• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! შეაჩერე!

November 6, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ხშირად გვსმენია, „ვინ ძალადობს ქალზე“ , „ეს ადრე იყო, ახლა ქალს კაცზე მეტი უფლებები აქვს“… თანამედროვე საზოგადოება თითქოს ირიდებს ფაქტებს, რომლებიც გვამცნობენ უამრავ ამბავს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ფემიციდი, ადრეული ქორწინება, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება – ეს ყველაფერი წარსულს ჯერ არ ჩაბარებია.

25 ნოემბერი გაეროს გენერალურ ასამბლეას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ აქვს გამოცხადებული, რაც გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლის 16 დღიან კამპანიას ხსნის. ამ კამპანიის ერთ-ერთი მიზანია მოცემული საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება.

სულ ცოტა ხნის წინ ისევ გაისმა ერთი ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლის ამბავი – 14 წლის „გათხოვილი“ მოზარდი გოგო, რომელიც ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკას ემსხვერპლა. ქართული OK! ეხმიანება თემას. ჩვენ ვეცადეთ, გამოსავლის ძიებაში დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. საბედნიეროდ, უფრო მეტი პირი და კომპანია ერთიანდება ამ ბრძოლაში. დიდი მადლობა გაეროს მოსახლეობის ფონდს გაწეული დახმარებისთვის.

აღნიშნულ თემაზე ნინო ფსუტურს, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ვესაუბრეთ.

 

როგორ ფიქრობთ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის ცნობიერების ამაღლება? რა როლი უნდა ითამაშოს ამ დროს პედაგოგმა (სკოლამ)?

ქალთა მიმართ ძალადობა, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალური თემაა და სკოლამ, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ინსტიტუციამ, რომელიც ადამიანში აყალიბებს სწორ მოქალაქეობრივ პოზიციასა და დამოკიდებულებებს, მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ამ კუთხითაც. ეს შესაძლოა მოხდეს როგორც ფორმალური განათლებით (მაგალითად, სამოქალაქო განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და, ფაქტობრივად, ნებისმიერი საგნის ჭრილშია შესაძლებელი ამ თემის განხილვა), ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს არაფორმალურ განათლებაშიც. ნებისმიერი სახის კლუბმა, თუნდაც იყოს ეს ეკოკლუბები, რომელიც მდგრადი განვითარების მიმართულებით მუშაობს, თუ პირობითად დებატკლუბები – ნებისმიერს შეუძლია გაშალოს ეს თემა და სამსჯავროზე გამოიტანოს. მასწავლებლები უნდა დაეხმარონ მოსწავლეებს ამ საკითხის განხილვასა და სწორი პოზიციების ჩამოყალიბებაში დისკუსიისა და ფიქრის საშუალებით. სათავე ქალთა მიმართ ძალადობისა მაინც გენდერულ უთანასწორობაშია.

 

ოჯახში, სკოლაში ძალადობა და ზოგადად ამ თემის სწავლა რამდენად შესაძლებელია სასკოლო სივრცეში? (ძალადობისა და კონკრეტულად ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის თემა მუდმივი დისკუსიის საგანი უნდა იყოს თუ არა?)

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს თემა ძალიან აქტუალურია და ამავდროულად სენსიტიურიც, ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს ამ თემის გაშლა და მასწავლებელსაც სათანადო მომზადება სჭირდება საკუთარი პოზიციის სწორად ფორმულირებისთვის.

 

ადრეულ ასაკში ქორწინება და ნიშნობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება, ცნობიერების ასამაღლებლად რა გზას მიმართავს სკოლა (პედაგოგი)? (ფლობს თუ არა მოსწავლე ინფორმაციას, თუ რა არის ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება? და რა სამართლებრივი რეგულაციები არსებობს ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებაზე?)

ბიოლოგიის სტანდარტი საბაზო საფეხურზე და არა მხოლოდ ამ საგნისა, პირდაპირ ითვალისწინებს აღნიშნული თემის გაშლასა და განხილვას. ჩემი პრაქტიკიდან მოვიყვან მაგალითს – საკითხს – ნაადრევი ქორწინება და ორსულობა ე.წ. კომპლექსური დავალებებით ვასწავლი. მოსწავლეები საკითხის შესწავლის პარალელურად ქმნიან ბუკლეტს ან პოსტერს აღნიშნულ თემაზე და ახდენენ პრეზენტირებას. ეს მათ საშუალებას აძლევს, ყურადღება გაამახვილონ იმ პრობლემებზე, რაც მოჰყვება ნაადრევ ქორწინებასა და ნაადრევ ორსულობას, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე სოციალური თვალსაზრისით და საკუთარი პოზიციაც დააფიქსირონ. კარგი იქნება, თუ ბიოლოგიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები ერთად ჩაატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს და ამ თემის განხილვა ორივე საგნის ჭრილში მოხდება. აუცილებელია გოგონებმაც და ბიჭებმაც იცოდნენ იმ პრობლემების შესახებ, რაც მოჰყვება ნაადრევ ქორწინებასა და ორსულობას.რატომღაც, გვგონია, რომ ნაადრევი ქორწინება 90-იან წლებს ჩაჰბარდა, თუმცა დღესაც საკმაოდ აქტუალურია, განსაკუთრებით ნაადრევი ორსულობა.

 

ასევე, აქტუალურია ბულინგი და კიბერბულინგი… რამდენად ხშირად აწყდებით პრაქტიკაში აღნიშულს?

ზოგადად, არ მეგულება საქართველოში სკოლა და არა მხოლოდ საქართველოში, სადაც ეს პრობლემა არაა, თუმცა სხვადასხვა სიმძაფრით. ჩემი აზრით, პრევენცია ყველაზე კარგი იარაღია პრობლემასთან საბრძოლველად. მოსწავლემ უნდა იცოდეს საფრთხეების ამოცნობა და ის, თუ როგორ მოახდინოს მასზე სწორი რეაგირება, განსაკუთრებით ეს კიბერბულინგს და კიბერდანაშაულს ეხება. მედიაწიგნიერება აქაც უმნიშვნელოვანესია. დიდი როლი სკოლის ფსიქოლოგსაც აკისრია, თუმცა დღეს ეს დიდი ფუფუნებაა და ამიტომ მასწავლებლებს გვიწევს ფსიქოლოგის ფუნქციის შეთავსებაც და დისკუსიებით, სხვადასხვა ფილმის განხილვით ძალიან ფრთხილად უნდა შევეხოთ ამ თემას. არ უნდა გადავაჭარბოთ, რადგან ამას შესაძლოა უკუეფექტიც მოჰყვეს.

 

ფოტო: ვახტანგ ალანია ფოტო მოწოდებულია „ლიბერთი ბანკის” მიერ

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! პერიზ ჰილტონი Lanvin-ისთვის! ვარსკვლავი ბრენდის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას არეკლამებს!

#OK! პერიზ ჰილტონი Lanvin-ისთვის! ვარსკვლავი ბრენდის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას არეკლამებს!

March 17, 2021
#OK! სივრცე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის

#OK! სივრცე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის

November 29, 2023
#OK! რამდენად რთულია ვენსან კასელისთვის 30 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად ცხოვრება

#OK! რამდენად რთულია ვენსან კასელისთვის 30 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად ცხოვრება

May 22, 2021

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა

#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა

November 12, 2025
#OK! გზა ხრამიდან მწვერვალისკენ – ზვიად შელია

#OK! გზა ხრამიდან მწვერვალისკენ – ზვიად შელია

November 11, 2025
#OK! პრინცმა უილიამმა 34 წლის შემდეგ, დედის საკულტო ფოტოები გაიმეორა

#OK! პრინცმა უილიამმა 34 წლის შემდეგ, დედის საკულტო ფოტოები გაიმეორა

November 7, 2025
#OK! ფრენსის ფორდ კოპოლა ქონებას ყიდის

#OK! ფრენსის ფორდ კოპოლა ქონებას ყიდის

November 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები