვალებით, მოლოდინი აქვს, რომ მას დაეხმარები, ამ დროს კი, თუ შენ მოადუნე ყურადღება და სხვა რამეზე გადაერთე, მაგალითად: ტელეფონს უპასუხე ან სხვა კოლეგა შემოვიდა და მასთან დაიწყე საუბარი, ამ დროს ის უხილავი ძაფი, რაც პაციენტსა და ექიმს შორის არის, წყდება. პაციენტს უნდა ჰქონდეს შეგრძნება, რომ შენთვის იმ მომენტში სხვა არავინ და არაფერი არსებობს. მოსმენის კულტურა უნდა გქონდეს. ექიმები სასწაულმოქმედები არ არიან და მათთვის სწორი დიაგნოზის დასასმელად ყველა დეტალის ცოდნაა აუცილებელი. ამიტომ პაციენტთან ურთიერთობა, გულისხმიერი დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესია.

 

ვინ ან რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

ექიმობა მხოლოდ პროფესია არ არის, სულის მდგომარეობაა, უნარია, ნიჭია… მთავარი მოტივატორი, რა თქმა უნდა, პაციენტია. ის სტიმულს მაძლევს ძირფესვიანად გავერკვიო მის პრობლემებში, გამოვიკვლიო. სწორი დიაგნოზი დავუსვა და ვუმკურნალო. ჩვენი პროფესია მოითხოვს შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული. კმაყოფილი და ბედნიერი პაციენტი მაძლევს ძალას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთო მისთვის.

ექიმი სულ უნდა ვითარდებოდეს, არ უნდა გაჩერდეს, სულ უნდა ეცნობოდეს დარგის სიახლეებს და გადიოდეს სტაჟირებას.

 

 

თქვენ და თქვენი მეუღლე ერთი სფეროს წამომადგენლები ხართ, ეს ხელის შემშლელია თუ პირიქით?

ჩემი მეუღლე არის აკაკი ნადარეიშვილი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ორჯერ არის დაჯილდოებული ღირსების ორდენით. ჩემთვის კი ყველაზე მთავარია ის, რომ ის არის ადამიანი, პროფესიონალიზმის, პატიოსნებისა და სანდოობის უბადლო მაგალითი, არაჩვეულებრივი პიროვნება და იდეალური მეუღლე.

არ არის რთული ერთი სფეროს წარმომადგენლები ოჯახში, პირიქით. ფაქტობრივად, უროლოგია და გინეკოლოგია დაკავშირებულია ერთმანეთთან. უფრო მეტიც, რჩევებს და მიმართულებას მაძლევს, როდესაც ჩემს პაციენტს საშარდე გზების ინფექცია უდასტურდება ან სხვა სერიოზული პრობლემა დგინდება. ჩემთვის დიდი კომფორტია მასთან ურთიერთობა.

 

მიგაჩნიათ, რომ რთულ სიტუაციებში პროფესიამ გადაგარჩინათ?

რასაკვირველია. ის უმძიმესი პერიოდი, რაც ცხოვრებაში გავიარე, სამსახურით გადავიტანე. ჩემმა პროფესიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი ტკივილის, დეპრესიის დაძლევაში. უღრმეს მადლობას ვუხდი და ვაფასებ ჩემს ყველა მეგობარს, ვინც ჩემ გვერდით იყო და იქნება ყოველთვის.

 

თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ქარგვა. თუმცა დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებდი. წელს პირველად, იანვარში გადავწყვიტე სურათები მომექარგა ალმასების მოზაიკით. ძალიან მომეწონა ეს პროცესი, თან Facebook-ზე როცა დავდე ჩემი ნამუშევრები, ბევრი დადებითი შეფასება მივიღე, რამაც კიდევ უფრო მეტად მომცა სტიმული, გამეგრძელებინა ეს გატაცება. გარდა ამისა, ვუკრავ როიალზე, ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას და სხვა.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ლაილა მოსი Perfect Magazine-ისა და Valentino-ს ერთობლივ წვეულებას დაესწრო

#OK! ლაილა მოსი Perfect Magazine-ისა და Valentino-ს ერთობლივ წვეულებას დაესწრო

September 19, 2023
#OK! კაილი ჯენერის პირველი გამოჩენა ორსულობის გასაჯაროების შემდეგ!

#OK! კაილი ჯენერის პირველი გამოჩენა ორსულობის გასაჯაროების შემდეგ!

September 9, 2021
OK! ჯეი ლო და ბენ აფლეკი შორდებიან ?!

OK! ჯეი ლო და ბენ აფლეკი შორდებიან ?!

May 18, 2024
#OK! ბრედ პიტის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ,  19 წლის მედოქსი კორეაში ბრუნდება

#OK! ბრედ პიტის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ, 19 წლის მედოქსი კორეაში ბრუნდება

March 25, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

June 18, 2025
#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები