ცნობილი ფეხბურთელი, ლიონელ მესი და მოდელი, ანტონელა როკუზო 2017 წელს დაქორწინდნენ და მათ ქორწინებაში 3 ბიჭი: ტიაგო, მატეო და ჩირო ჰყავთ.
ლიონელ მესის რთული ბავშვობა ჰქონდა, მისი ნიჭის მიუხედავად მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, მას ზრდის ჰორმონის პრობლემა ჰქონდა და საჭიროებდა ყოველდღიურ მკურნალობას, რისი სახსრებიც ოჯახს არ ჰქონდა, თუმცა მალევე მის ცხოვრებაში უდიდესი კლუბი „ბარსელონა“ გამოჩნდა, რომელმაც მისი ცხოვრების და მკურნალობის ხარჯები სრულად დაფარა.
მესიმ თავისი რჩეული ანტონელა როკუზო, მეგობრის ლუკას სკალიას სახლში გაიცნო 9 წლის ასაკში. მესი ძალიან მორცხვი იყო და ერიდებოდა ანტონელასთან გამოლაპარაკება, სამაგიეროდ მისი მეგობრის ლუკასის სახლში უფრო ხშირად დადიოდა, რადგან მესი იმ პერიოდში იცოდა, რომ მასთან ერთად სურდა მთელი ცხოვრების გატარება.
ანტონელა და მესი მალევე დაახლოვდნენ, ისინი ერთად ბევრ დროს ატარებდნენ. თუმცა 13 წლის ასაკში მესის ცხოვრებაში „ბარსელონა“ გამოჩნდა და ოჯახთან ერთად მას ესპანეთში გადასვლა მოუწია, რაც რა თქმა უნდა, აისახა მათ ურთიერთობაზე რადგან მათი კონტაქტი ნელ-ნელა მცირდებოდა.
5 წლის შემდეგ ანტონელას დიდი ტკივილის გადატანა მოუწია მას ახლო მეგობარი გარდაეცვალა, არ დადიოდა სკოლაში და არ უნდოდა არავისთან კონტაქტი, როგორც კი მესიმ ეს ამბავი შეიტყო მაშინვე ესპანეთიდან – არგენტინაში ჩაფრინდა ანტონელას სანახავად და მისთვის ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად, სწორედ ამ ქმედების შემდეგ მათი ურთიერთობა უფრო ძლიერი გახდა, თუმცა არსებული გრძნობების შესახებ ერთმანეთს მაინც არ უმხელდნენ.
ანტონელას შესახებ მესიმ პირველად 2009 წელს ისაუბრა, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს. როცა მას პირად ცხოვრებაზე დაუსვეს კითხვა, მესიმ უპასუხა, რომ ჰყავდა შეყვარებული არგენტინაში და მისი სახელი გახლავთ ანტონელა.
ამის შემდეგ, 2012 წელს, მესის და ანტონელას ცხოვრებაში გამოჩნდა მათი პირველი შვილი ტიაგო, 2015 წელს კი მეორე – მატეო. იმის მიუხედავად, რომ წყვილს 2 შვილი ჰყავდა, მათი ქორწილი საზოგადოებამ 2017 წელს იხილა. მესიმ და ანტონელამ ქორწილი მშობლიურ არგენტინაში, როსარიოში გადაიხადა.
ქორწილში მესის და ანტონელას ახლობლები და მეგობრები იყვნენ და ისეთი საფეხბურთო ვარსკვლავები როგორიც არის: ლუის სუარესი, სერხიო აგუერო, ანხელ დი მარია, ესეკიელ ლავეცი, სამუელ ეტო’ო, კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სესკ ფაბრეგასი და სხვა ცნობილი სახეები.
აღსანიშნავია ისიც, რომ მესიმ ერთ-ერთ წერილში ანტონელასთვის მიცემული პირობა – „ერთ დღეს ჩვენ დავქორწინდებით“ , ნამდვილად შეასრულა და ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი და მისი ბავშვობის სიყვარული ანტონელა როკუზო ბედნიერად ცხოვრობენ თავის 3 შვილთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მესიმ კი კარიერაში დარჩენილი ერთადერთი მოუგებელი ტიტულიც მოიგო. მესიმ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ყველაზე მეტი მოწონება აქვს.
View this post on Instagram