• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! CeramicART – ინტერიერის დეკორი და ფუნქციური კერამიკა

May 9, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

OK! Decor Book-ი CeramicART-ის შესახებ გიამბობთ, რომელიც უნიკალურ ხელნაკეთ არტნამუშევრებს გვთავაზობს ინტერიერისთვის და ფუნქციურ კერამიკას ყოველდღიური გამოყენებისთვის. კომპანიის უკეთ გასაცნობად დამფუძნებლებს, ანა ჯაფარიძეს და ნინო კოპალაძეს ვესაუბრეთ.

უპირველესად, გაგვაცანით CeramicART. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და როგორია კომპანიის საქმიანობა?

ჩვენი გაერთიანება იწყება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც 1995-2001 წლებში ვსწავლობდით კერამიკის დიზაინის მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ მალევე, 2006 წელს ჩამოვყალიბდით, როგორც დუო CeramicArt. თავდაპირველად ვქმნიდით მხატვრული კერამიკის ობიექტებს თანამედროვე სივრცისთვის, რომლებიც შთაგონებული იყო ბუნებით, გვინდოდა შეგვექმნა სიმყუდროვე ინტერიერში.

ჩვენ გვიყვარს გამოწვევები, ამიტომ 2008 წელს დავიწყეთ ფიქრი და ძიება, კერამიკა თანამედროვე ქართველის ყოველდღიურობის ნაწილად გაგვეხადა, ამავდროულად ყოფილიყო სამახსოვრო ნივთი საქართველოდან და დავიწყეთ მუშაობა ფუნქციური კერამიკის კოლექციის შექმნაზე, რომელიც დატვირთული იქნებოდა მდიდარი ქართული ორნამენტებითა და ძველი თბილისის ჭვირული აივნების გამოსახულებებით. ასე შეიქმნა კოლექცია „ქალაქი“, რომელსაც მიენიჭა ჯილდო – „ტრადიციული რეწვის საუკეთესო პროდუქცია სამხრეთ კავკასიაში“, მე-2 ადგილი.

პარალელურად ვაგრძელებდით ფიქრს იდეაზე, შეგვექმნა მყუდრო ადგილი სახლში, სადაც ადამიანი გაემიჯნებოდა დატვირთულ, ურბანულ რეალობას, გადაინაცვლებდა წარმოსახვით სამყაროში და 2010 წელს შევქმენით კედლის ობიექტების კოლექცია – ბუნების ილუზია.

წარმოსახვითი ბუნების ნაწილი, რომელსაც გადავყავართ ირეალურ სამყაროში, რათა გონება განიტვირთოს. ეს არის გარკვეული თამაში, რომელიც ეხმარება გონებას, გაექცეს ყოველდღიურობას, რუტინას, რომელიც არ უტოვებს ადგილს ოცნებებს, ფიქრებს, გრძნობებს.

ჩვენ გვიყვარს ექსპერიმენტები და ვფიქრობთ, რომ იდეები იბადება არა ფიქრში, არამედ მუშაობის პროცესში, ამიტომ ვმუშაობთ ყოველდღიურად და მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, სულ ძიების პროცესში ვართ.

2021 წელს iAtelier – ტექნოლოგიებისა და ინოვაციური გამოცდილების GACC პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო პროგრამის გამარჯვებულები გავხდით. პირველად ვიმუშავეთ ხის სკამის დიზაინზე, რომელიც წარმოადგენს დიალოგს წარსულსა და მომავალს შორის და შევქმენით პროტოტიპი. სპეციალურად შექმნილი ნამუშევრები სერიიდან „ბუნების ილუზია“, 2022 წლის ჰოლანდიის დიზაინის კვირეულის ფარგლებში კონფერენციაზე წარვადგინეთ, როგორც გამარჯვებული პროექტი. ჩვენი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დაცული კერძო კოლექციებში.

შემოქმედებითი სკულპტურული ობიექტების გარდა გვიყვარს გარე სივრცისთვის დიდი ზომის ობიექტების შექმნა, გვითანამშრომლია ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორიცაა Budha Bar, Hilton…

ასევე გვაინტერესებს საწარმოო პროცესი, ამიტომ ვთანამშრომლობთ რამდენიმე კომპანიასთან და ვაწარმოებთ ხელნაკეთ ჭურჭელს. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალ ფუნქციურ კოლექციაზე, რომელიც ძველი ქართული ფორმების ინოვაცია იქნება.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

ჩვენ ვთავაზობთ უნიკალურ ხელნაკეთ, დიდი ზომის კერამიკას, შემოქმედებით ნამუშევრებს და ფუნქციურ კერამიკას, რომლებიც შესრულებულია მაღალი ხარისხის თიხებითა და ევროპული ხარისხის კვებისთვის უსაფრთხო ჭიქურებით.

როგორია ნამუშევრების შექმნის პროცესი?

თითოეული კერამიკა იგეგმება ინდივიდუალურად. ყველაზე მცირე ზომის კერამიკული ჭიქა უნდა ამოვიყვანოთ ჩარხზე, მეორე დღეს გავჩარხოთ და მივაბათ ყური, შემდეგ ორი დღე მაინც სჭირდება, რომ გაშრეს, ამის შემდეგ პირველი გამოწვა, მოხატვა, მოჭიქვა და ისევ გამოწვა, ერთ გამოწვას ერთი-ორი დღე სჭირდება, შესაბამისად, ერთი ჭიქის დასამზადებლად საჭიროა 5-7 დღე, თუ ჭიქა ოქროთია მოხატული, კიდევ ერთი გამოწვის პროცესი ემატება და დამზადებისთვის საჭირო დრო ათი დღე გამოდის. ფორმა რაც უფრო დიდია, უფრო მეტი დროა საჭირო შექმნა-დასრულებისთვის.

რა მიგაჩნიათ CeramicART-ის ნიშად?

რთული კითხვაა, შესაძლოა დიდი ფორმების ძერწვა. ჩვენი ნამუშევრები გამოირჩევა მოხატვის განსხვავებული ხელწერით. პანდემიის დროს დავიწყეთ ფიქრი, თუ რა იყო ჩვენი ნიშა, მაგრამ მრავალფეროვნება გვიზიდავს, ვართ ამრეკლი გარემოსი, სადაც ვცხოვრობთ და გვიყვარს ექსპერიმენტები.

რა მასალას იყენებთ ნამუშევრების შექმნისას?

ყოველი ნამუშევრის შესაქმნელად მასალას ვარჩევთ ინდივიდუალურად, ძირითადად ვიყენებთ ქართულ, გერმანულ და თურქულ თიხებს. ჩვენ დამოუკიდებლად შემოგვაქვს ქვეყანაში მასალები უკვე 10 წელზე მეტია.

გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები.

საინტერესო გეგმები და გამოწვევები გვაქვს. ვგეგმავთ სახელოსნოს გაზრდას, გვინდა ქართულ საზოგადოებას მეტად გავაცნოთ ჩვენი თავი ახალი კოლექციებით და საერთაშორისო გამოფენებიც სამომავლო გეგმების ნაწილია. და იმედი გვაქვს თქვენც გაიგებთ ამის შესახებ.

ასევე გაეცანი

#OK! სასადილო მაგიდა და სკამები თუ ბარის კომპლექტი – რომელია სწორი არჩევანი შენი სამზარეულოსთვის
Décor

#OK! სასადილო მაგიდა და სკამები თუ ბარის კომპლექტი – რომელია სწორი არჩევანი შენი სამზარეულოსთვის

July 1, 2025
#OK! KPI Studios  ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის
Décor

#OK! KPI Studios ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის

June 17, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 45 წლის ანჯელინა ჯოლის გლამურული გამოჩენა

#OK! 45 წლის ანჯელინა ჯოლის გლამურული გამოჩენა

May 6, 2021
#OK! „რეტჩედის“ ესთეტიკა და ინტერიერები

#OK! „რეტჩედის“ ესთეტიკა და ინტერიერები

November 5, 2021
#OK! მიზეზი, რის გამოც ქენდალ ჯენერი დევინ ბუკერთან რომანის გასაჯაროებას ერიდება

#OK! მიზეზი, რის გამოც ქენდალ ჯენერი დევინ ბუკერთან რომანის გასაჯაროებას ერიდება

June 21, 2021
#OK! სიმონ პორტ ჟაკმუსის და მარკო მაესტრის ფრანგული ქორწილი (ფოტოები)

#OK! სიმონ პორტ ჟაკმუსის და მარკო მაესტრის ფრანგული ქორწილი (ფოტოები)

August 28, 2022

კვირის ჰიტები

#OK! როგორ გავიაქტიუროთ როუმინგ ინტერნეტი – ზაფხულის სამოგზაურო რჩევები

#OK! როგორ გავიაქტიუროთ როუმინგ ინტერნეტი – ზაფხულის სამოგზაურო რჩევები

July 1, 2025
#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

June 29, 2025
#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

July 2, 2025
#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

June 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები