მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს ჰგონია სამეფო ოჯახის წევრების ცხოვრება მეტად მარტივია, სინამდვილეში ეს ასე სულაც არაა. არსებობს გარკვეული ნორმები და პროტოკოლის წესები, რომლებსაც ყველა უნდა დაემორჩილოს. წარმოგიდგენთ სამეფო ოჯახის რამდენიმე უცნაურ შეზღუდვას, რომელსაც ხშირად მეგან მარკლი, ქეით მიდლტონი და პრინცესა დაიანაც კი არ ემორჩილებოდნენ.
1. სამეფო ოჯახის წევრ ქალებს ეტიკეტის მიხედვით ხელის ჩანთა აუცილებლად მარცხენა ხელში უნდა ეჭიროთ, მარჯვენა ხელი კი ყველანაირი ნივთის ჭერისაგან თავისუფალი უნდა იყოს, რადგან საზოგადოებასთან კომუნიკაციაში და ხალხთან მისალმებაში ხელი არ შეუშალოთ. დამატებითი ფუნქცია, რომელიც კლაჩებს აქვთ მინიჭებული, ეს არის ე.წ ხელის ჩამორთმევის თავიდან აცილება, რადგან მისი ჭერა ორივე ხელით აუცილებელია.
2. ოფიციალურ ღონისძიებებზე აუცილებელია აკადემიურად იყვნენ შემოსილი, პიჯაკი და შესაფერისი ზომის ქვედაბოლო, ნაკლებად გაფორმებული ნახატებითა და აქსესუარებით საუკეთესო ვარიანტია შეხვედრებისთვის. თუმცა სპორტული შარვლისა და ეგრეთწოდებული “ტაქსიდოს” (Tuxedo) ჩაცმას არც პრინცესა დაიანა ერიდებოდა და არც მეგან მარკლი.
3. ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობის პერიოდში აუცილებლად უნდა შეადგენდეს სამეფო ოჯახის წევრების გარდერობის ნაწილს შავი ტანსაცმელი, რადგან ისინი ყოველთვის უნდა იყვნენ მზად უცაბედი დაკრძალვის ცერემონიისთვის.
4. ბეწვეულის ტარება აკრძალულია. თუმცა, 1994 წელს რუსეთში, კერძოდ მოსკოვში ერთ-ერთ ვიზიტზე დედოფალი ელიზაბეტი ბეწვის ქურქით ჩავიდა.
5. სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ქალბატონები მამაკაცებს აუცილებლად რევერანსით უნდა მიესალმონ.
6. აუცილებელია ქალბატონებმა ატარონ ეგრეთწოდებული “კოლგოტი”, თუმცა სასექსის ყოფილი ჰერცოგინია მეგან მარკლი ზედმიწევნით არც ამ წესს არ ასრულებდა.
7. როდესაც დედოფალი წამოდგება, აუცილებლად სხვებიც ფეხზე უნდა ადგნენ.
8. დედოფლის სამოსი ფერადი უნდა იყოს საზოგადოებაში გამოსარჩევად.
9. თმის ვარცხნილობა და მაკიაჟი აუცილებლად სადა უნდა იყოს, ზედმეტი გაფორმებებისა და მკვეთრი ფერების გარეშე.
10. სამეფო ოჯახის წევრებს გულშემატკივართან სამოყვარულო ფოტოების გადაღების უფლება არ აქვთ.