• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! Doctors – ვერიკო აბრალავა

October 7, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

როგორი უნდა იყოს ჩვენი სახის მოვლის რუტინა? მოქმედებს თუ არა დერმატოლოგიური პრობლემები ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე? – ეს ის კითხვებია, რომელიც ქალების უმრავლესობას გვაინტერესებს. ამ კითხვებზე კი მნიშვნელოვანია პროფესიონალმა გვიპასუხოს. რუბრიკა OK!Doctors-ის სტუმარია დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა.

 

ვერიკო, რა ადგილი უჭირავს თქვენს პროფესიულ საქმიანობას თქვენს ცხოვრებაში?                 

ექიმობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა. ეს არ არის უბრალოდ საქმიანობა, ეს არის პროფესია, რომელიც უნდა შეიყვარო და ცხოვრების წესად აქციო.  მე ეს შევძელი, ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს მედიცინა იკავებს, რადგან ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ.

 

 

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მეკეთებინა. ამიტომაც შევარჩიე პროფესია,  რომელიც განსაკუთრებულია და მისი საშუალებით შემიძლია დავეხმარო ადამიანებს, ვიზრუნო მათზე. ეს მე მაბედნიერებს.

 

თავის მოვლის საბაზისო რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

თავის მოვლის რუტინა ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განსხვავებული, თუმცა საბაზისო მოვლის წესი არის ყველასთვის საერთო – დაბანა, დატენიანება და მზისგან დაცვა.

ნებისმიერი დაავადება სტრესით მწვავდება და უფრო რთული სამკურნალო ხდება. შესაბამისად, მათ ვურჩევდი, იყვნენ მშვიდად, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მოერიდონ მზეს, გამოიყენონ მისგან დამცავი საშუალებები, რადგან სულიერი მდგომარეობა და კანის დაცვა მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან პირდაპირ უკავშირდება ჯანმრთელობას.

 

დერმატოლოგიური პრობლემები როგორ მოქმედებს  ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?

კანის მდგომარეობას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ფსიქო-სოციალურ ფაქტორებზე. განსაკუთრებით ხშირია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, როდესაც პაციენტს გამონაყარი აქვს სხეულის ხილულ უბნებზე. ეს იწვევს სტიგმატიზაციას: მაგალითად, მათ აქვთ შიში იმის, რომ არიან გადამდები, იწვევს სირცხვილის, უხერხულობის, დეპრესიისა და სოციალურ შფოთვით შეგრძნებებს. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტიგმები და ჩარჩოები, რომელიც გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობისგან, ადამიანებს უჭირთ იმის გააზრება, რომ ხშირად ეს დაავადებები არ არის გადამდები. ყოველივე ეს ძალიან ამცირებს ცხოვრების ხარისხსა და თვითშეფასებას. განსაკუთრებით რთულია მკურნალობის პროცესის წარმართვა პუბერტატული ასაკის მქონე პაციენტებთან, რადგან ძალიან ემოციურად არიან განწყობილები და ზოგჯერ არც კი მიჰყვებიან ბოლომდე მკურნალობის პროცესს. ამ შემთხვევაში მთავარია სწორი კომუნიკაცია და თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა. გამონაყარი იწვევს სტრესს, სტრესი – გამონაყარს და ჩვენ ეს მანკიერი წრე უნდა დავარღვიოთ.

 

 

გაზაფხულის სეზონია, როგორ მოვუაროთ კანს?

კანს ყველა სეზონზე სჭირდება მოვლა. გირჩევთ, რომ ამ სეზონზე კანი მოამზადოთ ზაფხულისთვის, კანის დატენიანება და მზისგან დაცვა აუცილებელი პროცედურებია, რომელიც ყოველდღიურად უნდა ჩაიტაროთ. გაზაფხული ასევე საუკეთესო პერიოდია კოსმეტოლოგიური და ინექციური პროცედურებისთვისაც.

 

როგორია პაციენტთან თქვენი მიდგომა?

უმთავრესია, პაციენტისთვის მოსმენა და იმ მაქსიმალური დროის დათმობა, რომელსაც ესა თუ ის პროცედურა მოითხოვს, რადგან, როდესაც შეძლებ საკუთარი თავის პაციენტის ადგილას დაყენებას, მეტად მიიტან გულთან მის პრობლემას და შედეგიც უფრო პროდუქტიული იქნება. ხშირად ვეუბნები მათ: თუ გსურთ, გვქონდეთ ლამაზი კანი, უპირველეს ყოვლისა, მიიღეთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, ხოლო შემდეგ თავის მოვლა ცხოვრების წესად გაიხადეთ. არ არსებობს სილამაზის სტანდარტები, არსებობს ჯანმრთელობა, რომელიც გვალამაზებს!

 

ვერიკო, თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?

ძირითადად ვცდილობ, რომ ჩემი თავისუფალი დრო ოჯახს, მეგობრებს და ვარჯიშს დავუთმო.

 

ვინ ან რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით ჩემი შვილები. ისინი ჩემს ყველა გადაწყვეტილებას მხარში უდგანან.

 

რა განიჭებთ ყველაზე დიდ ბედნიერებას?

ვცილობ, რომ ყველა დეტალში ვიპოვო ბედნიერება და დავაფასო ის. ბედნიერებაა გათენება, ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა, შვილების სკოლაში გაცილება, გამოჯანმრთელებული პაციენტის მადლიერი სახე და ა.შ.  თუ ცხოვრებას პოზიტიურად შევხედავთ აუცილებლად იმოქმედებს კანონი, რომ ქმედებას მოსდევს უკუქმედება. ბედნიერება არ არის შორს, ის ჩვენს ხელშია.

 

რას ეტყოდით 10 წლის ვერიკოს?

10 წლის ვერიკოს და ყველა 10 წლის გოგონას ვეტყვი, რომ  ყოველთვის იბრძოლონ თავისი მიზნებისთვის, ბედნიერებისთვის და არ შეუშინდნენ პატარ-პატარა დაბრკოლებებს. ყველა დაღმართს მოსდევს აღმართი, თუ რა თქმა უნდა, არ შეჩრდებით და განაგრძობთ გზას.

 

სამომავლო გეგმები

ამ ბოლო დროს ვისწავლე, რომ სამომავლო გეგმებზე წინასწარ საჯაროდ საუბარი არ ამართლებს.  მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ განვაგრძობ  ჩემი საყვარელი საქმის კეთებას და ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე ზრუნვას.

 

ასევე გაეცანი

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა
Health & Beauty

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქეით მიდლტონის  ვიზიტი ლონდონის ერთ-ერთ მუზეუმში

#OK! ქეით მიდლტონის ვიზიტი ლონდონის ერთ-ერთ მუზეუმში

May 21, 2021
#OK! „40 წელი მეგონა ცხოვრების დასასრული, თურმე დასაწყისი ყოფილა“ – ნანუკა გულუა!

#OK! „40 წელი მეგონა ცხოვრების დასასრული, თურმე დასაწყისი ყოფილა“ – ნანუკა გულუა!

November 7, 2023
#OK! ვინი ჰარლოუ Puma-სთვის! მოდელი ბრენდის სპორტული ორეულით!

#OK! ვინი ჰარლოუ Puma-სთვის! მოდელი ბრენდის სპორტული ორეულით!

May 7, 2021
#OK! TOMUS DEVELOPMENT ერთ სივრცეში გაერთიანებული სამშენებლო და სარემონტო მომსახურება

#OK! TOMUS DEVELOPMENT ერთ სივრცეში გაერთიანებული სამშენებლო და სარემონტო მომსახურება

May 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები