• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „ნიუ ჰოსპიტალსი“ გთავაზობთ გულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას

March 8, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის სიღრმისეული გულის გამოკვლევა, რომელიც მაგნიტური ველისა და რადიოსიხშირის ტალღების გამოყენებით ტარდება. იგი ამ მონაცემების კომპიუტერული დამუშავებით და მავნე დასხივების გამოყენების გარეშე გვაძლევს გულის მაღალი დონის გამოსახულებას, ამასთანავე, ეს არის არაინვაზიური კვლევა. სწორედ აღნიშნული კვლევის ჩატარებაა უკვე შესაძლებელი „ნიუ ჰოსპიტალსში“, რომელიც ტარდება 3 ტესლა სიმძლავრის Siemens-ის მაგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით. ის უახლესი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, უნიკალურ შესაძლებლობებს აერთიანებს და საუკეთესოა ორგანოების, ორგანოთა სისტემებისა და რბილი ქსოვილების კვლევისთვის. გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის უპირატესობებზე უფრო ვრცლად „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმები, ეკატერინე და ლილია კაპანაძეები, გვიამბობენ.

 

რა დაავადებების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?

(ეკატერინე კაპანაძე, ექიმი-კარდიოლოგი, ექიმი-რადიოლოგი): მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება სხვადასხვა, როგორც შეძენილი, ასევე თანდაყოლილი გულის დაავადებების დიაგნოსტირებაში. გულის მრტ კვლევა შეიძლება ჩატარდეს როგორც კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით (გარკვეული მედიკამენტის), ასევე მისი გამოყენების გარეშე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კლინიკური კითხვით არის გამოგზავნილი პაციენტი კვლევის ჩასატარებლად. სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ გულის MRI კვლევა მნიშვნელოვანია რთული შემთხვევების დიაგნოსტიკისათვის და განსაკუთრებით იმ მდგომარეობების დროს, როდესაც სხვა კვლევის შედეგები გაურკვეველი, საეჭვო ან ორაზროვანია.

მინდა აღვნიშნო, რომ კარდიოლოგია მუდმივად განვითარებადი და მაღალტექნოლოგიური დარგია და გულის მრტ კვლევა გახლავთ ისეთი კვლევა, რომელიც კარგ ინფრასტრუქტურას მოითხოვს. ამ კვლევის ჩასატარებლად არ არის საკმარისი მხოლოდ სკანერი (აპარატი), რომლითაც სრულდება ეს კვლევა, არამედ აუცილებელია სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, რომლის მეშვეობითაც ხდება ამ მიღებული გამოსახულების და ინფორმაციის დამუშავება. „ნიუ-ჰოსპიტალსის“ უპირატესობა გახლავთ ზუსტად ის, რომ გარდა უახლესი თაობის მრტ სკანერისა, გვაქვს კარდიოლოგიური პროგრამების სრული პაკეტი, რომლის გამოყენებითაც ვიღებთ ზუსტ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ექიმი, რომელიც ატარებს კვლევას, კარგად უნდა ფლობდეს აპარატს და ჰქონდეს ცოდნა რადიოლოგიაში და ამასთანავე, აუცილებელია იყოს კვალიფიციური კარდიოლოგი, რომელსაც სიღრმისეულად შესწავლილი აქვს გულის ანატომია და ფიზიოლოგია, ასევე, გულის როგორც შეძენილი, ისე თანდაყოლილი ანომალიები.

 

 

(ლილია კაპანაძე, ექიმი-კარდიოლოგი, ექიმი-რადიოლოგი): ეს არის კვლევა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვაფასებთ გულის როგორც ანატომიას, ფუნქციას, ასევე სისხლის ნაკადს და ვახდენთ გულის ქსოვილის დახასიათებას. გულის მრტ კვლევით არის შესაძლებელი გულის კუნთის ქსოვილის შეფასება, რომელიც სხვა ვერცერთი არაინვაზიური კვლევით ვერ ხდება, ამიტომ ამ კვლევას აქვს დიდი როლი იმ დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვაში, რომელიც მიმდინარეობს გულის კუნთის დაზიანებით. მაგალითად, მიოკარდიტის (გულის კუნთის ანთება) შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კვლევის ჩატარება დაავადების მწვავე ფაზაში – პირველი 2 კვირის განმავლობაში, როდესაც ჩვენ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, გვაქვს თუ არა საქმე გულის კუნთის ანთებასთან და შემდგომ პერიოდული მრტ-ს მეთვალყურეობით შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად ალაგდა ანთებითი პროცესი, ხომ არ მოხდა ნაწიბურის ჩამოყალიბება.

გულის მრტ კვლევის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის კუნთის დაავადებებისა და მემკვიდრეობითი დაავადებების დროს, მაგალითად, კარდიომიოპათიების დროს (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, არითმოგენული კარდიომიოპათია და ა.შ.). მისი საშუალებით ვახდენთ ქსოვილის დახასიათებას, ვარკვევთ რა ქსოვილით არის ჩანაცვლებული გულის კუნთი, ნაწიბურია თუ ცხიმოვანი ქსოვილი. სხვა არცერთი არაინვაზიური კვლევა არ გვაძლევს მსგავს ინფორმაციას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტიკაში, განსაკუთრებით კომპლექსური თანდაყოლილი მანკების დროს, როდესაც ხდება აუცილებელი განმეორებითი ქირურგიული ჩარევა, მაგალითად, ფალოს ტეტრადის ქირურგიული ჩარევის შემდეგ, როდესაც პაციენტს ზრდასთან ერთად გამოსაცვლელი აქვს ფილტვის არტერიის სარქველი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ვიღებთ იმ ზუსტ ინფორმაციას, რომლის სხვა კვლევით მიღება შეუძლებელია, ეს გახლავთ მარჯვენა პარკუჭის ზუსტი მოცულობა და მისი ფუნქცია, ამ მონაცემით ხდება გადაწყვეტილების მიღება, უკვე ესაჭიროება თუ არა პაციენტს სარქვლის იმპლანტაცია. გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტებში ამ კვლევამ ნაწილობრივ ჩაანაცვლა ანგიოგრაფიული კვლევა (კათეტერიზაცია), განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვისაც სიცოცხლის მანძილზე უწევთ განმეორებითი ანგიოგრაფიული კვლევის ჩატარება, ანგიოგრაფიული კვლევა კი არის ინვაზიური და მაიონიზირებელი დასხივების ქვეშ მიმდინარე კვლევა.

ვინაიდან გულის მრტ კვლევა – არის უნიკალური კვლევა ქსოვილის დაწვრილებითი შეფასებისათვის, ის გამოიყენება გულის კუნთის ანუ „მიოკარდის“ შეშუპების შეფასებისთვის, მიოკარდიუმის პერფუზიის შეფასებაში (ანუ სისხლმომარაგებისა და ე. წ. სიცოცხლისუნარიანობის შეფასებაში), რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. ასევე, გულის მრტ არის ერთ-ერთი შეუცვლელი კვლევა პაციენტებში გულის სიმსივნური წარმონაქმნებით / თრომბებით.

 

რით განსხვავდება აღნიშნული ტომოგრაფია სხვა რადიოლოგიური კვლევებისგან?

(ეკატერინე კაპანაძე): გულის მრტ იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას გულის კონკრეტული მდგომარეობის სიმძიმის შესახებ და გვეხმარება პროგნოზის განსაზღვრაში, რაც საბოლოოდ გვეხმარება პაციენტის მედიკამენტოზური ან ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვაში. სულ უფრო და უფრო მატულობს იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომლის დიაგნოსტიკისათვის ან შემდგომი მართვის პროცესში, ამერიკისა და ევროპის გულის ასოციაციების მიერ, რეკომენდებულია მისი ჩატარება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომ ის ტარდება მაიონიზირებელი დასხივების გარეშე. ეს არის ოქროს სტანდარტის კვლევა მიოკარდიუმის ფუნქციის, მოცულობის შეფასებაში და ნაწიბუროვანი ქსოვილით ჩანაცვლების გამოსავლენად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უნიკალური კვლევა ქსოვილის დაწვრილებითი შეფასებისათვის, მიოკარდიუმის შეშუპების შეფასებისთვის, მიოკარდიუმის პერფუზიის შეფასებისთვის.

ერთ-ერთი უპირატესობაა ისიც, რომ მრტ გვაძლევს მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას. კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით ვიღებთ გულის მუშაობის ვიდეოებს, ანუ მოძრაობაში ვაფასებთ გულს, გულის ფუნქციას. არის გარკვეული დაავადებები, როდესაც დიაგნოსტიკაში პრიორიტეტულია კომპიუტერული ტომოგრაფია და არის დაავადებები, როდესაც მეტ ინფორმაციას ვიღებთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით. რიგ შემთხვევაში პაციენტს ორივე კვლევის ჩატარება სჭირდება. მაგალითად, თუ კითხვა არის გულის კუნთის ქსოვილის დაზიანებაზე, მის მასშტაბზე, სარქვლოვანი პათოლოგიების შეფასებასა და ზუსტად ნაკლოვანების ნაკადის მოცულობის დათვლაზე, მაშინ უნდა დაინიშნოს გულის მრტ კვლევა, თუკი თქვენს ექიმს სურს შეაფასოს გულის მკვებავი სისხლძარღვების გამავლობა, მაშინ ჯობს ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია.

თუ შევადარებთ ექოკარდიოსკოპიას, გვაძლევს გულის კუნთის (მიოკარდის) ნაწიბუროვანი ცვლილებების შეფასების საშუალებას, ანუ გულის კუნთი თუ გარკვეულ ადგილებში ჩანაცვლებულია ე.წ. ნაწიბუროვანი ქსოვილის თუ რაიმე ნივთიერების დაგროვებით, ამის შეფასების საშუალებას გვაძლევს მხოლოდ გულის მრტ. ამასთან ერთად, გამოსახულების მიღება არ არის გაძნელებული ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, როგორც ექოკარდიოსკოპიის დროს. ასევე, ექოკარდიოსკოპიით შეზღუდულია გამოსახულების მიღება პაციენტებში, ვისაც ფილტვის ქრონიკული დაავადებები აქვთ, ამიტომ გულის სტრუქტურისა და ფუნქციის მეტი გარჩევადობისთვის ინიშნება გულის მრტ კვლევა.

 

 

გვესაუბრეთ კარდიო MRI-ს პროცედურაზე, საჭიროებს თუ არა პაციენტი წინასწარ მომზადებას?

მინიმალური კარდიოლოგიური პროტოკოლის ჩატარების დრო არის 40 წთ, 1 საათი, ვინაიდან გული მოძრავი ორგანოა, კარგი გამოსახულების მისაღებად აუცილებელია სუნთქვის შეკავება. გულის მრტ კვლევა ტარდება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში, არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს. უბრალოდ, ბავშვებს 8 წლის ასაკში, როგორც წესი, უჭირთ ადეკვატური სუნთქვის შეკავება და უმოძრაოდ გაჩერება, ამიტომ ზოგჯერ აუცილებელია კვლევის ზოგადი ანესთეზიით ჩატარება.

ერთ-ერთი განმასხვავებელი სხვა ორგანოს მრტ-სთან არის ის, რომ კვლევა ტარდება პაციენტის ელექტროკარდიოგრამის სინქრონიზაციით, რათა აპარატმა დაასკანეროს გულის ციკლი გარკვეულ ფაზაში და მივიღოთ მაღალი გარჩევადობის გამოსახულება.

გულის მრტ კვლევის ჩატარებამდე პაციენტს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება. ეს კვლევა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით, ასევე მის გარეშე, გააჩნია რა კლინიკური კითხვა აქვს თქვენს ექიმს. იმ პაციენტებში, ვისაც სჭირდება კონტრასტული ნივთიერების გამოყენება, პროცედურამდე ხდება პერიფერიულ ვენაში კათეტერის ჩაყენება. ვინაიდან კვლევისას მაგნიტური ველი იქმნება, კვლევამდე საჭიროა ვიცოდეთ, აქვს თუ არა პაციენტს რაიმე ლითონის კონსტრუქცია, მოწყობილობა ჩანერგილი გულმკერდში ან სხეულის სხვა ნაწილებში.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვინ არის ლილი-როუზ დეპის ახალი მეგობარი მამაკაცი: ვარსკვლავის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ვინ არის ლილი-როუზ დეპის ახალი მეგობარი მამაკაცი: ვარსკვლავის უახლესი პაპარაცული ფოტოები

March 9, 2022
#OK! საოფისე სტილის ინსპირაცია ეშლი რობერტსისგან: ვარსკვლავი French Connection-ის ორეულით!

#OK! საოფისე სტილის ინსპირაცია ეშლი რობერტსისგან: ვარსკვლავი French Connection-ის ორეულით!

June 11, 2021
#OK! წარმოუდგენელი ცვლილება – Skrillex-მა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა, ფანები მას ვეღარ სცნობენ

#OK! წარმოუდგენელი ცვლილება – Skrillex-მა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა, ფანები მას ვეღარ სცნობენ

January 15, 2023
#OK! ნინო წიკლაური OK! Travel Book-ის მოწვეული რედაქტორი

#OK! ნინო წიკლაური OK! Travel Book-ის მოწვეული რედაქტორი

February 3, 2023

კვირის ჰიტები

#OK! თავისუფლება უფლებაა

#OK! თავისუფლება უფლებაა

June 18, 2025
#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები