• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! კინოინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოვლენები – 2022 წლის შეჯამება

December 26, 2022
საკითხავი დრო: 4 წუთში წასაკითხი

მაყურებელმა 2022 წელს არაერთი გახმაურებული ფილმისა თუ სერიალის პრემიერა იხილა. როგორც იცით, გასული წლების განმავლობაში პანდემიის გამო არაერთი პროექტი შეჩერდა, რეჟისორებმა წელს გარკვეული რეგულაციების დაცვის ფარგლებში მაინც მოახერხეს ფილმების გადაღებების დასრულება და მაყურებლებს თავიანთი კინოშედევრების დიდ ეკრანზე ხილვის საშუალება მისცეს.

იხილეთ ყველაზე გამორჩეული და გახმაურებული კინოშედევრები, რომლებიც 2022 წლის დასრულებამდე აუცილებლად უნდა ნახოთ.

The Whale – წლის ყველაზე გახმაურებული ფსიქოლოგიური დრამა! ეს არის კინოშედევრი, რომელმაც ბრენდან ფრეიზერს დიდხნიანი პაუზის შემდეგ ინდუსტრიაში დაბრუნების შანსი მისცა. დარენ არონოფსკის ახალი დრამის მთავარი გმირი და ბრენდანის პერსონაჟი სკოლის მასწავლებელია, რომელსაც ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს და ცდილობს თინეიჯერ ქალიშვილთან მამა-შვილური ურთიერთობა აღადგინოს. ბრენდან ფრეიზერმა აღნიშნული როლისთვის წონაში საგრძნობლად მოიმატა და 270 კილოგრამი გახდა. მსოფლიო კრიტიკოსებმა მისი შესრულება დადებითად არაერთხელ შეაფასეს, ფილმმა ფენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჯილდო Interfilm Award კატეგორიაში მიიღო. The Whale-ის პრემიერაფესტივალზე 4 სექტემბერს შედგა, საზოგადოება მას კინოთეატრებში 9 დეკემბრიდან იხილავს.

Elvis – 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზეგახმაურებული ბიოგრაფიული ფილმია, რომლის რეჟისორიც ბაზ ლურმანი, სცენარისტი კი კრეიგ პირსი გახლავთ. ფილმი მოგვითხრობს ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის, მსახიობის, როკ-ენ-როლის საკულტო ვარსკვლავის ელვის პრესლის ცხოვრების შესახებ. Elvis-ში მთავარ როლს ოსტინ ბატლერი თამაშობს, ფილმში ასევე იხილავთ ტომ ჰენკსს, ოლივია დეჟონგს და ჰელენ ტომპსონს. ოსტინ ბატლერმა HCA Midseason Awards-ის დაჯილდოებაზე ელვისის როლის შესრულებისთვის საუკეთესო კაცი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა.

Blonde – ენდრიუ დომინიკის ფილმი, რომელიც ჯოი კორელ უოტსის წიგნის მიხედვით არის გადაღებული, მაყურებელს უყვება ჰოლივუდის ლეგენდარული ლამაზმანის მერილინ მონროს როგორც პირადი ცხოვრების ასევე კარიერული წინსვლის შესახებ. ფილმში მთავარ როლს ანა დე არმასი და ედრიენ ბროუდი თამაშობენ. Blonde-ის პრემიერა ვენეციის რიგით 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

Bullet Train – წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მძაფრსიუჟეტიანი თრილერი და კომედიაა, რომლის რეჟისორიც დევიდ ლეიჩი გახლავთ. ფილმი გადაღებულია Kotaro Isaka-ს 2010 წლის ნოველის Maria Beetle-ის მიხედვით. Bullet Train-ში მთავარ როლებს ბრედ პიტი, სანდრა ბულოკი და აარონ ტეილორ-ჯონსონმი ასრულებენ. მთავარი მოქმედება ვითარდება სწრაფმავალ მატარებელში, სადაც ხუთი დაქირავებული მკვლელი ერთდროულად აღმოჩნდება. ფილმს ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ის 2022 წელს People’s Choice Awards–ზე წლის ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი.

Batman – ყველასათვის საყვარელი სუპერგმირი, რომლის როლიც ამჯერად ამერიკელმა მსახიობმა რობერტ პატინსონმა მოირგო იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ Warner Bros-მა მეორე ნაწილის გამოსვლა პრემიერიდან რამდენიმე თვეშივე დაადასტურა. მეტ რივსის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში რობერტთან ერთად ზოი კრავიცი, კოლინ ფარელი და პოლ დანო თამაშობენ. ფილმმა საუკეთესო კოსტიუმებისთვის Saturn Awards-ის ჯილდო მოიპოვა.

Avatar: The Way Of Water: ფანტასტიკის ჟანრში ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი (თითქმის 3 მილიარდ დოლარიანი) ფილმის მეორე ნაწილის პრემიერა რამდენიმე დღეში შედგება. ცამეტწლიანი პაუზის შემდეგ სამყარო ჯეიმს კამერონის კიდევ ერთ შედევრს იხილავს. ფილმში მაყურებელი ჩვეულ გმირებთან, სემ უორტინგტონთან, ზოი სალდანასთან და სიგურნი უაივერთან ერთად მსახიობ ქეით უინსლეტსაც იხილავს. ჯეიმს კამერონი საზოგადოებას კვლავ შესანიშნავ სპეცეფექტებს, საინტერესო სიუჟეტსა და ზღაპრულ თავგადასავლებს ჰპირდება.ფილმის პრემიერა თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 დეკემბერს შედგება.

The Gray Man – დაფუძნებულია 2009 წლის ამავე სახელწოდების მქონე რომანზე, მძაფრსიუჟეტიანი თრილერის ვარსკვლავი რაიან გოსლინგია, რომელიც CIA-ის დაქირავებული აგენტია და იძულებულია არასასიამოვნო დეტალების გაგების შემდეგ დატოვოს სააგენტო. მისი ყოფილი კოლეგა, რომლის როლსაც ფილმში კრის ევანსი ასრულებს, მისი მოწინააღმდეგე ხდება. ფილმის რეჟისორები ძმები ენტონი და ჯო რუსოები არიან, The Gray Man-ში რაიანთან და კრისთან ერთად ანა დე არმასიც თამაშობს.

გაიგე მეტი: 2022 წელიAvatarBlondeBullet TrainElvisThe Whaleკინოშეჯამება

ასევე გაეცანი

#OK! Rhode – ჰეილი ბიბერის მილიარდ დოლარიანი სილამაზის იმპერია
OK! News

#OK! Rhode – ჰეილი ბიბერის მილიარდ დოლარიანი სილამაზის იმპერია

February 17, 2026
#OK! ვინ არის გოგონა, რომელსაც „მატილდა გვარლიანის ორეული“  შეარქვეს?
OK! News

#OK! ვინ არის გოგონა, რომელსაც „მატილდა გვარლიანის ორეული“ შეარქვეს?

February 16, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ამერიკის დატოვებას გეგმავს
OK! News

#OK! ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ამერიკის დატოვებას გეგმავს

February 16, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც პლასტიკურ ქირურგიაზე უარი თქვეს
OK! News

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც პლასტიკურ ქირურგიაზე უარი თქვეს

February 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კენდალ ჯენერი და ჰეილი ბიბერი: მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე მიმავალი მოდელების სტილი

#OK! კენდალ ჯენერი და ჰეილი ბიბერი: მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე მიმავალი მოდელების სტილი

June 10, 2021
#OK! პაემანი შემოდგომის ნიუ-ორკში – რა აღნიშნეს ბრედლი კუპერმა და ჯიჯი ჰადიდმა?

#OK! პაემანი შემოდგომის ნიუ-ორკში – რა აღნიშნეს ბრედლი კუპერმა და ჯიჯი ჰადიდმა?

October 23, 2025
#OK! ქლოე კარდაშიანის განსხვავებული იმიჯი! ვარსკვლავი Marine Serre-ს სამოსით!

#OK! ქლოე კარდაშიანის განსხვავებული იმიჯი! ვარსკვლავი Marine Serre-ს სამოსით!

April 18, 2021
#OK! საბინა ხაჯიშვილი – ფიტნესსფეროში არსებულისტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს!

#OK! საბინა ხაჯიშვილი – ფიტნესსფეროში არსებულისტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს!

October 16, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ადამიანი როგორც მთავარი კაპიტალი – Skill Lynk-ის ხედვა ბიზნესის განვითარებაზე

#OK! ადამიანი როგორც მთავარი კაპიტალი – Skill Lynk-ის ხედვა ბიზნესის განვითარებაზე

February 15, 2026
#OK! ტოპ 10 ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა წყვილი

#OK! ტოპ 10 ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა წყვილი

February 13, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?

#OK! ანჯელინა ჯოლი Givenchy-ს ვერცხლისფერ მაქმანებში – როგორ ჩაიარა ფილმ „კუტიურის“ პრემიერამ?

February 10, 2026
Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო

February 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები