• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ჰარმონია ინტერიერის დიზაინში – ინტერვიუ არქიტექტორ დავით ყიფიანთან

April 4, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

როდესაც დატვირთული დღის შემდეგ შინ ბრუნდებით, განტვირთვა და დასვენება განსაკუთრებით სასიამოვნოა. „ზედმეტი ინფორმაციის“ ეპოქაში „სიმშვიდის კუნძულები“ დიდ მნიშვნელობას იძენენ – სახლი ხდება სწორედ ის ადგილი, სადაც გსურთ დაისვენოთ და მოდუნდეთ. მით უფრო, თუ ინტერიერის ფერთა პალიტრა, პატარა დეტალები და დიზაინური ელემენტები ქმნიან გარემოს, ერთიან სივრცეს, სადაც სიმყუდროვისა და სისავსის შეგრძნებას იპოვით.

 

ინტერიერის დიზაინზე მუშაობა საკმაოდ დიდ ცოდნას, გემოვნებასა და პროფესიულ ალღოს მოითხოვს. მონდომებით, სწორი ხედვითა და მიზანდასახულობით სივრცეების დაგეგმარებისას ყოველთვის მიაღწევთ სასურველ შედეგს, თუმცა პროცესის გასამარტივებლად აუცილებლად დაგჭირდებათ პროფესიონალთა რჩევები. ამ თემებზე სასაუბროდ OK! არქიტექტურული ფირმის „ოქტაედრის“ დამფუნებელს, დავით ყიფიანს ესაუბრა.

 

 

გვიამბეთ თქვენს საქმიანობაზე. როდის დაინტერესდით ამ პროფესიით და რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?

არქიტექტურა  ბავშვობიდანვე მაინტერესებდა. ჯერ კიდევ პირველ კლასში ვსწავლობდი, როდესაც შენობების სამგანზომილებიანი პროექციით დავინტერესდი. საკმაოდ ცელქი და ფათერაკიანი ბავშვი ვიყავი, რის გამოც ხშირად ვისჯებოდი შინაპატიმრობით. ამ დროს ხაზვა, კონსტრუქციების შექმნა, აწყობა,  საგნების მონტაჟი თუ დემონტაჟი ჩემი ძირითადი გასართობი იყო. ხშირად სახლის ნივთები ეწირებოდა ჩემს ამ ინტერესს და შინაპატიმრობაც მიხანგრძლივდებოდა.

 

ნივთების კონსტრუქციული და ფუნქციური მახასიათებლები ყოველთვის მაინტერესებდა. სწორედ ამ ინტერესის შესაბამისად, ჩავაბარე არქიტექტურის ფაკულტეტზე, თუმცა, ჩემი მოუსვენარი ხასიათის გამო, ბოლო კურსზე გადავწყვიტე სხვა ინტერესები და გატაცებებიც დამეკმაყოფილებინა.

 

ორი წელი მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას დავუთმე. ამან სულ სხვა კუთხიდან დამანახვა არქიტექტურის არსი და პირობითობისგან მიხსნა. დაბრუნების შემდეგ იდეებითა და ჩანაფიქრებით აღსავსე, სტერეოტიპული და სტანდარტული ხედვებისგან განთავისუფლებული შევუდექი საქმიანობას.

 

ამ ეტაპზე გახლავართ არქიტექტურული ფირმის „ოქტაედრის“ დამფუნებელი და შემსრულებელი. ფირმა  დაინტერესებულ პირებსა და პარტნიორებს ე.წ. Turnkey სერვისებს სთავაზობს, რაც პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა პროცესის შესრულებასა და მისი დასრულებული სახით  ჩაბარებას გულისხმობს.

 

 

გვესაუბრეთ  მუშაობის თქვენეულ სპეციფიკასა და პრინციპებზე.

დღესდღეობით თანამედროვე ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ვიზუალის შექმნას არ გულისხმობს. სივრცეს, მის გამოყენებას და ფუნქციონალურ დატვირთვას სულ უფრო მზარდი მნიშვნელობა ენიჭება. აქცენტი კეთდება ასევე ფერზე, განათებაზე, ტექსტურაზე, ფორმასა და განლაგებაზე.

 

ინტერიერის დიზაინი ადამიანის ქცევის, იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ კულტურული, ზედმიწვენით ცოდნას მოითხოვს. შექმნილი სივრცე უნდა შეესაბამებოდეს  პიროვნების ცხოვრების სტილს და პასუხობდეს მის  საჭიროებებს. ფუნქციურად წარმატებული სივრცეების შექმნაში პიროვნებაზე ორიენტირებული დიზაინის სტრატეგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. სხვადასხვა ინდუსტრიები, ბიზნესები და ინდივიდები ინტერიერის დიზაინერებს მიმართავენ იმისთვის, რომ, დიზაინის საშუალებით გადაწყვიტონ საზოგადოებრივი კეთილდღეობის მრავალი საკითხი. აქ გათვალისწინებულია ისეთი დეტალები, როგორიცაა, მაგალითად, მუშაობისთვის საჭირო განათების ოპტიმალური დონე ან შესაბამისი აკუსტიკის უზრუნველყოფით დისკომფორტის მოხსნა და შფოთვის შემცირება.

 

მუშობისას ჩემი მთავარი ამოცანაა შევქმნა ისეთი სივრცე, რომელიც  მაქსიმალურად ფუნქციონალური, კომფორტული და გეომეტრიულად პროპორციულია. ეს ყოველივე უნდა ითვალისწინებდეს და თანხვედრაში იყოს დამკვეთის მოთხოვნებსა და სურვილებთან.

 

 

 

გვესაუბრეთ თქვენს პროექტებზე. როგორ ფიქრობთ, რა ნიშა უჭირავს თქვენს ნამუშევრებს?

სხვადახვა მოცემულობის, სირთულისა და სიდიდის პროექტები მაქვს განხორციელებული. ყველა ობიექტი ინდივიდუალურია და მის სპეციფიკას საფუძვლიანი შესწავლა, გათვალისწინება სჭირდება, იქნება ეს საოფისე ფართი, კერძო ბინა, ნაგებობა, სტომატოლოგიური კლინიკა თუ სილამაზის სალონი.

 

რაც შეეხება ნიშას, ნიშა გულისხმობს გარკვეული სეგმენტით ან მახასიათებლით თავის შემოფარგვლას. მე უფრო სხვა კუთხით ვუდგები ამ საკითხს და არ ვიზღუდავ თავს, ნებისმიერ პროექტს ვკიდებ ხელს, რომელიც ჩემთვის საინტერესოა და სიახლეს მთავაზობს.

 

რამდენად ხშირად იყენებთ თქვენს ნამუშევრებში გარკვეულ ეტაპზე არსებულ ტენდენციურ ფერებსა თუ დიზაინს?

ტენდენციები უცხო არ არის ჩემთვის და თვალს ვადევნებ მათ განვითარებასა და ცვლილებას. ამასთანავე მიმაჩნია, რომ ტენდენციების ბრმად გადმოტანისა და გამეორებისას ადვილად შეიძლება დაიკარგოს ინდივიდუალიზმი და ხასიათი.

 

ინტერიერის დიზაინის ტენდენციებით ახლა უპირატესობა ბუნებრივ მასალებს, მინიმალისტურ სტილს, მომრგვალებულ ფორმებსა და გლუვ ხაზებს ენიჭება. მნიშვნელოვანია ფერისა და განათების სწორი შერჩევა და დოზირება, ვინაიდან სწორედ ამ ორის დახმარებით იქმნება სივრცე, განწყობა და ფუნქციურად გამართული კომფორტული გარემო.

 

 

რას ურჩევდით ადამიანებს, სანამ ინტერიერის მოწყობას შეუდგებიან?

აუცილებლად მიმართონ სპეციალისტს, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს მათ გემოვნებასა და მოთხოვნებს. ამით ბევრ დროსა და ნერვებს დაზოგავენ, თავიდან აიცილებენ შეცდომებს, რადგან სპეციალისტს წინასწარ შეუძლია ყველა დისკომფორტის გათვლა.

 

დაბოლოს, გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები.

არქიტექტურა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ამიტომ გეგმად არც განვიხილავ. სხვა გეგმა კი დაივ-საფარია სუდანში და წყალქვეშა ფოტოგრაფია, ასევე  Head-ისა და Nordica-ს თხილამურების ახალი მოდელების ტესტ-ტური ავსტრიაში.

 

 

 

 

ტექსტი: მაიკო წერეთელი

ფოტო: ნინო ალავიძე; დავით ყიფიანი

ასევე გაეცანი

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი
Travel

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 8, 2025
#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს
ინტერვიუ

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 8, 2025
#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში
ინტერვიუ

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
#OK! მოთხრობები სკრინინგზე
OK! Doctors

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

August 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გავინებივროთ თავი „ვალენტინობის“ დღეს

#OK! როგორ გავინებივროთ თავი „ვალენტინობის“ დღეს

February 4, 2022
#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი: წყვილის აქამდე უცნობი ფოტოები!

#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი: წყვილის აქამდე უცნობი ფოტოები!

September 7, 2021
#OK! პულმანი – პრემიუმ კლასის საერთაშორისო სასტუმრო თბილისის ცენტრალურ უბანში

#OK! პულმანი – პრემიუმ კლასის საერთაშორისო სასტუმრო თბილისის ცენტრალურ უბანში

April 15, 2025
#OK! ირინა შეიკი ვენეციის რიგით 79-ე კინოფესტივალზე – მოდელის მინიმალისტური ჩაცმულობა წითელი ხალიჩისთვის

#OK! ირინა შეიკი ვენეციის რიგით 79-ე კინოფესტივალზე – მოდელის მინიმალისტური ჩაცმულობა წითელი ხალიჩისთვის

September 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ეზ გაბერის ფოტოობიექტივი

#OK! ეზ გაბერის ფოტოობიექტივი

August 6, 2025
#OK! კანის მაშველები – სიმართლე, რომელიც რუჯთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ

#OK! კანის მაშველები – სიმართლე, რომელიც რუჯთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ

August 7, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავას სარედაქტორო

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავას სარედაქტორო

August 7, 2025
#OK! „წონა 41 კილოგრამამდე შემცირდა“ – კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

#OK! „წონა 41 კილოგრამამდე შემცირდა“ – კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

August 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები