42 წლის მომღერალი, ნიკოლ შერზინგერი პაპარაცების ობიექტივში არც თუ ისე ხშირად ხვდება, თუმცა მისი გამოჩენით ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს, რადგან მუდამ შესანიშნავად გამოიყურება. ამჯერად ის ლოს-ანჯელესში მეგობარ მამაკაცთან, ტომ ევანსთან ერთად რესტორან Craig-ის სტუმრობისას შენიშნეს.
ჯგუფ Pussycat Dolls-ის სოლისტმა არჩევანი კლასიკურ, ფორთოხლისფერ, აბრეშუმის ორეულზე შეაჩერა, რომელსაც ამავე ფერის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, YSL-ის ოქროსფერი ჩანთა და ვერცხლის აქსესუარები შეუხამა.